Resolution No. 431 of 2013 of Georgian Government on Technical Regulations on Construction (Reconstruction) and Exploitation of those Underground Operations that are not Related to Mining
Made 2013-12-31 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილება №431 „იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Land and soil, General
- Keywords
- exploration, public health, labour, hazards
- Categories
- energy
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №431 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი „იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58ე მუხლის მე2 ნაწილის, 103ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე12 მუხლის შე საბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან თავი I რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს იმ ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი მიწისქვეშა სივრცის (მღვიმის, გამოქვაბულის, გვირაბის) გამოყენებისა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, სადაც არ წარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
2. რეგლამენტი ვრცელდება ბუნებრივად შექმნილ მღვიმეებში და გამოქვაბულებში განთავსებული ობიექტების (შემდგომში–ობიექტი) მშენებლობაზე (რეკონსტრუქციაზე), ექსპლუატაციაზე, მასში არსებულ პროცესებზე, მომსახურე პერსონალზე და სავალდებულოა ყველა იმ საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, რომელიც ამ ობიექტს იყენებს ადმიანთა ორგანიზებული დაშვების მიზნით. 3. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახ მიწისქვეშა ობიექტებზე, სატრანსპორტო და საკოლექტორო გვირაბებზე, აგრეთვე, მეტროპოლიტენზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. მიწისქვეშა გვირაბი – მიწისქვეშა ქანების ხელოვნურად გამოღების შედეგად შექმნილი თავისუფალი სივრცე, რომლის სიგრძე აღემატება მისი განივკვეთის ზომებს. გვირაბის ექსპლუატაცია არ უნდა იყოს დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 2. მღვიმე (გამოქვაბული) – მიწისქვეშ ბუნებრივად წარმოქმნილი ვრცელი თავისუფალი სივრცე, რომელიც დღისეულ ზედაპირთან დაკავშირებულია ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი გამონამუშევრით. 3. სამთო წნევა – ხელოვნურად გაყვანილ მიწისქვეშა გამონამუშევრის ირგვლივ არსებულ ქანებში წარმოქმნილი დაძაბულობა. 4. ჭაური– ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც უშუალოდ გამოსავალი მიწის ზედაპირზე აქვს. 5. რაბი, ტიხარი – სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს. 6. სავენტილაციო კარი, სარქველი – რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.
7. კროსინგი– გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა. 8. გვირაბის სამაგრი – გვირაბში ამოყვანილი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გვირაბის განივკვეთის ზომების დაცვა და ხელოვნურად შექმნილ თავისუფალ სივრცეში მისი გარემომცველი ქანის ნატეხების ვარდნის თავიდან აცილება. 9. გვირაბის გამაგრება – სამაგრი კონსტრუქციის ამოყვანასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობა. 10. კამერა– დიდი განივკვეთისა და მცირე სიგრძის გვირაბი. 11. მთავარი განიავების ვენტილატორი – გვირაბის ექსპლუატაციის პერიოდში მთლიანი გვირაბის ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის) გასანიავებელი ვენტილატორი. 12. დამხმარე განიავების ვენტილატორი – მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბის გასანიავებელი ვენტილატორი. 13. მავნე აირები – აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა. 14. ელექტრული სქემა – ელექტრული წრედის ელემენტთა ურთიერთკავშირის გრაფიკული გამოსახულება. 15. თვითმაშველი– მიწისქვეშა ავარიის (აფეთქება, ხანძარი, აირის უეცარი გამოტყორცნა, ჩამოქცევა) შემთხვევაში ადამიანის სუნთქვისათვის უვარგის გარემოში ინდივიდუალური დაცვისათვის ერთჯერადი გამოყენების აპარატი. 16. რესპირატორი– მომწამვლელი აირების და მტვრის მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დამცავი მოწყობილობა. 17. სავენტილაციო ჭავლის რევერსია (შექცევა)–გვირაბში ჰაერის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოზე ხელოვნური შეცვლა. 18. სამთო–სამაშველო სამსახური (შემდგომ–სამაშველო სამსახური)– ობიექტის შემადგენლობაში მყოფი ან სახელშეკრულებო საწყისებზე მოწვეული სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი და საგანგებოდ მომზადებული სამსახური, რომლის დანიშნულებაა ობიექტზე ავარიის თავიდან აცილება, აგრეთვე, ავარიის შემთხვევაში ადამიანების გადარჩენა და ავარიის ლიკვიდაცია.
19. ტექნიკური ზედამხედველი – ობიექტის ხელმძღვანელის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია გვირაბში პროექტის შესაბამისად სამუშაოების უსაფრთხო წარმოებაზე. 20. თანამდებობრივი ინსტრუქცია – ობიექტის მიერ დამტკიცებული ხელმძღვანელების და სპეციალისტების უფლება–მოვალეობებისა და პასუხისმგებ–ობის განმსაზღვრელი დოკუმენტი. 21. საწარმოო ინსტრუქცია – სპეციალურად შემუშავებული და ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების წესებისა და თანმიმდევრობის განმსაზღვრელი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 დოკუმენტი. თავი II პერსონალი მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები 1. ობიექტზე სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური, სამთო–ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს სწავლება. 2. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეს თანამდებობრივი ინსტრუქციები. 3. ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს რეგლამენტის და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა. 4. აკრძალულია დავალების გაცემა იმ ადგილებზე სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, გარდა იმ დავალებისა, რომელიც ითვალისწინებს ამ მოთხოვნების აღმოფხვრას. 5. ობიექტს უნდა ჰყავდეს ობიექტის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ტექნიკური ზედამხედველი. მუხლი 4. მომსახურე პერსონალი 1. ობიექტზე მიწისქვეშ სამუშაოდ დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს რეგლამენტს, აგრეთვე, მიწისქვეშა სამუშაოებთან დაკავშირებულ საწარმოო და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.
2. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და სწავლება უსაფრთხოების ტექნიკაში, ხანძარქრობის მეთოდებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით. ინსტრუქტაჟი უნდა ჩაატაროს ობიექტის ტექნიკურმა ზედამხედველმა და დააფიქსიროს ჟურნალში. 3. მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს სამუშაო ადგილიდან ზედაპირზე მთავარი და სათადარიგო გასასვლელები. 4. მომსახურე პერსონალი სამუშაო ადგილზე მუშაობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეს გვირაბის ჭერის, გვერდების და სამაგრების უსაფრთხო მდგომარეობაში, აგრეთვე, დამცავი საშუალებების, ვენტილაციის გამართულობაში. გვირაბში, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, აკრძალულია ადამიანების ყოფნა, აგრეთვე, იმ სამუშაოების წარმოება, რომლებიც არ არის დაკავშირებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან. 5. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, აგრეთვე, ტექნიკური მოთხოვნების შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში. 6. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩაჩქანით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით. 7. სამეცნიერო დაწესებულების, სამშენებლო, სამონტაჟო და სარემონტო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვირაბში დაიშვებიან მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე, უსაფრთხოების ტექნიკაში შესაბამისი ინსტრუქტაჟის და ქცევის წესების გაცნობის შემდეგ. მუხლი 5. პასუხისმგებლობა
რეგლამენტის დამრღვევი პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III ზოგადი მოთხოვნები ობიექტის მიმართ http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 მუხლი 6. დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება 1. ობიექტის დაპროექტების და მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობის, ნაგებობის და კომუნიკაციების ქვეშ მათი განთავსებისას მიწისქვეშა და მიწისზედა ობიექტების ერთმანეთზე შესაძლო გავლენის მომხდენი მავნე შედეგების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. 2. ობიექტის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პერიოდში ახალი გვირაბის გაყვანასთან დაკავშირებული სამუშაოები (მათ შორის, გვირაბის ზომებისა და ფორმის და საყრდენი მთელანების შეცვლა), აგრეთვე, გვირაბის კვლავმაგრების სამუშაოები უნდა შესრულდეს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად. 3. მშენებარე და მოქმედ ობიექტზე სატელეფონო კავშირის გარდა მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური ავარიული სიგნალიზაცია. 4. აკრძალულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, თუ სრულად არაა დაცული უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. მუხლი 7. ექსპლუატაცია 1. მიწისქვეშა გვირაბის ექსპლუატაციისას დაცული უნდა იქნეს გვირაბის გამაგრებასთან, ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები, აგრეთვე, ავარია და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. 2. მიწისქვეშა გვირაბის და ბუნებრივი გამოქვაბულის (შემდგომ – გვირაბი) ექსპლუატაციისას დაწესებული უნდა იყოს მუდმივი კონტროლი გვირაბის თავზე განლაგებული შენობებისა და ნაგებობების უსაფრთხო მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე.
3. ობიექტის ორ და მეტ ჰორიზონტზე განლაგებისას, აგრეთვე, ვერტიკალური (დახრილი) ჭაურის, შახტის ამწევი მექანიზმის არსებობისას, ამ ჭაურის, ამწევი მექანიზმის ექსპლუატაცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა და თითოეული ჰორიზონტიდან ზედაპირზე გამოსასვლელის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 4. ობიექტზე მიწისქვეშა ტრანსპორტის ექსპლუატაცია უნდა მოხდეს ამ მუხლის მე3 პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად. 5. ობიექტის მოსარგებლე ვალდებულია ობიექტის მშენებლობის (რეკონსტრუქციის), ექსპლუატაციის და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ყველა ეტაპზე ობიექტი უზრუნველყოს მის მიერ შექმნილი სამაშველო სამსახურის ან სახელშეკრულებო საწყისებზე მოწვეული სპეციალიზებული სამაშველო სამსახურის მომსახურებით. 6. დასაშვებია სამაშველო სამსახურის გარეშე იმ ცალკეული მცირე ობიექტის ექსპლუატაცია, რომლის გვირაბის სიგრძე არ აღემატება 100 მს და მომსახურე პერსონალის რაოდენობა 3 ადამიანს. 7. მიწისქვეშა გვირაბის ტრასა დაყოფილი უნდა იყოს შესასვლელიდან გვირაბის სიგრძის მაჩვენებელ პიკეტებად, რომელთა ნომრის მაჩვენებლები, ტრასის გასწვრივ თვალსაჩინო ადგილას, მყარად უნდა იყოს დამაგრებული. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს გვირაბის დღისეულ ზედაპირზე გამოსასვლელი მიმართულების მაჩვენებელი ნიშნების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 8. ექსპლუატაციაში არსებულ ობიექტზე უნდა განხორციელდეს მიწისქვეშ მყოფი (ჩასული) და ზედაპირზე გამოსული ადამიანების აღრიცხვა. აღრიცხვის წარმოების წესს ადგენს ობიექტის ხელმძღვანელი. 9. პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მიწისქვეშა სამუშაოებთან, ობიექტზე დაიშვებიან მხოლოდ მისი ხელმძღვანელის ნებართვით და ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.
10. ობიექტზე, რომელიც გათვალისწინებულია დამთვალიერებელთათვის (საგამოფენო, სადეგუსტაციო დარბაზი, გამოქვაბული და სხვ.), პაციენტებისათვის (სამკურნალო დაწესებულება), ობიექტის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს გვირაბში დამთვალიერებელთა, აგრეთვე, პაციენტთა ქცევის წესები. 11. მიწისქვეშ ექსკურსიაზე მყოფი, აგრეთვე, სამკურნალო ადგილებამდე ან სხვა მიზნით ადამიანების შესვლა http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 აკრძალულია ექსკურსიამძღოლის ან ტექნიკური ზედამხედველის ნებართვის გარეშე, რომელიც დაფიქსირებული უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში. მიწისქვეშ დამთვალიერებელთა, პაციენტთა ყოფნისას მათი სავალი გზის სიახლოვეს რაიმე სამუშაოების ჩატარება აკრძალულია. 12. მოქმედი შახტის (მაღაროს) გვირაბში (სადაც არ წარმოებს სამთო სამუშაოები) ობიექტის განთავსებისას, შახტის (მაღაროს) და ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს მათი ერთობლივი ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები. 13. გვირაბში (სათავსში) მავნე აირების გამოყოფისა და სამთოგეოლოგიური პირობების გაუარესების (წნევის გაძლიერება, წყლის მოდინების მატება და სხვ.) დროს ყველა სამუშაო უნდა იქნეს შეჩერებული, ხოლო ადამიანები – ევაკუირებულნი ობიექტის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანამდე. 14. სამუშაო ადგილებზე ჰაერის მტვრიანობა არ უნდა აღემატებოდეს სანიტარული ნორმებით დადგენილ სიდიდეებს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჰაერის მტვრიანობა გვირაბში აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიღებული უნდა იქნეს ზომები უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად. 15. გვირაბის პორტალთან ან ჭაურთან ბაქნებს უნდა ჰქონდეს გამართულ მდგომარეობაში მყოფი მისასვლელი გზები ავტოტრანსპორტის და სამშენებლო მანქანების სამოძრაოდ, აგრეთვე, ადამიანებისათვის უსაფრთხო გასასვლელები.
16. პორტალის და ჭაურის მიმდებარე ბაქნები, გზები, მისასვლელები, გასასვლელები, ესტაკადები, დატვირთვისა და განტვირთვის ადგილები, აგრეთვე, ობიექტის სათავსები, გვირაბები, შტოლნები, გამოქვაბულები უნდა იყოს განათებული. 17. ზვავსაშიშ რაიონებში და შესაძლო ჩამონაშალის უბნებზე ობიექტის მოწყობისას გათვალისწინებული და განხორციელებული უნდა იქნეს ზვავისა და ქვების ცვენისაგან დაცვის ღონისძიებები, ხოლო მდინარეების და წყალსატევების ქვეშ ობიექტის ექსპლუატაციისას, მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების სპეციალური ზომები წყლის უეცარი გამოხეთქის თავიდან ასაცილებლად. 18. სამუშაოთა წარმოების ადგილებში, აგრეთვე, ავარიის ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებულ ადგილებშიუნდა იყოს სატელეფონო კავშირი (საექსკურსიო მარშრუტებზე, სამკურნალო უბნებზე, ელექტროსამანქანო კამერებში და სხვ.). ყველა სატელეფონო ხაზი უნდა იყოს ორსადენიანი. 19. აკრძალულია გვირაბში თამბაქოს მოწევა და სპეციალური პროექტის გარეშე ღია ცეცხლით სამუშაოების ჩატარება. 20. გვირაბის ის ადგილები, სადაც ადამიანების ჩავარდნის საფრთხეა, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით. 21. აკრძალულია მიწისქვეშა ნაგებობებში წვადი სითხეების და წვადი აირიანი ბალონების შენახვა. მუხლი 8. ავარიის ლიკვიდაციის გეგმა 1. ობიექტისათვის, თავისი ბუნებრივი და ექსპლუატაციის პირობებიდან, აგრეთვე, კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, შედგენილი უნდა იქნეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომშისტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად. 2. ავარიის ლიკვიდაციის გეგმას ადგენს და ამტკიცებს ობიექტის ხელმძღვანელი.
3. რეგლამენტის მე7 მუხლის მე6 პუნქტით გათვალისწინებულ მცირე ობიექტზე ავარიის ლიკვიდაციის გეგმის ნაცვლად, ავარიული სიტუაციის შემთხვევისათვის შესაძლებელია ობიექტის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ და დამტკიცებულ იქნეს ევაკუაციის გეგმა. 4. ობიექტზე მომუშავე პირები გაცნობილი უნდა იყვნენ ავარიის ლიკვიდაციის ან ევაკუაციის გეგმას და იცოდნენ ავარიის შემთხვევაში პირადი მოქმედების წესები. 5. აკრძალულია ობიექტზე სამუშაოდ იმ პირების დაშვება, რომლებიც არ არიან გაცნობილნი ავარიის ლიკვიდაციის ან ევაკუაციის გეგმას. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 მუხლი 9. თვითმაშველი 1. ობიექტზე ცვლაში მომუშავე პერსონალის და სამკურნალოდ მყოფი პაციენტების რაოდენობაზე დამოკიდებულებით უნდა იყოს ჯგუფური შენახვის თვითმაშველები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთო რაოდენობის 10% სარეზერვო, მაგრამ, სულ ცოტა, ორი თვითმაშველი. 2. ჯგუფური შენახვის თვითმაშველები უნდა ინახებოდეს სამუშაოთა წარმოების (სამკურნალოდ მყოფი პაციენტების ყოფნის) ადგილებში, მათი დაცულობის უზრუნველმყოფ პირობებში. თვითმაშველების შენახვის ადგილი ცნობილი უნდა იყოს მიწისქვეშ მყოფი ყველა ადამიანისათვის. 3. პერსონალს, რომლის სამუშაო ადგილი არ არის მუდმივი, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალურად განპირობებული თვითმაშველი. 4. თვითმაშველების შემოწმება გამართულობაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის მიერ უნდა მოხდეს კვარტალში ერთხელ ჯგუფური შენახვისას და თვეში ერთხელ – ინდივიდუალური მოხმარებისას. შემოწმების შედეგები უნდა აისახოს აქტში. მუხლი 10. მანქანები, მექანიზმები, დანადგარები 1. მანქანის, მექანიზმისა და დანადგარის ყველა ღია მოძრავი ნაწილი (ქუროები, გადაცემები, ბორბლები და სხვ.) საიმედოდ უნდა იყოს შემოღობილი დამცავი ზღუდარით, რაც გამორიცხავს ადამიანების ტრავმირების საშიშროებას.
2. ელექტროენერგიის მიწოდების უეცარი შეწყვეტისას მანქანის, მექანიზმის და დანადგარის მოძრაობაში მომყვანი ძრავას გამორთვა ქსელიდან უნდა მოხდეს მინიმალური ძაბვის დაცვით და მომსახურე პერსონალის ჩარევით. 3. აკრძალულია გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი მანქანის, მექანიზმის და დანადგარის ობიექტზე გამოყენება, აგრეთვე, მუშაობის დროს მათი გაწმენდა და შეზეთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სპეციალური მოწყობილობა. 4. მანქანის, მექანიზმის და დანადგარის ამუშავებისას და მუშაობის დროს დაცული უნდა იქნეს მომსახურე პერსონალის სრული უსაფრთხოება. მათი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ქარხანადამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს. თავი IV გვირაბის შენახვა, ვენტილაცია მუხლი 11. მოთხოვნები გვირაბის გამაგრებისას 1. ობიექტზე პერიოდულად, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, უნდა შემოწმდეს გვირაბის სამაგრების მდგომარეობა. 2. სამაგრის გარეშე გამოყენებულ გვირაბში პერიოდულად უნდა მოხდეს ჭერის და გვერდების მდგრადობის შემოწმება, ხოლო აუცილებლობისას – აშრევებული ქანის ჩამოყრა. აშრევებული ქანის ჩამოყრა უნდა მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. 3. გვირაბის სამაგრის, ჭერის და გვერდების შემოწმება დამთვალიერებელთა, პაციენტების მარშრუტის მიხედვით, აგრეთვე, მათი დროებითი ყოფნის ადგილებში, უნდა მოხდეს ობიექტზე დაშვების წინ. 4. გვირაბის ჭერიდან და გვერდებიდან აშრევებული ქანის ნატეხების, აგრეთვე, დარღვეული სამაგრების აღმოჩენისას, ასეთ უბნებზე სამუშაოები (ადამიანების ყოფნა) უნდა შეჩერდეს. სამუშაოს განახლება დასაშვებია მხოლოდ გვირაბის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანის და სათანადო დასკვნის შემდეგ.
5. გვირაბის გადამაგრებისას გამოყენებული მასალა და ნაკეთობა უნდა შეესაბამებოდეს გვირაბის გამაგრების პასპორტის მონაცემებს. 6. გვირაბის გადამაგრებისას გვირაბის სამაგრის უკან სიცარიელეს წარმოქმნისას ის უნდა ამოიყოროს, ხოლო იმ გვირაბში, რომელიც საშიშია აირების შრისებრი დაგროვების მხრივ, უნდა მოხდეს სამაგრის უკან http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 სიცარიელეს დატამპონება. დაუშვებელია გვირაბის ცეცხლმედეგი სამაგრის უკან სიცარიელეს შესავსებად წვადი მასალის გამოყენება. 7. გვირაბის დეფორმირებული უბნების სამაგრი კონსტრუქციის გამოტანა უნდა მოხდეს მექანიზებული წესით ან აფეთქებით. 8. გვირაბში მოწყობილობის გადატანის, მონტაჟის, აგრეთვე, სამაგრის დეფორმაციის ან მისი დეტალების დაკარგვის შედეგად მწყობრიდან გამოსული სამაგრი უნდა იქნეს აღდგენილი ან შეცვლილი. 9. გვირაბის ჭერში ან გვერდებში ბზარების წარმოქმნისას მათზე ტექნიკური ზედამხედველის მიერ დაწესებული უნდა იქნეს მეთვალყურეობა მასივის საშიში დეფორმაციის განსაზღვრის უზრუნველმყოფი “ნიშნულების” ან სხვა საშუალებების დახმარებით. 10. ჩამონაქცევიდან ქანის აღება და სამაგრის აგება უნდა მოხდეს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, რომელსაც ხელმოწერით უნდა გაეცნოს ამ სამუშაოებით დაკავებული პერსონალი და ტექნიკური ზედამხედველი. 11. გვირაბის განივი კვეთის გადიდების ან უვარგისი სამაგრის შეცვლის მიზნით გვირაბის გადამაგრებისას აკრძალულია ერთდროულად ორზე მეტი ჩარჩოს (თაღის) ამოღება. ამოსაღები ჩარჩოების (თაღების) წინა და უკანა ჩარჩოები (თაღები) დროებით უნდა გაძლიერდეს განმბჯენებით ან ბაგირებით და ჩაიკეროს.
12. აკრძალულია გვირაბის გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების ადგილების შემომღობავი შუქსიგნალების და მაფრთხილებელი ნიშნების მოხსნა სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე და სავალი გზის მდგომარეობის შემოწმებამდე. მუხლი 12. გვირაბის ჰაერი და სავენტილაციო ქსელი 1. გვირაბის გასანიავებლად საჭირო ჰაერის რაოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ნახშირორჟანგის, მიწისქვეშა სამუშაოებზე ერთდროულად დაკავებული ადამიანების მაქსიმალური რიცხვის, შიგაწვისძრავიანი მოწყობილობის გამოყენებით გამონაბოლქვი აირების მავნე კომპონენტების და ტოქსიკური და მავნე აირების სხვა შესაძლო გამოყოფის მიხედვით, აგრეთვე, ჰაერის მოძრაობის მინიმალური სიჩქარის მიხედვით. 2. ჟანგბადის შემცველობა (მოცულობითი) იმ გვირაბის ჰაერში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები, უნდა შეადგენდეს, სულ ცოტა, 20%ს, ხოლო მავნე აირების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს რეგლამენტის მე7 მუხლის მე3 პუნქტში აღნიშნული წესით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ სიდიდეებს. 3. ობიექტის სათავსებში სამუშაო ადგილებზე ჰაერის შედგენილობის გასაკონტროლებლად ჰაერის სინჯის აღება უნდა მოხდეს სამაშველო სამსახურის მიერ, ამ უკანასკნელთან შეთანხმებული და ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით. 4. ჰაერის სინჯის აღებასთან ერთად უნდა წარმოებდეს ჰაერის ხარჯის, ტემპერატურის, აგრეთვე, გვირაბში მავნე აირების საშუალო კონცენტრაციის გაზომვა. გვირაბის აირსიუხვის განსაზღვრა უნდა მოხდეს რეგლამენტის მე7 მუხლის მე3 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად. 5. სამანქანო და სატრანსფორმატორო კამერების განიავება უნდა მოხდეს სუფთა ჰაერის ჭავლით. ამასთან, 6 მ მდე სიგრძის კამერის განიავება დასაშვებია დიფუზიის ხარჯზე, მასში არანაკლებ 1.5 მ სიგანის შესასვლელის დროს. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი კამერის მოწყობა დასაშვებია გამომავალ ჭავლზე იმ პირობით, რომ მავნე აირების შემცველობა არ აღემატება დადგენილ ნორმებს.
6. 10 მზე მეტი სიგრძის ჩიხური გვირაბის განიავება დიფუზიით აკრძალულია. 7. დანადგარს, რომლის ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება მტვერი,უნდა ჰქონდეს გამართულად მოქმედი ამტვერების საწინააღმდეგო (მტვერსაჭერი)მოწყობილობა. 8. სავენტილაციო მოწყობილობის (კარი, ზღუდარი, კროსინგი, რაბი), ადგილობრივი განიავების ვენტილატორების განლაგებაში, სავენტილაციო ჭავლების მიმართულებასა და ხარჯში მომხდარი ცვლილებები უნდა აღინიშნოს განიავების სქემაზე 24 სთის განმავლობაში. 9. განიავების სქემაზე დატანილი უნდა იქნეს ვენტილატორის დაყენების ადგილი, მისი ტიპი, ჰაერის http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 ფაქტობრივი და ნომინალური მიწოდება (მ3 /წთ), სუფთა და ნამუშევარი სავენტილაციო ჭავლის მიმართულება, აგრეთვე, ჭაურები, რომელთა მეშვეობითაც ხდება სუფთა ჭავლის მიწოდება და ნამუშევარი ჰაერის გამოშვება ზედაპირზე. მუხლი 13. სავენტილატორო დანადგარი 1. ობიექტზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწისქვეშა გვირაბების და სათავსების ხელოვნური ვენტილაცია ზედაპირზე დაყენებული სავენტილატორო დანადგარის მეშვეობით. 2. 30 წთზე მეტი ხნით გვირაბის განიავების შეწყვეტისას ადამიანები ობიექტიდან გაყვანილი უნდა იქნენ ზედაპირზე. 3. გამოქვაბულში, სადაც ხელოვნური განიავების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი ეკოსისტემის დარღვევა, დასაშვებია ბუნებრივი განიავება. 4. ობიექტის მიწისქვეშა გვირაბებში ადგილობრივი განიავების სავენტილატორო დანადგარის დაყენება უნდა შეესაბამებოდეს მის საპროექტო მონაცემებს. ამასთან, ვენტილატორის მწარმოებლურობა არ უნდა აღემატებოდეს ობიექტზე წნევათა სხვაობის ხარჯზე მიწოდებული ჰაერის რაოდენობის 70%ს. ვენტილატორი უნდა დაიდგას სუფთა ჰაერის ჭავლზე, გამომავლი ჭავლიდან, სულ ცოტა, 10 მ მანძილზე ისეთი გაანგარიშებით, რომ არ მოხდეს გამომავალი ჭავლიდან ჰაერის უკან შეწოვა.
5. დამოუკიდებელი განიავების მქონე მომიჯნავე ობიექტები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი ან რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბით, ერთმანეთისგან იზოლირებული უნდა იყოს მყარი სავენტილაციო მოწყობილობით (სავენტილაციო კარი, ზღუდარი, რაბი და სხვ.), ან თითოეული ობიექტის ყველა გვირაბი ჩართული უნდა იყოს საერთო სავენტილაციო სისტემაში. ასეთი ობიექტებისათვის შედგენილი უნდა იქნეს, აგრეთვე, ავარიის ლიკვიდაციის ერთიანი გეგმა. 6. სავენტილატორო დანადგარის უეცარი გაჩერებისას, რომელიც გამოწვეულია მისი გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საწარმოს ტექნიკურ ზედამხედველს. შეტყობინების მიღების შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები გვირაბში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 7. რევერსირების მოწყობილობის (თუ ეს გათვალისწინებულია პროექტით) მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი, რომ რევერსირების მოწყობილობის ჩართვისას გვირაბში სავენტილაციო ჭავლის მოძრაობის მიმართულების შეცვლა მოხდეს, არაუმეტეს, 10 წთის შემდეგ. 8. გვირაბში სავენტილაციო ჭავლის რევერსირებისას რაიმე სამუშაოს ჩატარება აკრძალულია. თავი V ტრანსპორტი მუხლი 14. ადამიანების გადაყვანა 1. მიწისქვეშ ადამიანების გადასაყვანად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ მიზნისათვის სპეციალურად გათვალისწინებული ქარხნული დამზადების მოწყობილობა. 2. სატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების ჩასხდომის (გადმოსხმის) ადგილები უნდა იყოს განათებული. 3. ადამიანების გადაყვანის დროს სატრანსპორტო საშუალების მსვლელობისას აკრძალულია მასში ჩასხდომა (გადმოსვლა).
4. სატრანსპორტო საშუალებაში (ვაგონი, მანქანა), აგრეთვე, ადამიანების ჩასხდომის (გადმოსხმის) ადგილებში გამოკრული უნდა იყოს მგზავრების ქცევის წესები. 5. ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებით დასაშვებია ხელსაწყოების, ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების გადატანა, თუ მათი გაბარიტები არ აღემატება სატრანსპორტო საშუალების ზომებს. 6. სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი გვირაბის მაქსიმალური დახრა გამოყენებული http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 ტრანსპორტის სახეობასა და ექსპლუატაციის პირობებზე დამოკიდებულებით დადგენილი უნდა იქნეს პროექტით. ასეთ გვირაბს უნდა ჰქონდეს მკვეთრი ბიძგების გარეშე ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველმყოფი სწორი საგები გვერდი. 7. თუ გვირაბის საგები გვერდი შედგება არამდგრადი ქანებისაგან, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს გზის მყარი საფარი. მუხლი 15. საგზაო ტრანსპორტი 1. მიწისქვეშა გვირაბში მუდმივად მომუშავე ტრანსპორტის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის მე7 მუხლის მე3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს. 2. ობიექტის გვირაბში დასაშვებია გარეშე ორგანიზაციის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლა იმ შემთხვევაში, თუ შემუშავებული და გათვალისწინებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. ღონისძიებები უნდა დამტკიცდეს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ და მათი შესრულება სავალდებულოა გარეშე ორგანიზაციის პირთათვის ობიექტზე ყოფნის დროს. 3. ობიექტზე ტრანსპორტის მოძრაობა გათვალისწინებული უნდა იქნეს მოძრაობის მარშრუტის სქემის მიხედვით, მოსახვევების, გაჩერებების, შესასვლელებისა და გამოსასვლელების აღნიშვნით. სატრანსპორტო გვირაბის გადაკვეთის ადგილებში მიღებული უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ზომები.
4. მიწისქვეშა პირობებში ამწესატრანსპორტო მანქანების (ელექტროსატვირთველი, ელექტროურიკა, შტაბელერი, ელექტროსაწევი და სხვ.) ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მათი ქარხანადამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს. 5. ობიექტზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე აღნიშნული უნდა იყოს ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის დადგენილი მაფრთხილებელი ნიშნით. 6. გვირაბში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დასაშვები სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთს. მუხლი 16. სამილსადენო და საკონვეიერო ტრანსპორტი 1. გვირაბში თხევადი, აირადი და სხვა პროდუქტების (ღვინომასალები, კვების პროდუქტები და სხვ.) ტრანსპორტირებაზე დამოკიდებულებით მილსადენის და საკონვეიერო ტრანსპორტის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს პროექტის მიხედვით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს. 2. მილსადენზე მოწყობილი ონკანები, ვენტილები და სხვა ჩამკეტი მოწყობილობა მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პროდუქციის საჭირო მიმართულებით საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. ჩამკეტი მოწყობილობის ნებისმიერი გაუმართაობა სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. 3. აკრძალულია მილსადენის რემონტი, კონვეიერის გაწმენდა და მისი მოძრავი ნაწილების შეზეთვა მათი მუშაობისას, კონვეიერის მეშვეობით ადამიანების გადაყვანა, ხე–ტყის და ზომაზე მეტად გრძელი მასალების გადატანა. 4. ერთერთი კონვეიერის გაჩერების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკონვეიერო ხაზის ყველა სხვა კონვეიერის ერთდროული ავტომატური გაჩერება, აგრეთვე, კონვეიერის ამძრავის ავტომატური გაჩერება ელექტროძრავას, კონვეიერის მექანიკური ნაწილის გაუმართაობისას, დამამიწებელი ძარღვის გაწყვეტისას.
5. თუ გვირაბში საკონვეიერო დანადგარის დახრის კუთხე 6 0 ზე მეტია, დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო მოწყობილობით. 6. ლენტური კონვეიერის ამძრავ და დამჭიმ, აგრეთვე, ჩამტვირთავ და განმტვირთავ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ადამიანების ტრავმირების თავიდან ასაცილებელი შემოღობვა. თავი VI ელექტროტექნიკური მეურნეობა მუხლი 17. ზოგადი მოთხოვნები http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 1. გვირაბში გამოყენებულმა ელექტრომოწყობილობამ, კაბელებმა და ელექტრომომარაგების სისტემამ უნდა უზრუნველყოს გვირაბში მყოფი ადამიანების ელექტროუსაფრთხოება, აგრეთვე, აფეთქება და ხანძარუსაფრთხოება. 2. ობიექტს უნდა ჰქონდეს მიწისქვეშა ელექტრომოწყობილობის ელექტრომომარაგების სქემა. სქემაზე აღნიშნული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობის ტიპი და დაყენების ადგილი, კაბელების კვეთი და სიგრძე, თითოეული დანადგარის ძაბვა და სიმძლავრე, აგრეთვე, მთავარი დამამიწებლის დაყენების ადგილი. 3. ელექტროდანადგარში ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს სქემაზე ერთი დღეღამის განმავლობაში. 4. აკრძალულია მიწისქვეშა პირობებში ყრუ დამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება. გამონაკლისია სპეციალური ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება ელმავლის საკონტაქტო ქსელის გარდამქმნელი მოწყობილობის კვებისთვის. ასეთ ტრანსფორმატორთან სხვა მომხმარებლების და მოწყობილობის მიერთება აკრძალულია. 5. ელექტროდენის დაზიანებისაგან ადამიანების დაცვა უნდა მოხდეს დამიწების, ხოლო 1000 ვმდე ძაბვის ქსელებში – აგრეთვე, დაზიანებული ქსელის ავტომატური გამორთვის უზრუნველმყოფი დენის გაჟონვის რელეს გამოყენებით. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმს.
6. სანათების კვებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ცვლადი ან მუდმივი დენის წყარო, არა უმეტეს 220 ვ ძაბვით, ავარიული და საევაკუიციო განათების კვებისათვის – არა უმეტეს 42 ვ, ხოლო სარემონტო განათების კვებისათვის – 12 ვ. 7. აკრძალულია: ა) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი ბლოკირების, დამიწების, დაცვის აპარატის, დაზიანებული მართვის და დაცვის სქემების და კაბელების შემთხვევაში; ბ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება; გ) ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გახსნა ძაბვის წინასწარი მოხსნის გარეშე; დ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის ძარღვების იზოლაციის დაზიანებისა და შლანგური გარსის გაგლეჯის შემთხვევაში; ე) 1000 ვზე მეტი ძაბვის მქონე ელექტრომოწყობილობის მომსახურება დამცავი საშუალებების (დიელექტრიკული ხელთათმანები, ფეხსაცმელი ან იზოლირებული ქვესადგამი) გარეშე; ვ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ნაწილის და კაბელის რემონტი, ელექტრომოწყობილობის და ელექტროსაზომი ხელსაწყოების მიერთება და ჩახსნა. 8. დასაშვებია 42 ვმდე ძაბვის ელექტრომოწყობილობის და სატელეფონო კავშირის აპარატურის ექსპლუატაცია გაჟონვის რელეს დაცვის გარეშე. 9. ობიექტის ელექტრომეურნეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 18. ელექტროგაყვანილობა 1. გვირაბში ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად გამოყენებული უნდა იქნეს სპილენძის ან ალუმინის კაბელი დამცავი, უწვავი გარსაცმით. აფეთქებასაშიშ გარემოში აკრძალულია ალუმინის ძარღვიანი ან ალუმინის გარსიანი ნებისმიერი დანიშნულების კაბელის (ძალური, საკონტროლო და სხვ.) გამოყენება.
2. კაბელები გაყვანილი უნდა იქნეს მათი მექანიკური დაზიანების შესაძლებლობის გამომრიცხავ სიმაღლეზე. 3. ძალური და კავშირის კაბელები გაყვანილი უნდა იქნეს ცალცალკე – გვირაბის სხვადასხვა კედლებზე. მათი გადაკვეთისას კაბელების ერთი ჯგუფი უნდა მოთავსდეს მილებში ან დაცალკევებული უნდა იყოს უწვავი ან ძნელწვადი ტიხრებით. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 4. აკრძალულია გვირაბის ერთ მხარეს ელექტროკაბელის და სავენტილაციო მილსადენის გაყვანა. 5. კაბელის საკიდები მოწყობილი უნდა იყოს ცალუღების, ჩანგლების ან სხვა მსგავსი საშუალებით. აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელების დატოვება “ხვეულების” და “რვიანების” მდგომარეობაში. აკრძალვა არ ვრცელდება უწვავგარსიან დაეკრანებულ კაბელზე, რომლის ექსპლუატაცია გათვალისწინებულია ხვეულად ან დოლზე. ამ შემთხვევაში დენური დატვირთვა ნომინალურთან შედარებით უნდა შემცირდეს 30%ით. 6. აკრძალულია ელექტროძრავასთან და აპარატებთან კაბელის ძარღვების მიერთება ბუნიკების, სპეციალური გვირგვინა საყელურების ან კაბელის ძარღვის მავთულების დანაწევრების თავიდან ასაცილებელი სხვა ტოლფასი სამარჯვების გამოყენების გარეშე. 7. აკრძალულია კაბელის რამდენიმე ძარღვის მიერთება ერთ მომჭერთან (ამამუშავებელთან), თუ მომჭერის კონსტრუქციით ასეთი მიერთება არ არის გათვალისწინებული. 8. კაბელის მონაკვეთების გადაბმა უნდა ხდებოდეს ლითონის მასრებში ძარღვების შეერთებით. მოქნილი რეზინის კაბელის გადაბმის ადგილები ვულკანიზებული უნდა იქნეს ცხელი მეთოდით. 9. მოქნილი და ჯავშნიანი კაბელების ქუროებით შეერთება გათვალისწინებული უნდა იქნეს ისე, რომ გამჭიმავი ძალვის გადაცემა მოხდეს მხოლოდ კაბელის გარე გარსზე და არა დენგამტარ ნაწილებზე.
10. სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო კარების ზღუდარში კაბელების გაყვანისას, აგრეთვე, ელექტრომანქანურ კამერებსა და ქვესადგურებში კაბელების შემყვანები და გამომყვანები უნდა შესრულდეს ლითონის, ბეტონის და სხვა არაწვადი მილებით. მუხლი 19. დამიწება 1. ნორმალურად ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ელექტრომოწყობილობის და ელექტროდანადგარის ლითონური ნაწილი, რომელიც იზოლაციის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, აგრეთვე, ელექტრული დანადგარებით და გაყვანილობით აღჭურვილ გვირაბში განლაგებული მილსადენი უნდა იყოს დამიწებული. 2. დამიწების მიმართ მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს ელექტრომოწყობილობის მოწყობის მოთხოვნებს. 3. აკრძალულია დამამიწებელ გამტარში დანადგარების რამდენიმე დასამიწებელი ნაწილის მიმდევრობით ჩართვა. 4. გვირაბში გათვალისწინებული უნდა იქნეს დამიწების საერთო ქსელი, რომელზეც მიერთებული უნდა იყოს ყველა დასამიწებელი ობიექტი. 5. ძაბვის სიდიდის მიუხედავად, დამიწების საერთო ქსელი უნდა შეიქმნას ლითონური გარსის და კაბელის ჩასამიწებელი ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთებით და მთავარ და ადგილობრივ დამამიწებლებთან მათი მიერთებით. 6. ძალური ჯავშნიანი კაბელის ყველა საკაბელო ქუროს უნდა ჰქონდეს გვირაბის დამიწების საერთო ქსელთან მიერთებული ადგილობრივი დამიწება. სტაციონარული განათებისათვის დასაშვებია ადგილობრივი დამიწების მოწყობა არა თითოეული ქუროსათვის, არამედ საკაბელო ქსელის ყოველი 100 მის შემდეგ. 7. ტექნიკურმა ზედამხედველმა პერიოდულად უნდა დაათვალიეროს მთელი დამამიწებელი მოწყობილობა, აგრეთვე, გაზომოს დამამიწებელი მოწყობილობის საერთო წინაღობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 2 ომს. დათვალიერების და გაზომვის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში.
თავი VII მიწისქვეშა ხანძრის პროფილაქტიკა, ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოები მუხლი 20. ცეცხლით სამუშაოების ჩატარება 1. ობიექტზე საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვით ტექნიკური ზედამხედველის მეთვალყურეობით. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 2. საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაობის დამთავრების შემდეგ შედუღების და ჭრის ადგილი უნდა იყოს ტექნიკური ზედამხედველის ან სპეციალურად გამოყოფილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ, სულ ცოტა, 2 სთ ის განმავლობაში. 3. შედუღების ადგილზე 2 მ მანძილზე ხის ან სხვა წვადი მასალები დაცული უნდა იქნეს უწვავი მასალის ფურცლებით. 4. აალებადი მასალები (ზეთი, ძენძი, საწმენდი მასალები და სხვ.) შედუღების ადგილიდან მოცილებული უნდა იქნეს, სულ ცოტა, 10 მით. 5. საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი ცეცხლსაქრობი მაინც ან, სულ ცოტა, 1 მ3 ტევადობის წყლის ავზი და ქვიშიანი ყუთი. 6. ხის მასალით გამაგრებულ გვირაბში საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას, ხის კონსტრუქცია შედუღების ადგილიდან ორივე მხარეს, სულ ცოტა, 5 მ მანძილზე უნდა იყოს დატენიანებული. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება ელექტროშედუღებით სარგებლობა, დასაშვებია ნავთსაჭრელის გამოყენება, ამასთან, ეს უკანასკნელი აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შლანგში უკუდარტყმის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სარქველით. 8. ნავთსაჭრელი ავზის შევსება უნდა მოხდეს მხოლოდ გვირაბის გარეთ. მუშაობისას ნავთიანი ავზის დაშორება ცეცხლის წყაროდან უნდა იყოს, სულ ცოტა, 5 მ. იმ შემთხვევაში თუ დაშორება 5 მზე ნაკლებია, ავზის წინ უნდა დაიდგას უწვავი მასალისაგან დამზადებული ეკრანი.
მუხლი 21. მიწისქვეშა ხანძრების თავიდან აცილება და ჩაქრობა 1. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ექსპლუატაციაში მყოფ, აგრეთვე, მშენებარე (რეკონსტრუირებად) ობიექტზე არსებულმა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობამ და ხანძარქრობის საშუალებებმა (ხანძარსაწინააღმდეგო პროექტის შესაბამისად) უნდა უზრუნველყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში. 2. ხანძარსაწინააღმდეგო მასალებისა და მოწყობილობის შესანახად ობიექტის გვირაბში და ზედაპირზე (გვირაბში შესასვლელიდან არა უმეტეს 100 მ მანძილზე) მოწყობილი უნდა იყოს საწყობები. 3. აკრძალულიახანძარსაწინააღმდეგო საწყობში მოთავსებული მასალების გამოყენება იმ საჭიროებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ავარიის ლიკვიდაციასთან. 4. ხანძრის ჩასაქრობად წყლის გამოყენებისას სახანძრო სახელოები განთავსებული უნდა იყოს სპეციალურ, დალუქულ ყუთებში. 5. საზეთი და საწმენდი მასალები (ჩვრები, სითხეები, ფხვნილები და სხვ.) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ადგილებზე დადგმულ სახურავიან ლითონის ტარაში (კასრი, ბიდონი, ყუთი). გამოყენებული ტარის ზედაპირზე გატანა უნდა მოხდეს ყოველდღიურად. მუხლი 22. სამაშველო სამსახური 1. მიწისქვეშა სათავსებსა და ნაგებობებში ავარიის შედეგად მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, ავარიის სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, ხანძარის ჩაქრობის და სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, ობიექტს უნდა ჰყავდეს ან სახელშეკრულებო საწყისებზე ემსახურებოდეს სამაშველო სამსახური.. 2. სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება მიწისქვეშა სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადების, საჭირო პროფესიული დონის შენარჩუნების მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწისქვეშა პირობებში რესპირატორებით მათი პერიოდული ვარჯიშები. 4. სამაშველო სამსახურის პერსონალის სია თან უნდა ახლდეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმას. აღნიშნული http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 სამსახური აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მოწყობილობითა და მასალებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 5. სამაშველო სამსახურის მოწყობილობა და მასალები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად. 6.ობიექტის შემადგენლობაში მყოფი სამაშველო სამსახურის პერსონალის რაოდენობა უნდა განისაზღვროს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ, მიწისქვეშ ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობაზე დამოკიდებულებით. 7. ობიექტის შემადგენლობაში მყოფი სამაშველო სამსახურის დაკომპლექტება უნდა მოხდეს გამოცდილი, კვალიფიციური და ჯანმრთელი, რესპირატორებში სამუშაოდ ვარგისი პერსონალით. 8. სამაშველო სამსახურის პერსონალი, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას რესპირატორებში სამუშაოდ დაშვებაზე. 9. სამაშველო სამსახურის პერსონალმა უნდა იცოდეს: ა) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა; ბ) მიწისქვეშა ნაგებობიდან სათადარიგო გასასვლელები; გ) თვითმაშველების შენახვის ადგილები; დ) მიწისქვეშ ხანძარქრობის საშუალებების განთავსების ადგილები და მათი მოქმედებაში მოყვანის წესი; ე) შესაძლო ხანძრის წარმოქმნის ნიშნები და საწყის ეტაპზე მისი ლიკვიდაციის ხერხები;
ვ) გვირაბში ავარიის და ხანძრის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება და ავარიის წარმოქმნისას გვირაბში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის მეთოდები; ზ) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. 10. სამაშველო სამსახურის წევრები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ობიექტის ხელმძღვანელობას და/ან ტექნიკურ ზედამხედველს უსაფრთხოების მოთხოვნათა ნებისმიერი დარღვევა და მიიღონ ზომები მათ აღმოსაფხვრელად; ავარიის წარმოქმნის შემთხვევაში გააფრთხილონ ადამიანები საშიშროების შესახებ და მიიღონ ზომები უსაფრთხო ადგილზე მათ გასაყვანად, აგრეთვე, ყველა არსებული საშუალებით დაიწყონ ავარიის ლიკვიდაცია. 11. სამაშველო სამსახურის მიერ სამუშაოების სწორად ორგანიზების და წარმოების მიზნით, ობიექტზე უნდა იყოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული საწარმოო ინსტრუქცია. 12. ობიექტს, რომელსაც ემსახურება მის შემადგენლობაში მყოფი სამაშველო სამსახური, უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამაშველო სამსახურის მეთოდური და ტექნიკური მომსახურებით, აგრეთვე, ავარიის წარმოქმნის შემთხვევაში, როდესაც მას საკუთარი ძალებით არ შეუძლია ავარიის ლიკვიდაცია – სპეციალიზებული სამსახურის დახმარებით. 13. სამაშველო სამსახურის დისლოკაციის ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სადღეღამისო მორიგეობა. თავი VIII დამატებითი მოთხოვნები http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 მუხლი 23. სამკურნალო ობიექტები 1. მიწისქვეშ სამკურნალოდ მყოფი პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდნენ მიწისქვეშა სამკურნალო ობიექტზე, აგრეთვე, ჰაერის გარემოს პარამეტრები გათვალისწინებული უნდა იქნეს სამკურნალო ობიექტის პროექტით.
2. მიწისქვეშ სამკურნალოდ მყოფ ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი მიწისქვეშა პირობებში ქცევის და უსაფრთხოების შესახებ. 3. პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ობიექტის ადმინისტრაცია. 4. ხანძრის შემთხვევაში ობიექტზე გათვალისწინებული უნდა იყოს განკერძოებული (დამოუკიდებელი) ვენტილაცია, აგრეთვე, პაციენტების ევაკუაციის შესაძლებლობა ჰაერის სუფთა ჭავლით, თვითმაშველების გამოყენების გარეშე. 5. გვირაბში პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის შესვლა (გამოსვლა) თანმხლები პირის გარეშე აკრძალულია. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი მარშრუტით. 6. მოძრაობის გზაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაციონარული და საავარიო განათების მოწყობა. ყველა გადაკვეთის ადგილზე დაყენებული უნდა იყოს მარშრუტის მიხედვით მოძრაობის და ზედაპირზე გამოსასვლელ ადგილამდე მანძილის მაჩვენებლები. 7. ობიექტის მომსახურე პერსონალი სამუშაოზე დაშვებამდე უნდა გაეცნოს მიწისქვეშ უსაფრთხოების ტექნიკის, გვირაბების ექსპლუატაციის ძირითად მოთხოვნებს, იცოდეს ზედაპირზე საავარიო გასასვლელები, თვითმაშველების და ხანძარქრობის პირველადი საშუალებების გამოყენება. 8. ობიექტის გვირაბების ჭერი გამაგრებული უნდა იყოს პროექტის შესაბამისად და მუდმივად უნდა ხდებოდეს ჭერიდან ქანის აშრევებული ნაწილების მოშორება. მუხლი 24. საექსკურსიო და ტურისტული დანიშნულების ობიექტები 1. გამოქვაბულში დამთვალიერებელთა დაშვებამდე ტექნიკური ზედამხედველის მიერ შემოწმებული უნდა იქნეს: გამოქვაბულის ჭერისა და გვერდების მდგომარეობა, სამარშრუტო ბილიკის, განათების და საკაბელო მეურნეობის, ელექტროდანადგარების, უსაფრთხოების ხელსაწყოების, აგრეთვე, დადგენილ მარშრუტზე ხანძარსაწინააღმდეგოდაცვის საშუალებების გამართულობა. შემოწმების შედეგები შეტანილი უნდა იყოს ჟურნალში.
2. მღვიმის (გამოქვაბულის) დღისეულ ზედაპირზე გამოსასვლელები უნდა გადაიღობოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწისქვეშ უცხო პირების მოხვედრა. 3. გამოქვაბულის დარბაზებში ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს გვერდების და ჭერის დათვალიერება. ჭერზე და გვერდებზე ქანის აშრევების მოცილება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სპეციალური სამარჯვების დახმარებით. ძნელმისადგომ და საშიშ ადგილებში აღნიშნულ სამუშაოებს უნდა ასრულებდეს სამაშველო სამსახური. 4. საქვეითო გზა, რომელსაც გამოქვაბულის ძირთან შედარებით აქვს 0,5 მ ამაღლება, შემოღობილი უნდა იქნეს ბადიანი მოაჯირებით. შემოღობვის სიმაღლე უნდა იყოს, სულ ცოტა, 1,2 მ, ხოლო სიგანე, სულ ცოტა, 1,0 მ. საქვეითო გზის 60ზე მეტად დახრისას, უნდა მოეწყოს მოაჯირიანი კიბეები. 5. გვირაბიდან მიწის ზედაპირზე დამატებითი გამოსასვლელი (შესასვლელი), აგრეთვე, გრუნტის წყლების ასარინებლად გათვალისწინებული არხები, თხრილები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 6. დამთვალიერებელთა მაქსიმალური რაოდენობა მომსახურე პერსონალთან ერთად, რომლებიც ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდნენ გამოქვაბულში, განისაზღვრება პროექტით. 7. მღვიმეში (გამოქვაბულშ) დამთვალიერებელთა ჯგუფის დაშვება უნდა მოხდეს გამოქვაბულის შესასვლელის (გამოსასვლელის) წინ მოწყობილ მოსაცდელ ადგილზე ყველა დამთვალიერებლის შეკრების შემდეგ. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656 8. მღვიმეში (გამოქვაბულში) დამთვალიერებელთა გადაადგილება ექსკურსიამძღოლის ან ტექნიკური ზედამხედველის თანხლების გარეშე და გაუთვალისწინებელი მარშრუტით აკრძალულია. 9. ექსკურსიამძღოლი ვალდებულია დამთვალიერებელთა ჯგუფს გააცნოს გამოქვაბულში მათი ქცევის წესები, რომელიც გამოკრული უნდა იყოს გამოქვაბულის შესასვლელთან მოწყობილ მოსაცდელ ადგილზე.
მუხლი 25. კანალიზაცია, წყალამოღვრა, წყალმომარაგება 1. გვირაბში სანიტარულსაყოფაცხოვრებო სათავსების, სანკვანძების მოწყობის აუცილებლობა, აგრეთვე, საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხერხები დაბინძურების ხასიათზე და კატეგორიაზე დამოკიდებულებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ობიექტის პროექტით. 2. ობიექტიდან ზედაპირზე ამოტუმბულ წყალს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაუტარდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი ქიმიურბაქტერიოლოგიური ანალიზი. 3. ობიექტი საიმედოდ უნდა იქნეს დაცული ზედაპირიდან მიწისქვეშა სათავსებში წყლის მოხვედრისაგან. ზედაპირული წყალჩასადინარები (ხრამები და სხვ.) გადაღობილი უნდა იყოს ზედაპირული წყლების აცილების და მიწისქვეშა სათავსებში მათი შეღწევის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი თხრილებით. 4. მიწისქვეშა წყაროს წყლების ვარგისობა სამეურნეოსასმელი საჭიროებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სანიტარული ნორმების შესაბამისად. თავი IX არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები მუხლი 26. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის მე7 მუხლის მე3, მე4, მე8, მე16, მე18 და 20ე პუნქტებში, მე9 მუხლის მე4 პუნქტში, მე 10 მუხლის მე4 პუნქტში, მე11 მუხლის მე5, მე7, მე8 და მე12 პუნქტებში, მე12 მუხლის მე5, მე7, მე8 პუნქტებში, მე13 მუხლის პირველ პუნქტში, მე15 მუხლის მე4 პუნქტში, მე16 მუხლის პირველ და მე2 პუნქტებში, მე17 მუხლის მე2 პუნქტში, მე18 მუხლის მე2, მე3, მე4, მე6, მე7, მე8, მე9 და მე10 პუნქტებში, მე19 მუხლის მე7 პუნქტში, მე20 მუხლის პირველ, მე2, მე3, მე4, მე5 და მე6 პუნქტებში, 21ე მუხლის მე3 და მე5 პუნქტებში, 23ე მუხლის მე7 პუნქტში, 24ე მუხლის მე5 პუნქტში, 25ე მუხლის მე3 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.
2. რეგლამენტის მე6 მუხლის პირველი, მე3 და მე4 პუნქტებში, მე7 მუხლის პირველ, მე2, მე7, მე9, მე11, მე12, მე14, მე15, მე17 და 21ე პუნქტებში, მე8 მუხლის პირველ, მე4 და მე5 პუნქტებში, მე11 მუხლის პირველ, მე2 და მე9 პუნქტებში, მე12 მუხლის პირველ, მე3, მე4 და მე6 პუნქტებში, მე13 მუხლის მე2, მე 4, მე5, მე6 და მე7 პუნქტებში, მე14 მუხლის პირველ, მე2 და მე7 პუნქტებში, მე15 მუხლის მე2, მე3 და მე6 პუნქტებში, მე17 მუხლის პირველ პუნქტში, მე19 მუხლის მე2 და მე6 პუნქტებში, 21ე მუხლის პირველ და მე2 პუნქტებში, 22ე მუხლის მე2, მე3, მე4, მე6, მე7 პუნქტებში, მე9 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ,,დ“ ,,ე“ ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებში, მე10, მე11 და მე13 პუნქტებში, 23ე მუხლის პირველ, მე2, მე4, მე5, მე6 და მე8 პუნქტებში, 24ე მუხლის პირველ, მე2, მე3, მე4, მე6, მე7, მე8 და მე9 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას. მუხლი 27. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 1.რეგლამენტის მე9 მუხლის მე2 და მე3 პუნქტებში, მე10 მუხლის პირველ, მე2 და მე3 პუნქტებში, მე11 მუხლის მე11 პუნქტში, მე13 მუხლის მე8 პუნქტში, მე16 მუხლის მე3, მე4, მე5 და მე6 პუნქტებში, მე17 მუხლის მე4, მე6 პუნქტებში, მე7 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ ,,დ“ ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში, მე18 მუხლის პირველ და მე5 პუნქტებში, მე19 მუხლის პირველ, მე3, მე4 და მე5 პუნქტებში, 20ე მუხლის მე7 და მე8 პუნქტებში, 22ე მუხლის, მე5 და მე8 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის მე7 მუხლის მე13 და მე19 პუნქტებში, მე9 მუხლის პირველ პუნქტში, მე11 მუხლის მე3, მე4 და მე6 პუნქტებში, მე12 მუხლის მე2 პუნქტში, მე14 მუხლის მე3 პუნქტში, მე17 მუხლის მე5 პუნქტში, მე7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, 22ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656
მუხლი 28. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა რეგლამენტის 26ე და 27ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017656