Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 174 of 2023 of Georgian Government on Rules for Use of Lactic Acid to Reduce Microbiological Surface Contamination of Bovine Carcases or Half Carcases or Quarters

Made 2023-05-08 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2023 წლის დადგენილება №174 მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition
Keywords
cattle, data collection/reporting, food safety and quality, HACCP, meat, residues, hygiene/sanitary procedures, standards

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №174 2023 წლის 8 მაისი ქ. თბილისი მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს სასაკლაოში სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ რძემჟავას გამოყენების წესს მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად. 2. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო. მუხლი 2. სასაკლაოში რძემჟავას გამოყენების პირობები მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად 1. რძემჟავას ხსნარი უნდა მომზადდეს მხოლოდ იმ რძემჟავასგან, რომელიც შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის – საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 აგვისტოს №379 დადგენილებით განსაზღვრულ სპეციფიკაციებს. 2. რძემჟავას ხსნარი: ა) გამოიყენება მხოლოდ სასაკლაოში მყოფი მსხვილფეხა საქონლის (მათ შორის, Bubalus-ისა და Bison ის სახეობები) მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე; ბ) გამოიყენება მხოლოდ შესხურებით ან დანისვლით, სასმელ წყალში 2%-დან 5%-მდე რძემჟავას ხსნარის გამოყენებით არაუმეტეს 55°C ტემპერატურაზე; გ) გამოყენებული უნდა იყოს კონტროლირებად და შემოწმებად პირობებში, რომელიც http://www.matsne.gov.ge 24011000010003024007 ინტეგრირებულია საფრთხის ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (HACCP) დაფუძნებულ მართვის სისტემაში, მათ შორის, სულ მცირე, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების ჩათვლით. 3. რძემჟავა ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხილული ფეკალური დაბინძურების მქონე ტანხორცზე. 4. რძემჟავას ხსნარის გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს ხორცის შეუქცევადი ფიზიკური მოდიფიკაცია. მუხლი 3. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) მინიმალური კრიტერიუმები და კონტროლის პარამეტრები 1. ტანხორციდან სინჯის აღება, მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილების მნიშვნელობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე რძემჟავას ხსნარის გამოყენებამდე. 2. რძემჟავას კონცენტრაცია დამუშავებისას, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, უნდა იყოს ვერიფიცირებული (დადასტურებული) პერიოდული მონიტორინგით, დოკუმენტირებული და უნდა იწარმოებოდეს ჩანაწერები. 3. დამუშავებისას რძემჟავას ხსნარის ტემპერატურაზე, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, მუდმივად უნდა წარმოებდეს მონიტორინგი ინსტრუმენტული გაზომვებით, უნდა იყოს დოკუმენტირებული და იწარმოებოდეს ჩანაწერები. მუხლი 4. ინფორმაცია დამუშავების შესახებ ბიზნესოპერატორმა, რომელიც სასაკლაოში იყენებს რძემჟავას ხსნარს მთლიანი, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობული დაბინძურების შესამცირებლად, უნდა აცნობოს ასეთი გამოყენების შესახებ იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც იღებს დამუშავებულ მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცს. ეს ინფორმაცია უნდა იყოს დოკუმენტირებული. http://www.matsne.gov.ge 24011000010003024007

Resolution No. 174 of 2023 of Georgian Government on Rules for Use of Lactic Acid to Reduce Microbiological Surface Contamination of Bovine Carcases or Half Carcases or Quarters · Nelum