Resolution No 433 of 2013 of Georgian Government on Rules for Collecting and Destroying Inedible Livestock Materials and Products Infected with Agents of Epizootic, Zoonotic and Zooanthroponosic Diseases, and Biological and Other Chemical-Pharmaceutical Drugs for Animals
Made 2013-12-31 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Livestock, Food and nutrition
- Keywords
- drugs, hygiene/sanitary procedures, pests/diseases, animal health, disinfection/disinfestation, enforcement/compliance, food safety and quality, legal proceedings/administrative proceedings, toxicity/poisoning, public health
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის №2-236 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი მუხლი 1. ამოღების წესი ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში - პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით: ა) პროდუქციის ამოღებას ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის სამოქმედო ზონაში: ა.ა) ორგანოლეპტიკური გამოკვლევით, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად უვარგისად მიჩნეული ან ვადაგასული პროდუქციის გასანადგურებლად; ა.ბ) თანმხლები სათანადო საბუთის გარეშე არსებული პროდუქციიდან ნიმუშების გასაგზავნად ვარგისიანობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და ლუქავს პროდუქციას. ნიმუშების ვარგისიანობის შემთხვევაში პროდუქციას უშვებს შემდგომში გამოსაყენებლად; http://www.matsne.gov.ge 30016007010003017658 ბ) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროდუქციის ამოღების თაობაზე ადგენს აქტს, რომელსაც აწერს ხელს პროდუქციის მფლობელთან ერთად. მუხლი 2. განადგურების წესი 1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების განადგურება წარმოებს შემდეგი წესით: ა) ცოცხალი ცხოველების (ფრინველი, თევზი) - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით; ბ) მეცხოველეობის პროდუქტების - სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; გ) ცხოველური წარმოშობის ყველა სახის ნედლეულის: ტყავნედლეული, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, ბეწვეული და სხვა დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; დ) მეორადი ნედლეულის: ცხოველების რქები და ჩლიქები, ნაწლავები, დაკონსერვებული სისხლი, აბრეშუმის ჭუპრი, ნაღველი, ნაღვლის კენჭები - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; ე) ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, ცხოველთა ემბრიონები, ენდოკრინული ნედლეული - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ვ) კონსერვების - გაჭყლეტით, შემდეგ დეზინფექციითა და დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ზ) ფურაჟისა და უხეში საკვების - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; თ) ბიოპრეპარატების, სავაქცინე და საკონტროლო შტამების - თანმხლები ან არსებული დარიგების შესაბამისად, დაწვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ი) ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა ვეტერინარული პრეპარატების - დაწვით. 2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. შესაძლებლობის მიხედვით დაწვა ხორციელდება ასევე საუტილიზაციო ქარხანაში ან სპეციალურ ღუმელში. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017658