Resolution No. 371 of 2015 of Georgian Government on Charter for Undertaking State Supervision of Fire and Public Safety
Made 2015-07-23 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება №371 საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Environment
- Keywords
- hazards, governance, procedural matters, early warning system, enforcement/compliance, liability/compensation
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №371 2015 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 14007000010003018755 1 დანართი №1 საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულება მუხლი 1 1. საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული სხვა ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. დებულება აწესრიგებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 2 დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება: ა) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობა – სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირების (შემდგომში – ზედამხედველობის ორგანო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მისაღებად; ბ) ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორი) – სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები – სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო; სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო; თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო; საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოები (შემდგომში – ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები); დ) კონტროლის ღონისძიებები – ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორთა მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს კონტროლის 2 ობიექტის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, საჭირო გამოკვლევების ჩატარებას, შემოწმების შედეგების გაფორმებასა და კონტროლის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ზომების მიღებას; ე) კონტროლის ობიექტი – სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტი, სადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების მიზნით ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ან/და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობა, მათ შორის საქმიანობა გაწეული ქონებრივ კომპლექსზე (ან მის ნაწილზე) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნოლოგიური დანადგარების, მოწყობილობების, აგრეგატების, ნაკეთობებისა და სხვა ქონების ჩათვლით; ვ) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა (შემდგომში – მიწერილობა) – ამ დებულებით განსაზღვრული, შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელ კანონიერ ღონისძიებებს და ეგზავნება კონტროლის ობიექტს ზედამხედველობის ორგანოს სახელით; ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქმეების წარმოება – სახელმწიფო ინსპექტორების უფლებამოსილება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევებისათვის ან შეუსრულებლობისათვის დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის, სარეჟიმო, პოტენციურად საშიში, აფეთქებახანძარსაშიში და ხანძარსაშიში, აგრეთვე ის ობიექტები (საწარმოები), რომლებშიც შექმნილია სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფები (შემდგომში – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები) – სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული შემდეგი ობიექტები: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ადმინისტრაციული შენობები; სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები; სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობები; საგანმანათლებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები 200- და მეტ მოსწავლეზე (სტუდენტზე); სააღმზრდელო დანიშნულების შენობა-ნაგებობები 50- და მეტ ბავშვზე; სამედიცინო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მათ შორის: სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრები და საავადმყოფოები 50- და მეტ ადგილზე; სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრები, პოლიკლინიკები, ამბულატორიები, რომელთა პაციენტთა მიღების რაოდენობა აღემატება 100 პაციენტს ცვლაში. სპორტული და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები 400- და მეტ ადგილზე; მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, ბიბლიოთეკები და საარქივო დანიშნულების შენობა-ნაგებობები 1000 მ2 ზე მეტი ჯამური ფართობით; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ფსიქონევროლოგიური და სპეციალიზებული დანიშნულების საბავშვო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები 50 და მეტ ადგილზე; 28 მეტრზე მაღალი, აგრეთვე ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები 3 1000 მ2-ზე მეტი ჯამური ფართობით; სავაჭრო ცენტრები, კომპლექსები და ჰიპერმარკეტები; საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 1000 მ2-ზე მეტი ჯამური ფართობით; 100- და მეტადგილიანი სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები; სარკინიგზო ტრანსპორტის სადგურები, მზავრთა მომსახურების სერვის ცენტრები (ვაგზლები) და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა ნაგებობები; 2000 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზა და ტერმინალი; 1500 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები, სათავსები და ღია ტერიტორიები; მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), რომელთა სიმძლავრე (მარცვლეულის ერთდროული შენახვის შესაძლებლობა) შეადგენს 80 და მეტ ტონას; მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები, რომელთა წარმოების სიმძლავრე წელიწადში 80 და მეტი ტონაა; 100 და მეტი მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური, რომელსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს ობიექტის ღია ტერიტორიაზე, აგრეთვე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებში ერთდროულად 1000 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ხანძარსაშიში ან/და აფეთქებახანძარსაშიში ნივთიერებების მოხმარებაა გათვალისწინებული; 200- და მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს ობიექტის ღია ტერიტორიაზე, აგრეთვე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებში ერთდროულად 1000 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ხანძარსაშიში ან/და აფეთქებახანძარსაშიში ნივთიერებების მოხმარებაა გათვალისწინებული; მაგისტრალური ნავთობსადენების წნევის ამწევი და დამგდები სადგურები; მაგისტრალური გაზსადენების გაზსაკომპრესორო სადგურები; აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, რომელების სათავსების ჯამური ფართობი 1000 მ2-ზე მეტია, აგრეთვე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებში ერთდროულად 1000 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ხანძარსაშიში ან/და აფეთქებახანძარსაშიში ნივთიერებების მოხმარებაა გათვალისწინებული; 200 მ2-ზე მეტი ფართობის აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს ობიექტის ღია ტერიტორიაზე; ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც 200 მ2-ზე მეტი ფართობის აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს ობიექტის ღია ტერიტორიაზე. საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობა-ნაგებობები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები; პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობა-ნაგებობები; ობიექტები (საწარმოები), რომლებშიც შექმნილია სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფები; ი) სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები – თეატრები, კინოთეატრები, კლუბები, ცირკი, საკონცერტო დარბაზები და სხვა სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებსაც გააჩნიათ დახურულ სათავსებში დამსწრეთათვის დასაჯდომი ადგილების საანგარიშო რაოდენობა, აგრეთვე მუზეუმები, გალერეები, გამოფენები და სხვა; კ) მრავალფუნქციური შენობა – შენობა, რომელიც მოიცავს გეგმარების ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ან მეტ ფუნქციურ-გეგმარებით 4 კომპონენტს; ლ) მრავალფუნქციური კომპლექსი – კომპლექსი, რომელიც მოიცავს გეგმარების ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების (მათ შორის მრავალფუნქციურ) ორ ან მეტ შენობას; მ) საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები – მოიცავს შემდეგ ობიექტებს: ყველა სახეობის საკლუბო (მათ შორის ღამის კლუბი), გასართობ, დასასვენებელ ცენტრებს და კომპლექსებს, ბოულინგის ცენტრებს, დისკოთეკებს, სათამაშო ავტომატების, ატრაქციონების და სტიმულატორების დარბაზებს, კაზინოებს, ტოტალიზატორებს, პოკერ, სლოტ კლუბებს და სათამაშო ბიზნესის სხვა ობიექტებს; ნ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტები – საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტები, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული: განსაკუთრებული ეკონომიკური, მოსახლეობისათვის სიცოცხლისა და ცხოვრების პირობების შესანარჩუნებლად აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის და პოტენციურად საშიში ობიექტები; ო) საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტები – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლიობა, რომელთა მიზანია საგანგებო სიტუაციის პრევენცია და მისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში მასზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკის ობიექტებისა და გარემოს დაცვა და მატერიალური ზიანის შემცირება, საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობის დაცვა, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. თავი II ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობათა ჩამონათვალი, მათი უფლებები და მოვალეობები სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის სფეროში მუხლი 3 1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებენ სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების სახელმწიფო ინსპექტორები. 5 2. სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ფუნქციებს საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორების ხელმძღვანელობით ახორციელებენ სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების შესაბამისი რანგის სახელმწიფო ინსპექტორები ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. სააგენტოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის შესაბამისი რანგის სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება, სააგენტოს სტრუქტურულ დანაყოფებში წარმოადგენს: ა) სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსები – ამავდროულად არიან საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექ ტორები, ხოლო მათი მოადგილეები – საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები; ბ) სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები, განყოფილების უფროსები, განყოფილების უფროსის მოადგილეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები. 4. სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოები წარმოადგენენ საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ცენტრალურ ორგანოებს (შემდგომში – ზედამხედველობის ცენტრალური ორგანოები). 5. სააგენტოს პირადი შემადგენლობის (შტატების შესაბამისად) თანამდებობა თა ჩამონათვალს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის შესაბამისი რანგის სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებში წარმოადგენს: ა) თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – თბილისის ზედამხედველობის მმართველობის ორგანო) უფროსი ამავდროულად არის ქ. თბილისის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები – ქ. თბილისის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები; ბ) თბილისის ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, ქვეგანყოფილებების უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო 6 უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან ქ. თბილისის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები; გ) თბილისის ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს რაიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, ქვეგანყოფილებების უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან ქ. თბილისის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები (შემდგომში – მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის ორგანო); დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკის ზედამხედვე ლობის მმართველობის ორგანო) უფროსი ამავდროულად არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები; ე) ავტონომიური რესპუბლიკის ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, ქვეგანყოფილებების უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები; ვ) ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს – მუნიციპალიტეტში სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები, სახანძრო-სამაშველო განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, ქვეგანყოფილებების უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები (შემდგომში – მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის ორგანო); ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი სამხარეო სამმართველოს (შემდგომში – სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის ორგანო) უფროსი, ამავდროულად არის შესაბამისი მხარის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილე შესაბამისი მხარის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე; თ) სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს განყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, ქვეგანყოფილების 7 უფროსები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან შესაბამისი მხარის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები; ი) სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს – საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი სამმართველოს სამსახურების და სახანძრო სამაშველო განყოფილებების (შემდგომში – მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის ორგანო) უფროსები ამავდროულად არიან შესაბამის მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექ ტორები, ხოლო მათი მოადგილეები შესაბამის მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები; კ) სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების განყოფილების უფროსები და მათი მოადგილეები, ქვეგანყოფილების უფროსები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან შესაბამის მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები; ლ) სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს სახანძრო სამაშველო განყოფილებების და ქვეგანყოფილებების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები (რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება) – ამავდროულად არიან შესაბამის მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები. 6. ზედამხედველობის ორგანოს გააჩნია დადგენილი ნიმუშის შტამპი, ბეჭედი და ბლანკები თავიანთი დასახელებით. მუხლი 4 ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის სფეროში განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 5 1. მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კონტროლის ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების, 8 საგანგებო მართვის და რისკის მართვის გეგმების შესრულების, მუნიციპალიტეტებისა და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების შემოწმება და გამოკვლევა; ბ) გასცეს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა; გ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და მათი შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, დროულად მოახსენოს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მოტივირებული მიმართვის მომზადების თაობაზე; დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), როგორც სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ; განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით; ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის, პასუხისმგებლობის და სხვა გარემოებების (შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი) გათვალისწინებით; ვ) დადგენილი წესით განახორციელოს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა; ზ) მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში; თ) დადგენილი წესით უზრუნველყოს ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის (შემდგომში – შესაბამისობის დადგენა) ობიექტების შემოწმება, სამშენებლო დოკუმენტაციის განხილვა და წინადადებების მომზადება; ი) დადგენილი წესის შესაბამისად დროულად უზრუნველყოს საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებისათვის ხანძრის თაობაზე აქტის მიწოდება შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად (ხანძრის გაჩენის მიზეზის და მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის, ხანძრით გამოწვეული ზარალის დასადგენად) და მიიღოს მათგან ინფორმაცია ხანძრებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით; კ) აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები ობიექტების და მოქალაქეების წერილებთან, განცხადებებთან და მიმართვებთან დაკავშირებით; ლ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის 9 შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისარგებლოს სხვა უფლებებით. 2. მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილე სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების დროს სარგებლობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი უფლებებით, ამასთან უფლებამოსილნი არიან: ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშნონ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმება და გამოკვლევა; ბ) წარუდგინონ წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; გ) დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისაგან, მათ შორის მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვონ და მიიღონ შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების შესახებ, აგრეთვე განმარტებები, ცნობები, საბუთები და მათი ასლები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მათ ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიონ ზემოთ აღნიშნული პირები; დ) დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზება გაუწიონ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე; ე) ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის დროს ორგანიზება გაუწიონ ხანძრის გაჩენის მიზეზის (ან სავარაუდო მიზეზის), მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის (ან სავარაუდო პირის) გამოსავლენად შეკრებილი მასალების ანალიზის და პროფესიული შეფასების სამუშაოებს, აგრეთვე იმ გარემოებების დადგენას, რომლებმაც იმოქმედა მათი პასუხიმგებლობის ხარისხსა და ხასიათზე; ვ) მოამზადონ მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წინადადებები შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენისათვის; ზ) მოამზადონ სასამართლოსთვის მოტივირებული მიმართვა, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; თ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) დასკვნის მომზადება და გაცემა; 10 ი) გააუქმონ (შეცვალონ) სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული არაკანონიერი და/ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. 3. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები სარგებლობენ (თანამდებობრივი მოვალეობების გათვალისწინებით) ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით. 4. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორები და მათი მოადგილეები სარგებლობენ ამ მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით (ქ. თბილისის, ავტონომიური რესპუბლიკის და მხარის ტერიტორიის ფარგლებში), ამასთან, უფლებამოსილნი არიან: ა) სააგენტოსთან შეთანხმებით მოამზადონ ან/და შეიტანონ განსახილველად და დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებში და შესაბამისი მხარის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტები, აგრეთვე წარუდგინონ მათ წინადადებები და რეკომენდაციები ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და მხარის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენისა და სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენონ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს, ქ. თბილისის, ავტონომიური რესპუბლიკის და მხარის კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებამოსილება. 5. საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები სარგებლობენ (თანამდებობრივი მოვალეობების გათვალისწინებით) ამ მუხლის პირველ-მე-4 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით. 6. საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორები და მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები სრულად სარგებლობენ ამ მუხლის პირველ-მე-4 პუნქტებში მოყვანილი უფლებებით, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის ორგანოებისათვის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებით, მათ შორის ორგანიზებას უწევენ: ა) სახანძრო უსაფრთხოების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის გამოყენების და ექსპლუატაციის მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება-დამტკიცებას; ბ) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სამართლებრივ, სარეკომენდაციო და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება-დამტკიცებას; გ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის 11 იურიდიული პირების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შექმნილი საუწყებო სახანძრო დაცვის დებულების პროექტის განხილვას და შესაბამისი წინადადების მომზადებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციული და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას ამ დაწესებულებებში საუწყებო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზების და განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით; დ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელებას ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვის უზრუნველყოფისათვის შექმნილ სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფებში. 7. ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის სფეროში გაცემული მითითებებისა და განკარგულებების შესრულება სავალდებულოა მათი ხელქვეითებისათვის. 8. სახელმწიფო ინსპექტორები დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლო ბაზე ან არასათანადო შესრულებაზე და მინიჭებული უფლებების არასწორ გამოყენებაზე პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. თავი III სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისათვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება მუხლი 6 1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით. 2. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემულია განსაკუთრებული ეკონომიკური ობიექტების, მოსახლეობისათვის სიცოცხლისა და ცხოვრების პირობების შესანარჩუნებლად აუცილებელი ობიექტების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე პოტენციურად საშიში ობიექტების ნუსხა. 3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებუ ლებები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ახორციელებენ ტყეების, სამთო სამუშაოების წარმოების მიწისქვეშა ობიექტების, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების, განადგურებისა და გადამუშავების, აგრეთვე საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, მცურავი საზღვაო საშუალებებისა და ნაგებობების ექსპლუატაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. 4. ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებათა რეგლამენტირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე განისაზღვრება საქართველოს 12 თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. აკრძალულია ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტზე, რომელიც „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ არის სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტი. მუხლი 7 1. სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის სფეროში ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებში. 2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ცენტრალური ორგანო კომპეტენციის ფარგლებში: ა) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებში ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე; ბ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმებას, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას; გ) დამოუკიდებლად ან დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს, ასევე განიხილავს აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში; დ) უზრუნველყოფს ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის ორგანიზებას, მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას და სათანადო აქტის გაფორმებას, აგრეთვე უშუალოდ მონაწილეობს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე); ე) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) ორგანიზებასა და განხორციელებას; ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მონაწილეობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში. ორგანიზებას უწევს სხვა სამართალდამცავ და საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთქმედების საქმიანობას; ზ) მონაწილეობს სივრცითი მოწყობის და სამშენებლო საქმიანობის 13 მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემუშავებაში; თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებაში; ი) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად ორგანიზებას უწევს სასამართლოსთვის მიმართვის მომზადებას, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; კ) დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზებას უწევს საქართველოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გამოკვლევას და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას; ლ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას; მ) ორგანიზებას უწევს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ინფორმირებას, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიას და ამ საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშრომლობას; ნ) ორგანიზებას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას. უზრუნველყოფს მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას; ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზების და განხორციელების სამართლებრივი, სარეკომენდაციო და მეთო დური დოკუმენტების, სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების, მარეგლამენტირებელი დოკუმენტების პროექტების შემუშავებას და გამოცემას, ამ დოკუმენტებით ქვემდგომი ზედამხედველობის ორგანოების უზრუნველყოფას; პ) აუქმებს (ცვლის) ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებულ და გაცემულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებაში, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოსატანად მომზადებულ მოტივირებულ მიმართვაში მითითებულ და სხვა არაკანონიერ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს; ჟ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისათვის წინადადებების და რეკომენდაციების წარდგენას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; 14 რ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის კომპლექსური შემოწმებების ჩატარებას; ს) ახორციელებს ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის დამახასიათებელი მაჩვენებლების შეგროვებას, შეჯამებას, შედარებას და ანალიზს, აგრეთვე აწარმოებს სახანძრო დაცვის სხვა სახეობების დანაყოფებიდან მიღებული აღრიცხვისა და ანალიზის მონაცემების განზოგადებას, კოორდინირებას უწევს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ტერიტორიული ნორმატიული დოკუმენტების შექმნას; ტ) შეისწავლის და ავრცელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების დადებით გამოცდილებას, ახალ ეფექტურ ფორმებს და მეთოდებს; უ) განაზოგადებს საზედამხედველო საქმიანობის პრაქტიკას და ამზადებს შესაბამის წინადადებებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების და ორგანიზების სფეროში მაკორექტირებელ ღონისძიებათა ჩასატარებლად; ფ) ასრულებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ფუნქციებს, კერძოდ, განიხილავს და ღებულობს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სადაო საკითხებზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. 3. სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ცენტრალური ორგანო კომპეტენციის ფარგლებში: ა) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებში ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე; ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკურ რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონტროლის ობიექტებისათვის შეიმუშავებს მათი სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ სამშენებლო დოკუმენტაციაში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს; გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში. ორგანიზებას უწევს სხვა სამართალდამცავ და საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთქმედების საქმიანობას; დ) ორგანიზებას და ზედამხედველობას უწევს მოსახლეობისათვის, საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და უსაფრთხოების წესების სწავლებას, ასევე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მომზადებას; ე) ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ინფორმირებას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და უსაფრთხოების წესების გაშუქებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშრომლობას; ვ) ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სამართლებრივი, სარეკომენდაციო და მეთოდური დოკუმენტების პროექტების 15 შემუშავებას და გამოცემას, ამ დოკუმენტებით ქვემდგომი ზედამხედველობის ორგანოების უზრუნველყოფას; ზ) აუქმებს (ცვლის) ქვემდგომი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებულ და გაცემულ სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობაში, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებაში მითითებულ და სხვა არაკანონიერ დაუსაბუთებელ გადაწყვეტი ლებებს; თ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის წინადადებების და რეკომენდაციების წარდგენას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ი) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მმართველობის ყველა დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის კომპლექსური შემოწმებების ჩატარებას; კ) ახორციელებს ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის დამახასიათებელი მაჩვენებლების შეგროვებას, შეჯამებას, შედარებას და ანალიზს, აგრეთვე აწარმოებს ტერიტორიული დანაყოფებიდან მიღებული აღრიცხვისა და ანალიზის მონაცემების განზოგადებას, კოორდინირებას უწევს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ტერიტორიული ნორმატიული დოკუმენტების შექმნას; ლ) ასრულებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ზედამხედველობის სხვა ფუნქციებს, კერძოდ, განიხილავს და ღებულობს გადაწყვეტილებებს აღნიშნულ სფეროში ორგანიზებისა და განხორციელების სადაო საკითხებზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. 4. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველო ბის ორგანოების ძირითად კომპეტენციას წარმოადგენს: ა) მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინირება, კონტროლი და მათთვის მეთოდური დახმარების აღმოჩენა; ბ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება; გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარ ღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება და განხორციელება; ე) საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის ანგარიშგების წარმოება; 16 ვ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის კომპლექსური შემოწმებების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება; ზ) ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო ინსპექტორების მიერ კანონიერების დაცვაზე კონტროლის ორგანიზება; თ) ზედამხედველობის ქვემდგომი ორგანოებიდან მიღებული მონაცემების აღრიცხვა და მათი საქმიანობის ანალიზი, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული აღრიცხვის და ანალიზის შესახებ ინფორმაციის განზოგადება; ი) შესაბამისი სამუშაოების წარმოების ორგანიზება და განხორციელება ობიექტების და მოქალაქეების წერილებთან, განცხადებებთან და მიმართვებთან დაკავშირებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის ორგანიზება, აგრეთვე უშუალო მონაწილეობა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში; ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის ორგანიზება და განხორციელება; მ) სააგენტოსთან შეთანხმებით ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის წინადადებების და რეკომენდაციების წარდგენა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ორგანიზება და განხორციელება, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; ო) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარ ღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება და განხორციელება; პ) ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება; ჟ) ხანძრების და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, აგრეთვე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის ანგარიშგების წარმოება; რ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების 17 უზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის კომპლექსური შემოწმებების ორგანიზება და განხორციელება; ს) ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო ინსპექტორების მიერ კანონიერების დაცვაზე კონტროლის ორგანიზება; ტ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების აღრიცხვის დროს და სახელმწიფო ინსპექტორის ავადმყოფობის ან მისი სამუშაო ადგილზე საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში, სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარების შესახებ ახალი განკარგულების გაცემის წესის დადგენა. ურთიერთქმედების ორგანიზება სხვა სამართალდამცავ და საზედამხედველო ორგანოებთან; უ) ზედამხედველობის ქვემდგომი ორგანოებიდან მიღებული მონაცემების აღრიცხვა და მათი საქმიანობის ანალიზი, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული აღრიცხვის და ანალიზის შესახებ ინფორმაციის განზოგადება; ფ) კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრა ზედამხედველობის იმ ობიექტებზე, რომელიც დადგენილი არ არის ამ დებულებით. 5. ზედამხედველობის ცენტრალურ და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის ორგანოებში, თითოეულ სახელმწიფო ინსპექტორზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად მუშავდება და დანაყოფების ხელმძღვანელის მიერ მტკიცდება ფუნქციონალური მოვალეობები მისი სპეციალიზაციის გათვალისწინებით. 6. კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექ ტორების ძირითადი მოვალეობებია: ა) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე ხანძრების პროფილაქტიკის, შესაძლო საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე მზადყოფნის უზრუნველყოფისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების დროული და სრულყოფილი რეალიზება; ბ) მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; გ) კონტროლის ღონისძიებების ჩატარება სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) კონტროლის ობიექტების (ტერიტორიები და სათავსები) შემოწმების ორგანიზება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების თაობაზე განკარგულების გაცემის და სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემდეგ; ე) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების დროს, ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილი პირების დასწრებისათვის ხელის შეწყობა და მათთვის სათანადო განმარტების მიცემა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია კონტროლის ღონისძიებებთან; ვ) ზედამხედველობის ობიექტების უფლებამოსილი პირებისათვის კონტროლის ღონისძიებების შედეგების გაცნობის უზრუნველყოფა; 18 ზ) სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების და სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე მზადყოფნის სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების ცოდნა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; თ) მომსახურების ტერიტორიაზე კონტროლის ობიექტების ხანძარსაწი ნააღმდეგო მდგომარეობის და მათი ხანძარსაშიშროების ცოდნა; ი) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების ფაქტებზე მისაღები ზომების განსაზღვრისას მათი შესაბამისობის გათვალისწინება დარღვევების სიმძიმესთან, აგრეთვე ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, გარემოსა და ქონებისთვის არსებულ პოტენციურ საშიშროებასთან, კონტროლის ობიექტების (საწარმოების) და მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვის არდაშვება; კ) თავისი მოქმედებების დასაბუთებულობის დამტკიცება ხელისუფლების ორგანოების, ორგანიზაციების და მოქალაქეების მიერ მათი გასაჩივრების დროს; ლ) თანამდებობრივი მოვალეობების შესაბამისად, საქმიანობის მიმართულე ბების მიხედვით ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვის და ანალიზის წარმოება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან, საუწყებო, ნებაყოფლობით და კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მუხლი 8 1. ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებებია: ა) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები და გამოკვლევები; ბ) ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება; დ) ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა; ე) ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება; ვ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფა, ხანძარსაწინააღმდეგო კამპანია და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება; ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; თ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კომპლექსური შემოწმების ორგანიზება. 2. ზედამხედველობის ორგანოებში სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებებია: ა) საგანგებო სიტუაციების რისკის შესწავლა და გამოკვლევა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების მიერ კონტროლის ობიექტზე ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების ხასიათისა და საფრთხის, მათ მიმართ მოწყვლადობისა და გამკლავების შესაძლებლობებისა და პოტენციალის 19 შესწავლა-დადგენის კონტროლს; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც მოიცავს: ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების მიერ საგანგებო და რისკის მართვის გეგმების კონტროლს დადგენილი რისკის შემცირების და საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში დაგეგმილი ღონისძიებების ადეკვატურობისა და საკმარისობის შეფასებით. აღნიშნული გეგმების სრულყოფილებისა და მათი მონაცემთა ბაზის ამსახველი დანართების შეფასებას; გ) ნორმატიულ-მეთოდოლოგიური მუშაობა, რომელიც მოიცავს: ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების მიერ კონტროლის ობიექტზე, სათანადო ნორმატივებთან და მეთოდებთან მათი შესაბამისობის დადგენიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების ღონისძიებების შემუშავებისა და დაგეგმვის, სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშების ორგანიზების მდგომარეობის შესწავლას, კონტროლს, ასევე პერსონალისა და რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინფორმირების, შეტყობინებისა და მომზადების ორგანიზებას; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორები ახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების XIII თავის მოთხოვნების შესაბამისად. 3. ზედამხედველობის ორგანოებში სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად საქმიანობა წარმოებს ამ დებულების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მიღებული სხვა მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. 4. ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება წარმოებს საზედამხედველო საქმიანობის აღრიცხვის, ანალიზის და დაგეგმვის საფუძველზე. თავი IV სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმებების დაგეგმვა და აღრიცხვა მუხლი 9 1. ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების დაგეგმვა ხორციელდება ხანძრებთან დაკავშირებული ვითარების, დასახლებების, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო ხელის უფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების ზემდგომი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების, სეზონური და ადგილობრივი პირობების, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ადრე გაცემული მიწერილობების შესრულების ვადების გათვალისწინებით. 2. ზედამხედველობის ორგანოებში სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას 20 მიკუთვნებული ობიექტების შემოწმებების დაგეგმვა ხორციელდება საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ვითარების, დასახლებების, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების მნიშვნელობის, საფრთხის შემცველობის და საერთო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოების ზემდგომი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების, სეზონური და ადგილობრივი პირობების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ადრე გაცემული მიწერილობების შესრულების ვადების გათვალისწინებით. 3. ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობა ხორციელდება დადგენილი წესით შემუშავებული სამუშაო გეგმით და თანამდებობრივი ფუნქციონალური მოვალეობების შესაბამისად. 4. სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის და მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობა ხორციელდება სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმების წლიური გეგმებით, აგრეთვე მათი პირადი გეგმა-გრაფიკების შესაბამისად, დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების გათვალისწინებით. 5. სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის და მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორები ყოველთვიურად ადგენენ სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმების პირად გეგმა-გრაფიკს, რომელსაც ამტკიცებენ ზედამხედველობის ორგანოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორები. გეგმა-გრაფიკში შემოწმებებზე უნდა იყოს გათვალისწინებული თვეში არა ნაკლებ 15 სამუშაო დღე. გეგმა-გრაფიკის შედგენის ფორმას აწესებენ სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები. 6. სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის და მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების შემოწმების პირადი გეგმა-გრაფიკის შედგენისას და ჩასატარებელი შემოწმებების რაოდენობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათ მიერ საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო დრო, რომელიც მოიცავს შემდეგ პერიოდებს: შემოწმებისათვის მზადებას (შესამოწმებელი ობიექტის დოკუმენტების, მათ შორის წინა შემოწმებების დოკუმენტების გაცნობას) და შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების გაფორმებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოებას, მოქალაქეთა და ობიექტების წარმომადგენლების მიღებას შემოწმებების ჩატარებასთან დაკავშირებულ და სამოქალაქო უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, მათ შორის ხანძრის ფაქტებზე მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლას და გამოკვლევას და გეგმებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებას. 7. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების ღონისძიებები სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების სამუშაო გეგმაში შეიტანება დამოუკიდებელი კარის სახით. ზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმები ინახება სამი წლის განმავლობაში. 8. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ყოველწლიურ გეგმაში ჩართვის საფუძველს 21 წარმოადგენს ვადის (სამი წელი) ამოწურვა: ა) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დღიდან ან მისი ფუნქციონალური სახანძრო საშიშროების კლასის შეცვლიდან; ბ) ბოლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარებიდან. 9. სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმების მომდევნო წლის წლიურ გეგმებს სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის და მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოები სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად შეიმუშავებენ არა უგვიანეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე. მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოები აღნიშნულ გეგმებს ცნობისა და კონტროლისათვის უგზავნიან სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებს. 10. სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმების წლიურ გეგმებში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს: ზედამხედვე ლობას მიკუთვნებული ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებით, არსებული ობიექტების გაუქმებით ან მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლით, ხანძრებთან ან სხვა საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ვითარების ანალიზის შედეგებით, აგრეთვე ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის დონის შეცვლით. 11. სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმების წლიურ გეგმებში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ. მუხლი 10 1. სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფების ზედამხედველობის ორგანოებში სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტები (საწარმოები) სახელმწიფო ინსპექტორზე მაგრდება ტერიტორიული და უწყებრივი ნიშნის მიხედვით. 2. სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) ტერიტორიული ნიშნის მიხედვით მიმაგრებისას სახელმწიფო ინსპექტორი სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებულ სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებულ ყველა ობიექტში (საწარმოში). 3. სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) უწყებრივი ნიშნის მიხედვით მიმაგრებისას სახელმწიფო ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს განსაზღვრული უწყების (დარგის) ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებში (საწარმოებში), მიუხედავად სამოქმედო მომსახურების ტერიტორიაზე მათი განლაგებისა. 4. სამხარეო ზედამხედველობის მმართველობის და მუნიციპალიტეტებში ზედამხედველობის ორგანოებში, მიმდინარე წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრამდე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მტკიცდება მომდევნო წლის სახანძრო 22 ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) სახელმწიფო ინსპექტორებზე ტერიტორიული და უწყებრივი ნიშნით მიმაგრების ნუსხები. 5. სახელმწიფო ინსპექტორებზე სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) ტერიტორიული და უწყებრივი ნიშნით მიმაგრების ნუსხებში შესაძლებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს: ზედამხედველობის ორგანოს მომსახურების ტერიტორიის შეცვლით, ზედამხედველობას მიკუთვნებული ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებით, არსებული ობიექტების გაუქმებით ან მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლით, სახელმწიფო ინსპექტორების საკადრო გადაადგილებით. 6. ზედამხედველობის ორგანოებში სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) სახელმწიფო ინსპექტორებზე ტერიტორიული და უწყებრივი ნიშნით მიმაგრების ნუსხა ინახება სამი წლის განმავლობაში. 7. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების (საწარმოების) სახელმწიფო ინსპექტორებზე ტერიტორიული და უწყებრივი ნიშნით მიმაგრების ნუსხებში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ. 8. ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების აღრიცხვა წარმოებს ობიექტების აღრიცხვის ჟურნალში, რომელშიც მითითებული იქნება თითოეული ობიექტის (შენობა-ნაგებობები, დროებითი შენობების ჩათვლით), ადგილმდებარეობის მისამართი, რაც იძლევა აღნიშნული ობიექტის ერთმნიშვნელოვნად ამოცნობის საშუალებას ზედამხედველობის ორგანოს მომსახურების ტერიტორიაზე. ობიექტების აღრიცხვის ჟურნალი ექვემდებარება ყოველწლიურ კორექტირებას. თავი V სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის ორგანიზება. კონტროლის ღონისძიებების მიზნები, ამოცანები და განხორციელება მუხლი 11 სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ორგანიზებისა და განხორციელების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის კომპლექსური შემოწმების გზით, რისთვისაც ტარდება: ა) დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – სახანძრო უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით; ბ) საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – დეტალური შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის მიწერილობის შესრულების კონტროლის მიზნით; 23 გ) მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – საჭიროების მიხედვით, ცალკეული შენობის, ნაგებობის და სათავსის სახანძრო უსაფრთხოების დონის, მათ შორის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვის მდგომარეობის შერჩევით შეფასებისათვის, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობების და სისტემების მუშა-უნარიანობის შემოწმების მიზნით; დ) კომპლექსური შემოწმება – საჭიროების მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის შემოწმების მიზნით. მუხლი 12 1. ზედამხედველობის ორგანოები საკონტროლო ან/და მიზნობრივ (ოპერატიულ) სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებებს ატარებენ ასევე შემდეგ შემთხვევებშიც: ა) საწარმოებში ავარიული სიტუაციების შექმნის, ტექნოლოგიური პროცესების შეცვლისას დარღვევების, აგრეთვე ნაგებობების, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, რაც უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლეს, აყენებს ზიანს მის ჯანმრთელობას, გარემოს, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების ქონებას; ბ) მოქალაქეთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში; გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევების შესახებ საჩივრების შემოსვლისას, რომელიც გამოწვეულია სხვა მოქალაქეების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობით, აგრეთვე დოკუმენტებით დამტკიცებული ან მტკიცებულებების მქონე ასეთი დარღვევების დამადასტურებელი ინფორმაციის არსებობით (ანონიმური საჩივრები არ წარმოადგენენ არაგეგმიური შემოწმების ჩატარების საფუძველს). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საკონტროლო ან/და მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები შეიძლება განხორციელდეს ზედამხედველობის ორგანოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, მათ შორის იმ ზედამხედველობის ობიექტების შემოწმებაც, რომლებიც არიან ერთნაირი დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი. მუხლი 13 1. დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო ტექნიკური შემოწმებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების დეტალური შემოწმებები (შემდგომში – შემოწმებები) ტარდება ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება ან მისი ასლი, დამოწმებული ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს ბეჭდით, სამსახურებრივ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარუდგინოს კონტროლის ობიექტს. შემოწმება შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ განკარგულებით უფლებამოსილმა სახელმწიფო ინსპექტორებმა. 2. ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულებაში 24 შემოწმებების ჩატარების თაობაზე აღინიშნება: ა) ზედამხედველობის ორგანოს დასახელება; ბ) ზედამხედველობის ორგანოს შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირების გვარი, სახელი, თანამდებობა; გ) კონტროლის ობიექტის დასახელება, მისი ადგილმდებარეობა; დ) შემოწმების ჩატარების მიზნები, ამოცანები და საგანი; ე) შემოწმების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები; ვ) შემოწმების ჩატარების ვადა; ზ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარმოდგენა საჭიროა შემოწმების ჩატარების მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად (საჭიროების შემთხვევაში); თ) შემოწმების ჩატარების დაწყებისა და დასრულების თარიღები. 3. შემოწმების ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელს აწერს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი და ადასტურებს ზედამხედველობის ორგანოს ბეჭდით. შემოწმების ჩატარების შესახებ განკარგულება რეგისტრირდება ზედამხედველობის ორგანოს შემოწმებების აღრიცხვის ჟურნალში სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 4. შემოწმებას ატარებს მხოლოდ ზედამხედველობის ორგანოს ის თანამდებობის პირი (თანამდებობის პირები), რომელიც (რომლებიც) მითითებულია სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარების შესახებ განკარგულებაში. ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორის ავადმყოფობის ან მისი სამუშაო ადგილზე საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში, რომელსაც ინდივიდუალურად აკისრია შემოწმების ჩატარება, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გაიცემა შემოწმების ჩატარების შესახებ ახალი განკარგულება, რაც ავტომატურად აუქმებს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარების შესახებ ძველ განკარგულებას. 5. ობიექტების (საწარმოების) ან ფიზიკური პირების მოთხოვნით მათ კუთვნილ ობიექტებში ჩასატარებელ შემოწმებებზე, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულება არ გამოიცემა. 6. კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ოც სამუშაო დღეს. სახელმწიფო ინსპექტორის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, სამუშაოების დიდი მოცულობის შემთხვევაში, კონტროლის ღონისძიებების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელებული იყოს ოცდაათ სამუშაო დღემდე ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ. თავი VI საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის ორგანიზება. კონტროლის ღონისძიებების მიზნები, ამოცანები და განხორციელება მუხლი 14 1. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა მოიცავს შემდეგი სახის საქმიანობას: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუველყოფის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლი; 25 ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, მატერიალური რესურსების რეზერვების შექმნაზე, მათ განთავსებაზე, შენახვაზე, განახლებასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი; გ) კონტროლი საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; დ) კონტროლი საგანგებო სიტუაციის შედეგად იურიდიული და ფიზიკური პირების განადგურებული (დაზიანებული) ქონების ღირებულების შეფასების უტყუარობაზე; ე) კონტროლი საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისთვის გამიზნულ სახელმწიფო ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესრულებაზე; ვ) კონტროლის ობიექტების მიერ თანამშრომელთა საგანგებო სიტუაციების პირობებში სამოქმედოდ მომზადებაზე და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქმიანობაზე ზედამხედველობა; ზ) მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარირების წარმოების ორგანიზება და კონტროლი; თ) საგანგებო სიტუაციების გამომწვევი მიზეზების გამოკვლევაში მონაწილეობა; ი) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების (მათ შორის, მართვის ორგანოების) მზადყოფნის და შეტყობინების ლოკალური სისტემების მდგომარეობის შემოწმებების ჩატარება; კ) კონტროლის ობიექტების საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობის ზედამხედველობა. 2. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების შემოწმებების ორგანიზებისა და განხორციელების, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის შემოწმებების გზით, რისთვისაც ტარდება: ა) დეტალური შემოწმება (ინსპექტირება) – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებულ ობიექტებზე, მოსახლეობისათვის სიცოცხლისა და ცხოვრების პირობების შესანარჩუნებლად აუცილებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და პოტენციურად საშიშ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით; ბ) კომპლექსური შემოწმება (ინსპექტირება) – საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შემოწმების მიზნით. 3. დეტალური და კომპლექსური შემოწმებები – სახელმწიფო ინსპექტორების მუშაობის ძირითადი სახეობებია, რომლებიც ხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების, საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქმიანობის მონიტორინგის და მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზების გზით, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა დაცვაზე (შესრულებაზე) 26 კონტროლის და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის სუბიექტების საქმიანობის კომპლექსური შემოწმებები ტარდება აღმასრულებელი ხელისუფლების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან შეთანხმებულ ვადებში. 5. დეტალური და კომპლექსური შემოწმებების ძირითად საკითხებს წარმოადგენს: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზება, შესაბამისად, საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმების მდგომარეობის შეფასება, მუნიციპალიტეტების და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების შემოწმება და გამოკვლევა; ბ) სამუშაოთა ორგანიზება საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებში მრეწველობის დარგებისა და ეკონომიკის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით; გ) საგანგებო სიტუაციებში მართვის, კავშირგაბმულობის, მოსახლეობის შეტყობინების და ინფორმირების სისტემების მზადყოფნა; დ) საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების ძალების და საშუალებების მზადყოფნა დანიშნულებისამებრ ამოცანების შესასრულებლად; ე) საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური და მატერიალური რეზერვების შექმნისა და გამოყენების ხაზით საქმიანობა; ვ) მოსახლეობის მომზადება საგანგებო სიტუაციების სფეროში; ზ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის დაცვის (საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და სამედიცინო-ბიოლოგიური), მათი ევაკუაციის ორგანიზების მდგომარეობა. 6. კონტროლის ღონისძიებების შედეგების შეფასება ხდება შემდეგი შეფასების ფორმებიდან ერთ-ერთით: ა) „აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს“; ბ) „სრულად არ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს“; გ) „არ აკამაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს“. 7. კონტროლის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების ხაზით ზოგად მოთხოვნათა შესასრულებლად სამუშაოების მიმდინარეობა ფასდება შეფასების ფორმით – „აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს“, თუ: ა) შემუშავებულია საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმები, მიმდინარეობს მათი სრულყოფის მიზნით საქმიანობა; ბ) შემოწმების შედეგებით (ზედამხედველობის ორგანოების მონაცემებით) ორგანიზებულია ზედამხედველობის ორგანოების მითითებების, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შესრულება; გ) ტარდება პერსონალის დაცვის ღონისძიებები; დ) მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციებში სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ე) მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებისა და მონიტორინგის სამუშაოები; ვ) დადგენილი წესით ხორციელდება საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის შემუშავება და ექსპერტიზა, დაცულია ავტორიზებული საქმიანობის უფლების ლიცენზიის პირობები; 27 ზ) საგანგებო სიტუაციებისგან ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მუშავდება და ხორციელდება შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები, ხორციელდება აუცილებელი სამეცნიერო გამოკვლევები, სრულდება აღნიშნულ სფეროში ეროვნული მიზნობრივი პროგრამების ღონისძიებები; თ) ორგანიზებულია საქმიანობა საავარიო-სამაშველო და რეაგირების სხვა ძალების მუდმივი მზადყოფნისათვის, ხორციელდება კონტროლი მათ დაკომპლექტებაზე და აუცილებელ მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე; ი) მიმდინარეობს მუშაობა მომხდარი საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების გამოსავლენად, მუშავდება და ხორციელდება მათი პრევენციისა და მიტიგაციის ღონისძიებები; კ) მიმდინარეობს სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშები და სწავლებები ვადებისა და თემატიკის შესაბამისად. 8. კონტროლის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების ხაზით ზოგად მოთხოვნათა შესასრულებლად სამუშაოების მიმდინარეობა ფასდება შეფასების ფორმით – „სრულად არ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს“, თუ: ა) შემუშავებულია საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმები, არ მიმდინარეობს მათი სრულყოფის მიზნით საქმიანობა; ბ) შემოწმების შედეგებით (ზედამხედველობის ორგანოების მონაცემებით) ნაწილობრივ ორგანიზებულია ზედამხედველობის ორგანოების მითითებების, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შესრულება; გ) ტარდება პერსონალის დაცვის ღონისძიებები; დ) მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციებში სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ე) მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებისა და მონიტორინგის სამუშაოები; ვ) დადგენილი წესით ხორციელდება საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის შემუშავება და ექსპერტიზა, დაცულია ავტორიზებული საქმიანობის უფლების ლიცენზიის პირობები; ზ) საგანგებო სიტუაციებისგან ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით არ მუშავდება და არ ხორციელდება შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები, ხორციელდება აუცილებელი სამეცნიერო გამოკვლევები, სრულდება აღნიშნულ სფეროში ეროვნული მიზნობრივი პროგრამების ღონისძიებები; თ) ორგანიზებულია საქმიანობა საავარიო-სამაშველო და რეაგირების სხვა ძალების მუდმივი მზადყოფნისათვის, მაგრამ არ ხორციელდება კონტროლი მათ დაკომპლექტებაზე და აუცილებელ მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე; ი) მიმდინარეობს მუშაობა მომხდარი საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების გამოსავლენად, მუშავდება და ხორციელდება მათი პრევენციისა და მიტიგაციის ღონისძიებები; კ) მიმდინარეობს სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშები და სწავლებები, მაგრამ არ არის შესაბამისობაში ჩატარების ვადებთან და თემატიკასთან. 9. კონტროლის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების ხაზით ზოგად მოთხოვნათა შესასრულებლად სამუშაოების მიმდინარეობა ფასდება შეფასების ფორმით – „არ აკმაყოფილებს წაყენებულ 28 მოთხოვნებს“, თუ არ სრულდება ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. მუხლი 15 1. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებულ ობიექტების დეტალური შემოწმებები ტარდება ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორი მოვალეა აღნიშნული განკარგულება ან მისი ასლი, დამოწმებული ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს ბეჭდით, სამსახურებრივ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარუდგინოს კონტროლის ობიექტს. შემოწმება შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ განკარგულებით უფლებამოსილმა სახელმწიფო ინსპექტორებმა. 2. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების დეტალური შემოწმებების ჩატარების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების შედგენისას, შემოწმებასთან დაკავშირებული შემოწმებების და შემოწმების ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ დებულების მე-13 მუხლის მოთხოვნები. თავი VII სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ნუსხები, მათი შემოწმების პერიოდულობა მუხლი 16 1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ნუსხების შესაბამისად ზედამხედველობის ორგანოებში ადგენენ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხებს. 2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული განსაკუთრე ბული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხებს სამოქმედო ტერიტორიის საზღვრების შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედვე ლობის მმართველობის ორგანოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. ამ ობიექტების დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება ტარდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო საკონტროლო შემოწმება – არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 3. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებულ ობიექტების ნუსხებს სამოქმედო ტერიტორიის საზღვრების შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 4. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების დეტალური, შემოწმება ტარდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კომპლექსური შემოწმება – არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ. 5. ის ობიექტები, რომლებშიც ღამის საათებში იმყოფებიან ადამიანები (სასტუმროები, საბავშვო, სასწავლო, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი 29 დაწესებულებები და ა.შ.) ექვემდებარებიან მიზნობრივ (ოპერატიულ) შემოწმებებს ღამის საათებში არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ. მუხლი 17 1. დეტალური, საკონტროლო, მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო ტექნიკური შემოწმებების პერიოდულობა ზედამხედველობის იმ ობიექტებზე, რომლებიც არ არის შეყვანილი ამ დებულების მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ნუსხებში, განისაზღვრება სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ, ობიექტების მნიშვნელობის, სახანძრო საშიშროების და ხანძრების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით. 2. დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი (ოპერატიული) შემოწმებების დაგეგვა-განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ამ ობიექტებში ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფი სახანძრო უსაფრთხოების ზომების განხორციელებას. მუხლი 18 1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კომპლექსური შემოწმება ხორციელდება საჭიროების მიხედვით. 2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კომპლექსურ შემოწმებას ხელმძღვანელობს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირები. შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში (შეთანხმებით) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები. კონტროლის ღონისძიებების მოცულობიდან გამომ დინარე, შემოწმება შეიძლება განხორციელდეს ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით. 3. სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოებში კომპლექსური შემოწმებების განხორციელების დროს, კონტროლის ღონისძიებები ტარდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 23-ე და 24-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის ამ სფეროში განსაზღვრული უფლება-მოვალეობების რეალიზების ფარგლებში. თავი VIII კონტროლის ობიექტის უფლება-მოვალეობები მუხლი 19 1. პირებს, რომელთა მიმართ ხორციელდება კონტროლის ღონისძიებები, უფლება აქვთ: 30 ა) უშუალოდ დაესწრონ შემოწმების ჩატარებას, განმარტონ შემოწმების საგანს მიკუთვნებული საკითხები; ბ) მიიღონ ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორებისაგან შემოწმების საგანს მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე მზადყოფნის მოთხოვნების სხვა საკითხებზე სათანადო რეკომენდაციები; გ) გაეცნონ შემოწმების შედეგებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივრონ ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები და მოქმედებები (უმოქმედობა), რომელმაც შემოწმების ჩატარების დროს გამოიწვია მათი უფლებების დარღვევა. 2. პირები, რომელთა მიმართ ხორციელდება კონტროლის ღონისძიებები შემოწმებების ჩატარების დროს ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზა ცია-ჩატარებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელების ან თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლების დასწრება, აგრეთვე ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირების შესვლა საწარმოების ტერიტორიებზე, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, საწარმოო, სამეურნეო და სხვა სათავსებში; ბ) ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების მოთხოვნით წარმოადგინონ მონაცემები, კონტროლის ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე მზადყოფნის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ცნობები და დოკუმენტები წარმოებაში მბრუნავი ნივთიერებების, მასალების, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშ როების შესახებ. თავი IX სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები და გამოკვლევები მუხლი 20 1. სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – სახელმწიფო ინსპექტორების მუშაობის ძირითადი სახეობა, რომელიც ხორციელდება ობიექტების (საწარმოების) დათვალიერების და მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზების გზით, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვაზე (შესრულებაზე) კონტროლის და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით. ზედამხედველობის ორგანოებში იგეგმება და ხორციელდება დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები. 2. დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების განხორციელებისას მოწმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების შესრულება, მათ შორის: ა) ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტების არსებობა (ბრძანებები ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) დანიშვნის შესახებ, განკარგულებები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და სხვა); ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორგანიზაციო ღონისძიებების 31 შესრულება; გ) ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების და სათავსების მოვლა-პატრონობის საკითხები, საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მდგომარეობა, გადარჩენის ინდივიდუალური და ჯგუფური საშუალებების არსებობა და გამართულობა; დ) ელექტრომომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, ხანძრების თავიდან აცილების და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობების და სისტემების მუშაობის და ექსპლუატაციის საკითხებთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე ხანძრების თავიდან აცილების და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების შეკეთების, მოვლა-პატრონობის და ტექნიკური მომსახურების ორგანიზების საკითხები; ე) შენობა-ნაგებობების საინჟინრო მოწყობილობების მონტაჟისა და ექსპლუატაციის გამართულობა; ვ) დადგენილი ნორმების შესაბამისად სახანძრო დაცვის დანაყოფების შექმნისა და შენახვის საკითხები; ზ) საუწყებო და კერძო სახანძრო დაცვის (მათი არსებობის შემთხვევაში) ფორმირებების საქმიანობის ორგანიზება და მათთვის ხელის შეწყობა; თ) ხანძარსაწინააღმდეგო კამპანია და ობიექტების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება და ჩატარება, მათი მზადყოფნა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში; ი) ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების ტექნიკურ დოკუმენტაციაში ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების და მათი გამოყენებისას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ცნობების არსებობა; კ) ობიექტების ხელმძღვანელების მიერ სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მიღება, მათ შორის მათ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების სამსახურებრივი მოკვლევის ორგანიზება. 3. დატალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დგება ობიექტის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები, რომელიც მიწერილობის სახით ეგზავნება (ბარდება) კონტროლის ობიექტს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელით. მუხლი 21 1. საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმების განხორციელებისას მოწმდება დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის მიწერილობის შესრულების მდგომარეობა. 2. საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგების მიხედვით სახელმწიფო ინსპექტორი მიწერილობაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ღონისძიებების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. 3. საკონტროლო გამოკვლევების დროს გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ახალი დარღვევების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორი დადგენილი წესით ადგენს და აბარებს ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობას. მუხლი 22 32 1. მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმების განხორცი ელებისას შერჩევით მოწმდება ცალკეული შენობების და ნაგებობების, სათავსების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობა, კავშირგაბმულობის და ხანძარსაწი ნააღმდეგო დაცვის მოწყობილობების და სისტემების მუშაუნარიანობა. 2. ზედამხედველობის ორგანოებში ობიექტების (საწარმოების) მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები იგეგმება საჭიროების მიხედვით, სეზონურობის, ობიექტების (საწარმოების) ფუნქციონირების თავისებურებების და ხანძრის საშიშროების მომატების და ხანძრების გამო გართულებული ვითარების, აგრეთვე ამ დებულების მე-12 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 23 1. სახანძრო-ტექნიკური შემოწმება ტარდება ობიექტების (საწარმოების) ხელმძღვანელების ან მათ მიერ გამოყოფილი წარმომადგენლების და საუწყებო, კერძო და/ან ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის (მათი არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლების მონაწილეობით. 2. ზედამხედველობის ორგანოს მიერ სახანძრო-ტექნიკური შემოწმების (გარდა ოპერატიულისა) ჩატარების თარიღის შესახებ წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელი, მისი არყოფნის შემთხვევაში –მოვალეობის შემსრულებელი პირი ან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლად დანიშნული პირი. 3. სახანძრო-ტექნიკური შემოწმების ჩატარებამდე სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებულია: ა) შეისწავლოს ობიექტის სახანძრო საშიშროების მახასიათებლების შემცველი დოკუმენტები და მასალები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უწყებრივი ბრძანებები, მითითებები, განკარგულებები; ბ) გაეცნოს მონაცემებს ობიექტზე მომხდარი ხანძრების შესახებ და წინა სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების მასალებს; გ) შეარჩიოს ობიექტის შემოწმებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები (სახანძრო უსაფრთხოების წესები, ნორმები, სტანდარტები და სხვ.). 4. კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, მათ შორის მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის ზომებს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, მათი ქონებისათვის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე დამრღვევ პირებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. თავი X კონტროლის ღონისძიებების შედეგების გაფორმება. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისათვის მუხლი 24 33 1. სახანძრო-ტექნიკური და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შემოწმებების ჩატარების შედეგებზე სახელმწიფო ინსპექტორი ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის მიწერილობას (№2 დანართის №1 და №4 ფორმები). მიწერილობა დგება ორ ეგზემპლარად და ტარდება რეგისტრაციაში. 2. მიწერილობის ერთი ეგზემპლარი შემოწმების დამთავრების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ხელმოწერით ბარდება ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელს (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირს ან მოქალაქეს), ან იგზავნება ფოსტით. საფოსტო უწყისის ქვითარი თან დაერთვის ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარი კონტროლისათვის რჩება ზედამხედველობის ორგანოში. დასაშვებია მიწერილობის შედგენა და ჩაბარება როგორც შემოწმების ჩატარების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდეგ. 3. მიწერილობაში უნდა იყოს შეტანილი ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციისას (შესაბამისი ეტაპებისათვის) გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები. სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიებების შესრულების გონივრულ ვადას მიწერილობაში ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი, გამოვლენილი დარღვევების პოტენციური საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით (როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მესამე პირთა ქონების მიმართ). საჭიროების შემთხვევაში, ღონისძიებების შესრულების ვადა (მათ შორის, რომლებიც შესრულების სტადიაზე მოითხოვს ფინანსურ დანახარჯებს) თანხმდება ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელთან (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთან). მიწერილობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შესრულებული ღონისძიებების შესახებ. წინა მიწერილობებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც არ შესრულდა დადგენილ ვადებში, უნდა იქნეს შეტანილი ახალ მიწერილობაში, დადგენილი შესრულების ვადებით. ამ შემთხვევაში, მოცემულ ღონისძიებებზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 4. მიწერილობის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია მათი დაპროექტების და მშენებლობის პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობებსა და ნაგებობებში მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობების და ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას. მუხლი 25 1. მიწერილობები, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილი წესით 34 აღირიცხება ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალში (№2 დანართის ფორმა №7) შემოწმების შესახებ შესაბამისი აღნიშვნები კეთდება პროფილაქტიკური სამუშაოს აღრიცხვის ჟურნალში (№2 დანართის ფორმა №5). 2. ობიექტებში (საწარმოებში) სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორი უზრუნველყოფს საწარმოს (ობიექტის) ხელმძღვანელის სახელზე (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირის სახელზე) დადგენილი წესით ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შედგენას, ჩაბარებას (ან გაგზავნას) და მიწერილობის აღრიცხვას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალში. 3. ზედამხედველობის ორგანოებში დასაშვებია ამ დებულებით გათვალისწინებული ჟურნალების წარმოება ელექტრონული ფორმით, ასლის აუცილებელი შექმნის პირობით. ჟურნალის ფორმები, მათი წარმოებისა და შენახვის წესი განისაზღვრება სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ. მუხლი 26 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება/ეკისრებათ: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს; ბ) მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელებს; გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლად დანიშნულ პირს. მუხლი 27 1. აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების შემოწმებისას მათ მიერ შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ დოკუმენტებში დარღვევების გამოვლენისას, ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში აგზავნიან წარდგინებას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების შესახებ იმ ორგანიზაციაში, რომელმაც დაამტკიცა (ხელი მოაწერა) ასეთი დოკუმენტი. 2. კონტროლის ღონისძიებების შედეგების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა მოახსენოს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელს, რომელმაც გასცა განკარგულება საკონტროლო ღონისძიებების ჩატარების შესახებ. თავი XI ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა 35 მუხლი 28 1. ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა – ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმებას, სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) ორგანიზებას და განხორციელებას. 2. ზედამხედველობის ორგანოებში ნორმატიულ-ტექნიკურ სამუშაოს აწარმოებენ სახელმწიფო ინსპექტორები დადგენილი წესით დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობების და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 29 1. ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო ინსპექტორები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით მონაწილეობას ღებულობენ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. 2. ზედამხედველობის ორგანოებში, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი სამსახურის წარდგინებით, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორები სამოქმედო ტერიტორიის საზღვრებში აწარმოებენ: ა) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში განხილვას და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ წერილობითი დასკვნის მომზადებას; ბ) სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, ხანძარსაწინააღ მდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით, მათ შორის მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დროს. 3. სახელმწიფო ინსპექტორი განიხილავს სამშენებლო დოკუმენტაციას, რომელიც გაფორმებულია დადგენილი წესით, ხელმოწერილია პროექტის ავტორების მიერ. სამშენებლო დოკუმენტაციის განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორმა არ უნდა გააკეთოს ჩანაწერები და დაუსვას ბეჭედი სამშენებლო ტექნიკურ დოკუმენტაციას. დასაშვებია განსახილველად წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად წერილობითი დასკვნის გაფორმება. 36 4. სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობადასრუ ლებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დროს, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი სამსახურის მოთხოვნას (ან სხვა ობიექტების (საწარმოების) მოთხოვნის შემთხვევებში) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის თაობაზე თან უნდა დაერთოს: ა) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების დაპროექტების დოკუმენტაცია; ბ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის შემწოვი, დამწნევი და გამანაწილებელი მილგაყვანილობის გამორეცხვის და ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების საშედეგო დოკუმენტაცია; გ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის მუშაობის ეფექტურობის შემოწმების აქტი, რომელიც დგება შენობა-ნაგებობის რომელიმე სათავსში ან ღია ტერიტორიაზე ხელოვნურად მოწყობილი კონტროლს დაქვემდებარებული ხანძრის კერის ჩაქრობის ორგანიზების შედეგებზე (შემოწმების ჩატარება რეკომენდებულია სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესაბამის სტადიაზე შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ისეთ სათავსში ან ღია ტერიტორიაზე და იმ პირობით, რომ გამორიცხული იქნება ხანძრის გავრცელება, შენობის დაკვამლიანება და საფრთხე არ შეექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას); დ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის დამმონტაჟებელი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტურად გაფორმებული სისტემის ინსპექტირების და შემოწმების წესი (აღნიშნული „წესი“ უნდა შეიცავდეს დეტალურ ინსტრუქციას იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა შესრულდეს ავარიების, სისტემის ამუშავების და ტუმბოების ხელით ავარიული გაშვების დროს, ასევე დეტალურ ინფორმაციას სისტემის ტექნიკური მომსახურების შესახებ). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის გამოცდის ჩატარებაში ზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობის თაობაზე უარის თქმის საფუძველი. 6. ზედამხედველობის ორგანოებში დგება იმ სახელმწიფო ინსპექტორების ნუსხა, რომლებიც მონაწილეობენ ნორმატიულ-ტექნიკურ სამუშაოებში. თავი XII ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) ორგანიზება მუხლი 30 1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები სამოქმედო ტერიტორიის საზღვრებში ახორციელებენ ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, 37 ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას (დადასტურებას). 2. ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (დადასტურება) ხორციელდება: ობიექტის ადგილზე დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების ფორმებით, სამშენებლო დოკუმენტების განხილვის და ანალიზის პროფესიული შეფასების საფუძველზე. 3. ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) დასკვნის მომზადების საფუძველს წარმოადგენს საწარმოს (ობიექტის) ხელმძღვანელის მიმართვა. 4. სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (დადასტურებას) გაფორმება წარმოებს წერილობითი დასკვნის სახით, რომელიც მზადდება არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 31 1. ობიექტების (საწარმოების) ხელმძღვანელების მიმართვას, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან ობიექტების შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) თაობაზე, თან უნდა დაერთოს: ა) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები; ბ) მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზები; გ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის სათანადო აქტები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების დაპროექტების დოკუმენტაცია (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) საწარმოების (ობიექტების) ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ზედამხედველობის ორგანოები არ ახორციელებენ იმ ობიექტების (საწარმოების) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას (დადასტურებას), რომლებიც იმ პერიოდში დადგენილი წესის შესაბამისად არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და არ გააჩნიათ ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (დადასტურება) ხდება წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის და სახანძრო ტექნიკური შემოწმების ჩატარების განხორციელებით და მის შედეგებზე არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში აქტის გაფორმებით. 4. ობიექტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარებულ სახანძრო ტექნიკური შემოწმების აქტში უნდა იქნეს მითითებული: 38 ა) აქტის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) ზედამხედველობის ორგანოს დასახელება; გ) სახელმწიფო ინსპექტორის ან ინსპექტორების გვარები, სახელები, თანამდებობები; დ) კონტროლის ობიექტის დასახელება, აგრეთვე შემოწმების პროცესის დამსწრე ობიექტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი, თანამდებობა; ე) შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; ვ) შემოწმების შედეგების, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების აღმოჩენილი დარღვევების, მათი ხასიათის და დამრღვევი პირების შესახებ მონაცემები; ზ) შემოწმების ჩამტარებელი სახელმწიფო ინსპექტორის ან ინსპექტორების ხელმოწერა, რომელიც დასტურდება ზედამხედველობის ორგანოს ბეჭდით. მუხლი 32 1. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმების და მის შედეგებზე მომზადებული შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის ორგანოში დგება დასკვნა კონტროლის ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ. 2. სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს ჩანაწერის რიგით ნომერს კონტროლის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის (შეუსაბამობის) შესახებ გაცემული დასკვნების აღრიცხვის ჟურნალში (№2 დანართის ფორმა №10). 3. სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის საფუძველზე მომზადებული შესაბამისობის დადგენის (დადასტურების) წერილობითი დასკვნა, ზედამხედველო ბის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მისი დამტკიცებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს ორი დღის ვადაში, გადაეცემა (გაეგზავნება) ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელს, ასევე ეგზავნება სააგენტოს გასაცნობად და ანალიზისათვის. მუხლი 33 1. ტექნიკურად რთული და უნიკალური განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (დადასტურება) ხორციელდება სააგენტოში და მისი ტერიტორიული დანაყოფის ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში. 2. ტექნიკურად რთული და უნიკალური განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისათვის (დადასტურებისათვის) ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბაჭო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელობით (საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე). 39 3. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს თანამშრომლები. შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საკონსულტაციო საბჭოში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნენ ობიექტების (საწარმოების) საინჟინრო-ტექნიკური მუშაკები, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების სპეციალისტები. 4. საკონსულტაციო საბჭოს მიერ ობიექტებზე ჩატარებული სახანძრო ტექნიკური დეტალური შემოწმებისას ანალიზი უკეთდება: ა) ობიექტის სახანძრო საშიშროებას; ბ) ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტურობასა და პრიორიტეტულობას; გ) ადამიანთა გადარჩენის შესაძლებლობას; დ) სახანძრო დაცვის დანაყოფების ხანძრის კერასთან მისვლის და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების მიწოდების შესაძლებლობას მათი განლაგების და ტექნიკური აღჭურვის გათვალისწინებით; ე) ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობას მესამე პირზე, ადამიანებისა და ქონებრივი კომპლექსის ჩათვლით. 5. ობიექტის სახანძრო საშიშროებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის განვითარების, ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელებისა და ადამიანთა ევაკუაციის საანგარიშო სცენარები და რისკის შეფასების მეთოდები, მათ შორის მესამე პირთათვის. 6. ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის საფუძველზე და სამშენებლო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული დასკვნები მტკიცდება საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. საკონსულტაციო საბჭოს კომპეტენციაში არ შედის ნორმატიული დოკუმენტების არმქონე ტექნიკური გადაწყვეტილებების ღონისძიებების განხილვა და წინადადების მომზადება. 7. საკონსულტაციო საბჭოს მიერ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის მომზადება და წარმოდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციაზე დასკვნის მომზადება, რომელთაც გააჩნიათ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გადახვევები, წარმოებს 20 სამუშაო დღის ვადაში. 8. სამინისტროების, უწყებების და სხვა ორგანიზაციების საექსპერტო, საკონსულტაციო და ტექნიკურ დანაყოფებში დასახლებების, ობიექტების (საწარმოების) სახანძრო უსაფრთხოების საკითხების, აგრეთვე სივრცითი მოწყობის და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების პროექტების განხილვისას ზედამხედველობის ორგანოებს წარმოადგენენ მათი ხელმძღვანელები ან მათი დავალებით ნორმატიულ-ტექნიკურ სფეროში მომუშავე სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირები. თავი XIII ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მუხლი 34 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას სახელმწიფო ინსპექტორები ახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების 40 შესაბამისად. 2. სახელმწიფო ინსპექტორების მიერ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად დადგენილების გამოტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენენ ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. 4. ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში და იქმნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე დადგენილებას დატოვებს უცვლელად, ხოლო საჩივარს და პროტესტს – დაუკმაყოფილებლად; ბ) გააუქმებს დადგენილებას და საქმეს გაგზავნის ხელახალი განხილვისათვის; გ) გააუქმებს დადგენილებას და შეწყვეტს მის აღსრულებას; დ) შეცვლის სახდელის ზომას. 6. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი იღებს ზომებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXV თავის მოთხოვნების შესაბამისად. 7. სახელმწიფო ინსპექტორები აწარმოებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალს, რომლებიც ინახება ზედამხედველობის ორგანოებში ორი წლის განმავლობაში. მუხლი 35 ზედამხედველობის ორგანოებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება დამოკიდებულია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქციის ოდენობაზე: ა) 100 ლარამდე ოდენობით საჯარიმო სანქციის გამოყენების შემთხვევაში – ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამისილება გააჩნია ამ დებულებით განსაზღვრულ ყველა რანგის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორს; 41 ბ) 200 ან 300 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციის გამოყენების შემთხვევაში – ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამისილება გააჩნია ამ დებულებით განსაზღვრულ ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების ყველა რანგის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორს, აგრეთვე მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორებს და მათ მოადგილეებს; გ) 500 ან 600 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციის გამოყენების შემთხვევაში – ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამისილება გააჩნია ამ დებულებით განსაზღვრულ ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორებს და მათ მოადგილეებს; დ) 1000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციის გამოყენების შემთხვევაში – ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამისილება გააჩნია ამ დებულებით განსაზღვრულ საქართველოს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორებს და მათ მოადგილეებს. მუხლი 36 სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვე ვების საქმეების წარმოებისას ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორებმა უნდა უზრუნველყონ: ა) ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ოქმებისა და სხვა დოკუმენტების შედგენის სისწორე და სამართალდარღვევების საქმეების განხილვის დადგენილი წესისა და ვადების დაცვა; ბ) სამართალდარღვევების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მათ შორის მიღებული ზემოქმედების ზომების შესაბამისობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ სანქციებთან; გ) სამართალდარღვევებზე საჯარიმო სანქციების აღსრულების დროულობა; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების რეგისტრაციისა და გატარების წესის დაცვა, სამართალდარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკის ანალიზი და აღრიცხვა; ე) ჟურნალებისა და სხვა დოკუმენტების შედგენის წესის შესაბამისობა ამ დებულების მოთხოვნებთან; ვ) სამართალდარღვევების საკითხებზე მოქალაქეთა წერილებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირება. თავი XIV სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების წესი მუხლი 37 1. ზედამხედველობის ორგანოს საფუძველს, რეაგირების ზომად გამოიყენოს 42 სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე, წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას. 2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვაში ზუსტად და თანმიმდევრობით უნდა აღიწეროს: სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ხასიათი და ცალკეული სამუშაოების ჩატარების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; ტექნიკური რეგლამენტების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების პუნქტები, რომლებიც დაირღვა, ვის მიერ და როდის არის დამტკიცებული ეს დოკუმენტები. 3. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს განჩინებით. 4. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინება, მისი გამოტანის შემდეგ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში სისრულეში მოჰყავს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს ობიექტის, შენობა ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებით და სასამართლოს განჩინების სისრულეში მოყვანის შესაბამისი ოქმის შედგენით (№2 დანართის ფორმა №3). 5. ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინების სისრულეში მოყვანის შემდეგ, ობიექტის (საწარმოს) მიმართვის საფუძველზე, ერთი დღის ვადაში განიხილავს მათ შესაძლებლობებს და მზადყოფნას ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების აღმოფხვრის ღონისძიებების რეალიზებასთან დაკავშირებით, იღებს შესაბამის ზომებს და აწესებს გონივრულ ვადას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის ღინისძიებების განსახორციელებლად ობიექტის დროებით ექსპლუატაციაში დაშვებისათვის. 6. შეჩერებული ობიექტის (სათავსის, აგრეგატის, სამუშაოს და სხვა) დროებით ექსპლუატაციაში დაშვება ხდება მხოლოდ სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისათვის. ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ზედამხედველობის ორგანო იღებს 43 გადაწყვეტილებას ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ფორმდება ზედამხედველობის ორგანოს და ობიექტის (საწარმოს) ერთობლივი ოქმით. თავი XV ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა მუხლი 38 1. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის სამუშაოების ჩატარებისას ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორი ხელმძღვანელობს ამ დებულებით. 2. ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორები ახორციელებენ იმ შემთხვევის გამომწვევი მიზეზის (სავარაუდო მიზეზის) შესწავლის დადგენას, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხანძარმა არ გამოიწვია მატერიალური ზარალი და ხანძრის შედეგად საფრთხე არ შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხანძრის შედეგად ზიანი არ მიადგა მესამე პირთა ქონებას (შემდგომში– წაკიდების მიზეზის შესწავლა). 3. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის დროს სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა დაადგინოს, რომელ კატეგორიას განეკუთვნება აღნიშნული შემთხვევა – ხანძარს თუ წაკიდებას. 4. შემთხვევის ხანძრის კატეგორიისთვის მიკუთვნებისას, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა უზრუნველყოს: ა) ხანძრის ლიკვიდაციიდან ორი დღის ვადაში ხანძრის (წაკიდების) აქტის წარდგენა საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებისათვის შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად; ბ) იმ შემთხვევებზე, რომელიც საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების შემოწმების შედეგების მიხედვით არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და არ იწყება (მიმდინარეობს) გამოძიება, „ხანძრისა და მისი შედეგების აღრიცხვის წესის” შესაბამისად ხანძრით მიყენებული მატერიალური ზარალის (სავარაუდო მატერიალური ზარალის) ოდენობის განსაზღვრა. 5. შემთხვევის წაკიდების კატეგორიისთვის მიკუთვნებისას სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა დაადგინოს: ა) წაკიდების გაჩენის დრო, ადგილი, მონაცემები მისი გავრცელების და ჩაქრობის შესახებ; ბ) წაკიდების მიზეზი (სავარაუდო მიზეზი), მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირი (სავარაუდო პირი), გარემოება, რომელიც მოქმედებდა მისი პასუხისმგებლობის ხარისხსა და ხასიათზე; გ) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტზე (საწარმოში) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა წაკიდებამდე და მიზეზობრივი კავშირი წაკიდებასთან, მის გავრცელებასა და შედეგებთან; დ) წაკიდების გავრცლების მიზეზები და ხელის შემწყობი პირობები. 6. წაკიდების გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის დროს სახელმწიფო ინსპექტორი ახორციელებს: 44 ა) წაკიდების ადგილის დათვალიერებას, ფოტოგრაფირებას (საჭიროების შემთხვევაში), შესაბამისი ოქმის (№2 დანართის ფორმა №8) და სქემის შედგენას; ბ) წაკიდებასთან უშუალო კავშირის მქონე პირისაგან (სავარაუდო პირი), წაკიდების ჩაქრობის მონაწილეებისგან, ობიექტის (საწარმოს) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობასა და დაცვაზე პასუხისმგებელი და ქონების მფლობელობაზე, სარგებლობაზე და განკარგვაზე უფლებამოსილი პირისგან ახსნა-განმარტებების მიღებას (№2 დანართის ფორმა №9); გ) მომხდარი ხანძრის (წაკიდების) სამსახურებრივი გამოძიების საუწყებო აქტის, ტექნიკური და სამსახურებრივი დოკუმენტაციის, სპეციალისტების (მთავარი ინჟინრის, ელექტრიკოსების და ა.შ.) დასკვნების და იმ დოკუმენტების გამოთხოვნას (მათი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ამტკიცებენ ხანძრის (წაკიდების) მიზეზს, ხანძრით (წაკიდებით) მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობას და სხვა საჭირო მოქმედებებს. 7. წაკიდების გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის სამუშაოების ჩატარების დროს ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევებში (ობიექტის მნიშვნელობის და პასუხისმგებლობის ხარისხიდან გამომდინარე), როდესაც მნიშვნელოვანია წაკიდების გამომწვევი მიზეზის დადგენა, მიუხედავად წაკიდების შედეგისა, წაკიდების გამომწვევი მიზეზის დადგენისა და განმტკიცების მიზნით მიმართოს საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების შესაბამის დანაყოფს, ხანძრის ადგილის დათვალიერების, ნივთიერი მტკიცებულე ბების ამოღების, მოწმეთა დაკითხვის და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. 8. ზედამხედველობის ორგანოებში მთავარი სახელმწიფო ინსპექტორების უშუალო ხელმძღვანელობით, წაკიდების ლიკვიდაციიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ანალიზი უტარდება წაკიდების გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესწავლილ და გამოკვლეულ მასალებს, პროფესიული შეფასების საფუძველზე დგინდება წაკიდების გაჩენის მიზეზი (სავარაუდო მიზეზი), რომელიც შეიტანება ხანძრის (წაკიდების) აქტში და ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათში. წაკიდების გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის მასალები დადგენილი წესით ტარდება რეგისტრაციაში. 9. ხანძრის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას სახელმწიფო ინსპექტორები საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შსს ტერიტორიულ საგამო ძიებო ორგანოებთან და პროკურატურის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით ურთიერთანამშრომ ლობენ საგამოძიებო ორგანოებთან და ასრულებენ გამომძიებლის დავალებებს. 10. ხანძრის (წაკიდების) გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის მიმართულებით საქმიანობისას სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წაკიდების გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის სამუშაოების ჩატარება ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გამომძიებლის დავალებით, შეთანხმებულად იმოქმედოს ოპერატიულ სამძებრო ქვედანაყოფების თანამშრომლებთან, ექსპერტ-კრიმინალისტებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ხანძრების საქმეებზე გამოძიების ჩატარების ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით; გ) აწარმოოს საჭირო სამსახურებრივი დოკუმენტაცია; დ) წარმოადგინოს საჭირო მონაცემები ხანძრებით (წაკიდებით) გამოწვეული ვითარების და მათი გაჩენის მიზეზების ანალიზის ჩასატარებლად; 45 ე) შეიტანოს წინადადებები და რეკომენდაციები ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში ხანძრის (წაკიდების) გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის ჩატარების სფეროში საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისათვის; ვ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტზე ხანძრის (წაკიდების) გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. 11. საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი დანაყოფები ვალდებულნი არიან ხანძრის თაობაზე ჩატარებული გამოძიების დასრულების შემდეგ აცნობონ ზედამხედველობის ორგანოებს (სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად) გამოძიების შედეგების შესახებ, რომლებიც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირს (პირებს) და ხანძრით გამოწვეულ ზარალს. თავი XVI ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება მუხლი 39 1. ზედამხედველობის ორგანოებში, ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვა წარმოებს მათი წარმოქმნის გარემოებების ანალიზის და კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღების, შექმნილ ვითარებაზე დროული რეაგირების, აგრეთვე ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების და ხანძრის ჩაქრობისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით. 2. საქართველოში მოქმედებს ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ხანძრის და მათი შედეგების ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვასა და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ზედამხედველობის ორგანოები “ხანძრისა და მისი შედეგების აღრიცხვის წესის” შესაბამისად. 3. მონაცემების წარმოდგენისას დარღვევების და (ან) ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესის დამახინჯების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორები იღებენ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. 4. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის, გამოკვლევის და ხანძრის ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ზედამხედველობის ორგანოები აწარმოებენ ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვას ჟურნალში (№2 დანართის ფორმა №6). თუ ხანძრების (წაკიდების) აღრიცხვა ხორციელდება ავტომატიზებული ხერხით, ხანძრების (წაკიდების) აღრიცხვის ჟურნალი წარმოებს ელექტრონული ფორმით, ასლის აუცილებელი შექმნის პირობით. 5. ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვის ჟურნალი სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში ინახება 10 წლის, ხოლო ადგილობრივ ორგანოებში – 5 წლის განმავლობაში. 6. ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი 46 ავსებს: ა) აქტს ხანძრის (წაკიდების) შესახებ; ბ) ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათს “ხანძრისა და მისი შედეგების აღრიცხვის წესის” შესაბამისად. 7. სახელმწიფო ინსპექტორი ან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, ხანძარის ლიკვიდაციიდან ორი დღის ვადაში ადგენს „აქტს ხანძრის (წაკიდების) შესახებ“ (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღნიშნულია “ხანძრისა და მისი შედეგების აღრიცხვის წესში”) არანაკლებ ორ ეგზემპლარად (№2 დანართის ფორმა №2). 8. ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტის შედგენაში ობიექტის (საწარმოს) ადმინისტრაციის, დაზარალებულის და სადაზღვევო ორგანიზაციების გარდა (დაზღვეულ ობიექტში, საწარმოში) მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სამართალდამცავი და საზედამხედველო სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა. 9. აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ, რომლის ჩასაქრობად სახანძრო სამაშველო დანაყოფი გამოძახებული არ იყო და ხანძრის შესახებ შეტყობინება (წერილობითი ან ზეპირი) ზედამხედველობის ორგანოში შევიდა დაზარალებულის, სადაზღვევო ორგანიზაციის ან სხვა წყაროების მეშვეობით, დგება ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორ დღეში. 10. აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ მის შედგენაში მონაწილე პირების მიერ ხელის მოწერის შემდეგ რჩება ზედამხედველობის ორგანოში, ასევე გადაეცემა ობიექტის (საწარმოს) ადმინისტრაციას, მოქალაქეებს, რომელთა მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში იმყოფება ხანძრით დაზიანებული, განადგურებული შენობა-ნაგებობა, დანადგარი ან სხვა ქონება. ზედამხედველობის ორგანოში აქტი ხანძრის შესახებ ინახება 3 წლის განმავლობაში. თავი XVII სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფა, ხანძარსაწინააღმდეგო კამპანია და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება მუხლი 40 1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორები აკონტროლებენ სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების (საწარმოების) მიერ კანონმდებლობით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი ინფორმაციული უზრუნველყოფის, ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიის და სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების შესრულებას, აგრეთვე მონაწილეობენ ხანძარსაწი ნააღმდეგო კამპანიის და სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზებასა და ჩატარებაში. 2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტზე აკონტროლებენ მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს მიერ, თავიანთი თანამშრომლებისათვის 47 სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზებას (სწავლების პროგრამების არსებობა, მათი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან, კაბინეტების მოწყობა თვალსაჩინოებებით, სწავლების ჩამტარებელ პირთა კვალიფიკაცია და ა.შ.), დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად და დახმარების აღმოსაჩენად; ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აკონტროლებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სწავლების ორგანიზებას და უწევენ პრაქტიკულ დახმარებას; გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აკონტროლებენ აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების და ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზების და ჩატარების საკითხებს, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად და დახმარების აღმოსაჩენად; დ) მომსახურების ტერიტორიაზე მონაწილეობენ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებასა და სახანძრო-ტექნიკური ცოდნის გავრცელებაში (ლექციების, სემინარების, საუბრების, ვიქტორინების, თემატური საღამოების და ა.შ. ჩატარება); ე) აწარმოებენ ინფორმაციული უზრუნველყოფის, ხანძარსაწინააღმდეგო კამპანანიის და სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების სამუშაოების აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ზედამხედველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფა, ხანძარსაწინააღმდეგო კამპანია და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება ხდება შემდეგი ფორმებით, აგრეთვე სხვა ფორმებით, რომლებიც შეზღუდული არ არის საქართველოს კანონმდებლობით: ა) სახანძრო უსაფრთხოების მასალების გამოქვეყნებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო თემატიკის კინო-, ტელე- და ვიდეოფილმების ჩვენების ორგანიზებით; გ) სახანძრო-ტექნიკური ლიტერატურის და ხანძარსაწინააღმდეგო თემატიკის სარეკლამო პროდუქციის (პლაკატები, ალბომები, ბუკლეტები, კონვერტები, მარკები, ღია ბარათები და სუვენირები) გამოცემით და გავრცელებით, სახანძრო-ტექნიკური ცოდნის პოპულარიზაციის ხელის შეწყობით; დ) სახანძრო უსაფრთხოების თემატური გამოფენების, ლექციების, საუბრების, ინსტრუქტაჟების ჩატარებით, აგრეთვე გამოსვლებით ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში; ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში მოწინავე გამოცდილების სახანძრო ტექნიკური ცენტრების და მასობრივი ღონისძიებების, კონკურსების, ღია კარის დღეების ორგანიზებით; ვ) ნებაყოფლობით სახანძრო რაზმეულებთან ხანძრების თავიდან აცილების ერთობლივი ღონისძიებების გეგმებით და მათი რეალიზებით. 48 თავი XVIII კონტროლის უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოებში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე მუხლი 41 1. ზედამხედველობის ორგანოებში კონტროლს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელე ბაზე ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფენ ზედამხედველობის მმართველობის ორგანოები, საკუთარი კომპეტენციის და სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში. 2. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ პერიოდულად იგეგმება და ტარდება დაქვემდებარებული ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის საინსპექციო, საკონტროლო და მიზნობრივი შემოწმებები. 3. ზედამხედველობის ორგანოებში, სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კონტროლის დროს მოწმდება სახელმწიფო ინსპექტორების მიერ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე საკანონმდებლო, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების მოთხოვნების შესრულება. მუხლი 42 ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ შემოწმებები იგეგმება, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და ტარდება: ა) „საინსპექციო შემოწმება“ – ოთხ წელიწადში ერთხელ, რომლის დროსაც შეფასება ეძლევა შესამოწმებელი დანაყოფის სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობას სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე, მათი ფუნქციონალური მოვალეობების და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით. შემოწმება ხორციელდება ჯგუფის ან შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორების სპეციალიზაციის გათვალისწინებით; ბ) „საკონტროლო შემოწმება“ იღებენ ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს ერთი წლისა საინსპექციო შემოწმების განხორციელებიდან. „საკონტროლო შემოწმების“ დროს შეფასება ეძლევა ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სფეროში „საინსპექციო შემოწმებით“ გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მსვლელობას; გ) „მიზნობრივი შემოწმება“ – ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სფეროში სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობის შერჩევითი შემოწმებისათვის. „მიზნობრივი შემოწმების“ დროს შეფასება ეძლევა სახელმწიფო ინსპექტორების მიერ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ერთ ერთი ძირითადი მიმართულების რეალიზებისათვის გაწეულ საქმიანობას (სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები და გამოკვლევები, ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება, ხანძრის 49 გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა და სხვა) ხანძრების ვითარების და მათ მიერ მომსახურების ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით. „მიზნობრივი შემოწმება“ ინიშნება, აგრეთვე მომსახურების ტერიტორიაზე ხანძრების და საგანგებო სიტუაციებით შექმნილი ვითარების გართულებისას ან მათთან დაკავშირებული საფრთხეების წარმოქმნისას და იურიდიული, ფიზიკური პირების განაცხადების შესამოწმებლად. მუხლი 43 1. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმებები ტარდება ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სამსახურებრივი დავალების შესაბამისად. 2. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის „საინსპექციო შემოწმების“ დროს მოწმდება და ანალიზდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედვე ლობის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხთა კომპლექსი, მათ შორის: ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კონტროლის მარეგლამენტირებელი ნორმატიულ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების სისრულე და კანონიერება; ბ) სამუშაოების დაგეგმვის ხარისხი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით; გ) მიწერილობების ხარისხი; დ) დაგეგმილი საკონტროლო ღონისძიებების შესრულების დროულობა; ე) ხანძრების ოპერატიული ვითარების დინამიკა; ვ) სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა, მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ გაცემული მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობა; ზ) საზედამხედველო სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოების წესი; თ) მომსახურების ტერიტორიაზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების მდგომარეობის და ზედამხედველობის განხორციელების შედეგების ანალიზის ხარისხი, ამ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთ ხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა, მათზე რეაგირების მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ქმედითობა; ი) ზედამხედველობის ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებემოსილების გამოყენების სისრულე; კ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ განჩინების გამოსატანად სასამართლოსთვის მიმართვის პრაქტიკა და ობიექტების შემდგომ ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის წესი; ლ) ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელისა და სახელმწიფო ინსპექტორების პრინციპულობა და მომთხოვნელობა ზედამხედველობის განხორციელებისას; მ) სახელმწიფო ინსპექტორების მუშაობის შემოწმების ხარისხი და მუშაობის 50 გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ეფექტურობა; ნ) სხვა საზედამხედველო და მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობა და ერთობლივი სამუშაოების ჩატარება; ო) ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით, სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა, მათზე რეაგირების მოთხოვნების ნორმატი ული აქტებით და მეთოდური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა; პ) მუშაობაში კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლო გიების გამოყენება; ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა, მათზე რეაგირების მოთხოვნების კამპანიისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება; რ) სახელმწიფო ინსპექტორთა შემადგენლობის სამსახურებრივი მომზადების, ტექნიკური სწავლების, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ძირითადი საკითხების შესწავლის ორგანიზება და ჩატარება; ს) ობიექტების და მოქალაქეების წერილებთან, განცხადებებთან და მიმართვებთან დაკავშირებით სამუშაოების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხები. მუხლი 44 1. საზედამხედველო საქმიანობის შემოწმების შედეგებზე ზედამხედველობის მმართველობის ორგანოში დგება შემოწმების აქტი, რომელიც ტარდება რეგისტრა ციაში და დასამტკიცებლად წარედგინება ზედამხედველობის იმ ორგანოს ხელმძღვანელს, რომელმაც დანიშნა შემოწმება. შემოწმების შედეგების გათვალისწი ნებით შემოწმების აქტის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში მუშავდება და ზედამხედველობის იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელმაც დანიშნა შემოწმება თანხმდება გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გეგმა, აგრეთვე გეგმის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები. 2. ზედამხედველობის ორგანოებში საზედამხედველო საქმიანობის შემოწმების შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტი და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გეგმა ინახება 5 წლის განმავლობაში. 3. ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორები საზედამხედველო საქმიანობის შემოწმების ჩატარების დროს ვალდებულნი არიან, საჭიროების მიხედვით გაუწიონ პრაქტიკული დახმარება დაქვემდებარებულ ზედამხედველობის ორგანოებს, სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სფეროში. სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ძირითადი მიმართულებების საკითხების რეალიზებისათვის პრაქტიკული დახმარება ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის, შესაძლო საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებათა მიმდინარეობის, ობიექტების (საწარმოების) სახანძრო-ტექნიკური შემოწმების და გამოკვლევის, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის, გამოკვლევის და სხვა ღონისძიებების განხორციელების გზით. 51 თავი XIX ზედამხედველობის ორგანოებში ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და ანალიზი მუხლი 45 1. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შედეგების ანალიზი წარმოადგენს საზედამხედველო საქმიანობის აუცილებელ ნაწილს და უნდა მოიცავდეს მის ყველა მიმართულებას. 2. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების აღრიცხვა და ანალიზი წარმოებს ზედამხედველობის ორგანოებში შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში მათი შემდგომი გამოყენებისათვის, სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სახელმწიფო რეგულირების და სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სრულყოფისათვის. 3. მომსახურების ტერიტორიაზე ხანძრების ვითარების ცვლილებაზე დროული რეაგირების მიზნით ზედამხედველობის ორგანოებში კვარტალში ერთხელ ტარდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების ანალიზი შემდეგი მიმართულებით: ა) ხანძრების და მათი შედეგების სტატისტიკა; ბ) ზედამხედველობის ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მიზნით ჩატარებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგების შეჯამება; გ) ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა; დ) ადმინისტრაციულ - სამართლებრივი საქმიანობა; ე) ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა; ვ) სახანძრო დაცვის სხვა სახეობების საქმიანობა. 4. ხანძრების სტატისტიკის ანალიზი ტარდება ხანძრის გაჩენის მიზეზების და პირობების გამოვლენის, ხანძრებთან დაკავშირებული ვითარების კონტროლის და პროგნოზირების მიზნით, იმ დემოგრაფიული, კლიმატური, სოციალურ ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანძრების ვითარებაზე. ანალიზი სრულდება ხანძრების პროფილაქტიკაზე მიმართული ღონისძიებების შემუშავებით. 1 დანართი №2 სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის საქმიანობის განხორციელების უნიფიცირებული დოკუმენტები ფორმა №1 სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობა მიწერილობა № სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრაზე " " 201 წ , (მიწერილობის ადრესატის , თანამდებობა, გვარი, სახელი) მე, მუნიციპალიტეტი , სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსი . ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორმა . გვარი, სახელი . შემოწმებაში (გამოკვლევაში) მონაწილე პირთა თანამდებობები და გვარები . . . ერთად ჩავატარე რა შემოწმდა, ზედამხედველობის ობიექტის დასახელება, მისამართი შემოწმება (გამოკვლევა). შემოწმების (გამოკვლევის) დროს გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად წინადადება გეძლევათ შეასრულოთ შემდეგი ღონისძიებები: № ღონისძიებების დასახელება შესრულების ვადა აღნიშვნა შესრულების შესახებ (აღინიშნება მხოლოდ შესრულებული ღონისძიებები) 1 2 3 4 სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა. თუ არ ეთანხმებით სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებს ან მათი შესრულების ვადებს, თქვენ უფლება გეძლევათ გაასაჩივროთ მიწერილობა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 2 201 წ. " " სახელმწიფო ინსპექტორის გვარი, სახელი ხელმოწერა 201 წ. " " სახელმწიფო ინსპექტორის გვარი, სახელი ხელმოწერა მიწერილობა შესასრულებლად მივიღე: 201 წ. " " გვარი, სახელი, თანამდებობა ხელმოწერა საკონტროლო შემოწმების (გამოკვლევის) შედეგები შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს თ არ ი ღ ი შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს ს ახ ე შ ე ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი პ უ ნ ქტ ე ბ ი ს № ვინ ჩაატარა შემოწმება ვინ გაეცნო თანამდებობა, გვარი, სახელი ხელმოწერა თანამდებობა, გვარი, სახელი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 ფორმა №2 ა ქ ტ ი ხანძრის (წაკიდების) შესახებ " " 20 წ. მუნიციპალიტეტი ჩვენ . , შევადგინეთ აქტი 201 წლის " " მომხდარი ხანძრის (წაკიდების) შესახებ ობიექტის დასახელება . ობიექტის უწყებრივი კუთვნილება . ობიექტის მისამართი . ხანძრის (წაკიდების) აღმოჩენის დრო სთ. წთ. ხანძრის (წაკიდების) გაჩენის ადგილი , ვინ აღმოაჩინა ხანძარი (წაკიდება), შეტყობინების ხერხი . ტელეფონის № სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შეტყობინების მიღების: თარიღი 201 წლის " " . დრო სთ. წთ. პირველი დანაყოფის მისვლის დრო სთ. წთ. ხანძრის (წაკიდება) ლოკალიზაციის თარიღი , დრო სთ. წთ. ფართობი მ2. ხანძრის (წაკიდება) ლიკვიდაციის თარიღი , დრო სთ. წთ. 3 სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მისვლის მომენტისთვის შექმნილი ვითარება ხანძრის ფართობი, მისი გავრცელების გზები და სიჩქარე, ადამიანებისა და ცხოველებისათვის შექმნილი საფრთხე, ჩამონგრევების და აფეთქების საშიშროება, მოსახლეობის მოქმედება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული ძალები და საშუალებები: ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის მონაწილენი სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფები, სახელშეკრულებო დანაყოფების თანამშრომლები, მოსახლეობა და სხვა ძირითადი და სპეციალური გათვლების რაოდენობა გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების რაოდენობა ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა საერთო რაოდენობა სახანძრო ტექნიკის ტიპი, რაოდენობა და კუთვნილება მიწოდებული ლულების რაოდენობა და სახეობა ფაქტობრივი წყლის ხარჯი . ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარების მუშაობა ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული ცეცხლმაქრი ნივთიერებები ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული წყლის წყაროები საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტიპი, რაოდენობა და კუთნილება ხანძრის (წაკიდების) შედეგები: დაიღუპა ადამიანი: სულ , მათ შორის: ბავშვი , სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელი მონაცემები დაღუპულების შესახებ . გვარი, სახელი, ასაკი მიიღეს ტრავმები: სულ . მათ შორის: ბავშვი , სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელი მონაცემები ტრავმირებულთა შესახებ გვარი, სახელი, ასაკი ხანძრის შედეგად განადგურდა (დაზიანდა): ნაგებობა ერთ., საცხოვრებელი ბინა ერთ., ოთახები ერთ., საერთო ფართობი მ2, ტექნიკა ერთ., სასოფლო-სამეურნეო კულტურები , 4 სახეობა და რაოდენობა დაიღუპა ცხოველი სახეობა და რაოდენობა ხანძრის (წაკიდების) გავრცელების ხელშემწყობი პირობები ხანძარზე გადარჩენილია: ადამიანი , ტექნიკა ერთ., საქონელი თავი, მატერიალური ფასეულობები ლარი აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ გადაგზავნილია განსაკუთრებული შენიშვნები ხელმოწერები: . . . აქტის ეგზემპლარები მიიღეს: . . ფორმა №3 ოქმი ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და სასამართლოს განჩინების სისრულეში მოყვანის შესახებ " " 201 წ. . მუნიციპალიტეტი მე, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, გვარი, სახელი) დამსწრე პირების გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი თანდასწრებით თანამდებობა და საცხოვრებელი ადგილი თანახმად ვის მიერ არის გამოტანილი განჩინება 201 წ. " " № განჩინების ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების დასახელება მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ შევასრულე განჩინების მოქმედებაში მოყვანის ხერხი: ლუქი, ბეჭდის დადება, კონკრეტულად რაზეა დადებული ლუქი, ბეჭედი და სხვა 5 გამოეცხადოს ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელები რომ სასამართლოს განჩინების სისრულეში მომყვანი უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე ბეჭდის (ლუქის) დაზიანებასა ან ახსნასთან უშუალო კავშირის მქონე პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა , დამსწრე პირთა ხელმოწერები , , , , , ოქმის ეგზემპლარი მიიღო . ობიექტის (საწარმოს) პასუხისმგებელი თანამდებობის პირის, მოქალაქის ხელმოწერა " " 201 წ. ფორმა №4 სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობა მიწერილობა № საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრაზე " " 201 წ , მიწერილობის ადრესატის , თანამდებობა, გვარი, სახელი) მე, ზედამხედველობის მუნიციპალიტეტი , სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსი . გვარი, სახელი სახელმწიფო ინსპექტორმა . შემოწმებაში (გამოკვლევაში) მონაწილე პირთა თანამდებობები და გვარები . ერთად ჩავატარეთ რა შემოწმდა, ზედამხედველობის ობიექტის დასახელება, მისამართი 6 შემოწმება (გამოკვლევა) შემოწმების (გამოკვლევის) დროს გამოვლენილი საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 21-მუხლის პირველი პუნქტის, 22-მუხლის, 23-ე მუხლის, 25-ე მუხლის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად წინადადება გეძლევათ შეასრულოთ შემდეგი ღონისძიებები: N ღონისძიებების დასახელება შესრულების ვადა აღნიშვნა შესრულების შესახებ (აღინიშნება მხოლოდ შესრულებული ღონისძიებები) 1 2 3 4 საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა. თუ არ ეთანხმებით საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ან მათი შესრულების ვადებს, თქვენ უფლება გეძლევათ გაასაჩივროთ მიწერილობა სახელმწიფო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 201 წ. " " სახელმწიფო ინსპექტორის გვარი, სახელი ხელმოწერა 201 წ. " " სახელმწიფო ინსპექტორის გვარი, სახელი ხელმოწერა მიწერილობა შესასრულებლად მივიღე: 201 წ. " " გვარი, სახელი, თანამდებობა ხელმოწერა საკონტროლო შემოწმების (გამოკვლევის) შედეგები შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს თ არ ი ღ ი შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს ს ახ ე შ ე ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი პ უ ნ ქტ ე ბ ი ს № ვინ ჩაატარა შემოწმება ვინ გაეცნო თანამდებობა, გვარი, სახელი ხელმოწერა თანამდებობა, გვარი, სახელი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 ფორმა № 5 7 პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი I. მუნიციპალიტეტის დახასიათება 1. მოსახლეობის რაოდენობა . 2. დასახლებების რაოდენობა . 3. ზედამხედველობის ობიექტების საერთო რაოდენობა მათ შორის: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები გ) სამედიცინო დაწესებულებები . დ) სპორტული და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები დდდ ე) საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები ვ) სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები ზ) სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები თ) მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები ი) სავაჭრო ცენტრები, კომპლექსები და ჰიპერმარკეტები კ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები ლ) 28 მეტრზე მაღალი, აგრეთვე ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები მ) ნავთობის ბაზა და ტერმინალი, ავტოგასამართი სადგურისა და კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები) შენობა-ნაგებობები ნ) ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები 8 ო) მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები) პ) აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს 9 №5 ფორმის გაგრძელება II. მუნიციპალიტეტის ობიექტების აღრიცხვა № ზედამხედველობის ობიექტის დასახელება, მისამართი, უწყებრივი კუთვნილება და საკუთრების ფორმა ვისზე არის მიმაგრებული პროფილაქტიკური მომსახურების ობიექტი სახანძრო დაცვის სახეობა შემოწმების თარიღი და სახეობა 201 წ. 201 წ. 201 წ. 201 წ. 201 წ. 201 წ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ფორმა №6 ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვის ჟურნალი № ბარათის № სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვაში შემთხვევის შეტანის შესახებ აღნიშვნა ხანძრის (წაკიდებ ის) გაჩენის თარიღი, დრო ობიექტის დასახელება, მისამართი, უწყებრივი კუთვნილება, საკუთრების ფორმა ხანძრის (წაკიდების) მიზეზი და ხანძრის (წაკიდების) გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირი მატერიალური ზარალი, ხანძარზე დაღუპულთა და ტრავმირებულთა შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, ასაკი) ხანძრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები (სისხლის სამართლის საქმის №, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეტყვეტილია გამოძიება, თარიღი, ვის მიერ არის მიღებული გადაწყვეტილება, ვინ აწარმოებს გამოძიებას, შემოწმებას) ხანძართან (წაკიდებასთან) დაკავშირებით მიღებული ზომები, ხანძრის შედეგად მიღებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ მონაცემები) შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ფორმა №7 სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალი № მიწერილობის ნომერი, გაცემის თარიღი ვინ გასცა ობიექტის დასახელება შემოწმების სახე შენახვის ადგილი 1 2 3 4 5 6 შენიშვნა: ჟურნალის ფურცლები უნდა დაინომროს, თასმით შეიკრას და დამოწმდეს სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის ბეჭდით ფორმა №8 ოქმი ხანძრის (წაკიდების) ადგილის დათვალიერების შესახებ , 201 წ “ “ , (ქალაქი, დაბა, სოფელი) დათვალიერება დაწყებულია სთ წთ.„ დათვალიერება დასრულებულია სთ წთ. მე, , დათვალიერების ჩამტარებლის თანამდებობა, წოდება, გვარი სახელი მივიღე , ვისგან შეტყობინება ხანძრის (წაკიდების) შესახებ მივედი , სად დამსწრე პირის , დამსწრე პირის გვარი, სახელი და მისი საცხოვრებელი ადგილი თანდასწრებით აგრეთვე , დათვალიერებასთან კავშირის მქონე სხვა პირები მონაწილეობით 12 დავათვალიერე ხანძრის (წაკიდების) ადგილი , დათვალიერების ობიექტი, მისი ადგილსამყოფელი რის შესახებაც შევადგინე ეს ოქმი. დათვალიერების დაწყებამდე ჩამოთვლილ პირებს განემარტათ მათი უფლებები (დათვალიერების ყველა ეტაპზე დასწრება, განცხადებების გაკეთება, რომლებიც საჭიროებენ ოქმში შეტანას), აგრეთვე ეუწყათ, რომ საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების დროს გამოყენებული იქნება , ტექნიკური საშუალებები, ფოტოაპარატურა , საზომი საშუალებები და ა.შ. დამსწრე პირს (პირებს) , , განემარტათ მათი ვალდებულება დაადასტურონ ხანძრის (წაკიდების) ადგილის დათვალიერების ფაქტი, შინაარსი და შედეგები თანამოწმეების ხელმოწერები , დათვალიერება ტარდება , ამინდი: მზიანი, ღრუბლიანი და ა.შ. და განათების პირობებში. ხელოვნური, ბუნებრივი დათვალიერების შედეგად დადგინდა: , (დათვალიერებით დადგენილი ვითარება , ხანძრის (წაკიდების) ადგილის განლაგება, მისი საზღვრები, , თვით ხანძრის(წაკიდების) ადგილი, კერა, ცეცხლის გავრცელების გზები, , , ჩატარებული აზომვები, , სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე გარემოებანი დათვალიერებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები: , , დათვალიერების პროცესში , ვის მიერ ფოტოაპარატის გამოყენებით ფოტოაპარატის მარკა 13 სულ გადაღებულია კადრი დათვალიერების პროცესში შედგენილია: , , რომლებიც თან ერთვის ამ ოქმს გეგმები, სქემები, ნახაზები, ჩანახატი დათვალიერების მონაწილეებისგან , , მიღებული არის თუ არა განცხადებები დათვალიერების წესის, , ოქმის შინაარსის, გეგმის, სქემის შესახებ და ა. შ. ოქმი წაკითხულია. დაცულია შევსების სისწორე. დამსწერე პირის (პირების) ხელმოწერები , , , დათვალიერების ჩამტარებელი პირის ხელმოწერა , ფორმა №9 ახსნა-განმარტება , 20 წ. „ “ , მუნიციპალიტეტი მე, , ახსნა-განმარტების მიმღები პირის თანამდებობა , წოდება, გვარი, სახელი , ობიექტის დასახელება , მისი უწყებრივი დაქვემდებარება, მისამართი მომხდარ ხანძართან (წაკიდებასთან) დაკავშირებით მივიღე ახსნა-განმარტება მოქალაქე 1. გვარი, სახელი - გან 2. დაბადების წელი , 3. დაბადების ადგილი , 4. საცხოვრებელი ადგილის მისამართი , 5. სამუშაო ადგილი, თანამდებობა, ტელეფონის № , ჩემს მიმართ დასმულ კითხვებზე შემიძლია შემდეგის მოხსენება: , , , , 14 , , , , , , , , , , , , ხელმოწერა , ახსნა-განმარტების მიმცემი პირის ახსნა-განმარტება მივიღე , ხელმოწერა 15 ფორმა №10 სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან ობიექტების შესაბამისობის (შეუსაბამობის) შესახებ გაცემული დასკვნების აღრიცხვის ჟურნალი № კონტროლის ობიექტის დასახელება სახანძრო ტექნიკური შემოწმების აქტის ნომერი და გაცემის თარიღი დასკვნის ნომერი და გაცემის თარიღი შემსრულებლის გვარი, სახელი, ხელმოწერა კონტროლის ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა (შეუსაბამობა) დასკვნის მიმღების ხელმოწერა ან მისამართი, რომელზეც გაიგზავნა დასკვნა