Resolution No. 427 of 2013 on Labeling of Pesticides and Agrochemicals
Made 2013-12-31 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Cultivated plants, Waste and hazardous substances
- Keywords
- pesticides, fertilizers/nutrients, internal trade, international agreement-text, public health, plant production, plant protection, hazardous substances, pollution control
- Categories
- agriculture
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-150 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017652 ტექნიკური რეგლამენტი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნული წესი შემუშავებულ იქნა „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნათა საფუძველზე. 2. აღნიშნული წესი არეგულირებს საკითხებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების და აგროქიმიკატების მარკირების დროს. 3. წესი განკუთვნილია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა დამამზადებელი საწარმოსათვის, დისტრიბუტორებისათვის, რეალიზატორებისა და მომხმარებლებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან, რეკლამასთან. 4. წესი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მაკონტროლებელი ორგანოებისათვის ზედამხედველობისა და კონტროლის განსახორციელებლად. 5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული პირები ვალდებულნი არიან, ადამიანისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პრეპარატული ფორმების და აგროქიმიკატების შეფუთვასა და მარკირებას (ნიშანდებას). 6. პესტიციდის და აგროქიმიკატების მიმოქცევისას ჭურჭელზე (ტარაზე) ეტიკეტი მითითებული უნდა იყოს საერთაშორისო, აგრეთვე ქართულ ენაზე. 7. ექსპორტიორმა ქვეყნებმა (ფირმებმა) პესტიციდების და აგროქიმიკატების ყოველ პარტიას უნდა დაურთონ ინსტრუქციები ქართულ ენაზე იმ ფორმითა და მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას. 8. პესტიციდების იმპორტიორი და რეალიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს ტარის ეტიკეტის თარგმნა ქართულ ენაზე. 9. პესტიციდის და აგროქიმიკატების ტარის ეტიკეტი შეიძლება შეუთავსდეს უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეგლამენტს, თუკი ტექნიკურად შესაძლებელია მათი მოთავსება შეფუთვის ერთეულზე. პესტიციდის და აგროქიმიკატების ეტიკეტის დიზაინი არ რეგლამენტირდება. მუხლი 2. პესტიციდების ტარის ეტიკეტი პესტიციდების ტარის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს: ა) მონაცემები პესტიციდების შესახებ; ბ) სავაჭრო სახელწოდება; გ) მოქმედი ნივთიერება საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის ISO-ს მიხედვით ბიოლოგიური პრეპარატებისათვის მიკროორგანიზმის სახეობრივი შემადგენლობა, შტამის ან იზოლატის სახელწოდება); დ) პრეპარატული ფორმა, მოქმედი ნივთიერების შემცველობა (კონცენტრაცია); ე) დანიშნულება (ინსექტიციდი, ფუნგიციდი, ჰერბიციდი და ა.შ.); ვ) გამოყენების სფერო – რომელი მავნე ორგანიზმის მიმართ და რომელ სასოფლო-სამეურნეო კულტურასა და ობიექტზე (სათბური, ბეღელი, საწყობი) გამოიყენება; ზ) შეთავსებადობა სხვა პრეპარატებთან; თ) პრეპარატის რაოდენობა (კგ, ლ, მგ, გ.); ი) პესტიციდის საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასი და საშიშროების ნიშანი (შესაბამისი ფერის ზოლი ტარაზე). საშიშროების აღმნიშვნელი პიქტოგრამები და სიმბოლოები (დანართი 1 და 2); კ) ანტიდოტი; ლ) შეზღუდვები; მ) დამამზადებლის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები, სავაჭრო მარკა; ნ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრანტი; ო) დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა; პრეპარატის ყოველი პარტიის დანიშვნა ციფრებით ან ასოებით; პ) შენახვის პირობები; ჟ) ტარის ხელახალი გამოყენების დაუშვებლობა და ინსტრუქცია ჭურჭლის უსაფრთხო უტილიზაციისა და გაუვნებელყოფის შესახებ; რ) ტარაზე გამოკვეთილად აღინიშნება გამაფრთხილებელი წარწერა: „პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით მისი უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას!“ (ეტიკეტის ნიმუშები მოყვანილია მე-3 და მე-4 დანართებში). მუხლი 3. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია 1. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული უნდა იყოს: ა) საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასი და საშიშროების ნიშანი (შესაბამისი ფერის ზოლი ტარაზე: ინსექტოაკარიციდები – მუქი ყავისფერი, ფუნგიციდები – მწვანე, თესლის შესაწამლი საშუალებები – ლურჯი, ჰერბიციდები – წითელი, ზოოციდები – ყვითელი); ბ) ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები (ფრინველებისათვის, ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის); გ) ზოგადი გამაფრთხილებელი ღონისძიებანი (მოწევის, ჭამის, წყლის დალევის აკრძალვა პრეპარატებთან მუშაობისას); გამოკვეთილად აღინიშნოს პრეპარატის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შენახვის აუცილებლობა; პირადი ჰიგიენის მოთხოვნები სათანადო პიქტოგრამების ჩვენებით (იხ. დანართი 5). 2. უსაფრთხოების ზომები: ა) პესტიციდების გადაზიდვისა და შენახვის დროს ტარისა და შეფუთვის მთლიანობა, საკვები პროდუქტებისაგან ცალკე შენახვა, მიუწვდომლობა და სხვა; ბ) პრეპარატის გამოსაყენებლად მომზადებისას (სამუშაო ხსნარის დამზადება, გასაფრქვევი პრეპარატით თუ აეროზოლით აპარატის გამართვა და სხვ.); გ) უშუალოდ პრეპარატის გამოყენებისას (სპეცტანსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები); დ) პრეპარატთან მუშაობის შემდეგ (ჰიგიენური მოთხოვნები, ტარის განადგურების შესახებ რჩევები და სხვ.); ე) პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხები (სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, კანისა და თვალის დაზიანების დროს), ექიმის მითითებები; ვ) ანტიდოტი (თუ ცნობილია). მუხლი 4. გამოყენების რეგლამენტები 1. გამოყენების რეგლამენტში მოყვანილია: ა) განმასხვავებელი (სავაჭრო) სახელწოდება, ფირმა (რეგისტრანტი); ბ) მოქმედი ნივთიერება საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) მიხედვით, მიკროორგანიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის, იზოლატის სახელწოდება; გ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ-ში); ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი, ვირუსული სხეულაკების, ჩანართების ტიტრი; დ) პრეპარატული ფორმა; ე) დანიშნულება, მოქმედების სპექტრი და მექანიზმი; ვ) სხვა პრეპარატებთან შეთავსებადობა; ზ) დაცვითი მოქმედების პერიოდი; თ) ზემოქმედების სიჩქარე; ი) ფიტოტოქსიკურობა; კ) რეზისტენტობის წარმოქმნის საშიშროება. 2. გამოყენების ტექნოლოგია: ა) სამუშაო ხსნარის დამზადების ტექნოლოგია, ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა, ლ/ტ), რეკომენდებული მანქანების მარკები; ბ) გამოყენების რეგლამენტი (ფორმდება ცალკე ცხრილის სახით). 3. შემდგენელთა დასახელება. ცხრილი 1 კულტურა (კულტურათა ჯგუფი) მავნე ორგანიზმი, ობიექტი (ზრდის რეგულატორებისათვის) პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ, კგ/ტ) დამუშავების წესი, დრო, შეზღუდვები დამუშავებათა ჯერადობა, ლოდინის პერიოდი (დღეებში) დამუშავებულ უბნებში სამუშაოდ გასვლის დრო (დღეებში) 1 2 3 4 5 6 დანართი 1 ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილი საშიშროების კლასები (დამყარებული ვირთაგვებისათვის მწვავე LD-50, გამოსახული მგ/კგ) საშიშროების კლასი WHO-ს მიხედვით მითითებები ეტიკეტებზე საშიშროების კატეგორია შეფერილობის ჯგუფი საშიშროების სიმბოლო სიმბოლოები და სიტყვები Iა განსაკუთრებით საშიში ძლიერ ტოქსიკური წითელი ძლიერ ტოქსიკური Iბ ძლიერ საშიში ტოქსიკური წითელი ტოქსიკური II საშუალოდ საშიში მავნე ყვითელი მავნე III ნაკლებ საშიში სახიფათოა ცისფერი სახიფათოა აგრეთვე ნაკლებ საშიში პროდუქ ტები ნორმალურ პირობებში გამო საყენებლად მწვანე სახიფათოა მწვავე LD-50/ვირთაგვა/ გამოსახული მგ/კგ ორალური კანზე მყარი თხევადი მყარი თხევადი 5 ან ნაკლები 20 ან ნაკლები 10 ან ნაკლები 40 ან ნაკლები 5-50 20-200 10-100 40 - 400 5-500 200-2000 100-1000 400 - 4000 >500 >2000 >1000 >4000 >2000 >3000 შენიშვნა: LD-50 სასიკვდილო დოზა, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალი ორგანიზმების 50% ით დაღუპვას. დანართი 2 მუხლი 5. პესტიციდების საშიშროების სახეობათა აღმნიშვნელი სიმბოლოები ქვემოთ მოყვანილი სიმბოლოებით აღინიშნება შემდეგი საშიშროების სახეები: 1. კოროზია შავი სიმბოლო კვადრატის ზედა ნახევარში ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე; და თეთრი ნიშნები შავ ფონზე კვადრატის ქვედა ნახევარში. სიმბოლო უჩვენებს სითხის დაცემას ორი მინის ჭურჭლიდან. ერთი ეცემა ხელს, მეორე მეტალის ზედაპირს. 2. ადვილად აალებადი სითხე შავი სიმბოლო წითელ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს წყალთან შეხებისას ადვილად აალებად სითხეს. 3. ფეთქებადსაშიში შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს აფეთქებას. 4. ადვილად აალებადი ნივთიერება სიმბოლო უჩვენებს ადვილად აალებადობას. 5. ძლიერად აალებადი შავი სიმბოლო ცისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს ნივთიერებას, რომელიც წყალთან ურთიერთქმედებისას გამოყოფს აალებად აირებს. 6. * გამაღიზიანებელი ნივთიერება შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს გამაღიზიანებელ ნივთიერებას შენიშვნა:* ეს სიმბოლო არ არის საჭირო, თუ გამოიყენება სიმბოლო „ტოქსიკურია“ ან „მავნეა“ (იხ. დანართი 1), ან გამოიყენება სიმბოლო „კოროზია“. 7. შავი სიმბოლო თეთრ ფონზე კვადრატის ზედა ნაწილში და წითელი ფონი ქვედა ნახევარში. სიმბოლო უჩვენებს ნივთიერების თვითაალებადობას. 8. დამჟანგავი შავი სიმბოლო ყვითელ ან ნარინჯისფერ ფონზე. სიმბოლო უჩვენებს ადვილად დამჟანგავ ნივთიერებას. შემდგომი ინფორმაციისათვის ამ სიმბოლოების გამოყენებისას საჭიროა კონსულტაციის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარეგისტრაციო ორგანოში. დანართი 3 კონტეინერის ეტიკეტის ნიმუში პროდუქციის სახელწოდება მოქმედი ნივთიერების სახელწოდება, კონცენტრაცია და პრეპარატული ფორმა საერთო დახასიათება და გამოყენების წესი რეგისტრაციის სფერო დამამზადებელი დისტრიბუტორი, აგენტი რეგისტრანტი სავაჭრო მარკა ნეტო საშიშროების ნიშანი ნეტო ÐÉØÔÏ ÂÒÀÌ À გაფრთხილება საშიშროებაზე შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამაფრთხილებელი წარწერები გამოყენების სფერო პირველადი დახმარება ექიმის რჩევა გამოყენების ინსტრუქცია დამუშავებულ ფართობზე გასვლის დრო ლოდინის პერიოდი პასუხისმგებელი პირი გამოშვების თარიღი პარტიის ნომერი ÐÉØÔÏÂÒÀÌÀ დანართი 4 შეფუთვის შიდა ეტიკეტის ნიმუში პროდუქციის სახელწოდება მოქმედი ნივთიერების სახელწოდება, კონცენტრაცია და პრეპარატული ფორმა პასუხისმგებელი პირები ÂÀÌ Ï ÛÅÄÁÉÓ ÈÀÒÉÙÉ ÐÀÒÔÉÉÓ Í Ï ÌÄÒÉ დამამზადებელი დისტრიბუტორი, აგენტი რეგისტრანტი სავაჭრო მარკა ნეტო საშიშროების ნიშანი პიქტოგრამა პიქტოგრამა გაფრთხილება საშიშროებაზე დანართი 5 პესტიციდების შენახვისა და მათთან მუშაობის დროს უსაფრთხოების ზომების აღმნიშვნელი პიქტოგრამები შენახვა 1. – პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და კვების პროდუქტებისაგან მოშორებით რჩევები გამოყენების დროს: 2 და 2ა – უსაფრთხოების ზომები სამუშაო ხსნარის მომზადებისას. 3 – უსაფრთხოების ზომები შესხურების დროს. 4 – ხელები დაცული უნდა იყოს ხელთათმანებით. 5 – სახე და თვალები დაფარული უნდა იყოს ნიღბით ან დამცავი სათვალეებით. 6 – პრეპარატი თვალებზე ან კანზე მოხვედრისას ჩამოირეცხოს წყლით. 7 და 7ა – გამოიყენეთ წინსაფარი ან კომბინეზონი. 8 – გამოიყენეთ რეზინის ჩექმები. 9 და 9ა – დაიცავით სასუნთქი გზები პირბადით ან რესპირატორით. გაფრთხილებები: 10 – საშიშია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის. 11 – საშიშია თევზებისათვის. მუხლი 6. აგროქიმიკატების მარკირება 1. აგროქიმიკატის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) აგროქიმიკატის დასახელება სიტყვიერად და ქიმიური ფორმულით; ბ) აგროქიმიკატის შემადგენლობა, მასში შემავალი ყველა ელემენტის დასახელებით და თითოეულის პროცენტული შემცველობის ჩვენებით; გ) სავაჭრო ნიშანი (თუ ასეთი არის) აგროქიმიკატის მწარმოებლის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები; დ) აგროქიმიკატის წონა; ე) სასუქში შემავალი მძიმე ლითონების, რადიაციული ელემენტების და ქლორის შემცველობა (თუ ასეთი არის); ვ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი; ზ) გამაფრთხილებელი ნიშანი (თუ ასეთი არის); თ) სასუქში შემავალი ფეთქებადი ნივთიერების შემცველობა და ეკოტოქსიკურობა (თუ ასეთი არის); ი) პროდუქციის დამზადების თარიღი; კ) შენახვის პირობები; ლ) გამოყენების პირობები და წესები; მ) სტანდარტის დასახელება. 2. თუ აგროქიმიკატი შეიცავს რამდენიმე ელემენტს (რთული სასუქი), ისინი ეტიკეტზე თავისი პროცენტული შემცველობით ჩამოთვლილი უნდა იყოს როგორც სიტყვიერად, ისე ფორმულით, შემდეგი თანმიმდევრობით: აზოტი – N ფოსფორი – P2O5 ან P კალიუმი – K2O ან K კალციუმი – CaO ან Ca მაგნიუმი – MgO ან Mg სულფატი – SO3 ან S ასევე ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს რთული სასუქი. 3. იმ სასუქის ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს Ca, Mg, S, მათი შემადგენლობა უნდა იყოს: CaSO4 – კალციუმის სულფატი CaO – 25%, SO3 – 35% MgSO4 – მაგნიუმის სულფატი MgO – 15%, SO3 – 28% 4. დასაშვებია აგროქიმიკატებში პროცენტული შემცველობის გადახრა 0.1%-ის ფარგლებში; 5. შეფუთული აგროქიმიკატების გახსნის შემთხვევაში აუცილებელია ტარაზე დასმული ბეჭდის, ეტიკეტის და მთლიანად ტარის დაზიანება, რათა არ მოხდეს მისი მეორადი გამოყენება ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის ჩასაყრელად და სარეალიზაციოდ. 6. სასუქში, რომელიც ფეთქებადსაშიშია (ამონიუმის გვარჯილა და სხვა) წვადი ნივთიერების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0.72%-ს.