Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 419 of 2010 of Georgian Government on General Plan for Food/Feed Crisis Management

Made 2010-12-29 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 419 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Livestock, Food and nutrition
Keywords
animal feed/feedstuffs, disinfection/disinfestation, early warning system, governance, hygiene/sanitary procedures, policy/planning, public health, hazards, food safety and quality

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 419 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა 1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქმედებებს, რომელთა გატარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო ზომების მიღების შედეგად ვერ მოხერხდა სურსათიდან/ცხოველის საკვებიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის პრევენცია, სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამზადებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად. 3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს: ა) კრიზისული მდგომარეობა; ბ) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა და მისი ფუნქციები; გ) ქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია კრიზისული მდგომარეობის მართვისათვის; დ) რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული; ე) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლები; ვ) კრიზისის მართვის ჯგუფის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ზ) კრიზისული მდგომარეობის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები; თ) გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 2. კრიზისული მდგომარეობა 1. კრიზისული მდგომარეობა შეიძლება იყოს ორი სახის: ა) მდგომარეობა, რომელიც შეიცავს სერიოზულ პირდაპირ ან არაპირდაპირ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ბ) მდგომარეობა, რომელიც შეიცავს პოტენციურ რისკს და ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარდაიქმნას სერიოზულ რისკად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, თუ რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ რისკი გავრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ან /და ქვეყნის ტერიტორიიდან გავრცელდება სხვა ქვეყნების ტერიტორი ებზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუცილებელია კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა. http://www.matsne.gov.ge 34014000010003016150 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს სათანადო ღონისძიებებს მსგავსი მდგომარეობის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად (კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის გარეშე), რომელსაც აღასრულებს სააგენტო. მუხლი 3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლები კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლებია: ა) სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემიდან მიღებული შეტყობინება; ბ) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება; გ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაცია; დ) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია; ე) სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მიწოდებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან, მათი იდენტიფიკაციის შემთხვევაში და მედიასაშუალებები). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 4. კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კრიზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობა, რომლის წევრად, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო წრის წარმომადგენელი. 2. კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. 3. მინისტრის გადაწყვეტილებას კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ აღასრულებს სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე. 4. საჭიროების შემთხვევაში კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრისა ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე. 5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილება შეწყდება კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირების შემდეგ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილებები 1. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია: ა) ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკის აღმოფხვრის, შემცირებისა და თავიდან აცილებისათვის, მართვის ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოახდინოს კრიზისის მართვისათვის საჭირო ღონისძებებისა და ქმედებების იდენტიფიცირება; ბ) გაავრცელოს ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ რისკებსა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 2. კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასალა მიაწოდოს მინისტრს. 21. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში, ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.), შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს. 3. კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის საკონტაქტო პირებთან. 4. საჭიროების შემთხვევაში კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება. 5. (ამოღებულია - 23.10.2015, №547). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 6. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები 1. კრიზისის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს. 2. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისული http://www.matsne.gov.ge 34014000010003016150 მდგომარეობის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს, რომლებიც წარედგინება მინისტრს. 3. ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით და იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა, მათთან თანამშრომლობის დამყარების აუცილებლობას, ასევე ინფორმაციის მიწოდების ვადებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. მუხლი 7. გამჭვირვალობის პრინციპი 1. კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობის პრინციპით. 2. კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს საჯარო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. http://www.matsne.gov.ge 34014000010003016150

Resolution No. 419 of 2010 of Georgian Government on General Plan for Food/Feed Crisis Management · Nelum