Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 381 of 2015 of Georgian Government on Partial Subsidizing of Electricity Bill of Socially Vulnerable People

Made 2015-07-30 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება №381 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Agricultural and rural development, General
Keywords
subsidy/incentive, taxes, social protection, poverty, procedural matters, fiscal and market measures

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №381 2015 წლის 30 ივლისი ქ.თბილისი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს: მუხლი 1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), დახმარების მიზნით გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 30.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ. მუხლი 11 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 15.02.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ.

  2. მუხლი 12 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ. მუხლი 2 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება), გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 30.10.2015წ. მუხლი 3 ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის

  3. http://www.matsne.gov.ge 28012000010003018767 მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება. მუხლი 4 ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ. მუხლი 5 ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ. მუხლი 6 დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. მუხლი 7 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 28012000010003018767

Resolution No. 381 of 2015 of Georgian Government on Partial Subsidizing of Electricity Bill of Socially Vulnerable People · Nelum