Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 45 of 2017 of Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission on Calculating Normative Losses of Potable Water

Made 2017-12-26 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის დადგენილება №45 „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Water
Keywords
potable water, water supply, waterworks, research, resource/damage valuation, water resources management

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №45 2017 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. თანდართული სახით დამტკიცდეს „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის წევრი მაია მელიქიძე კომისიის წევრი გოჩა შონია კომისიის წევრი გიორგი ფანგანი http://www.matsne.gov.ge 40006000016009016246 1 სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები 1. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს წყალმომარაგების მოქმედი ლიცენზიატების (შემდგომში – ლიცენზიატები) წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს. 2. კონკრეტული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელისათვის (ლიცენზიატისათვის) ამ წესით გაანგარიშებული სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგები განისაზღვრება ინდივიდუალურად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ნორმატიული აქტით. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ და კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებულ „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“. მუხლი 2. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგები 1. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს სასმელი წყლის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ტრანსპორტირების და განაწილებისას, რომელიც იანგარიშება რეგულირების პერიოდის თითოეული სატარიფო წლისათვის ამ წესის შესაბამისად. 2. ლიცენზიატის მიერ სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების დაფარვისათვის გაწეული დანახარჯები ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით. 3. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი სატარიფო წლისათვის ( ) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (1), სადაც: სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი სატარიფო წლისათვის (მ3); საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-3 მუხლის შესაბამისად (მ3); სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი შესაბამისი სატარიფო 2 წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-4 მუხლის შესაბამისად (მ3); უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-6 მუხლის შესაბამისად (მ3); სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-5 მუხლის შესაბამისად (მ3); სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n). მუხლი 3. საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი 1. საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი ( ) შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (2), სადაც: საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი შესაბამისი წლისათვის (მ3); სასმელი წყლისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის მოხმარებული სასმელი წყალი შესაბამისი წლისათვის (მ3); სატუმბი სადგურების ფუნქციონირებისათვის მოხმარებული სასმელი წყალი შესაბამისი წლისათვის (მ3); რეზერვუარებისა და მილსადენების რეცხვა-დეზინფექციისათვის მოხმარებული სასმელი წყალი შესაბამისი წლისათვის (მ3); შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n). 2. სასმელი წყლისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე რეზერვუარებისა და მილსადენების გარეცხვა-დეზინფექციისათვის საჭირო წყლის მოცულობა (საკუთარი მოხმარება) დგინდება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი სასმელი წყლისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე რეზერვუარებისა და მილსადენების რეცხვა-დეზინფექციისათვის საჭირო წყლის მოცულობა აღემატება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით გაანგარიშებული საკუთარი მოხმარების მაჩვენებლებს, ნორმატიული დანაკარგების დადგენის 3 მიზნით დასაშვებ საკუთარ მოხმარებად კომისია აღიარებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით გაანგარიშებულ მოცულობას. 3. სასმელი წყლის სატუმბი სადგურების ფუნქციონირებისათვის საჭირო წყლის მოცულობის განსაზღვრა ხდება ლიცენზიატების მიერ კომისიისათვის წარდგენილი ტუმბო-აგრეგატის საპასპორტო მონაცემებზე დაყრდნობით. მუხლი 4. სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი 1. სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი ( ) შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (3), სადაც: სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი შესაბამისი წლისათვის (მ 3); დანახარჯი სასმელი წყლის განაწილების მილსადენებიდან, შესაბამისი წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (მ3); დანახარჯი სასმელი წყლის რეზერვუარებიდან, შესაბამისი წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (მ3); დანახარჯი სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენებიდან, შესაბამისი წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად (მ3); შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n). 2. გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის წყალმომარაგების განაწილების მილსადენებიდან შესაბამისი წლისათვის ( ) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (4), სადაც: დანახარჯი სასმელი წყლის განაწილების მილსადენებიდან შესაბამისი წლისათვის (მ3); განაწილების მილსადენების სიგრძე შესაბამისი წლისათვის (კმ); 4 განშტოებების რაოდენობა სასმელი წყლის განაწილების მილსადენებზე შესაბამისი წლისათვის; განშტოების მილსადენების ჯამური სიგრძე შესაბამისი წლისათვის (კმ); განაწილების მილსადენებში არსებული საშუალო დაწნევა შესაბამისი წლისათვის (მ); კალენდარულ დღეთა რაოდენობა შესაბამისი წლისათვის; შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n). 3. რეგულირების პერიოდისათვის გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის რეზერვუარებიდან ( ) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (5), სადაც: დანახარჯი სასმელი წყლის რეზერვუარებიდან შესაბამისი წლისათვის (მ3); სასმელი წყლის რეზერვუარების ჟონვის ინდექსი, რომელიც გაითვალისწინება 3 ლიტრის ოდენობით ყოველ 1 მ2-ზე; წყალმომარაგების სისტემაში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარების სველი პერიმეტრის ჯამური ფართი შესაბამისი წლისათვის (მ2); განშტოებების რაოდენობა სასმელი წყლის განაწილების მილსადენებზე შესაბამისი წლისათვის; შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n). 4. გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენებიდან შესაბამისი სატარიფო წლისათვის ( ) იანგარიშება დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 5. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი 1. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი პირველი რეგულირების პერიოდის პირველი წლისათვის ( ) და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში იანგარიშება შემდეგი ფორმულით: 5 (6), სადაც: სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისათვის (მ3); ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე (მ3); საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-3 მუხლის შესაბამისად (მ3); სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის განაწილების მილსადენებზე ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება მე-4 მუხლის შესაბამისად (მ3); მომხმარებლისათვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (მ3); უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა ტარიფის გაანგარიშების წლისთვის, რომელიც იანგარიშება მე-6 მუხლის შესაბამისად (მ3); სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის შესამცირებელი მოცულობა რეგულირების პერიოდის პირველი წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად (მ3); 2. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისათვის ( ), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (7), სადაც: სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისათვის (მ3); სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის შესამცირებელი მოცულობა შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება 6 ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად (მ3); სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n). 3. მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ( ) ტარიფის გაანგარიშების წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (8) სადაც: მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის (მ3). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის (მ3). გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის (მ3). გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად (მ3); 4. გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წელს ( ) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (9), სადაც: გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის (მ3); გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობა სულადობის მიხედვით, შესაბამისი სატარიფო წლისათვის; გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლებთან სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა შესაბამისი წლისთვის, რომელიც განისაზღვრება კომისიის 7 მიერ (მ3/სული/წელი); მუხლი 6. უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა შესაბამისი სატარიფო წლისათვის, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (10), სადაც: გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის (მ3); გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სასმელი წყლის საპროგნოზო მოხმარება შესაბამისი წლისთვის, რომელიც გამოითვლება საბალანსო აღრიცხვის კვანძების მიხედვით (მ3/სული/წელი); გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარების ნორმა, შესაბამისი წლისათვის, რომელიც განისაზღვრება კომისიის მიერ (მ3/სული/წელი). გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობა სულადობის მიხედვით, შესაბამისი სატარიფო წლისათვის; შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n). მუხლი 7. რეგულირების პერიოდში სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდის გაანგარიშების წესი 1. კომისია განსაზღვრავს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდსა და სამიზნე მაჩვენებელს რეგულირების პერიოდის თითოეული სატარიფო წლისათვის ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 2. ლიცენზიატი ვალდებულია, რეგულირების პერიოდში შეამციროს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული ოდენობით (1≤i≤n). 8 3. კომისიის მიერ სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდის განსაზღვრისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატის მიერ რეგულირების პერიოდის შესაბამისი წლის სასმელი წყლის დასაშვები ფაქტობრივი ტექნიკური დანაკარგი ნაკლებია კომისიის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე, შემცირების შედეგად მიღებული ეკონომია რჩება ლიცენზიატის განკარგულებაში და კორექტირებას არ ექვემდებარება. 4. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლისათვის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის არსებული ფაქტობრივი ტექნიკური დანახარჯი ნაკლებია ამავე სატარიფო წლისათვის კომისიის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე, მაშინ შემდგომი რეგულირების პერიოდის (პირველი სატარიფო წელი) სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის გაანგარიშებისას მე-5 მუხლის მე-7 ფორმულაში, ნაცვლად მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული ანალოგიური მაჩვენებლისა, აიღება არსებული ფაქტობრივი ტექნიკური დანახარჯი. მუხლი 8. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება 1. ლიცენზიატებმა სასმელი წყლის ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით. 2. თუ კონკრეტული რეგულირების პერიოდში ლიცენზიატის წყალმომარაგების სისტემაში მოხდა ისეთი არსებითი ცვლილება, რამაც გამოიწვია ლიცენზიატის სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში ბოლო სატარიფო წლისათვის 15%-ით ან მეტით გაზრდა დასაშვები ტექნიკური დანახარჯის ცვლილების გამო, მაშინ კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიერ სათანადო დასაბუთების საფუძველზე მოახდინოს ნორმატიული დანაკარგის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის ნაწილის კორქეტირება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. დანართი № 1 გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენებიდან მილსადენების შიდა დიამეტრი მმ გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენებიდან, ლიტრებში 1 კმ სიგრძის მილიდან 1 საათის განმავლობაში ფოლადის თუჯის რ/ბ-ის 100 16.8 42 125 21 54 150 25.2 63 200 33.6 84 120 250 42 93 132 300 51 102 144 350 54 108 156 9 400 60 117 168 450 63 126 180 500 66 132 192 600 72 144 204 700 78 153 222 800 81 162 234 900 87 174 252 1000 90 180 264 1100 93 - 276 1200 99 - 288 1400 105 - 300 1600 111 - 312 1800 117 - 372 2000 126 - 414 შენიშვნა: პოლიეთილენის საშუალო და მაღალწნევიანი სასმელი წყლის მილებისათვის ნორმად აიღება ფოლადის მილზე მოცემული ერთეულები, მილსადენების დიამეტრად აიღება მილის შიდა დიამეტრი და მისი გამოყვანა უნდა მოხდეს ინტერპოლაციის მეთოდით.

Resolution No. 45 of 2017 of Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission on Calculating Normative Losses of Potable Water · Nelum