Resolution No 422 of 2015 of Georgian Government on Forms and Rules for Taking Inventory of and Accounting Waste
Made 2015-08-11 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №422 ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Waste and hazardous substances
- Keywords
- waste management, data collection/reporting, registration, public health, enforcement/compliance
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №422 2015 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ მუხლი 1 საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დადგენილება „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“. მუხლი 2 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2017 წლის პირველ სექტემბრამდე გამოსცეს ბრძანება „აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №365 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 26.01.2017წ. მუხლი 3 1. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 11. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2018 წლის 1 იანვრამდე. 2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №365 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 26.01.2017წ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ ნარჩენების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წარმოებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე ანგარიშების წარდგენის წესს. 2. ნარჩენების აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ სრული და საიმედო ინფორმაციის მიღება, რაც მიიღწევა მონაცემების ელექტრონული დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პროცედურების დადგენილი წესით და ასევე იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებების განსაზღვრით, რომლებიც წარმოქმნიან, აგროვებენ, გადაზიდავენ ან/და ამუშავებენ ნარჩენებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს. http://www.matsne.gov.ge 36010000010003018808 მუხლი 3. აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებაზე ვალდებული სუბიექტები ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №365 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. მუხლი 4. ნარჩენების მონაცემთა ბაზა 1. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა წარმოებს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მონაცემთა ბაზაში. 2. ნარჩენების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები, მათი პრაქტიკაში გატარების მიზნით. 3. აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მუხლი 5. აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების წესი 1. ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, რისთვისაც ისინი ავსებენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.moe.gov.ge-ს მეშვეობით. 2. სამინისტრო 5 დღის ვადაში აგზავნის რეგისტრაციის დადასტურების შესახებ შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ჩაითვლება რეგისტრაციის ოფიციალურ დადასტურებად. 3. ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ, რეგისტრირებულ პირს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების დადგენილი წესით წარმოების შემოწმებას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 36010000010003018808 http://www.moe.gov.ge/