Resolution No. 342 of 2020 of Georgian Government on Minimum Safe Manning of Vessels under Georgian State Flag
Made 2020-06-01 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №342 ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Sea
- Keywords
- navigation, fishing vessel, public health, fees/royalties
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №342 2020 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 4 დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გემთმფლობელები ვალდებულნი არიან, ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა დააკომპლექტონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. მუხლი 5 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 დღეში. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ტექნიკური რეგლამენტი – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, გემის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში – „STCW კონვენცია“) VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VIII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის 1 ნოემბრის საერთაშორისო კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების, ასევე საერთაშორისო საზღვაო http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 2011 წლის 30 ნოემბრის A.1047(27) რეზოლუციის – „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპების“, „მეთევზე მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 4. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა. 5. აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციით, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურებისა და სამგზავრო გემებზე, სააგენტოს თანხმობით, შესაძლებელია გაიზარდოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში. 6. გემთმფლობელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების ან/და აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს ეკიპაჟის რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას, სააგენტოს თანხმობით, შესაძლებელია, შემცირდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში. 7. საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრირებული საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობისას ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისი ცხრილით. 8. საქართველოს დროშით მცურავ გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკოპლექტების მოწმობაში მოცემული ეკიპაჟის წევრთა საშეღავათო ნებართვა გაიცემა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების ნავმისადგომთან დგომისას, რომელზეც ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, სავალდებულოა ეკიპაჟის ერთი წევრის გემზე მუდმივად ყოფნა. 10. გემთმფლობელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების ან/და აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, დახურული სამანქანე განყოფილების მქონე მცურავ საშუალებაზე სამანქანე განყოფილების ეკიპაჟით დაკომპლექტება არ არის სავალდებულო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურებით დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ) მოწმობა – ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა, რაც გათვალისწინებულია ამ რეგლამენტის დანართ №2-ით, ხოლო დანართი №1 განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას; გ) GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს; http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 დ) საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, გემბანის რიგითი, მზარეული; ე) სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, სამანქანე განყოფილების რიგითი; ვ) პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში; ზ) GMDSS A1 რაიონი – ნაპირის გასწვრივ ოცი-ოცდაათი საზღვაო მილით დაშორებული საზღვაო რაიონი, რომელსაც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს რადიოსატელეფონო და ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგური; თ) GMDSS A2 რაიონი – GMDSS A1 რაიონს მიღმა არსებული საზღვაო რაიონი, რომელიც ნაპირიდან დაშორებულია ასორმოცდაათი საზღვაო მილით და მას ემსახურება რადიოსატელეფონო და ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო საშუალოტალღოვანი რადიოსადგური; ი) GMDSS A3 რაიონი – GMDSS A1 და A2 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები; კ) GMDSS A4 რაიონი – GMDSS A1, A2, და A3 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც არ ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები; ლ) გემთმფლობელი − საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; მ) ოპერატორი კომპანია − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია, იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა; ნ) მმართველი კომპანია − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა, რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISM კოდექსის, ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ო) სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს – ნებისმიერი სახელმწიფოს მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის; პ) ნავსადგურის დამხმარე ფლოტი – მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ნავსადგურის ან/და ნავსადგურებს შორის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის; ჟ) მინიმალური კვალიფიკაცია – STCW კონვენციითა და კოდექსით (ცვლილებათა გათვალისწინებით) დადგენილი კვალიფიკაციის მოთხოვნები ან STCW კონვენციის შესაბამისი რეგლამენტით გათვალისწინებული კომპეტენცია/კვალიფიკაცია ან სხვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; რ) შიდა ნაოსნობა – ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონში, საქართველოს ერთი ნავსადგურის ფარგლებში ან/და საქართველოს სხვა ნავსადგურში; ს) საერთაშორისო ნაოსნობა – ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნავსადგურიდან სხვა ქვეყნის ნავსადგურში, ან პირიქით; http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 ტ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით. 2. ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული წინამდებარე რეგლამენტში, განიმარტება საქართველოს საზღვაო კოდექსის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. მუხლი 3. მოქმედების სფერო 1. ეს რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემზე. 2. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში, გარდა თევზსაჭერი გემისა და იახტებისა, განისაზღვრება ამ რეგლამენტის №1 დანართის ცხრილ 1-ის შესაბამისად. 3. იმ თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში და რომლის სიგრძე 7 მეტრი და მეტია, განისაზღვრება ამ რეგლამენტის №1 დანართის ცხრილ 2-ის შესაბამისად. 4. იმ თევზსაჭერი გემისა და თევზსაჭერი კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ან სანაპირო ნაოსნობაში და რომლის სიგრძე არის 7 მეტრი და მეტი, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 3-ის შესაბამისად. 5. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, გარდა თევზსაჭერი გემისა, საგემბანე განყოფილების მქონე არათვითმავალი ბარჟისა, სამგზავრო გემისა და სალოცმანო კატარღისა, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 4-ის შესაბამისად. 6. იმ სამგზავრო გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 5-ის შესაბამისად. 7. შიდა ნაოსნობაში ჩართული საგემბანე განყოფილების მქონე არათვითმავალი ბარჟის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1 ის ცხრილ 6-ის შესაბამისად. 8. სალოცმანო კატარღის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 7-ის შესაბამისად. 9. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 8-ის შესაბამისად. 10. შიდა ნაოსნობაში ჩართული იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 9-ის შესაბამისად. 11. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ შემდეგ მცურავ საშუალებებზე: ა) ზომამცირე გემებზე; ბ) არათვითმავალ მცურავ საშუალებებზე საგემბანე განყოფილების გარეშე. 12. ზომამცირე გემის, რომლის ნაოსნობის რაიონი შემოიფარგლება შიდა ნაოსნობით, ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა განისაზღვრება 1 (ერთი) პირით, რომლისთვისაც არ არის სავალდებულო, ფლობდეს საზღვაო კომპეტენციას ან კვალიფიკაციას, თუმცა უნდა შეეძლოს მცურავი http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 საშუალების მართვა და მანევრირება. მუხლი 4. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები ამ რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: ა) გემის უსაფრთხოება და უშიშროება; ბ) მგზავრთა უსაფრთხოება; გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა; დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება; ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა; ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი; ზ) გემზე ტვირთისა და ბარგის უსაფრთხოება; თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა; ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა; კ) გემის უსაფრთხო ნაოსნობა და მართვა; ლ) გემის უსაფრთხო ოპერაციები ნავსადგურში; მ) მეზღვაურთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველ-ყოფა. მუხლი 5. გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ეკიპაჟის შემადგენლობის მიერ შემდეგი შესაძლებლობები: ა) სამედიცინო დახმარების გაწევა; ბ) ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმის/ჩახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა; გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება; დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა; ე) გემის ჰერმეტულობის დაცვა; ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში, შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის მიერ მიღებული 2011 წლის 30 ნოემბრის A.1047(27) რეზოლუციით. http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას 1. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და სამგზავრო გემზე მომსახურე პერსონალი. 2. თუ გემზე ეკიპაჟის წევრთა მინიმალური რაოდენობა არის 10 (ათი) ან მეტი, მაშინ ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას ეკიპაჟის შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს გემის მზარეული. 3. გემზე, რომლის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა 10-ზე ნაკლებია და ეკიპაჟის წევრთა შორის არ არის სერტიფიცირებული მზარეული, სავალდებულოა, რომ ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი იყოს მომზადებული ან გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი საკვების, პირადი ჰიგიენის, აგრეთვე გემზე საკვების მართვასა და შენახვასთან დაკავშირებით. 4. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, ეკიპაჟის შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ელექტროტექნიკოსი. 5. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი საგემბანე განყოფილების ოფიცერი, რომლებსაც აქვთ GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატები STCW კონვენციის შესაბამისად. 6. გემზე,რომელსაც გადაჰყავს 100 ან მეტი რაოდენობის ადამიანი და ასრულებს სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობის საერთაშორისო რეისს, უნდა იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, რომელიც პასუხს აგებს სამედიცინო მომსახურებაზე. 7. გემის, რომელზეც არ იმყოფება ექიმი, ეკიპაჟის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი მეზღვაური, რომელიც პასუხს აგებს სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი STCW კონვენციით გათვალისწინებული სერტიფიცირება. 8. შიდა ნაოსნობაში ჩართული სამგზავრო გემების ეკიპაჟის წევრებს უნდა ჰქონდეთ STCW კონვენციის რეგულაციის V/2-ის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი. მუხლი 7. გემთმფლობელის ვალდებულება 1. STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი, ოპერატორი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრის ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი, ოპერატორი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს: ა) გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაური საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სათანადო სერტიფიკატებით; ბ) გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა დროშისა და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირებისათვის, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას; გ) გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან; http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 დ) გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციისა და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას; ე) გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ STCW კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა; ვ) მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომთა მუშაობის ეფექტიანობა; ზ) მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე მდგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად. 3. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაციაში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა. 4. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილების შესაბამისად. 5. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, გემზე შექმნას საკმარისი საცხოვრებელი ფართი გემის ეკიპაჟისთვის. 6. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, შექმნას ეფექტიანი მექანიზმი გემის ეკიპაჟის დაკომპლექტების დონეებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების ან დავების შესწავლისა და მოგვარების მიზნით. 7. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართი; ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს უსაფრთხოების საკმარისი საშუალებები; გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მუხლი 8. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების მოწმობის გაცემის პროცედურა 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადით მიმართოს სააგენტოს მოწმობის მისაღებად. 2. მოწმობის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა და კომპეტენცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება. 3. თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის მინიმალური დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ზღვის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს დანართ №2-ით გათვალისწინებულ მოწმობას, რომელიც შესაბამისობაშია IMO-ს A.1047(27) რეზოლუციასთან. მუხლი 9. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 1. გემის მუდმივი რეგისტრაციის დროს მოწმობა გაიცემა უვადოდ. 2. გემის დროებითი რეგისტრაციის დროს მოწმობა გაიცემა მოქმედების ვადის მითითებით. 3. 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მონაცემები მიეთითება გემის რეგისტრაციის მოწმობაში. 4. კომპანია ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ შეიცვალა სახელი/ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, გემის კლასი, დონე, ტექნიკურ საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში. 5. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა. 6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი. მუხლი 10. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1.მოწმობა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებშიც აღინიშნება: ა) გემის სახელი; ბ) გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება; გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები; დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი; ე) გემის საერთო ტევადობა; ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე; ზ) გემის ტიპი; თ) ნაოსნობის რაიონი; ი) ოპერატორი კომპანია; კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ; ლ) გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება; მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ო) მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი. 2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ნაოსნობის პერიოდში მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი. მუხლი 11. მოწმობის საფასური მოწმობის გაცემის საფასური და გაცემის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 30016007010003022061 დანართი N1 ცხრილი N1 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება გემის საერთო ტევადობა GT ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი უფროსი თანაშემწე სავახტო თანაშემწე სანავიგაციო ვახტის რიგითი მატროსი სულ: 0 – 100 მდე STCW Reg: II/3 1 - - - STCW Reg: II/4 1 - - 2 100-დან 500-მდე STCW Reg: II/3 1 - STCW Reg: II/3 1 STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 3 500-დან 1500-მდე STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/1 11 STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 1 5 1500-დან 3000-მდე STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/1 1 STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 22 6 3000-დან 15000 მდე STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/1 2 STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 2 7 15000 და მეტი STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/2 1 STCW Reg: II/1 2 STCW Reg: II/4 2 STCW Reg: II/5 2 8 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების სამანქანე განყოფილება (ვახტიანი) სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა უფროსი მექანიკოსი მეორე მექანიკოსი სავახტო მექანიკოსი სამანქანე ვახტის რიგითი მოტორისტი სულ: 750-მდე STCW Reg: III/1 1 - STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 2 750-დან 3000-მდე STCW Reg: III/3 1 STCW Reg: III/3 1 STCW Reg: III/1 1 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 4 3000-დან 8000-მდე STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/1 2 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 6 1აღიარებული ორგანიზაციის -რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ერთით შემცირდეს აღნიშნულ ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა, -თუ განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური რაოდენობის შემცირება არ ეწინააღმდეგება წინამდებარე რეგლამენტის “ მე-4 და მე-5 მუხლის პირობებს. 2აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ერთით შემცირდეს აღნიშნულ ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა, -თუ განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური რაოდენობის შემცირება არ ეწინააღმდეგებაწინამდებარე რეგლამენტის მე-4 და მე-5 მუხლის პირობებს. 8000 და მეტი STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/1 2 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 2 7 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების სამანქანე განყოფილება (უვახტო) სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა უფროსი მექანიკოსი მეორე მექანიკოსი სავახტო მექანიკოსი სამანქანე ვახტის რიგითი მოტორისტი სულ: 750-მდე STCW Reg: III/1 1 - STCW Reg: III/4 STCW Reg: III/5 1 750-დან 3000-მდე STCW Reg: III/3 1 STCW Reg: III/3 1 STCW Reg: III/1 - STCW Reg: III/5 1 3 3000-დან 8000-მდე STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/1 1 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 5 8000 და მეტი STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/2 1 STCW Reg: III/1 2 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 6 ცხრილი N2 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება გემის სიგრძე ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი უფროსი თანაშემწე სავახტო თანაშემწე სანავიგაციო ვახტის რიგითი მატროსი სულ: 7 მეტრიდან 12 მეტრამდე STCW Reg: II/1; IV/2 13 - - STCW Reg: II/4 1 - - 2 12 მეტრიდან 24 მეტრამდე STCW Reg: II/1; IV/2 14 - STCW Reg: II/1; IV/2 ან STCW Reg: II/5 1 STCW Reg: II/4 1 - - 3 24 მეტრი და მეტი STCW Reg: II/2; IV/2 1 STCW Reg: II/2; IV/2 1 STCW Reg: II/1; IV/2 1 STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 1 5 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა უფროსი მექანიკოსი მეორე მექანიკოსი სავახტო მექანიკოსი ვახტის რიგითი მოტორისტი სულ: 750 მდე STCW Reg: III/1 1 - STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 3 750 და მეტი STCW Reg: III/2 15 STCW Reg: III/1 1 - STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 4 3 შიდა ან სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ თევზსაჭერ გემზე კაპიტნად შეიძლება დაშვებული იქნას მეზღვაური STCW კონვენციის II/3 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციით (500GT და ნაკლები ტევადობის გემის კაპიტანი) 4 შიდა ან სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ თევზსაჭერ გემზე კაპიტნად შეიძლება დაშვებული იქნას მეზღვაური STCW კონვენციის II/3 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციით (500GT და ნაკლები ტევადობის გემის კაპიტანი) 5თუ თვზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ/KWT) არის 3000-მდე, ასეთ გემზე უფროს მექანიკოსად შეიძლება დაშვებული იქნას STCW კონვენციის III/3 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციით (გემის ამძრავი მექანიზმი 750 კვტ დან 3000 კვტ-მდე კომპეტენციით) ცხრილი N3 შიდა და სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების და თევზსაჭერი კატარღების6 საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა გემის სიგრძე ნაოსნობის რაიონი კაპიტანი სავახტო თანაშემწე რიგითი სულ: 7 მეტრიდან 12 მეტრამდე 12 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/37; IV/2 1 - რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 1 2 12 საზღვაო მილზე მეტი 50 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/3; IV/2 1 სავახტო თანაშემწე ან STCW Reg: II/3; IV/2 1 რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 1 3 12 მეტრიდან 24 მეტრამდე 12 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/38; IV/2 1 - რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 1 2 12 საზღვაო მილზე მეტი 50 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/3; IV/2 1 სავახტო თანაშემწე ან STCW Reg: II/3; IV/2 1 რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 1 3 24 მეტრი და მეტი 12 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/3; IV/2 19 სავახტო თანაშემწე ან STCW Reg: II/5 1 რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 1 3 12 საზღვაო მილზე მეტი 50 საზღვაო მილის ჩათვლით შკიპერი ან STCW Reg: II/3; IV/2 110 სავახტო თანაშემწე ან STCW Reg: II/3; IV/2 111 რიგითი მეთევზე მეზღვაური ან STCW Reg: II/4 2 4 6 შიდა ან სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემებისთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონი „მეთევზე მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების: შესახებ და საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ 7 სავახტო თანაშემწე 500 GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატი 8 სავახტო თანაშემწე 500 GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატი 9 500GT -ზე მეტი- საერთო ტევადობის თევზსაჭერ გემზე, STCW კონვენციის II/1 რეგულაციის შესაბამისად განისაზღვროს სავახტო თანაშემწე 500GT და მეტი კომპეტენციის სერტიფიკატით 10 თევზსაჭერი გემის საერთო ტევადობის(GT) გათვალისწინებით, უფროსი თანაშემწე 500 GT დან 3000 GT ან უფროსი თანაშემწე 3000 GT და მეტი კომპეტენციის სერტიფიკატით 11 500GT -ზე მეტი საერთო ტევადობის (GT) თევზსაჭერ გემზე, STCW კონვენციის II/1 რეგულაციის შესაბამისად განისაზღვროს სავახტო თანაშემწე 500GT დან მეტი კომპეტენციის სერტიფიკატით შიდა და სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების და თევზსაჭერი კატარღების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ.KWT) ნაოსნობის რაიონი უფროსი მექანიკოსი მეორე მექანიკოსი სამანქანე განყოფილების რიგითი სულ: 750-მდე 12 საზღვაო მილის ჩათვლით თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი ან STCW Reg: III/4 1 - - - - 1 12 საზღვაო მილზე მეტი და 50 საზღვაო მილის ჩათვლით თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW Reg: III/1 1 თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი ან STCW Reg: III/4 1 - - 2 750 და მეტი 12 საზღვაო მილის ჩათვლით თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი ან STCW Reg: III/4 1 - - STCW Reg: III/4 1 2 12 საზღვაო მილზე მეტი და 50 საზღვაო მილის ჩათვლით თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW Reg: III/1 1 თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი ან STCW Reg: III/5 1 STCW Reg: III/4 1 3 ცხრილი N 4 შიდა ნაოსნობაში ჩართული გემების საგემბანე განყოფილება12 საგემბანე განყოფილება გემის საერთო ტევადობა GT ნაოსნობის რაიონი ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი უფროსი თანაშემწე სავახტო თანაშემწე სანავიგაციო ვახტის რიგითი მატროსი სულ: 100 და ნაკლები 6 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/313; IV/2 1 - - - STCW Reg: II/4 1 - - 2 6 საზღვაო მილზე მეტი STCW Reg: II/3; IV/2 1 - - - STCW Reg: II/4 1 - - 2 100-დან 500-მდე 6 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/3; IV/2 1 - - - STCW Reg: II/4 1 - - 2 6 საზღვაო მილზე მეტი STCW Reg: II/3; IV/2 1 - - - STCW Reg: II/4 1 STCW Reg: II/5 1 3 500 და მეტი 6 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/2; IV/2 114 - STCW Reg: II/1; IV/2 1 STCW Reg: II/4 1 - - 3 6 საზღვაო მილზე მეტი STCW Reg: II/2; IV/2 115 STCW Reg: II/2; IV/2 116 STCW Reg: II/1; IV/2 1 - STCW Reg: II/5 1 4 12 გარდა თევზსაჭრი გემისას, იახტისა, არათვითმავალი ბარჟისა, სამგზავრო სასეირნო გემისა 13 სავახტო თანაშემწე - 500 GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატი 14 3000 და ნაკლები საერთო ტევადობის (GT) გემზე შეიძლება დაშვებული იქნას უფროსი თანაშემწე 500 GT დან 3000 GT კომპეტენციის სერტიფიკატით 15 3000 და ნაკლები საერთო ტევადობის (GT) გემზე შეიძლება დაშვებული იქნას კაპიტანი 500 GT დან 3000 GT კომპეტენციის სერტიფიკატით 16 ეს თანამდებობა არ მოეთხოვება ნავსადგურის დამხმარე მცურავ საშუალებებზე დასაქმებულ პირებს შიდა ნაოსნობაში ჩართული გემების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ.KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა უფროსი მექანიკოსი მეორე მექანიკოსი სავახტო მექანიკოსი სამანქანე ვახტის რიგითი მოტორისტი სულ: 750-მდე სავახტო მექანიკოსი17 ან STCW Reg: III/5 1 - - - STCW Reg: III/4 1 - - 2 750-დან 3000-მდე STCW Reg: III/3 1 - STCW Reg: III/1 118 STCW Reg: III/4 1 - - 3 3000 და მეტი STCW Reg: III/2 1 - STCW Reg: III/1 119 STCW Reg: III/4 1 STCW Reg: III/5 1 4 17 სააგენტოს დირექტორის „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ ბრძანების N 02 შესაბამისად გაცემული სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატით 18 თუ გემზე არის უვახტო სამანქანე განყოფილება არ ესაჭიროება სავახტო მექანიკოსი, გარდა სანავსადგურე დამხმარე ფლოტისა 19 თუ გემზე არის უვახტო სამანქანე განყოფილება არ ესაჭიროება სავახტო მექანიკოსი, გარდა სანავსადგურე დამხმარე ფლოტისა ცხრილი N5 შიდა ნაოსნობაში ჩართული სამგზავრო გემების საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება გემის საერთოტევა დობა GT ნაოსნობის რაიონი ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი (მეთაური) ოფიცერი რიგითი სულ: 500 და ნაკლები 3 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/320; IV/2; ან თევზსაჭერი გემის შკიპერი 1 - STCW Reg: II/4 1 2 3 საზღვაო მილზე მეტი და 12 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/3; IV/2 ან თევზსაჭერი გემის შკიპერი 1 STCW Reg: II/5 1 STCW Reg: II/4 1 3 500 და მეტი 6 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/1; IV/2 1 STCW Reg: II/5 1 STCW Reg: II/4 1 3 6 საზღვაო მილზე მეტი და 12 საზღვაო მილის ჩათვლით STCW Reg: II/221; IV/2 1 STCW Reg: II/1; IV/2 1 STCW Reg: II/4 2 4 შიდა ნაოსნობაში ჩართული სამგზავრო გემების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა უფროსი მექანიკოსი მექანიკოსი რიგითი სულ: 20 სავახტო თანაშემწე 500 GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატით 21 სამგზავრო გემის საერთო ტევადობის (GT) გათვალისწინებით, უფროსი თანაშემწე 500 GT დან 3000 GT ან უფროსი თანაშემწე 3000 GT და მეტი კომპეტენციის სერტიფიკატით 750 - მდე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი ან სავახტო მექანიკოსი22 ან STCW Reg: III/4 1 - STCW Reg: III/4 123 2 750 და მეტი თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW Reg: III/1 1 STCW Reg: III/5 1 STCW Reg: III/4 124 3 ცხრილი N6 შიდა ნაოსნობაში ჩართული არათვითმავალი ბარჟა საგემბანე განყოფილებით ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა არ აწარმოებს ოპერაციებს მეთაური სვლაზე / საბუქსირე გადასვლისას მეთაური ან ოფიცერი STCW Reg: II/4 ან III/4 1 STCW Reg: II/5 1 STCW Reg: II/4 ან III/4 1 ცხრილი N7 სალოცმანო კატარღა 25 ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა მესაჭე26 STCW Reg: II/327; IV/2 1 დამხმარე პირი28 STCW Reg: II/4 ან III/4 1 სულ 2 22 სააგენტოს დირექტორის „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ ბრძანების შესაბამისად გაცემული სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატით 23 იმ შემთხვევაში თუ სამგზავრო გემი ნაოსნობს 3 დან 12 საზღვაო მილის ფარგლებში 24 იმ შემთხვევაში თუ სამგზავრო გემი ნაოსნობს 3 დან 12 საზღვაო მილის ფარგლებში 25 მცურავი საშუალება, რომელიც ახორციელებს სალოცმანო გაცილებას. 26 საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული პირი 27 სავახტო თანაშემწე 500 GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატით 28 საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული პირი, ცხრილი N 8 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტები (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერები, სასეირნო კატარღები საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება გემის საერთო ტევადობა GT ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი გემბანის ოფიცერი გემბანის რიგითი სულ: 100 და ნაკლები იახტსმენი 1 - - - - 1 100-დან 500-მდე STCW Reg: II/1; IV/2 129 - იახტსმენი ან STCW Reg: II/4 1 2 500 და მეტი STCW Reg: II/2; IV/2 1 STCW Reg: II/1; IV/2 1 იახტსმენი ან STCW Reg: II/4 1 3 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტები (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერები, სასეირნო კატარღების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა მექანიკოსი რიგითი მექანიკოსი სულ: 750-დან 1500-მდე STCW Reg: III/1 1 - - 1 1500 -დან 3000-მდე STCW Reg: III/3 130 - - 1 3000 და მეტი STCW Reg: III/2 131 STCW Reg: III/4 1 2 29 შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავ საშუალებაზე შეიძლება დაშვებული იქნას STCW კონვენციის II/3 რეგულაციის შესაბამისად სავახტო თანაშემწე 500GT და ნაკლები კომპეტენციის სერტიფიკატით 30 მეორე მექანიკოსი - 750-დან 3000 მდე კვტ. კომპეტენციის სერტიფიკატი 31 მეორე მექანიკოსი - 3000 კვტ.და მეტი კომპეტენციის სერტიფიკატი ცხრილი N9 შიდა ნაოსნობაში ჩართული იახტები (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერები, სასეირნო კატარღები საგემბანე განყოფილება საგემბანე განყოფილება გემის საერთო ტევადობა GT ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა კაპიტანი ოფიცერი რიგითი სულ: 100 და ნაკლები იახტსმენი 1 - - - - 1 100-დან 500-მდე STCW Reg: II/3; IV/2 1 - იახტსმენი ან STCW Reg: II/4 1 2 500 და მეტი STCW Reg: II/1; IV/2 1 STCW Reg: II/5 1 იახტსმენი ან STCW Reg: II/4 1 3 შიდა ნაოსნობაში ჩართული იახტები (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერები, სასეირნო კატარღების სამანქანე განყოფილება სამანქანე განყოფილება მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე (კვტ./KWT) ეკიპაჟის წევთა მინიმალური კვალიფიკაცია და რაოდენობა მექანიკოსი რიგითი სულ: 750-დან 1500-მდე STCW Reg: III/5 1 - - 1 1500 -დან 3000-მდე STCW Reg: III/1 1 - - 1 3000 და მეტი STCW Reg: III/2 132 STCW Reg: III/4 1 2 32 მეორე მექანიკოსი - 3000 კვტ. და მეტი კომპეტენციის სერტიფიკატი დანართი N2 საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA სართაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობა და მეტი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for vessels 100 GT and more engaged in international voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the International Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, and national law of Georgia გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი/Official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship საერთო ტევადობა/Gross Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / Periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW REG) რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master უფროსი თანაშემწე/Ch. Mate სავახტო თანაშემწე/Officer in Charge of a Navigational Watch მატროსი/Able Seafarer Deck სანავიგაციო ვახტის რიგითი/Rating Forming Part of a Navigational Watch ორ საგენბანო ოფიცერს უნდა ჰქონდეს GMDSS კომპეტენციის სერტიფიკატი 2 Deck Officers should hold GMDSS General Operator Certificate უფროსი მექანიკოსი/Chief Engineer მეორე მექანიკოსი/Second Engineer სავახტო მექანიკოსი/ Officer in Charge of an Engineering Watch მოტორისტი/Able Seafarer Engine სამანქანო ვახტის რიგითი/ Rating Forming Part of an Engineering Watch მზარეული/Ships’ cooks სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent. გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person. ბ.ა./Seal საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for fishing vessels engaged in international voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ" დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the “Maritime Code of Georgia” and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი / Official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship სიგრძე & საერთო ტევადობა/Length & Gross Tonnage (მეტრი/meters) (GT) მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / Periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW REG) რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master უფროსი თანაშემწე/Ch. Mate სავახტო თანაშემწე/ Officer in Charge of a Navigational Watch მატროსი/Able Seafarer Deck სანავიგაციო ვახტის რიგითი/Rating forming part of a Navigational Watch უფროსი მექანიკოსი/Chief Engineer მეორე მექანიკოსი/Second Engineer მოტორისტი/Able Seafarer Engine სამანქანო ვახტის რიგითი/ Rating Forming Part of an Engineering Watch სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent. გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person ბ.ა./Seal საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA შიდა/სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for fishing vessels engaged in near coastal/domestic voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ" დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the “Maritime Code of Georgia” and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი/official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship სიგრძე & საერთო ტევადობა/Length & Gross Tonnage (მეტრი/meters) (GT) მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master სავახტო თანაშემწე/OICNW გემბანის რიგითი/Deck Rating უფროსი მექანიკოსი/Chief Engineer მეორე მექანიკოსი/Second Engineer სამანქანე განყოფილების რიგითი/Engine Rating სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person. ბ.ა./Seal საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობა და მეტი გემების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for vessels 100 GT and more engaged in domestic voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the International Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, and national law of Georgia. გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი/official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship საერთო ტევადობა/Gross Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / Periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW REG) რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master უფროსი თანაშემწე/Ch. Mate სავახტო თანაშემწე/Officer in Charge of a Navigational Watch მატროსი/Able seafarer deck სანავიგაციო ვახტის რიგითი/Rating Forming Part of a Navigational Watch უფროსი მექანიკოსი/Chief Engineer სავახტო მექანიკოსი/ officer in Charge of an Engineering Watch მოტორისტი/Able Seafarer Engine სამანქანო ვახტის რიგითი/ Rating forming Part of an Engineering Watch სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent. გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person. ბ.ა./Seal საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობა და მეტი სამგზავრო გემების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for passenger ships 100 GT and more engaged in domestic voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the International Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, and national law of Georgia გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი/ Official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship საერთო ტევადობა/Goss Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / Periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW REG) რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master გემბანის ოფიცერი/Deck Officer გემბანის რიგითი/Deck Rating უფროსი მექანიკოსი/Chief Engineer მექანიკოსი/Engineer officer სამანქანე განყოფილების რიგითი/Engine Rating სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person ბ.ა./Seal საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA საერთაშორისო ან შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი საერთო ტევადობის იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერები, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა Minimum Safe Manning Certificate for Yacht, Pleasure Crafts, Pleasure Tenders 100 GT and more engaged in domestic or international voyage წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the International Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, and national law of Georgia. გემის სახელი/Name of Ship IMO ნომერი/IMO Number რეგისტრაციის ნომერი/official Number სახმობი სიგნალი/Call Sign მიწერის ნავსადგური/ Port of Registry გემის ტიპი/Type of Ship საერთო ტევადობა/Gross Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) Main propulsion (KWT) პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება / Periodically unattended machinery space კი / არა Yes / No ოპერატორი კომპანია /Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area GMDSS რაიონი / GMDSS Area აღნიშნული გემი ნაოსნობის პერიოდში ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW REG) რაოდენობა Number of Person კაპიტანი/Master გემბანის ოფიცერი/Deck Officer გემბანის რიგითი/Deck Rating მექანიკოსი/Engineer Officer სამანქანე განყოფილების რიგითი/Engine Rating სპეციალური მოთხოვნები/Special requirements or conditions, if any: მოწმობა გაიცემა უვადოდ/The Certificate is permanent. გაცემის ადგილი და თარიღი/Place and date of issue. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/Signature of authorized person. ბ.ა./Seal