Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 21 of 2017 of Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission on Methodology of Calculating Water Supply Tariffs

Made 2017-08-10 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის დადგენილება №21 წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Water
Keywords
water supply, fees/royalties, water charges, procedural matters, governance, waterworks, legal proceedings/administrative proceedings

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №21 2017 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №2). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის წევრი გიორგი ფანგანი კომისიის წევრი მაია მელიქიძე http://www.matsne.gov.ge 30032000016009016222 1 დანართი №1 წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მიზანი 1. წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა. 2. ამ მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას. მუხლი 2. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო 1. მეთოდოლოგია ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, რეგულირებას დაქვემდებარებულ წყალმომარაგების საქმიანობაზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. მეთოდოლოგიაში სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არამატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი; ბ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები (ncOPEX) – საწარმოს დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით და რომლებზეც საწარმო გავლენას ვერ ახდენს; გ) აქტივი – მატერიალური და არამატერიალური აქტივი; დ) აქტივის აღდგენითი ღირებულება - დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად; ე) აქტივის თვითღირებულება – აქტივის შექმნის ან საწყისი შეძენის დროს გადახდილი ფულის ან ფულის ეკვივალენტების ან სხვა კომპენსაციის რეალური ღირებულების თანხა; ვ) აქტივის ისტორიული ღირებულებით შეფასების მეთოდი – აქტივის ღირებულების შეფასება მისი შექმნის ან საწყისი შეძენის ფასით; ზ) აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება – აქტივის თვითღირებულებას (ამ აქტივზე განხორციელებული ინვესტიციის გათვალისწინებით) გამოკლებული დაგროვილი ცვეთა/ამორტიზაცია; თ) გონივრული ხარჯები – საწარმოს მიერ საჭირო მახასიათებლების მქონე საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად რეგულირებად საქმიანობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც 2 რაციონალურია და აუცილებელია საწარმოს ეფექტიანი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის; ი) დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი – რეგულირების მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც კომისიის მიერ (უშუალოდ კომისიის ან/და კომისიის მიერ მოწვეული ნეიტრალური მხარის მიერ) მოწმდება საწარმოს დანახარჯები, ფინანსური შედეგები და განისაზღვრება რეგულირებადი დანახარჯების ბაზა; კ) ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი – საწრმოო მიზნებისათვის შესასყიდ ელექტროენერგიაზე კომისიის მიერ დადგენილი მოხმარების ტარიფი ან პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც მოიცავს წარმოების, გადამცემი ქსელით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილება/გატარების ტარიფებს და გარანტირებული რეზერვის წყაროსა და ბაზრის კომერციული ოპერატორის საფასურებს; ლ) ეფექტიანობის ფაქტორი (X – ფაქტორი) – საწარმოს პროდუქტიულობისა და საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის განაკვეთი, რომელიც მოიცავს ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორს (Xზოგ) და ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორს (Xინდ); მ) ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) – კონკრეტული სექტორის ეფექტიანობის ზრდის განაკვეთი; ნ) ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – კონკრეტული საწარმოს ეფექტიანობის ზრდის განაკვეთი; ო) ინვესტიცია – აქტივის შექმნის, შეძენის, მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციისათვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები; პ) ინფლაცია – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან; ჟ) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) – რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა, რომელიც იანგარიშება გადასახადებამდე, კომისიის მიერ დადგენილი კაპიტალის (საკუთარი და მოზიდული) სტრუქტურის მიხედვით; რ) კაპიტალური დანახარჯები (CAPEX) – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის ამონაგები რეგულირებადი აქტივების ბაზაზე და ცვეთა/ამორტიზაცია; ს) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები (cOPEX) – საწარმოს დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია შიდა ფაქტორებით და რომლებზეც საწარმოს შეუძლია გავლენის მოხდენა; ტ) მატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები, რომელთა სასარგებლო მომსახურების ვადა აღემატება ერთ წელს; უ) მესამე მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის: სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა), გარდა საწარმოს წილის მფლობელისა, რომელიც საწარმოზე გასცემს სუბსიდიას, გრანტს, იხდის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასურს ან/და საწარმოს უსასყიდლოდ გადასცემს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს; ფ) რეგულირებადი აქტივების ბაზა (RAB) – საწარმოს რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული მატერიალური და არამატერიალური აქტივები, რომლებიც უშუალო კავშირშია შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან და მონაწილეობს ტარიფის გაანგარიშებაში; ქ) რეგულირებადი დანახარჯების ბაზა (RCB) – კომისიის მიერ სატარიფო წლისთვის საწარმოსთვის ნებადართული შემოსავალი, რომელიც საჭიროა საწარმოს ეფექტიანი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის და მოიცავს გონივრულ ხარჯებს და სამართლიან მოგებას; 3 ღ) რეგულირებადი საქმიანობა – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, წყალმომარაგების საქმიანობა, რომელიც რეგულირდება კომისიის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ) საბრუნავი კაპიტალი (WC) – საწარმოს საოპერაციო, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების დაფინანსებისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა; შ) „სამშენებლო ბლოკების“ მეთოდი – რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრა მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით; ჩ) საბაზისო წელი (t-1) – ტარიფის გაანგარიშების წლის წინა კალენდარული წელი; ც) საოპერაციო დანახარჯები (OPEX) – წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ასევე ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დანახარჯები; ძ) სასმელი წყლის ზენორმატიული დანაკარგი – დადებითი სხვაობა სასმელი წყლის ფაქტობრივ და ნორმატიულ დანაკარგს შორის; წ) სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი – საწარმოს მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის მიწოდებაზე გაწეული მომსახურების ფასი; ჭ) სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი – კომისიის მიერ თითოეული საწამოსათვის ინდივიდუალურად დადგენილი წყლის დასაშვები დანაკარგის ოდენობა; ხ) სასმელი წყლის წარმოება – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში მიღებული წყლის დამუშავება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმების მიხედვით; ჯ) სასმელი წყლის ფაქტობრივი დანაკარგი – მიწისქვეშა და ზედაპირული წყაროებიდან მოპოვებულ და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემით მომხმარებლებისათვის მიწოდებულ სასმელი წყლის მოცულობებს შორის სხვაობა; ჰ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – კომისიის მიერ თითოეული საწარმოსათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა ერთ სულ მოსახლეზე თვეში; ჰ1) სატარიფო განაცხადი – კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმები, რომლებშიც ასახულია საწარმოს საბაზისო წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები, აგრეთვე სატარიფო რეგულირების პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმა; ჰ2) სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) – კომისიის მიერ დადგენილი 3 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი და აგრეთვე, შესაძლებელია დადგენილი ტარიფის კორექტირება ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული კორექტირების ფაქტორების მიხედვით; ჰ3)სატარიფო წელი (t+i) - სატარიფო რეგულირების პერიოდის i-ური კალენდარული წელი; ჰ4) საწარმო – წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე უდგინდება სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების ტარიფი შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისათვის; ჰ5) ტარიფის გაანგარიშების წელი (t) – სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლის წინა კალენდარული წელი; ჰ6) ცვეთა/ამორტიზაცია – მატერიალური/არამატერიალური აქტივების ცვეთადი ღირებულების თანდათანობით გადატანა მისი სასარგებლო მომსახურების ვადაზე; ჰ7) წყალარინების ტარიფი – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ფასი; ჰ8) წყალმომარაგების ტარიფი – სასმელი წყლის მიწოდების და წყალარინების ტარიფების ჯამი; ჰ9) წყლის მიღება – წყლის მოპოვება ან შეძენა; მუხლი 4. ძირითადი პრინციპები 4 1. წინამდებარე მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები: ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან; ბ) სტიმულს აძლევს საწარმოს, გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს საწარმოს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება; გ) ხელს უწყობს საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით; დ) ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას; ე) უზრუნველყოფს საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას. 2. საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრისას გამოიყენება „სამშენებლო ბლოკების“ მიდგომის მეთოდი. ამ მეთოდით განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ა) კაპიტალური დანახარჯები; ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; დ) წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები, რომელიც მოიცავს დანახარჯს წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების შესავსებად; ე) საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი; ვ) კორექტირების კომპონენტი. 3. კაპიტალური დანახარჯების და არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების, აგრეთვე კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილის (spOPEX, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშება ხორციელდება საბაზისო წლის აუდირებული მონაცემებისა და რეგულირების პერიოდისათვის საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებით, რომლის კორექტირება ხორციელდება „დანახარჯები პლუს“ მეთოდით, წინამდებარე მეთოდოლოგიით განსაზღვრული კორექტირების პრინციპების შესაბამისად. 4. საბაზისო წლის აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრულ კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში გამოიყენება „წამახალისებელი რეგულირების“ მექანიზმები, რაც გულისხმობს საწარმოსათვის დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული სტიმულების დაწესებას, წინამდებარე მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. 5. წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების გაანგარიშება ხორციელდება „დანახარჯები პლუს“ მეთოდით, აღნიშნული დანახარჯების საბაზისო წლის მონაცემების მარეგულირებელი აუდიტის და სატარიფო რეგულირების პერიოდის საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული კორექტირების პრინციპების გამოყენებით. თუმცა, ზოგიერთ კომპონენტთან მიმართებაში გამოიყენება „წამახალისებელი რეგულირების“ მექანიზმები, რაც გულისხმობს საწარმოსათვის დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული სტიმულების დაწესებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა საბაზისო წლამდე არსებული გასული წლების მონაცემების მაკორექტირებელი ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს საბაზისო წლის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. კორექტირება განხორციელდება ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით. 5 7. წყალმომარაგების ქსელში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების შესავსებად დანახარჯების გაანგარიშებისას გამოიყენება ფაქტობრივი დანაკარგების სიდიდისა და სამიზნე მაჩვენებლის შეფასების მოდელი. 8. კომისიის მიერ ტარიფები გაიანგარიშება და დგინდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. მუხლი 5. სატარიფო რეგულირების და ტარიფების დადგენის პერიოდი 1. სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) განისაზღვრება 3 წლით. 2. კომისია ტარიფებს ადგენს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდისთვის, ხოლო დადგენილი ტარიფების კორექტირება ხორციელდება ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად. 3. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ძირითადი კომპონენტების სიდიდეებისა და ეფექტიანობის (X – ფაქტორი) ფაქტორის ფიქსირებულ განაკვეთებს კომისია ადგენს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდისათვის; თავი II. რეგულირებადი დანახარჯების გაანგარიშება მუხლი 6. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (1), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – საწარმოს კაპიტალური დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – საწარმოს არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); 6 – საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში 21-ე მუხლით განსაზღვრული, კორექტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ დანახარჯებს შორის სხვაობის, აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგების, ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპებით ასახვას (ლარი). მუხლი 7. კაპიტალური დანახარჯები რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის კაპიტალური დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (2), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); CAPEX t+i – საწარმოს კაპიტალური დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); RAB t+i – რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); WACC t+i – რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (%); D t+i – წლიური ცვეთა/ამორტიზაცია შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). მუხლი 8. რეგულირებადი აქტივების ბაზა 1. რეგულირებადი აქტივების ბაზის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც საწარმოს მიერ რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული (მოქმედი) აქტივები, ასევე კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივები. 2. აქტივის ღირებულება განისაზღვრება ისტორიული ღირებულების შეფასების მეთოდით. 7 3. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივის ღირებულება არ დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით, კომისია იყენებს აქტივის აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს. 4. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების სხვა საწარმოზე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია შესაბამისი ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინებს აქტივის გაყიდვის ღირებულებას და იხელმძღვანელებს აქტივის ისტორიული ღირებულებით. 5. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული აქტივების დაგეგმილი ღირებულების შეფასებისას გამოიყენება მათი საინვესტიციო ღირებულება (მშენებლობა, შეძენა, კაპიტალური რემონტი და ა.შ.). 6. კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს სატარიფო რეგულირების პერიოდში თითოეული სატარიფო წლისთვის დაგეგმილ ინვესტიციებს საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი (სამიზნე მაჩვენებელი) და სარგებელი. თუ საწარმოს კონკრეტული სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ღირებულების სავარაუდო ცვლილება აღემატება 10%-ს დადებითი ან უარყოფითი ნიშნით, საწარმო ვალდებულია აღნიშნული ცვლილებები წინასწარ შეათანხმოს კომისიასთან. 7. თუ საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები (კონკრეტული საინვესტიციო პროექტი) არ განხორციელდა კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის პირობებით (არ დასრულდა საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი სატარიფო წლის ბოლომდე), ასეთი ინვესტიციები განიხილება როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და აღნიშნულ ინვესტიციაზე საწარმოს მიერ მიღებული კაპიტალური დანახარჯები ექვემდებარება კორექტირებას წინამდებარე მეთოდოლოგიის შესაბამისად. 8. თუ საწარმო კომისიას არ წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და არ შეუთანხმებს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს, კომისია უფლებამოსილია ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში ფაქტობრივად განხორციელებული შეუთანხმებელი ინვესტიცია, რომელიც არ იქნება მიჩნეული გონივრულად. 9. რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ მონაწილეობს: ა) ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია მესამე მხარის მიერ. ასეთი აქტივები საწარმოს მიერ უნდა აღირიცხოს განცალკევებულად; ბ) ინვესტიცია, რომელსაც კომისია არ მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად; გ) ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული დანახარჯის ოდენობას და საწარმოს მიერ არ იქნა გაწეული მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესამაბისად; დ) რეგულირებად საქმიანობაში გამოუყენებელი აქტივები; ე) დაუმთავრებელი მშენებლობა. 10. კომისია უფლებამოსილია რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ გაითვალისწინოს საწარმოს წილის მფლობელის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი მესამე მხარისაგან გადაცემული აქტივი, თუ საწარმოს წილის მფლობელს ან მესამე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ან საწარმო, რომლის წილის (აქციების) არანაკლებ 50%-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სახელმწიფო. 11. კომისია ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივის თვითღირებულებაში გაითვალისწინებს მშენებლობის პროცესში საწარმოს მიერ 8 მშენებლობის დაფინანსებისათვის აღებული გრძელვადიანი სესხის ფაქტობრივი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით გადახდილი სესხის პროცენტის კაპიტალიზირებულ ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული სესხის ღირებულების (rd) განაკვეთისა. 12. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება განისაზღვრება ამ ბაზაში ჩართული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებით. 13. სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს და ტარიფში ასახოს იმ რეგულირებადი აქტივების ტარიფით მიუღებელი ცვეთის ხარჯი, რომლებიც ექსპლუატაციიდან გაყვანილი და ჩანაცვლებული იქნა სხვა რეგულირებადი აქტივებით, საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნების საფუძველზე. 14. კომისია სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის გაითვალისწინებს იმ აქტივების გაუფასურების ზარალს, რომელთა გაუფასურება გამოწვეულია საწარმოს მიზეზით, როგორიცაა საექსპლუატაციო ნორმების დარღვევა ან სხვა გარემოება და დასტურდება შესაბამისი კომპეტენტური პირის დასკვნით. 15. რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლის ბოლოს იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (3), სადაც: i - სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); RAB t+i - რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის ბოლოს (ლარი); TA t-1 - მატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); IA t-1 - არამატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); TP t-1 - მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); IL t-1 - გაუფასურების ზარალის ღირებულება საბაზისო წლისთვის (ლარი); RA t+j - ტარიფის გაანგარიშების და სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ექსპლუატაციიდან გასასვლელი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი); 9 pINV t+j - კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); D t+j - წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც ერიცხება არსებულ და დაგეგმილ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს (ლარი); pTP t+j - მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); pDTP t+j - მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ აქტივებზე დარიცხული წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). მუხლი 9. ცვეთა/ამორტიზაცია 1. 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი მეთოდით განსაზღვრული, კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“. 2. 2018 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით კომისია ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არ არსებობის შეთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშების წესი ან კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“. მუხლი 10. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება 1. რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრება კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით. 2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) უცვლელია რეგულირების პერიოდის განმავლობაში. 3.კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) გადასახადებამდე, ყოველი რეგულირების პერიოდისათვის, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (4), 10 სადაც: WACCგადასახადებამდე - კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება გადასახადებამდე (%); g - სესხის წილი (%); rd - სესხის ღირებულება (%); re - საკუთარი კაპიტალის ღირებულება (%); T - მოგების გადასახადი (%). 4. საკუთარი კაპიტალის ღირებულება იანგარიშება შემდეგი ფორმულით: re = (rrf - ds) + cr + β × mp (5), სადაც: rrf - ურისკო საპროცენტო განაკვეთი (%); ds - ქვეყნის დეფოლტ რისკი (%); cr - ქვეყნის რისკი (%); mp - ბაზრის რისკის პრემია (%); β - სექტორული რისკის კოეფიციენტი. 5. კომისიის მიერ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) განსაზღვრისათვის სესხის წილი (g) მთლიან კაპიტალში გაითვალისწინება 60%-ის ოდენობით. მუხლი 11. საოპერაციო დანახარჯები 1. ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის საოპერაციო დანახარჯები შედგება ორი ნაწილისაგან: ა) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; ბ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები. 2. საოპერაციო დანახარჯებმა უნდა უზრუნველყოს საწარმოსათვის შესაბამის რეგულირებად საქმიანობაზე გასაწევი დანახარჯების ანაზღაურება, მათ შორის: ა) ექსპლუატაციისა და მომსახურების დანახარჯები; 11 ბ) ადმინისტრაციული და საერთო დანახარჯები. 3. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების (მათ შორის: მიმდინარე რემონტის, შენახვა-ექსპლუატაციისა და სხვა დანახარჯების) ანაზღაურებას. 4. სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საბაზისო წლის ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია. 5. კომისია უფლებამოსილია სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს საპროგნოზო ტექნიკურ–ეკონომიკური მონაცემები, რომლებსაც მიიჩნევს დასაბუთებულად, გონივრულად და სამართლიანად. 6. საწარმოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული საბაზისო წლის ფაქტობრივი ფინანსური მონაცემები და ტექნიკური სახის ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით. 7. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე და შეაფასოს წარმოდგენილი დანახარჯების გონივრულობა და შესაბამისობა. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია საბაზისო წლის საოპერაციო დანახარჯების შეფასება განახორციელოს საწარმოს წინა წლების საოპერაციო დანახარჯების ანალიზის საფუძველზე. მუხლი 12. კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები 1. კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებში გაითვალისწინება ყველა ის დანახარჯი, რომლებზეც საწარმოს აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და, შესაბამისად, შეუძლია მათზე ზეგავლენის მოხდენა. 2. საწარმოსათვის სატარიფო რეგულირების პერიოდის (t+i) სატარიფო წლის კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (6), სადაც: i - სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); cOPEX t+i - საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); cOPEX t-1 - საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები საბაზისო წლისთვის (ლარი); CPI t+j - ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ტარიფის გაანგარიშების და შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით (%); 12 X t+j - ეფექტიანობის ფაქტორი ტარიფის გაანგარიშების და შესაბამისი სატარიფო წლისთვის (%). საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საბაზისო წლის ფაქტობრივ დანახარჯს, თუმცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ასახვას საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება ნულოვანი მაჩვენებლით (CPI t+j =0%), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 5%-ს, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება 5%-ის ოდენობით (CPI t+j =5%). 4. საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც რეგულირების პერიოდზე განისაზღვრება საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით (spOPEXt+i) ექვემდებარება კორექტირებას სრულად ან ნაწილობრივ, წინამდებარე მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 13. არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები 1. არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებში გაითვალისწინება ყველა ის დანახარჯი, რომლებიც გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით და რომლებზეც საწარმოს გადაწყვეტილების მიღება ან ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია (გადასახადები, მოსაკრებლები, კომისიის რეგულირების საფასური, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ტარიფი და სხვა). 2. სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული სატარიფო წლისთვის არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები განისაზღვრება სატარიფო რეგულირების პერიოდის საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე. მუხლი 14. საბრუნავი კაპიტალი 1. კომისია შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის ოდენობას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (7), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – საბრუნავი კაპიტალის ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის 13 (ლარი); – დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე); – საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა (დღე); – საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში – საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუადრეს 15 რიცხვისა (დღე); – საოპერაციო და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელთა შემთხვევაშიც საწარმოს გააჩნია დადებითი სხვაობა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღეებს შორის (ლარი); – სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხებს შორის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გაანგარიშებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა (WC) უარყოფითი რიცხვია, საწარმოს საბრუნავი კაპიტალის ოდენობა ნულის ტოლია. 3. კომისია შესაბამისი (t+i) სატარიფო წლის საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში ასახავს საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯს შემდეგი ფორმულით: (8), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – საბრუნავი კაპიტალის ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის მოქმედი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების ტოლია (%); 14 – ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი, რომლის ოდენობის გაანგარიშება განხორცილდება ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების სეზონური ცვალებადობის გათვალისწინებით (ლარი). 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯის გაანგარიშებაში მონაწილე ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების სეზონურ ცვალებადობასთან დაკავშირებული კომპონენტი (St+i) უარყოფითი რიცხვია, მაშინ აღნიშნული კომპონენტი გაანგარიშებაში გაუტოლდება ნულს. მუხლი 15. წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები 1. კომისია შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს მიერ შესაბამისი წლისათვის წყალმომარაგების ქსელში მისაღები წყლის მოცულობას, რომელიც შედგება მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის მოცულობისაგან და სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგისაგან: (9), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – წყალმომარაგების ქსელში მისაღები წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3); – მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3); – სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3). 2. მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის მოცულობის გაანგარიშებისას კომისია ხელმძღვანელობს საწარმოს მიერ საბაზისო წელს მიწოდებული სასმელი წყლის, ასევე წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობის ფაქტობრივი მონაცემებით ან საპროგნოზო მონაცემებით (საწარმოს მიერ სასმელი წყლის მიწოდების დინამიკის გათვალისწინებით). 3. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგის სიდიდე საწარმოსათვის დგინდება ინდივიდუალურად, კომისიის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით და მოქმედებს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება კომისიის ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 15 5. სასმელი წყლის ზენორმატიული დანაკარგის შესყიდვის ღირებულება არ გაითვალისწინება ტარიფის გაანგარიშებისას და არ აუნაზღაურდება საწარმოს. 6. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ფაქტობრივი დანაკარგი ნაკლებია შესაბამისი საწარმოსათვის დადგენილ სასმელი წყლის ნორმატიულ დანაკარგზე, სხვაობით მიღებული მოგება რჩება საწარმოს. 7. წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (10 ), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი (ლარი/კვტსთ); – ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება 1მ3 წყლის მოპოვებასა და სასმელი წყლის ქსელში მიწოდებაზე სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტსთ/მ3); – წყლის მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ოდენობა, ხოლო წყლის შეძენის შემთხვევაში, შეძენის ფასი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – ქიმიური რეაგენტების ღირებულება მოცულობის ერთეულზე სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – ქსელში მისაღები წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3). 8. წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები იმ საწარმოსათვის, რომელიც წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელებისათვის შეისყიდის სასმელ წყალს, ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპის გათვალისწინებით, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (11 ), სადაც: 16 i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი (ლარი/კვტსთ); – ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება 1მ3 სასმელი წყლის ქსელში მიწოდებაზე სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტსთ/მ3); – სასმელი წყლის შეძენის ფასი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – ქსელში მისაღები წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3). მუხლი 16. დანახარჯების გადანაწილება (ალოკაცია) 1. საწარმო ვალდებულია, საბაზისო წლის შემოსავლები და დანახარჯები, ასევე, აქტივები კომისიაში წარმოადგინოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით. 2. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად ან/და არარეგულირებად საქმიანობას, საწარმოს საერთო დანახარჯების და აქტივების კონკრეტულ საქმიანობაზე გადანაწილებას ახდენს კომისია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საერთო დანახარჯებისა და აქტივების კონკრეტულ საქმიანობაზე გადანაწილება, კომისია უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მეთოდოლოგიის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. თავი III. ტარიფების გაანგარიშება მუხლი 17. სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი 1. გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდების ტარიფის გასაანგარიშებლად, სასმელი წყლის მიწოდების საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება იყოფა მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის მოცულობაზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (12), სადაც: 17 i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); – გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისათვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – მიწოდებული სასმელი წყლის მოცულობა სატარიფო წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის შესაბამისად (მ3). 2. სატარიფო წლისთვის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (13), სადაც: – გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/სულზე/თვეში); – გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); N – სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა (მ3/სულზე/თვეში). მუხლი 18. წყალარინების ტარიფი 1. სატარიფო წლისთვის გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფის გასაანგარიშებლად წყალარინების საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება იყოფა მომხმარებლებისათვის წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობაზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (14), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); 18 – გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – წყალარინების მომსახურებისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობა სატარიფო წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის შესაბამისად (მ3). 2. სატარიფო წლისთვის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (15), სადაც: – გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/სულზე/თვეში); – გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); N – სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა (მ3/სულზე/თვეში). მუხლი 19. წყალმომარაგების ტარიფი 1. წყალმომარაგების ტარიფი იანგარიშება სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების ჯამით მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისათვის არ ხდება ორივე მომსახურების გაწევა, მომხმარებელს ერიცხება მხოლოდ გაწეული მომსახურების შესაბამისი ტარიფი. თავი IV. ტარიფების კორექტირება მუხლი 20. ტარიფების კორექტირების პრინციპები და ძირითადი მექანიზმები 1. წინამდებარე მეთოდოლოგია ტარიფის გაანგარიშებისას ითვალისწინებს დაგეგმილი მაჩვენებლების ასახვას რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში. შესაბამისად, კომისია სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლისთვის ტარიფების კორექტირებას განახორციელებს დანახარჯების კორექტირების მაჩვენებლით. 19 მუხლი 21. სასმელი წყლის მიწოდების, წყალარინებისა და წყალმომარაგების ტარიფების კორექტირება 1. ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდის წყალმომარაგების ტარიფი ექვემდებარება კორექტირებას და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) კაპიტალური დანახარჯები; ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილი; გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; დ) მიწოდებული სასმელი წყლის და წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობა; ე) წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები (ლარი); ვ) მომსახურების ხარისხი. 2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (16), სადაც: i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); TVCORRt+i – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი) CORRt+i – კორექტირებას დაქვემდებარებული (t-(n+1)+i) წლის კორექტირება, რომელიც აისახება (t+i) სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში (ლარი); rd (t-(n+1)+i+j) – დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის მოქმედი სესხის ღირებულების ტოლია (%); 3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (17), სადაც: 20 i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); CORR t+i – კორექტირებას დაქვემდებარებული (t-(n+1)+i) წლის კორექტირება, რომელიც აისახება (t+i) სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში (ლარი); cCAPEX t-(n+1)+i – შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია (t-(n+1)+i) წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ კაპიტალურ დანახარჯებს შორის სხვაობით (ლარი); corrOPEX t-(n+1)+i – შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია (t-(n+1)+i) წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით, კორექტირებას დაქვემდებარებულ ფაქტობრივ და დაგეგმილ კონტროლირებად დანახარჯებს შორის სხვაობით და ასევე ფაქტობრივ და დაგეგმილ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობით (ლარი); cRev t-(n+1)+i – შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია (t-(n+1)+i) წლის მიწოდებული სასმელი წყლის და წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის ფაქტობრივ და დაგეგმილ მოცულობებს შორის სხვაობით (ლარი); cCoW t-(n+1)+i – შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია (t-(n+1)+i) წლის წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივ და დაგეგმილ ოდენობებს შორის სხვაობით (ლარი). 4. კომისია უფლებამოსილია, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების სხვა (რეგულირებად ან არარეგულირებად) საქმიანობაში გამოყენებიდან და ექსპლუატაციიდან გასული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით, საწარმოს წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებიდან მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის დადებითი სხვაობით, აგრეთვე საწარმოს მიერ საოპერაციო დანახარჯების დაფინანსების მიზნით მესამე მხარისაგან მიღებული სახსრებით (სრულად ან ნაწილობრივ). ამასთან, ექსპლუატაციიდან გასული, სრულად გაცვეთილი რეგულირებადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში, კომისია საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზას შეამცირებს აღნიშნული რეგულირებადი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული მოგების 50%-ით. მუხლი 22. კაპიტალური დანახარჯების კორექტირება 21 1. თუ საწარმოს მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება განსხვავდება დაგეგმილი ინვესტიციების ღირებულებისაგან, ტარიფის კორექტირება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის მე-8 მუხლში ასახული პრინციპების გათვალისწინებით. 2. საწარმოს კაპიტალური დანახარჯების კორექტირება შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულებით: (18), სადაც: cCAPEX – კაპიტალური დანახარჯების კორექტირება კონკრეტული წლისთვის (ლარი) cRet – ამონაგების კორექტირება კონკრეტული წლისათვის „(ლარი) cD – ცვეთის კორექტირება კონკრეტული საკორექტირებო წლისთვის (ლარი) cRet = (aRAB – pRAB) × WACC (19), სადაც: cRet – ამონაგების კორექტირებული ღირებულება შესაბამისი წლისთვის (ლარი); aRAB – რეგულირებადი აქტივების ბაზის ფაქტობრივი ღირებულება შესაბამისი წლისთვის (ლარი); pRAB – რეგულირებადი აქტივების ბაზის დაგეგმილი ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); WACC – კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება, რომელიც მოქმედებს შესაბამის წლისთვის (%); cD = (aD – pD) (20), სადაც: cD – კორექტირებული წლიური ცვეთა/ამორტიზაციის ღირებულება შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); aD – ფაქტობრივი წლიური ცვეთა/ამორტიზაციის ღირებულება 22 შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); pD(t–1) – დაგეგმილი წლიური ცვეთა/ამორტიზაციის ღირებულება შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); მუხლი 23. საოპერაციო დანახარჯების კორექტირება 1. თუ კონკრეტულ წელს საწარმოს მიერ ფაქტობრივად გაწეული საოპერაციო დანახარჯები განსხვავდება დაგეგმილი საოპერაციო დანახარჯების ოდენობისაგან, მაშინ აღნიშნული წლის საოპერაციო დანახარჯების კორექტირებული ოდენობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით: corrOPEX = (a ncOPEX – p ncOPEX) + (a spOPEX – p spOPEX) + cINFL (21), სადაც: corrOPEX – საოპერაციო დანახარჯების კორექტირებული ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); a ncOPEX – არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ფაქტობრივი ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); p ncOPEX – არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების დაგეგმილი ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); a spOPEX – კორექტირებას დაქვემდებარებული კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ფაქტობრივი ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); p spOPEX – კორექტირებას დაქვემდებარებული კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების დაგეგმილი ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); cINFL – კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების კორექტირებული ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც გამოწვეულია ინფლაცისს ფაქტობრივ და დაგეგმილ მაჩვენებლებს შორის სხვაობით (ლარი). მუხლი 24. სასმელი წყლის მიწოდებითა და წყალარინების მომსახურებით მიღებული შემოსავლების კორექტირება 1. თუ კონკრეტული სატარიფო წლისთვის საწარმოს მიერ მიწოდებული სასმელი წყლის და წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის ფაქტობრივი მოცულობა განსხვავდება 23 დაგეგმილი მოცულობისაგან, მაშინ აღნიშნული წლის შემოსავლების კორექტირებული ოდენობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით: cREV = (aWCons - pWCons) x T (22), სადაც: cREV - შემოსავლების კორექტირებული ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); მომხმარებლებისათვის ფაქტობრივად მიწოდებული წყლის მოცულობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (მ3); მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი დაგეგმილი წყლის მოცულობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (მ3); T - ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (თეთრი/კვტსთ). 2. კომისია არ გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კორექტირების მექანიზმს იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული სასმელი წყლის ფაქტობრივი რაოდენობის დანაკლისი დაგეგმილთან მიმართებაში გამოწვეულია საწარმოს მიზეზით. მუხლი 25. წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების კორექტირება 1. თუ კონკრეტული სატარიფო წლის ელექტროენერგიის შესყიდვის ფაქტობრივი საშუალო შეწონილი ფასი, წყლის შეძენის ფასი ან ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი ან/და ქიმიური რეაგენტების ღირებულება განსხვავდება ამავე წლისთვის დაგეგმილი მაჩვენებლებისაგან, კომისია ახდენს წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების კორექტირებას შემდეგი ფორმულით: C CoW = a CoW – p CoW (23), სადაც: cCoW - წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების კორექტირებული ოდენობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი); a CoW - წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების 24 ფაქტობრივი ოდენობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი); p CoW - წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების დაგეგმილი ოდენობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივი მნიშვნელობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (24 ), სადაც: – წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი); – ელექტროენერგიის ფაქტობრივი შესასყიდი ფასი კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი/კვტსთ); – კონრეტული სატარიფო წლისთვის დაგეგმილი ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება 1მ3 წყლის მოპოვებასა და სასმელი წყლის ქსელში მიწოდებაზე (კვტსთ/მ3); – წყლის მოპოვების შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ფაქტობრივი ოდენობა, ხოლო წყლის შეძენის შემთხვევაში, შეძენის ფაქტობრივი ფასი კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – ქიმიური რეაგენტების ფაქტობრივი ღირებულება მოცულობის ერთეულზე კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – მომხმარებლებისათვის ფაქტობრივად მიწოდებული წყლის მოცულობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (მ3); – კონკრეტული სატარიფო წლისთვის დადგენილი სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი (მ3). 3. საწარმოსათვის, რომელიც წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელებისათვის შეისყიდის სასმელ წყალს, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივი მნიშვნელობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (25 ), სადაც: 25 – წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); – ელექტროენერგიის ფაქტობრივი შესასყიდი ფასი კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი/კვტსთ); – კონრეტული სატარიფო წლისთვის დაგეგმილი ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება 1მ3 წყლის მოპოვებასა და სასმელი წყლის ქსელში მიწოდებაზე (კვტსთ/მ3); – სასმელი წყლის შეძენის ფაქტობრივი ფასი კონკრეტული სატარიფო წლისთვის (ლარი/მ3); – მომხმარებლებისათვის ფაქტობრივად მიწოდებული წყლის მოცულობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის (მ3); – კონკრეტული სატარიფო წლისთვის დადგენილი სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი (მ3). მუხლი 26. ტარიფების კორექტირება რეგულირების პერიოდის განმავლობაში 1. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წლიური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოვლინდება, რომ საანგარიშო წლის კორექტირების მოცულობა (CORR t+i ) უდრის ან აღემატება შესაბამის წელს ტარიფით მისაღები შემოსავლის 10%-ს დადებითი ან უარყოფითი ნიშნით, კომისია ვალდებულია, განახორციელოს კორექტირებას დაქვემდებარებული კომპონენტების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი, რათა განსაზღვროს კორექტირების ზუსტი მოცულობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის ანალიზის შედეგად კორექტირების მოცულობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფის გაანგარიშებისთვის ჩატარებული საწარმოს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტით არაგონივრულად მიჩნეული დანახარჯები. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად დაზუსტებული კორექტირების მოცულობა (CORR t+i ) უდრის ან აღემატება შესაბამის წელს ტარიფით მისაღები შემოსავლის 10%-ს დადებითი ან უარყოფითი ნიშნით, კომისია განახორციელებს რეგულირების პერიოდზე საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების რეგულირების პერიოდის განმავლობაში ცვლილებას. თავი V. ტარიფების დადგენისა და განაცხადის წარდგენის პროცედურები მუხლი 27. აღრიცხვა-ანგარიშგება 1. რეგულირების მიზნებისთვის საწარმო ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი 26 საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას ან/და, არარეგულირებად საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, თითოეულ რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად. 3. საწარმომ მომხმარებლის ფინანსური წყაროებით შექმნილი ძირითადი აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს განცალკევებულად, ამ მეთოდოლოგიის პირობების შესაბამისად. მუხლი 28. ტარიფის დასადგენად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ტარიფის დადგენის მიზნით საწარმო ვალდებულია ტარიფის გაანგარიშების წლისთვის კომისიაში წარმოადგინოს სატარიფო განაცხადი. 2. სატარიფო განაცხადისა და მონაცემთა ფორმები, აგრეთვე სატარიფო განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სატარიფო განაცხადთან ერთად საწარმომ ასევე უნდა წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი და აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. 4. კომისია უფლებამოსილია საწარმოს მოსთხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს. 5. სატარიფო განაცხადისა და მასზე დართული მასალების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატარიფო განაცხადის წარმომდგენს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. მუხლი 29. ტარიფის დადგენის ვადები და პროცედურები 1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს. 2. კომისია სატარიფო განაცხადის დამტკიცებულ ფორმასთან შესაბამისობას და მის სისრულეს განიხილავს სატარიფო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 3. თუ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საწარმო კომისიაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, კომისიის გადაწყვეტილებით სატარიფო განაცხადი რჩება განუხილველად. ამასთან, თუ განუხილველად დატოვებული სატარიფო განაცხადი წარდგენილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული 27 ვალდებულებებიდან გამომდინარე (რეგულირების პერიოდის გასვლის გამო), საწარმოს შეიძლება დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია. 5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და თავისი ინიციატივით გადახედოს საწარმოს ტარიფებს. ამ შემთხვევაში საწარმოს მიერ საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის პირობები განისაზღვრება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 6. სრულყოფილად წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიღების ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. 7. სატარიფო განაცხადის განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები (გარდა იდენტიფიცირებად პირებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციისა, აგრეთვე კომისიის მიერ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა) საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის. 8. ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაეცნოს კომისიაში წარმოდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები. 9. სატარიფო განაცხადთან დაკავშირებული მოსაზრებები წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტაციას. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა, წარმოდგენილი მოსაზრებების ასლი უნდა გაეგზავნოს სატარიფო განაცხადის წარმდგენს, ხოლო მოსაზრებები განიხილება სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისას. 10. სატარიფო განაცხადის განხილვის პროცესში კომისია უფლებამოსილია საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვადასხვა სახის დასკვნის წარდგენა. 11. სატარიფო განაცხადის განხილვისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისია უფლებამოსილია, მოაწყოს შეხვედრები ან/და საჯარო სხდომები აღნიშნულ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით. 12. განმცხადებელს 7 სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს სატარიფო განაცხადის საჯარო სხდომაზე განხილვის დრო და ადგილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 03.07.2018 წ. თავი VI. გარდამავალი დებულებები მუხლი 30. გარდამავალი დებულება 1. 2018-2020 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ქვემოთ მოცემული კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 12.22%; ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.93%; გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 6.17%; 28 დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 4.16%; ე) ქვეყნის რისკი (cr) – 5.12%; ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7. 2. პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 2.0%-ს, ხოლო ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე კონკრეტული საწარმოს პირველი რეგულირების პერიოდის შესაბამისი ტარიფის გაანგარიშების წლისთვის უდრის – 0%-ს. ამასთან, ინდივიდულაური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – 0-ს. 3. მომსახურების ხარისხის ფაქტორით ტარიფის კორექტირება განხორციელდება კომისიის მიერ შესაბამისი წესის ამოქმედების შემდეგ. 4. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია. 41. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა. 5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილია სატესტო წლის წლიური ანგარიშის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე და ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია ტარიფის გაანგარიშებისას დაეყრდნობა უახლოესი პერიოდის აუდირებულ მონაცემებს. 6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე. 7. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე წყალმომარაგების ტარიფების დადგენისას გაითვალისწინება "ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის 497 მუხლით განსაზღვრული "წყალმომარაგების ტარიფის დადგენის დროებითი წესი". 8. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელების წესს შესაბამისი ნორმატიული აქტით ამტკიცებს კომისია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 03.07.2018 წ. დანართი №2 სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები 1. სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ შექმნილ ან/და შეძენილ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის შემდეგი ნორმები: 29 № საერთო აქტივები ცვეთა/ამორტიზაციის წლიური ნორმა (%) სასარგებლო მომსახურების ვადა (წელი) 1 სატრანსპორტო ნაგებობები 3.33 30 2 საოპერაციო შენობები 1.82 55 3 ადმინისტრაციული შენობები 1.54 65 4 სასაწყობო ფართი 5.00 20 5 ავეჯი და მოძრავი ინვენტარი 10.00 10 6 კომიუტერული და საოფისე ტექნიკა 20.00 5 7 ინსტრუმენტები/მოწყობილობები 20.00 5 8 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები 12.50 8 9 მძიმე სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალური ტექნიკა 8.33 12 10 არამატერიალური აქტივები 20.00 5 № წყალმომარაგების საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივები ცვეთა/ამორტიზაციის წლიური ნორმა (%) სასარგებლო მომსახურების ვადა (წელი) 11 სათავე ნაგებობები – ჭაბურღილები, შახტური ჭები კაპტაჟები და ა.შ. 2.22 45 12 სასმელი წყლის მილები 2.22 45 13 წყალარინების მილები 2.22 45 14 სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობები* 5.00 20 15 წყალარინების გამწმენდი ნაგებობები* 5.00 20 16 საქლორატორო დანადგარები* 10.00 10 17 რეზერვუარები 2.00 50 18 ტუმბო-აგრეგატები* 12.50 8 19 აღრიცხვის კვანძები 10.00 10 20 ურდულები, წნევის რეგულატორები, ვანტუზები და ა.შ ** 6.67 15 30 21 სახანძრო ჰიდრანტები 2.00 50 22 ლაბორატორია 10.00 10 23 სხვა მოწყობილობა დანადგარები 10.00 10 * გარდა შენობა ნაგებობისა ** გარდა ჭებისა (ჭები იცვითება როგორც რ/ბ-ის მიწისქვეშა კონსტრუქცია)

Resolution No. 21 of 2017 of Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission on Methodology of Calculating Water Supply Tariffs · Nelum