Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No 242 of 2010 of Georgian Government on Rules for Use of Forest

Made 2010-08-20 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Forestry
Keywords
forest management/forest conservation, forestry protection measures, procedural matters, public forest, authorization/permit, timber, timber extraction/logging

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 2010 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყითსარგებლობის წესი. მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №10/93 ბრძანება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 თებერვლის №10/27 ბრძანება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; გ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 3 დეკემბრის №10/159 ბრძანება „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 24 ივლისის №10/89 ბრძანება „საქართველოში კონკურსით გასაყიდი ტყეკაფების გამოყოფისა და სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებაზე მომსახურების ფასის გამოყენების და მისი ფუნქციონირების შესახებ“. მუხლი 3 დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის“ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულების,“საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულების,“საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე. მუხლი 4 ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და VI თავი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური ტყითსარგებლობის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. დადგენილების მიზანი 1. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისას) გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი. 2. დადგენილებით განისაზღვრება: ა) ტყითსარგებლობის სახეები; ბ) სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები; გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა; დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე - ტყის დამზადების წესი; ე) ხე - ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი; ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი; ზ) (ამოღებულია – 29.11.2013, №302); თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი; ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემისა და აუქციონის საწყისი წლიური ფასის განსაზღვრის წესი. ი1) ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის ოდენობა; ი2) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი. კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა; ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიიდან მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №499 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №425 - ვებგვერდი, 18.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 10.04.2017წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი ტყეები, კერძოდ, კოლხეთის დაბლობის ტყეები, და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები. დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს. 2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით. 3. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება. 4. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი. 5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, იმავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 6. მინისტრი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 7. ნეკერი – ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 8. სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხე. 9. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 10. სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხე - ტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის. 11. სირონი – 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების ხელოვნური გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები არ არის გამოყოფილი ბუნებრივი საზღვრით) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის. 12. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან. 13. ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხე - ტყის დამზადება. 14. ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი, ტყეკაფის პასპორტი, ტყეკაფის აბრისი UTM კოორდინატთა სისტემაში, თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფაილი) შესაბამისი მართვის ორგანოს ტერიტორიული ორგანოს/ადმინისტრაციებისათვის წარდგენა და კამერალური ან/და საველე შემოწმების შემდეგ ტყეკაფის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. 15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის, ტყეკაფის პასპორტისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა. 16. ტყით დაფარული ფართობი – 0,3 ჰა და მეტი ფართობი, რომელიც წარმოდგენილია 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ხეებით ან 1,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მერქნიანი ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობით, რომელთა ვარჯების პროექცია შეადგენს ფართობის 30%- ს და მეტს. 17. (ამოღებულია). 18. (ამოღებულია). 19. (ამოღებულია). 20. ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეთა აუზებში არსებული ტყეები. 21. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი. 22. ხე-ტყის დამზადება – ზეზემდგომი ხე - ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე - ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა. 221. მრგვალი ხე-ტყე (მორი) – ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. 222. საშეშე მერქანი - ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი. 23. ხე - ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყეკაფზე დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. 24. (ამოღებულია). 25. ძირნაყარი ხე - ტყე – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა. 26. ტყეკაფის ათვისება – ხე-ტყის (მათ შორის, ძირნაყარი) დამზადება, ნარჩენებისაგან ტყეკაფის გაწმენდა და დამზადებული ხე-ტყის სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოზიდვა. 261. ტყეკაფის დახურვა - ტყეკაფის ათვისების ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ მართვის ორგანოს მიერ უკვე ათვისებული ტყეკაფის დახურვისა და ნატურაში მიღება-ჩაბარების პროცედურა, რაზედაც მართვის ორგანოს მიერ დგება ტყეკაფის დახურვის მიღება-ჩაბარების აქტი და ხდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა. 262. ტყეკაფის გაუქმება - ტყეკაფის ათვისებამდე ამ ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ან გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შეუძლებლობის შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმების აქტის შედგენა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა. 27. ფაუტი – ფუტურო, დამპალი და მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე. 28. ვარჯი – ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით. 29. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სხვა (გარდა სოციალური ჭრისა) ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა. 30. მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირება – არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის სპეციალური დანიშნულებით http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ტყითსარგებლობისას, მთავარი ღეროს გარდა, მცენარის გვერდითი ტოტების შეჭრა (ჭრა). საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №550 – ვებგვერდი, 15.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. თავი II ტყითსარგებლობის სახეები, მომსახურების სახეები, მომსახურების საფასური მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტყითსარგებლობის სახეებია: ა) ხე-ტყის დამზადება; ბ) მიჩენის მიზნით სარგებლობა; გ) სპეციალური მიზნით სარგებლობა; დ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა; ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება; ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა; თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება; ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა; ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა; მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა; პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 4. მომსახურების სახეები 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია: ა) ხე - ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; ბ) (ამოღებულია – 29.11.2013, №302); გ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება; დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: ვ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება; ვ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება; ვ.გ) სიტუაციური გეგმის მომზადება; ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება; თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება; თ. ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება; ი) ტყეკაფის მონიშვნა; კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემა; ლ) სპეციალური ფირნიშის გაცემა; მ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, პირი გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ტყეკაფის მონიშვნის“ მომსახურების საფასურის გადახდა, გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა, უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში. სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნის მომსახურება ხორციელდება უფასოდ. 4. დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №325 -ვებგვერდი, 30.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №345– ვებგვერდი, 30.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №356– ვებგვერდი, 05.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 19.11.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №499 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 10.04.2017წ. მუხლი 5. მომსახურების საფასური 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №4 დანართის შესაბამისად. 11. ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური აგრეთვე ვრცელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე. 12. ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური აგრეთვე ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე. 2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად, ხოლო ამ წესის მე 15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად. 3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „სათბობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე სათბობი შეშით დაკმაყოფილებისას ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით – ამ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებისა. 5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური. 6. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაირიცხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშზე. 7. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშზე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №255– ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №499 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის დადგენილება №187 - ვებგვერდი, 10.04.2017წ. თავი III ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების წესი მუხლი 6. ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანი ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანია ხე - ტყის დამზადების შესაძლებლობის შექმნა. მუხლი 7. ხე - ტყის დამზადება 1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა ან სირონის გაჭრა ან ბოძის ჩასმა) გამიჯვნას. 2. ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას, ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება. ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე მოჭრილი ხე-ტყით წარმოშობილ ძირნაყარზე ტყეკაფი არ გამოიყოფა. ძირნაყარი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 8. ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა 1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვისათვის. ტყეკაფის მონიშვნისას აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 2. ტყეკაფზე დასამზადებელი ხე - ტყის აღრიცხვა წარმოებს: ა) ფართობის მიხედვით – მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის დროს; ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – მთავარი სარგებლობის ( გარდა პირწმინდა ჭრისა), მოვლითი (გარდა განათებითი და გაწმენდითი სახისა) ჭრების განხორციელებისას; გ) სპეციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით; დ) სოციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით. 3. ტყეკაფის მონიშვნამდე მართვის ორგანოების მიერ განისაზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენტაციო ფართობები და დასამზადებელი ხე - ტყის საორიენტაციო მოცულობა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის მასალების და ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ დგება ტყეკაფის ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი №6 დანართის შესაბამისად. 5. ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება: ა) მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისთვის სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვ.); http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ბ) სპეციალური ჭრისათვის ტყეკაფის გარე საზღვარზე, თვალთახედვის არეში არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (ხეებზე საღებავით ან ჩამონათალით); გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი, ჭრის სახე); დ) სოციალური ჭრისათვის ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება ამ მუხლისა და წესის მე10 მუხლის გათვალისწინებით. 6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტლის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფი მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად. 7. პირწმინდა და ჯგუფურ - ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ - მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა. 8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც დაიტანება: ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატები; ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული სატყეო-სამეურნეო და მორსათრევი გზები; გ) ხე-ტყის დატვირთვის ადგილი („დასატვირთი ბაქანი“) GPS კოორდინატის მითითებით. 9. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე - ტყის ოდენობის (მოცულობის) დადგენა წარმოებს: ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას დასამზადებელი ხე - ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5 %- ს; ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი; გ) დამზადებული ხე - ტყის მასის მიხედვით – როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%- მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ - ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე - ტყის მოცულობის საორიენტაციო ოდენობა. დამზადებული ხე - ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე - ტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე - ტყის აღრიცხვისას. 10. ჭრას დასაქვემდებარებელი ხეების აღრიცხვა წარმოებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით. 11. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება, მხოლოდ, ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით. 12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება ხის შემდეგი ხარისხების შესაბამისად: ა) I ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრსა და მეტს; ბ) II ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს. 13. (ამოღებულია – 21.06.2011, №250). 14. ტყეკაფზე ჭრაში დასანიშნ სახეობათა მოცულობების (მარაგის) განსაზღვრის მიზნით კორომის შემადგენლობაში შემავალი თითოეული მერქნიანი სახეობისათვის დგინდება სიმაღლის თანრიგი. 15. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის მოცულობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კუბ. მ სიზუსტით. 16. ტყეკაფის მონიშვნის მასალების მართვის ორგანოში წარდგენამდე, ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფის მონიშვნის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია დადგენილი წესით, ელექტრონული ფორმით ასახული უნდა იქნეს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალებისა და მის მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული შესაბამისი ინფორმაციის კამერალური შემოწმება. მათი შეუსაბამობის (გარდა მექანიკური შეცდომებისა, თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება მონიშნული ტყეკაფის შემოწმება დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 161. სოციალური ჭრების შემთხვევაში ტყეკაფის მონიშვნის მასალების წარდგენა ხორციელდება მართვის ორგანოს ტერიტორიულ სამსახურებში/ადმინისტრაციებში ტყეკაფის გამოყოფაზე უფლებამოსილი პირის მიერ. 162. ტყეკაფი გამოყოფილად ჩაითვლება ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ შესაბამისი ტყეკაფის გამოყოფის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთის შემდგომ. 163 გამოყოფილი ტყეკაფის გახსნა (ათვისების დაწყება) ხორციელდება მხოლოდ მართვის ორგანოს წერილობითი თანხმობის და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ასახვის შემდგომ. 17. ტყეკაფის პასპორტში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) მართვის ორგანოს დასახელება, ტყითსარგებლობის საფუძველი (სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი), ტყითმოსარგებლის რეკვიზიტები, ტყეკაფის GPS კოორდინატები, ტყეკაფის მონიშვნის მასალების წარდგენის თარიღი, ინფორმაცია ტყეკაფის მომნიშნავი პირების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ) მონაცემები: სატყეო უბნის, სატყეოს, კვარტალის, სატაქსაციო უბნის, ტყეკაფის ფართობის, კორომის შემადგენლობის, ხნოვანების, სიხშირის, სიმაღლის თანრიგის, მოზარდ აღმონაცენის მდგომარეობის (საკმარისი, არასაკმარისი), ჭრის სახის, მონიშნულ ხეთა რაოდენობის შესახებ; გ) მონიშნული ხეების სახეობის, დიამეტრის, ხის ხარისხის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – საშეშე, სამასალე მერქნის), გასაცემი მერქნის მოცულობის (საქმისი მერქანი-ლიკვიდური, შეშა ვარჯიდან), ხის ხარისხების მიხედვით მოცულობის, მთლიანი მოცულობის შესახებ; დ) ტყეკაფის ათვისებაზე მართვის ორგანოს თანხმობის შემდეგ - ტყეკაფის გახსნის თარიღი; ე) ტყეკაფის დახურვის ან ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაში - ტყეკაფის დახურვის ან ტყეკაფის გაუქმების თარიღი. 18. მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს გამოყოფილი ტყეკაფების შემოწმება შერჩევითი წესით. შემოწმებით დგინდება: ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად); ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი. 19. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტყითმოსარგებლემ ტყეკაფი მონიშნა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, მართვის ორგანოს მიერ მითითებულ გონივრულ ვადებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა გამოყოს ტყეკაფი. ტყეკაფის ხელახლა გამოყოფამდე მისი ათვისება იკრძალება. 20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია ტყეკაფის ათვისების დაწყებამდე წარუდგინოს მართვის ორგანოს ტყეკაფის აღრიცხვის სრულყოფილი (შესწორებული) მასალები. 21. ტყითსარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი ტყითმოსარგებლე. 22. სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის პასპორტის გამოწერით, რომელიც ხელმოწერით დასტურდება მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ. 221. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში, ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა, დადგენილი წესით, ხორციელდება სააგენტოს მიერ. ამ შემთხვევაში, ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის პასპორტის გამოწერით, რომელიც ხელმოწერით დასტურდება მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ. 222. ტყეკაფის ათვისების ვადაა მისი გამოყოფიდან ორი წელი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ტყეკაფი უქმდება, იმის მიუხედავად, სრულად მოხდა მისი ათვისება, თუ არა. 23. ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვისა და გაუქმების დოკუმენტების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ახორციელებს მართვის ორგანო. 24. ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვისა და გაუქმების აქტების ფორმებს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 81. ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნება 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე: ა) ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ტყეკაფზე მონიშნულ: ა.ა) I ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ა.ბ) II ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის მიზნით გამოყოფილ ტყეკაფზე: ბ.ა) I ხარისხის ხისთვის (შესაძლებლობის შემთხვევაში - ასევე ძირნაყარი ხისთვის) მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე2 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ბ.ბ) II ხარისხის, ასევე ძირნაყარი ხისთვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; გ) (ამოღებულია – 29.11.2013, №302). 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სოციალური ჭრების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ხის კატეგორიისა და ხარისხის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. 3. ამ წესის მე12 მუხლის მე5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონის გარეშე: ა) სამინისტროს გადაწყვეტილებით მერქნული რესურსის გაცემისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) ამ წესის მე10 მუხლით გათვალისწინებული წესით ხეტყით უზრუნველყოფისას, მერქნული რესურსისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. 4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის გასხვისებისას: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით; ბ) საშეშე მერქნის გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №255– ვებგვერდი, 13.07.2012წ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 9. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები 1. ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური ჭრების და მოვლითი ჭრების განხორციელების ნორმები. 2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება: ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე; ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში; გ) თუშეთის დაცულ ლანდშაფტში. 3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, ჯაგრცხილის, აკაციის, ვერხვის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №550 – ვებგვერდი, 15.09.2014წ. მუხლი 10. სოციალური ჭრა 1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად განაცხადის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. 2. სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე, მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი. 3. სოციალური ჭრების ფარგლებში მერქნული რესურსი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი. 4. სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგენენ ყოველწლიურად, 1 მაისამდე, ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. 5. მართვის ორგანო ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს I ხარისხის ხის სახეობრივ და მოცულობით შესაძლებლობებს და აღნიშნულ ინფორმაციას 1 სექტემბრამდე აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ სუბიექტებს. 6. მოსახლეობის მიერ თითოეული კონკრეტული მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის) მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულს). 7. სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) მართვის ორგანოში დაზუსტებულ შუამდგომლობას წარადგენს მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის ფარგლებში. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქისათვის გასაცემი I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს კომისიის შესაბამისი დასკვნა და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. 8. I ხარისხის ხის მოპოვების მიზნით მოსახლეობის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთი აღებული უნდა http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე. 9. სოციალური ჭრების ფარგლებში გასაცემი I და II ხარისხის ხეების, ასევე ძირნაყარი ხეების გაცემაზე დასაბუთებულ მოთხოვნას შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგენენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 10. დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში), ან უარყოფით გადაწყვეტილებას მოსახლეობისათვის I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე შუამდგომლობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში იღებს მართვის ორგანო, რაც გამოიხატება მართვის ორგანოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. 11. დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში), ან უარყოფით გადაწყვეტილებას, I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემთხვევაში, შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ წარმოდგენილი ბრძანების პროექტის წარდგენის საფუძველზე, იღებს სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო - შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელსაც გამოცემის შემდეგ, ინფორმაციის სახით, უგზავნის სამინისტროს. 12. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას, დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს) წერილობით განცხადებასთან ერთად წარედგინება შესაბამისი პროექტი, ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ მითითებული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა. 13. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილი I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს) წერილობით თხოვნასთან ერთად წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი, ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე. 14. გადაუდებელი აუცილებლობით (ხანძრით, სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით) გამოწვეულ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკითხი განიხილება მხოლოდ I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის აუცილებელი არსებობის პირობით. მერქნული რესურსი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვით, გარდა დადგენილი ვადებისა. 15. მართვის ორგანო უფლებამოსილია, სოციალური ჭრებისას I ხარისხის ხის დამზადების შედეგად ტყის ფონდში დარჩენილი მერქნული რესურსი (ძირნაყარი) გასცეს მოსახლეობისათვის ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 16. მართვის ორგანოები სოციალური ჭრების განხორციელებისათვის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობასა და შეკეთებას. 17. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხე-ტყე მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება სოციალური ჭრის მიზნებისთვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 18. სოციალური ჭრების განხორციელებისას ხე-ტყის დამზადება დაიშვება 350მდე დაქანების ფერდობებზე. 19. სოციალური ჭრების შემთხვევაში პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების პირწმინდა ჭრით. 20. სოციალური ჭრები ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში (გარდა მოვლითი ჭრებისა), http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 აგრეთვე: ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, ამ წესის №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი სახეობების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები); ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე; გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება, თუ მათი დაფარულობა 40%ზე მეტია. აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (ამ წესის №3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა; დ) 0,60,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%მდე, ხოლო 0,8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40% ზე მეტია) სიხშირე არდაიყვანება 0,6-ზე დაბლა; ე) მოვლითი ჭრების სახეებს დაქვემდებარებული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ჭრებით დადგენილი ნორმებით; ვ) საკურორტო და მწვანე ზონის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით). 21. სოციალური ჭრის დროს 310 – 350-ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. 22. სოციალური ჭრების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მთავარი სარგებლობის შესაბამისი ჭრის სახეები. 23. სოციალური ჭრის ტყეკაფებში პირველ რიგში მოინიშნება II ხარისხის ხეები, ასევე, კორომის მდგომარეობიდან (სიხშირიდან) გამომდინარე – I ხარისხის ხეები. 24. სოციალური ჭრები არ ინიშნება: ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა ეროვნული პარკისა, აღკვეთილისა და დაცული ლანდშაფტისა, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში, გარდა ამ მუხლის მე20 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა. 25. სოციალური ჭრების ფარგლებში დამზადებას ექვემდებარება მერქნიანი მცენარეები, გარდა წითელი ნუსხით დაცული სახეობებისა. სოციალური ჭრების ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული სახეობები დამზადებას ექვემდებარება, თუ ხე არის ძირნაყარი, ზეხმელი, ფაუტი, ხმელი და ხმობადი. 26. წითელ ნუსხაში მითითებული, ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები მართვის ორგანოს მიერ სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით მოინიშნება ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 27. აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური ჭრის წინა წლ(ებ)ის აუთვისებელ ტყეკაფებზე ხორციელდება ხელახალი ტყეკაფების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, ხეებზე გაკეთებულ ძველ ნუმერაციაზე საღებავით კეთდება აღნიშვნა „X“. 28. სოციალური ჭრის პროცესში I ხარისხის ხის ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მითითებულ ხარისხთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ რესურსის მომხმარებლის თანდასწრებით, შესაბამისი აქტის შედგენით და მოჭრილი ხის დასურათების შემდგომ ხდება ზემოაღნიშნული I ხარისხის გადაყვანა II ხარისხში, ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, უკვე მოჭრილი ხის მოცულობის დაზუსტებით, აღრიცხვის მასალებში დამატებითი ინფორმაციის შეტანით. 29. დაცულ ტერიტორიებზე სოციალური ჭრები ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. 30. სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებულ მერქნულ რესურსზე არ გადაიხდება მომსახურების საფასური ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის. გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მომსახურების საფასური. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ.,მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №325 -ვებგვერდი, 30.08.2011წ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №362 - ვებგვერდი, 28.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №389 - ვებგვერდი, 17.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №392 - ვებგვერდი, 18.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №255– ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №367– ვებგვერდი, 07.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №424– ვებგვერდი, 12.10.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 10.06.2014წ. მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები 1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები. მთავარი სარგებლობის ჭრები ტარდება მწიფე და მწიფეზე უხნესი ტყის უბნებში. ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანებები განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. 2. პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის ნულიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა მდე ფართობზე. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა. 3. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის (30-40 წელი) განმავლობაში და გულისხმობს ამ პერიოდში ტყის საბურველის თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება 200მდე დაქანების ფერდობებზე. ჭრის ყოველი შემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი № 3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემდეგ. კორომის სიხშირე 0,4-0,3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მესამე ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0,5-0,6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევისა და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხე. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს. 5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით. 6. ნებით ამორჩევითი ჭრა ხორციელდება: ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი ჯიშების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები); ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე; გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელთა წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა; დ) 0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40% ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა. 0 0 http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 7. ნებითამორჩევითი ჭრის დროს 31 – 35 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 30 0 მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. 8. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლიან მოზარდის ზრდა-განვითარებას. 9. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰას. ნებით ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისათვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №389 - ვებგვერდი, 17.10.2011წ. მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მთის ტყეებში ხე - ტყის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%- ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%- ს. 2. ტყეკაფზე ხე - ტყის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხე - ტყის ზედა საწყობების მოწყობა ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო - სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, სატრაქტორო გამოზიდვისათვის სატყეო - სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება. 3. დამზადებული ხე - ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 21 გრადუსი და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე - ტყის ჭრა. 4. ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხე - ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხე - ტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%- ს. 5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრისა და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 შემთხვევაში პირი იხდის ამ დადგენილების 81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს. 51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – აჭარის სატყეო სააგენტო) მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენტოსათვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. 52. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზით. 53. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ, მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, აჭარის სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სააგენტოს მიერ გაიცემა ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზით. 6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ.მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის 48 ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი თანხა, საიდანაც სააგენტო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, საკომპენსაციო თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას. 61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ.მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი თანხა, საიდანაც აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას. 7. დაუშვებელია ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამზადების პროცესში ტყეკაფში ხის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხვა ტყეკაფში მონიშნული მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება შესაბამისი ტყითმოსარგებლის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში. 8. ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოსაწყობად შერჩეულ ფართობზე ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა (მათ შორის, სპეციალური ჭრის განხორციელება) ან/და დადგენილი წესით ტყეკაფის გამოყოფა ლიცენზიით გათვალისწინებული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში. 9. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის დადგენილი წესით ტყეკაფის გამოყოფისას ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება მოსაჭრელი ხეების (გარდა წითელი ნუსხით გათვალისწინებული სახეობებისა) ძირობრივად მონიშვნა, ტყეკაფის მონიშვნის მასალების შესაბამისი მართვის ორგანოსათვის გადაცემა და ტყეკაფის გამოყოფა დადგენილი წესით. ტყეკაფის მონიშვნამდე ტყითმოსარგებლე ვალდებულია შესაბამის მართვის ორგანოს ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მიმართულების შესათანხმებლად ტყეკაფის ადგილმდებარეობის მითითებით წარუდგინოს: ა) ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ (ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში); ბ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ; გ) მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე არსებული ტყის სატაქსაციო მონაცემების შესახებ. 10. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მიმართულების შეთანხმების შემდეგ, დადგენილი წესით გამოყოფილ ტყეკაფში ტყითმოსარგებლეს თავის მიერ მოჭრილი მერქნული რესურსი ჩაეთვლება ლიცენზიით განსაზღვრულ ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში. 11. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა. აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი. 12. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით, სხვა პირის მიერ, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას, სამინისტროს თანხმობით, სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა, დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა). ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე ამ დადგენილების V1 თავის მოთხოვნები არ ვრცელდება. 13. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის წესით, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მოწყობისას, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და ზემოაღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის 30 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება. 14. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემა ხდება ამავე მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილი წესით. 15. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე მოსაპოვებელი მერქნული რესურსი აღირიცხება და გაიცემა სოციალური ჭრით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №389 - ვებგვერდი, 17.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №255– ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 10.06.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 13.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 12.06.2017წ. მუხლი 121. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით. 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა: ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები); ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფიზიკური და იურიდიული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ხე-ტყის დამზადების საფასურს. 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 13.12.2016წ. მუხლი 13. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება წარმოებს: ა) ნარჩენების დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე ტყეკაფის ათვისების შემდეგ ეროზიისაგან დაცვის მიზნით; ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით; გ) ნარჩენების ფართობებზე თანაბრად გაბნევით; დ) ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით ნარჩენების დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით; ე) სხვა მეთოდებით, მათ შორის, ჭრის ნარჩენების მოსახლეობისათვის უფასოდ გაცემით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება ტყეკაფზე ან ტყეკაფის გარეთ ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე და ხე - ტყის დამზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე - ტყის გამოზიდვამდე. 3. განთავსების მეთოდს არჩევს მართვის ორგანო. ნარჩენების განთავსებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფერდობებზე ეროზიის კერების წარმოშობა. თავი IV ხე - ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი 1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილ კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 30 კალენდარული დღე. 2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური ჭრის ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელი დოკუმენტი. 3. II ხარისხის ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3 ისა. ამ მიზნით თვითმართველობის ორგანოების მიერ (გარდა თბილისისა) ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით. 4. ხე-ტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი, შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, წერილობით მიმართავს მართვის ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი). 5. II ხარისხის ხე-ტყე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, კალენდარული წლის განმავლობაში, ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 15 მ3-ისა. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა) მიერ ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლების (ოჯახების) წარმომადგენელთა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობები ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებზე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №366– ვებგვერდი, 07.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 10.06.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 04.02.2016წ. მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი ხე-ტყის დამზადების ბილეთი ტყითმოსარგებლეზე გაიცემა ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა ხე-ტყის დამზადების ბილეთი მოიცავს ინფორმაციას: ხე-ტყის დამზადების ბილეთის ნომრის, ტყეკაფის ნომრის, ტყეკაფის მდებარეობის, დასამზადებელი ხე-ტყის ჯიშის, ხარისხის, მოცულობის შესახებ, ასევე ხე http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის შესახებ. მართვის ორგანო უფლებამოსილია ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახოს სხვა ინფორმაციაც. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირ(ებ)ი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. თავი V ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნები მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ტყის კოდექსის მე -15 და მე -16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად, მიჩენის მიზნების გათვალისწინებით, მართავს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს საპატრიარქო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანი სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია: ა) მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტარამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა; ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი 1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება 1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს: ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას; ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს; გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს; დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს: დ. ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში; დ. ბ) ტყის მოვლის სფეროში; დ. გ) ტყის დაცვის სფეროში; დ. დ) სხვა სატყეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში; დ. ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში; დ. ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების სფეროში; ე) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს; ვ) მიჩენილი ტერიტორიის კოორდინატებს; ზ) მიჩენის ვადას. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მუხლი 22. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება 20 წლამდე ვადით. მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა 1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს: ა) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს საპატრიარქო); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განცხადება წარედგინება სამინისტროს. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მიჩენის მიზნით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცილებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები; ბ) მიჩენის მიზნების განსახორციელებლად გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:10000. მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება 1. ამ წესის 23- ე მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია მართვის ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად ეგზავნება: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5- კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში); გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; დ) შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს; ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე იდება ხელშეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა 1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა 1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. 2. მიჩენილ უბანზე ტყითსარგებლობა, ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების ზედამხედველობით იმ ფორმითა და მოცულობით, რომლებიც ხელს არ შეუშლის მიჩენის მიზნების განხორციელებას. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყის დაცვა ხორციელდება: ა) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – მართვის ორგანოების მიერ; ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მუხლი 27. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა 1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. თავი V 1 სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. მუხლი 271. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნები 1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის არსებობისას; დ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის; ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის; ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად; ზ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის; თ) ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებისათვის. 2. ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება შესაძლებელია ასევე გა ხორციელდეს ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისათვის დადგენილი წესით გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შემდეგ, ხოლო ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობა ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №389 - ვებგვერდი, 17.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №350– ვებგვერდი, 30.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №499 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. მუხლი 272. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი 1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ერთ წლამდე ვადით მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)) განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა) იღებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი მართვის ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებისა. 2. გრძელვადიანი სარგებლობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. აგრეთვე საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემასა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელებასთან დაკავშირებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფისა და სპეციალური ჭრების განხორციელების საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, აგრეთვე გრძელვადიანი სარგებლობისას, საქართველოს მთავრობის მიერ ვადის http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 განსაზღვრის შემდგომ, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 4. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამის მართვის ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის 274 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას, გარდა ამ წესის 273 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თან უნდა დაერთოს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით): ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში; გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით); დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ. 6. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 7. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა. 8. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 9. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებელი პირი ვალდებულია, იმოქმედოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 მარტის დადგენილება №205 – ვებგვერდი, 05.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №3 26 – ვებგვერდი, 05.05.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 12.06.2017წ. მუხლი 273. არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების უფლების მინიჭების წესი 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელება, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია, რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №11-ის მიხედვით), საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია საკადასტრო გეგმასთან ერთად. სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელება, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება. 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, სპეციალური ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი მართვის ორგანოსათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. პირი ვალდებულია, ქმედების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრებისათვის საჭირო მიწის ფართობის რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – საჯარო რეესტრი) არ ხორციელდება. 5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით. 6. ელექტრული ქსელის მფლობელი კომპანიების მიერ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასა და მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით. აგრეთვე მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების მფლობელი პირის ან/და ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის (ოპერატორის) მიერ „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასა და მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით. 7. ამ მუხლით, მათ შორის, მე-6 პუნქტით დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის 277 მუხლით განსაზღვრული http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. მუხლი 274. ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების წესი 1. თუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, დაინტერესებული პირი, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უფლებამოსილია, წარადგინოს ამ წესის 272 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლება საქმიანობის განმახორციელებელს ენიჭება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. ამ პუნქტით დადგენილი წესით მიღებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდგომ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებები, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს შესაბამისი მართვის ორგანო. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 4 დეკემბრის დადგენილება №368 – ვებგვერდი, 24.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №499 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №425 - ვებგვერდი, 18.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. მუხლი 275. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა 1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის განხორციელების თაობაზე, სააგენტოს უფროსი შუამდგომლობით მიმართავს მინისტრს, რომელიც შესაბამისი ბრძანებით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიას. 2. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, სააგენტოზე არ ვრცელდება ამ წესის 272 მუხლის მე-5 პუნქტისა და 277 მუხლის მოქმედება. 3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით. 4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და/ან საშეშე მერქანი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საწყობდება სააგენტოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე). 5. სააგენტო სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით. 6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. 7. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 462 მუხლის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №326 – ვებგვერდი, 05.05.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. 6 http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მუხლი 27 . სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა 1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას, ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა, ხოლო ამისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს დაინტერესებული მხარე. 2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემამდე, შესაბამისი მართვის ორგანო უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით მოსარგებლე ვალდებულია, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. 4. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას გამოყოფილი ტყეკაფის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ფიზიკური პირის (მოქალაქის) შემთხვევაში ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ან მისი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – დაინტერესებული მხარე. 5. დაინტერესებული მხარის მიერ ელექტრონულ სისტემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ინფორმაციის ატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოში შესაბამისი წერილით უნდა წარადგინოს ინფორმაცია იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელების, იურიდიული მისამართისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შესახებ. 6. ამ წესის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში, ტყითსარგებლობის ხელშეკრულება არ იდება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №455 - ვებგვერდი, 08.09.2015წ.. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. მუხლი 277. ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გადახდის წესი 1. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის ან ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე წიაღის შესწავლის და/ან მოპოვებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყითმოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს, ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად. საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ სატყეო ღონისძიებების (მათ შორის, ტყის მოვლის, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების, ტყითსარგებლობის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების) განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის დაწყებამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობის და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. მუხლი 278. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (მოჭრის) უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) აუცილებლობისას, დაინტერესებული პირი სამინისტროს მიმართავს განცხადებით, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების აუცილებლობა, მიზანი და ვადები. ამასთან, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის (მოჭრისათვის) შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში. ასევე დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში; გ) ინფორმაცია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები ველური მცენარეების სახეობების, მათი რაოდენობისა და მოცულობების შესახებ. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის №7 დანართის პირველი ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო საფასურს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი იხდის ჭრების განხორციელებამდე, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები მცენარეების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 13.09.2016წ თავი VI (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 28. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 29. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 18.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 30. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 18.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 მუხლი 31. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. მუხლი 32. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 33. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 34. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №338 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 18.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. თავი VII ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი 1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მხოლოდ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის. 2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარგებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956 მუხლი 36. ტყის რესურსით მოსარგებლე ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს. მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად 1. დაინტერესებული პირი ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. 2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოპოვების ვადა; ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა; გ) მოპოვების საშუალება; დ) მოპოვების ადგილი. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 მუხლი 39. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს: ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი; ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი); გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო; დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი); ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა; ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა; თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 მუხლი 42. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება 1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა: ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში; ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე; გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგენა; დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე; ე) არამდგრად (30 სმ - მდე სიღრმის) ნიადაგებზე; ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე; ზ) (ამოღებულია). 2. (ამოღებულია). 3. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით, სხვა პირის მიერ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციის ან/და მოვლის, ასევე, მართვის ორგანოს მიერ ხანძარსაწინააღმდეგო ან/და ხე–ტყის დამზადების ღონისძიებების განხორციელებისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ხორციელდება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. თავი VIII მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის წესი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი 1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით. 2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით. 3. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მართვის ორგანოები სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემენ სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის, გარდა პლანტაციური მეურნეობის წარმოებისა, არაუმეტეს 20 წლის ვადით, ხოლო პლანტაციური მეურნეობის წარმოებისა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – არაუმეტეს 49 წლის ვადით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 12.06.2017წ. მუხლი 44. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება - მოვალეობები 1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №185– ვებგვერდი, 28.05.2012წ. მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი 1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით. 2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია (გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე დამზადებული მერქნული რესურსისა) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (რესურსის სოციალური მიზნებისათვის გაცემის აუცილებლობის არარსებობის პირობებში), ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი. 3. ამ წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ შესაბამისი მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაცემისას გამოიყენება ამ წესის VIII თავით დადგენილი შესაბამისი პროცედურები. 4. დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების არსებობისას, ყოველწლიურად, 10 000მ3-ზე მეტი მერქნული რესურსის მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დადგენილი პირობებით სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსი განკარგოს (გასცეს) პირდაპირი წესით, ელექტრონული აუქციონის გარეშე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №389 - ვებგვერდი, 17.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №392 - ვებგვერდი, 18.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №455 - ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 12.06.2017წ. მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი 1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს: ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ; ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით. 2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებაში, http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა მიეთითოს სარგებლობის კონკრეტული სახე, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). განცხადებას თან უნდა დაერთოს მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი. 21. სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გასაცემად აუქციონის დამატებითი პირობების განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია. სააგენტო უფლებამოსილია, კომისიის მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობებით გამოაცხადოს აუქციონი საქართველოს მთავრობის თანხმობით (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). 3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს. 4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge. 6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს დასახელებას; ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში, მის სიგრძეს, წვრილი თავის დიამეტრს, ფირნიშის მონაცემებს; გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სააგენტო; დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს; ე) მერქნული რესურსისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში); ვ) ბეს ოდენობას; ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს; თ) სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში − სარგებლობის ვადას, სარგებლობის კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებსა და აუქციონის დამატებით პირობებს; ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ. 7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №434 - ვებგვერდი, 25.11.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 461. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს ინიციატივით. 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს. 3. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას; ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - მის სიგრძეს, წვრილი თავის დიამეტრს, ფირნიშის მონაცემებს, ხოლო დასამზადებელი მერქნული რესურსის შემთხვევაში - სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას; გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო; დ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს (დღგ-ის ჩათვლით); ე) მერქნული რესურსისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას; ვ) ბეს ოდენობას; ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ. 6. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია. 7. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ ან/და დასამზადებელ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის 47-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 462. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტისათვის ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის განკარგვის (გადაცემის) წესი 1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სააგენტოს მიმართონ განაცხადით, სააგენტოს მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტში სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის 12 თვის განმავლობაში არანაკლებ 100 მ3-ისა და არაუმეტეს 1000 მ3-ის შეძენის მიზნით (ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან). განაცხადს, საწარმოს შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი. 2. დაინტერესებული პირის განაცხადის მიღების შემდეგ, სააგენტო, გონივრულ ვადაში, განსაზღვრავს მოთხოვნილი დასამზადებელი მერქნული რესურსის არსებობის ან/და გაცემის შესაძლებლობას. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მერქნული რესურსის სრულად ან ნაწილობრივ გაცემის შესაძლებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, ინტერესთა გამოხატვის მიზნით, ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ვებგვერდებზე (forestry.gov.ge ან/და eauction.ge) აქვეყნებს შესაბამის ინფორმაციას, სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან ინტერესთა გამოხატვის მიზნით. ინტერესი გამოხატული უნდა იქნეს ინფორმაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. სხვა პირთა მიერ ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, სააგენტოში წარდგენილ განაცხადს ასევე უნდა ერთოდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ინტერესის გამოხატვისათვის განსაზღვრულ ვადაში http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 სხვა დაინტერესებული პირის მიმართვის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსი გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ის მიმართვის არსებობის შემთხვევაში, მერქნული რესურსი გაიცემა ამ წესის 461 მუხლით დადგენილი წესით. 4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მერქნული რესურსის მიწოდების ვადები და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა პირობები, ფორმდება სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ან უშუალოდ, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. ხე-ტყის დამზადების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, დამამზადებელი სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აბარებს დამზადებულ მერქნულ რესურსს, მრგვალი ხე-ტყის (მორის) და საშეშე მერქნის სახით. 5. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში, საწარმო ან ფიზიკური პირი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და საშეშე მერქნისათვის იხდის მერქნული რესურსის მიწოდების მომენტისათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ შესაბამის კვარტალში საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საორიენტაციო ფასს, რომელსაც ემატება განსაზღვრული ფასის 15%. ამ პუნქტით დადგენილი ფასი მერქნული რესურსის შემძენის მიერ გადახდილი უნდა იქნეს მერქნული რესურსის გადაცემამდე. ამასთან, მთავარი სარგებლობის ჭრის შედეგად დამზადებული წიწვოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ 75%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 25%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი; ფოთლოვანი მერქნული რესურსის შემთხვევაში – არანაკლებ 60%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 40%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი. მოვლითი (გავლითი) ჭრით დამზადებული წიწვოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ 65%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 35%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი; ფოთლოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ – 50%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 50%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი. 6. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის – ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის – მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – პირველი კატეგორიისა და საშეშე მერქნისათვის – მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდას სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის გადაცემამდე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №428 - ვებგვერდი, 08.09.2016წ. მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები); ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით; დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით; ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ,,ბე’’-ს თანხის გადახდა. 3.,, ბე’’- ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%- ის ოდენობით. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ,,ბე’’ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში –,, ბე ’’- ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში. 5.,,ბე’’ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას. 6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. 2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი. 3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. 5. მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) კვარტალში ერთხელ დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. 51. სააგენტოს მიერ დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით), კვარტალში ერთხელ, დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 52. სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) დგინდება ყოველი ამგვარი ჭრის შემთხვევისათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ შედგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს. 7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი. 8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №434 - ვებგვერდი, 25.11.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 13.09.2016წ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში. 2. (ამოღებულია – 27.06.2011, №260). საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ. მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა 1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია; ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. 2. ელექტრონული აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ყოველ განმეორებით გამართულ აუქციონზე აუქციონის საწყისი ფასი მცირდება წინა აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით. 21. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის თაობაზე ელექტრონულ აუქციონზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. მუხლი 51. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი 1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს. 2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, თუ სააუქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%- ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. 4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში – აუქციონის ფასის გადარიცხვას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის – მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – პირველი კატეგორიისა და საშეშე მერქნისათვის – მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას. 41. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, გამართულ ელექტრონულ აუქციონში http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, გადაიხადოს მითითებულ სააგენტოს ანგარიშზე, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასი. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდას სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის აუქციონში გამარჯვებულისათვის გადაცემამდე. 42. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრების ფარგლებში დასამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ავანსის სახით, გადაიხადოს მითითებულ სააგენტოს ანგარიშზე, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასის 10%. დარჩენილი თანხის გადახდის, მერქნული რესურსის დამზადების ვადები და მიწოდების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 43. სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში – აუქციონის ფასის გადარიცხვას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის – მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას. 5. ამ წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №185– ვებგვერდი, 28.05.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №356– ვებგვერდი, 05.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №527 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 13.09.2016წ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 12.06.2017წ. მუხლი 53. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება 1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საბანკო რეკვიზიტები); ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს; გ) ტყითსარგებლობის სახეს; დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს; ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას; თ) სადავო საკითხების განხილვის წესს; ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს; კ) ხელშეკრულების დადების თარიღს; ლ) სპეციფიკურ პირობებს; მ) მხარეთა ხელმოწერას. 2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №185– ვებგვერდი, 28.05.2012წ. მუხლი 54. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი 1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. მუხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ - გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება 1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისათვის ტყის ფონდის გამოყენებას. 2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობის შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ ან/და ტყით დაუფარავ ფართობებზე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით, ფართობზე დასაშვებია ხე-ტყის ჭრა, მაგრამ არაუმეტეს 1 ჰექტარზე 50 კუბური მეტრი ხე-ტყისა. 3. რეკრეაციული მიზნით ტყითსარგებლობით დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 56. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება 1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება. 2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს: ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება; ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხე - მცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა. 3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისას დაუშვებელია ინვაზიური სახეობების გავრცელება/გამრავლება. 4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ; გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით; ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ; ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ. 5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით. 6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი შენობის ან/და ნაგებობების მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 57. ტყის ფონდის სასოფლო - სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება 1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საქონლის დროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობას. 11. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა დაიშვება მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. 2. ტყის ფონდის სასოფლო - სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ - მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს. 3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი შენობის ან/და ნაგებობების მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 58. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება 1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია არსებულ ან ახლად მოწყობილ ტბორში თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება. 2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე. 3. (ამოღებულია - 01.03.2017, №106). 4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება. 5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ (ებ) ი) შესახებ; გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ; ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ. 6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 59. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით. 2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება. 3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე კვებისა და სხვა დანიშნულების დროებითი შენობის ან/და ნაგებობის მოწყობას. 2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობად. კომპლექსური ტყითსარგებლობა, იმის გათვალისწინებით, სარგებლობის რომელ სახეებს აერთიანებს, განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობას. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის სახეების ერთდროულად განხორციელება ჩაითვლება არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 601. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში ტყითსარგებლობის რეგულირების განსაკუთრებული წესი 1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში ტყითსარგებლობის განხორციელებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ ტყეების ფუნქციურ-დაცვითი მნიშვნელობის თვისობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების უცილობელი შენარჩუნება. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობა დაშვებულია განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის შემდეგ ტერიტორიებზე და შემდეგი მიზნებით: ა) სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის მიღება, ასევე ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობა (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში; ბ) სათიბად (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე): ჭალის ტყეებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მ-ის სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში; გ) თევზის მეურნეობის მოსაწყობად (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეების, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლების, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლების, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყით დაუფარავ ფართობებში, ასევე დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში; დ) რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ - გამაჯანსაღებელი მიზნებისათვის (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარულ ფართობებზე, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში; ე) ტყით დაუფარავ ფართობებზე კვებისა და სხვა დანიშნულების დროებითი შენობის ან/და ნაგებობის მოწყობა (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში (წყლის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში; ვ) პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში (წყლის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება 1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ – ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება და გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ ტყითსარგებლობის სხვადასხვა სახის ერთდროულად განხორციელებას საერთო საზღვრის მქონე რამდენიმე ტერიტორიაზე. 2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია ტყითსარგებლობის თითოეული შემთხვევისათვის. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 611. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების რეგულირება 1. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება. 2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების, მათ შორის, მისასვლელი გზების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს ტყის ფონდით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში; გ) ინფორმაცია არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; დ) ინფორმაცია მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ; ე) ინფორმაცია ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით; ვ) ინფორმაცია შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ; ზ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ; თ) ინფორმაცია კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ. 4. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. მუხლი 612. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების მოთხოვნები 1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას, სპეციალური ჭრები შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობით. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის ჭრის აუცილებლობისას წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით); ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 3. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს ჭრისათვის საკომპენსაციო საფასური, ხე-ტყის ჭრის განხორციელებამდე, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 62. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №260 - ვებგვერდი, 29.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 04.02.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. მუხლი 63. გარდამავალი დებულებები 1. 274 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუცოს ელექტრიფიცირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1483, „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1196, „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1017, „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №812, „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №405, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1193, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2024, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1883, „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1196 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის №1929, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1923 განკარგულებების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას. 2. პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე), ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდით სარგებლობის შესაბამისი სახისათვის ტყითსარგებლობის წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საფასური. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივ მოსარგებლეს ტყის ფონდში განთავსებული აქვს მუდმივი ნაგებობა, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სარგებლობის წლიური საფასურის ოდენობა შეადგენს 8000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე ფართობისათვის, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად თანაბარწილად, ან მთლიანად, წინასწარ. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №656 – ვებგვერდი, 04.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 07.03.2017წ. დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი ტყეკაფის მონიშვნის დაწყების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტყეკაფის მონიშვნის დამთავრების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მართვის ორგანო სატყეო უბანი სატყეო ტყითმოსარგებლე კვარტალი № , ლიტერ(ებ)ი № , ფართობი ჰა ჭრის სახე კორომის შემადგენლობა ––––––––––, ჭრის % სიხშირე ––––––– http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 სიმაღლის თანრიგი –––––––– GPS კოორდინატები X Y Y X Y Y ხნოვანება –––––––––––––––––––––––––––– მოზარდაღმონაცენი ––––––––––––––––––––––––––––– სიმაღლე ზღვის დონიდან ––––––––––––––––––––––– დაქანება (გრადუსი) –––––––––––––––––– ხის № ჯიში (სახეობა) ხის ხარისხი და დიამეტრი DD t გასაცემი მერქნის მოცულობა მ3 შენიშვნა გაცემა I ხარისხის II ხარისხის საქმისი მერქანი (ლიკვიდი) შეშა ვარჯიდან ხარისხის მიხედვით მ3, სულ მ3 I ხარისხის II ხარისხის ჯამი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 შენიშვნა: შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელისა, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. ტყეკაფის მომნიშნავი: უწყისის შედგენის თარიღი: დანართი №11 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის დროს გამოსაყოფი ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი ტყეკაფის მონიშვნის დაწყების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––– ტყეკაფის მონიშვნის დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––– მართვის ორგანო სატყეო უბანი სატყეო ტყითმოსარგებლე კვარტალი № , ლიტერ(ებ)ი № , ფართობი ჰა სიმაღლის თანრიგი GPS კოორდინატები X Y X Y http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 № ჯიში (სახეობა) საქმისი მერქანი (ლიკვიდი) შეშა ვარჯიდან სულ ჯამი შენიშვნა გაცემა 1 2 3 4 5 6 7 შენიშვნა: შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელის, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება – ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. ტყეკაფის მომნიშნავი: უწყისის შედგენის თარიღი: აღრიცხვის მეთოდი: http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება მერქნიანი სახეობა (ჯიში) ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი სიმწიფის ( ჭრის) ხნოვანება, წელი სიმწიფის (ჭრის) ხნოვანების კლასი 1 სოჭი, ნაძვი 20 121-160 VII-VIII 2 ფიჭვი 20 101-140 VI-VII 3 წიფელი (თესლითი) 20 121-160 VII-VIII 4 წიფელი (ამონაყრითი) 10 61-80 VII-VIII 5 რცხილა (თესლითი) 20 81-120 V VI 6 რცხილა (ამონაყრითი, ჯაგრცხილა) 10 41-60 V-VI 7 არყი 10 61-80 VII VIII 8 ვერხვი 10 41-60 V VI 9 მურყანი (თხმელა) თესლითი, ტირიფი 10 41-60 V VI 1 0 მურყანი (თხმელა) ამონაყრითი 5 21-30 V VI 1 1 აკაცია თესლითი 10 41-60 V VI 1 2 აკაცია (ამონაყრითი) 2 9 12 V VI დანართი №3 ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი კორომის სიხშირე მოზარდის სიმაღლე მეტრობით 0.5 1.0 1.1 3.0 3.1 და მეტი მოზარდის რაოდენობა ცალობით 0.3 0.4 7000 4000 2000 0.5 0.6 4000 2000 1000 მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის. მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან 1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-ს, 37-სა და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის. დანართი №4 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319 - სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №349– ვებგვერდი,15.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 19.11.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №302 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური მომსახურების დასახელება მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 1 2 3 4 5 6 7 1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის 1 კუბური მეტრი –100 ლარი 2 მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 2.1 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება 0,1 ჰა-მდე – 150 ლარი 0,1 ჰა დან 1,0 ჰა-მდე – 500 ლარი 1 ჰა-დან 10 ჰა მდე – 1000 ლარი 10 ჰა-დან 100 ჰა მდე – 2500 ლარი 100 ჰა დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი 1000 ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით 3 სალიცენზიო ობიექტის მომზადება: მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 3.1 სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით 1 ჰექტარი – 1 ლარი 3.2 სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა 1 ჰექტარი – 1 ლარი 3.3 გენერალური ლიცენზიისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა 1 ჰექტარი – 2 ლარი 4 ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 4.1 ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება 1 კმ-მდე – 100 ლარი 1 კმ-დან 5 კმ-მდე –250 ლარი 5 კმ-დან 10 კმ მდე – 500 ლარი 10 კმ-დან 100 კმ მდე – 5 000 ლარი 100 კმ დან 500 კმ-მდე – 15 000 ლარი 500 კმ და მეტი –30 000 ლარი 5 ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის: მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 5.1 1 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებისთვის 3 ლარი 6 ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა), ან სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 6.1 მონიშნული ან აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ3-ისთვის 3 ლარი 7 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 7.1 1 კუბური მეტრი ხე-ტყისათვის 3 ლარი 8 მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 8.1 1 ცალი 50 თეთრი 9 სპეციალური ფირნიში მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით 9.1 1 ცალი 50 თეთრი დანართი №5 (ამოღებულია) http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 13.09.2016წ დანართი №6 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. ტყეკაფის მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი მართვის ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატყეო უბანი ––––––––––––––––––––––––– სატყეო –––––––––––––––––––––––––––––––––––––– კვარტალი –––––––––––––––––––––––––––– ლიტერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლიტერის ფარგლებში არანაკლებ ორი GPSს კოორდინატი: X ––––––––––––––––––– Y –––––––––––––––––––––––– ჭრის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატაქსაციო ლიტერ(ებ)ის მონაცემები: ტყეთმოწყობით: შემადგენლობა ექსპოზიცია დაქანება ფაქტობრივი: შემადგენლობა ექსპოზიცია დაქანება ფართობი, ჰა პროგნოზული მარაგი, მ3 სიხშირე ხნოვანება ტყეთმოწყობით ტყეთმოწყობით ფაქტობრივი ტყეთმოწყობით ფაქტობრივი ტყეთმოწყობით ფაქტობრივი 1 2 3 4 5 6 7 აღმონაცენ - მოზარდის რაოდენობა: ტყეთმოწყობით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფაქტობრივი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ქვეტყე (ჯიშის მითითებით და ფართობის დაფარულობის %): ტყეთმოწყობით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფაქტობრივი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეკომენდაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (რეკომენდაციაში აგრეთვე აღინიშნება ინფორმაცია მოსაწყობი გზების შესახებ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აქტის შემდგენი პირები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა: ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი წარმოადგენს ტყეკაფის აღრიცხვის მასალების განუყოფელ ნაწილს. დანართი №7 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №425 - ვებგვერდი, 18.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 16.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №434 - ვებგვერდი, 13.09.2016წ ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი (დღგ-ის ჩათვლით) ცხრილი №1 http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000 1 მ3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით № მოცულობა მ3 I ჯგუფი უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი II ჯგუფი მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი III ჯგუფი წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი IV ჯგუფი ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია V ჯგუფი ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები 1 1 მ3-ის თანხა 80 75 73 70 60 2 სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 3 სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 4 დაცულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 5 დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით. ცხრილი №2 № ფართობის მოცულობა საბაზისო თანხა (ლარი) 1 1-დან - 500 მ2-მდე 500 2 500 მ2-დან -1000 მ2-მდე 1000 3 1000 მ2-დან - 5000 მ2-მდე 1600 4 5000 მ2-დან 0,36 ყოველ მ2-ზე. http://www.matsne.gov.ge 00000000000000000000

Resolution No 242 of 2010 of Georgian Government on Rules for Use of Forest · Nelum