Resolution No 17 of 2014 of Georgian Government on Technical Regulations on Environmental Protection
Made 2014-01-03 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Air and atmosphere, Environment, Water
- Keywords
- water quality standards, air quality/air pollution, hazardous substances, environmental standards, pollution control, standards, protection of environment, freshwater pollution
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 2014 წლის 3 იანვარი ქ.თბილისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე: მუხლი 1 დამტკიცდეს: ა) საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 1); ბ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 2); გ) ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის (დანართი 3); დ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა (დანართი 4). ე) საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი №5). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 12.03.2015წ. მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანართი 1 საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი 1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ საწარმოო და არასაწარმო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. 2. საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და მდგომარეობს შემდეგში: ინგრედიენტი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 შეწონილი ნაწილაკები 60 მგ/ლ ჟბმ (ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება) 25 მგ 02/ლ ჟქმ (ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება) 125 მგ 02/ლ საერთო ფოსფორი 2 მგ/ლ ნავთობპროდუქტები* 5,0 მგ/ლ საერთო აზოტი 15 მგ/ლ დეტერგენტები (სზან) 2,0 მგ/ლ ცხიმები 5 მგ/ლ ფენოლები 0,1 მგ/ლ ქრომი (Cr+6)* 0,1მგ/ლ ნიკელი (Ni+2)* 1,0 მგ/ლ თუთია (Zn+2)* 4,0მგ/ლ ტყვია (Pb+2)* 1,0 მგ/ლ კალა (Sn+2)* 2,0 მგ/ლ რკინა საერთო* 2,0 მგ/ლ სპილენძი (Cu+2)* 3,0 მგ/ლ ფორმალდეჰიდი 0,05 მგ/ლ pH 6,5-8,5 ტემპერატურა ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად ზედაპირული წყლის ობიექტის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის საშუალოთვიურ ტემპერატურასთან შედარებით 3. მე-2 პუნქტში მოყვანილ ცხრილში ნიშანი - *-ით აღნიშნული ინგრედიენტების ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული ზონა, ანუ რომელიც: ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით; ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების სახეობების დაცვისათვის; გ) განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის. 4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია ჩამდინარე წყლის ხარისხი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 მოიყვანოს შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან. 5. ზედაპირული წყლის ობიექტებში არ შეიძლება ჩაშვებულ იქნეს ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთათვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, ან არ არსებობს ანალიტიკური კვლევის მეთოდები. 6. ზედაპირული წყლის ობიექტებში დაუშვებელია გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი და ინფექციური დაავადებების გამომწვევების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება. დანართი №2 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი 1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. 2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება 5 წელიწადში ერთხელ. 3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა განსაზღვრულია დანართი 4 ით. დანართი №3 ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის 1. ტექნიკური რეგლამენტი მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ყველა იმ საქმიანობისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. 2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების იმ საქმიანობების, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. განმახორციელებელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის სავალდებულოა შემუშავდეს “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში”, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის წყაროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები. 4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები (Cx, მგ/მ3) გაფრქვევის მილის სიმაღლის (H, მ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D, მ) და მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (Cმ, მგ/მ3) დამოკიდებულებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: Cx=30Cm(H+D)/D, მავნე ნივთიერების დასახელება და მისი ქიმიური ფორმულა მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/მ3 არაორგანული მტვერი, გოგირდის დიოქსიდი SO2 0,5 http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 ჭვარტლი (ნახშირბადი შავი) C 0,15 აზოტის დიოქსიდი NO2 0,085 ნახშირბადის ოქსიდიCO, ეთილის სპირტი (ეთანოლი) C2H6O 5,0 ნახშირწყალბადები (ჯამურად) CხHყ, მეთილის სპირტი (მეთანოლი) CH4O 1,0 ვანადიუმის ხუთჟანგი (დი-ვანადიუმ-პენდოქსიდი) V2O5, სპილენძის ოქსიდი CuO 0,002 ბენზოლი C6H6 1,5 ტოლუოლი C7H8 0,6 ამიაკი NH3, ქსილოლი C8H10, ქლორწყალბადმჟავა (ეიდროქლორიდი) HCI, ძმარმჟავა C2H4O2 0,2 გოგიდწყალბადი H2S 0,008 კალას ოქსიდი SnO და კალას დიოქსიდი SnO2, მოლიბდენი Mo და მისი ნაერთები MoA, ფტორწყალბადი (ჰიდროფტორიდი) HF 0,02 თუთიის ოქსიდი Zno 0,05 ფორმალდეჰიდი CH2O 0,035 დარიშხანი As და მისი ნაერთები AsA 0,003 ალუმინის ოქსიდი AI2O3, მანგანუმი Mn და მისი ნაერთები MnA, ფენოლი C6H6O, ციანწყალბადმჟავა (ეიდროციანიდი) HCN 0,01 ვერცხლისწყალი Hg და მისი ნაერთები HgA, კადმიუმის ნაერთები CdA 0,0003 ქრომის (VI)-ის ნაერთები CrA 0,0015 ბენზაპირენი C20H12 0,000001 აზოტმჟავა HNO3, მაგნიუმის ოქსიდი MgO 0,4 აცეტონი (პროპან-2-ონი) C3H6O 0,35 სკიპიდარი 2,0 გოგირდმჟავა H2 SO4 0,3 ეთილმერკაპტანი (ეთანთიოლი) C2H6 S, ბუნებრივი მერკაპტანების ნარევი 0,00005 მეთილმერკაპტანი (მეთანთიოლი) CH4S 0,0001 რკინის ოქსიდი Fe2O3, FeO 0,04 ტყვია Pb და მისი ნაერთები PbA, ნიკელი Ni და ნიკელის ოქსიდი NiO, კობალტის ოქსიდი CoO 0,001 http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 სადაც მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობები აიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით: 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და ამავე დროს, ორი ან ორზე მეტი მათგანიდან ერთიდაიგივე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში. 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში გაფრქვევის მილის გარეშე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემთხვევაში, თითოეულ ამ წყაროსთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურ მნიშვნელობებად აიღება მე-2 პუნქტში წარმოდგენილ დოკუმენტში დადგენილ შესაბამის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაჩვენებლები. დანართი 4 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა შეთანხმებულია (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა) (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) “ ” “ ” 20 წ. მოქმედების ვადა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე 20 – 20– წლების პერიოდისათვის საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ადგილმდებარეობა, მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––– გამოშვებული პროდუქცია (რაოდენობა წელიწადში) ––––––––––––– მუშაობის რეჟიმი (სამუშაო დღეების რაოდენობა/წელ., სამუშაო საათების რაოდენობა/დღ.) –––––––––––––––––––––––––––––––––– ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 წყლის ამოღების წერტილი (მანძილი შესართავიდან, კმ) ამოღებული წყლის რაოდენობა: ათასი კუბ.მ იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბრი სულწელიწადში საწარმოს ხელმძღვანელი (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) “ ” “ ” 20 წ. ბ.ა დანართი №5 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების ტექნიკური რეგლამენტი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, შავი ზღვის წყლებში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრის მინიმუმამდე დაყვანისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე გემებიდან ბალასტური წყლების მართვის პროცედურებისა და პროცესების განსაზღვრა. 2. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) იზოლირებული ბალასტური წყლები – ბალასტური წყლები, რომლებიც მიღებულია საწვავისა და ტვირთის სისტემისაგან სრულად იზოლირებულ, გადასატანად გამიზნულ გემის ტანკში (ტანკებში); ბ) ბალასტური წყლები – წყლები, რომლებიც გადააქვს გემს და რომელთა დანიშნულებას წარმოადგენს გემის წონასწორობის, სიმყარისა და კონსტრუქციული მთლიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, როდესაც გემი არ არის დატვირთული; გ) თავისუფალი პრაქტიკის მიღება – გემის მიერ საბაჟო, სანიტარიული და სასაზღვრო კონტროლის გავლა; დ) ,,ყვავილობა“ - ფიტოპლანქტონის მასიური განვითარება. 3. ტერმინებს, რომლებიც ამ დანართში არ არის განმარტებული, აქვს საქართველოს საზღვაო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა. 4. გემის კაპიტანი, რომელსაც გემზე გააჩნია იზოლირებული ბალასტური წყლები და საქართველოს ნავსადგურებში http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 მიემართება სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად, ვალდებულია, გემის მომსახურე სააგენტო კომპანიის მეშვეობით, აცნობოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს გემზე არსებული ბალასტური წყლების რაოდენობა და წარუდგინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A-868(20) რეზოლუციის №1 დამატებითა და სხვა შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებული ,,ბალასტური წყლების შეტყობინების ფორმა“. 5. ღია ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების გამოცვლისას, საქართველოს ნავსადგურებში მომავალმა გემებმა უნდა მოახდინონ ბალასტური წყლების შეცვლა საქართველოს სანაპიროებიდან 50-მილიან ზონაში შემოსვლამდე, სადაც სიღრმეები არ უნდა იყოს 200 მეტრზე ნაკლები. 6. ტანკერს, რომელსაც გადააქვს იზოლირებული ბალასტური წყლები, უნდა გააჩნდეს იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა, წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების გადატანის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად. გეგმის დანიშნულებაა, იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურების უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფა. 7. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა უნდა იყოს ჩართული გემის ექსპლუატაციის დოკუმენტაციაში, ითვალისწინებდეს გემიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაშვების ან ჩაბარების პროცედურებს, მონაცემებს მათ დასამუშავებელ მოწყობილობებზე, სინჯების აღების წერტილების კოორდინატებს და სხვა. 8. იზოლირებული ბალასტური წყლების აღებისას ან ჩაშვებისას რეგისტრირდება: წყლის აღების თარიღი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გემის ტანკები, იზოლირებული ბალასტური წყლის ტემპერატურა და მარილიანობა, ასევე ჩატვირთული ან ჩაშვებული იზოლირებული ბალასტური წყლის რაოდენობა. 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში კონვენციური სამსახური) გემის ინსპექტირების დროს ვალდებულია, გადაამოწმოს ამ დანართის მე-8 პუნქტში აღნიშნული მონაცემები. 10. თუ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი გემი ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ ასრულებს უამინდობის, ზღვის მდგომარეობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კონვენციურ სამსახურს და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. 11. გემების მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების მიღებისას უნდა გატარდეს ღონისძიებები წყლის პოტენციურად მავნე და პათოგენური ორგანიზმების და იმ ლექების მიღების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიცავენ ასეთ ორგანიზმებს. იზოლირებული ბალასტური წყლის მიღება მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი, ან შესაძლებლობის შემთხვევაში, გამორიცხული ზღვის ისეთ რაიონებში,სადაც წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების პოპულაციების უეცარი მასიური გამოვლენა ან წყლის ყვავილობა შეიმჩნევა, ასევე, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების, ან ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების წარმოების სიახლოვეს, ან თხელწყლიან ადგილებში და ისეთ შემთხვევებში, როდესაც წევის ხრახნმა შეიძლება გამოიწვიოს ფსკერული ლექის დაძვრა. 12. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმის თანახმად, იზოლირებული ბალასტური წყლების ტანკების გაწმენდა, ლექის მოცილების მიზნით, ტარდება ღია ზღვაში, შესაძლებლობის შემთხვევაში, ხოლო ნავსადგურში – კონტროლირებად პირობებში ან მშრალ დოკზე. 13. გემის მიერ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების გასაადვილებლად, ერთსა და იმავე ნავსადგურში იზოლირებული ბალასტური წყლის მიღების და ჩაშვების აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი სხვა ნავსადგურში აღებული ზედმეტი იზოლირებული ბალასტური წყლის ჩაშვება. 14. იზოლირებული ბალასტური წყლის შეცვლის ან მისი დამუშავების შეუძლებლობის შემთხვევაში, იზოლირებული ბალასტური წყლები ინახება ტანკებში, ხოლო თუ შენახვა შეუძლებელია, გემმა საგანგებო სიტუაციებში უნდა ჩაუშვას იზოლირებული ბალასტური წყლის მინიმალურად აუცილებელი მოცულობა ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით და კონვენციური სამსახურის ზედამხედველობით. 15. ნავსადგურში შემოსული გემი უფლებამოსილია, ნავსადგურის სათანადო ტერმინალის სამსახურის მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების და ლექების მიმღები ნაგებობების შეთავაზების შემთხვევაში, გამოიყენოს ამგვარი ნაგებობები. 16. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს ეფექტური და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად განხორციელებადი და მიმართული გემის შეყოვნებისა და დანახარჯების მინიმუმამდე დასაყვანად. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 17. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფუნქციებია: ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება; ბ) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის საქმიანობის განხორცილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A 787(19) და A882(21) რეზოლუციების საფუძველზე; გ) გემის ეკიპაჟის წევრების ცოდნის დონის შემოწმება; დ) ნაოსნობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნა ზღვაში ბალასტური წყლების შეცვლის პროცესში; ე) ინფორმაციის მიღება-გადაცემა დაინტერესებული სამსახურებისათვის; ვ) ნავსადგურში შემავალი გემისათვის, ბალასტური წყლების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, დეტალური მონაცემების წარდგენა. 18. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის ფუნქციებია: ა) „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისად, შემოსული გემების ტანკებიდან ბალასტის ლექის ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მიმღები და გადამამუშავებელი ნაგებობებით; ბ) ბალასტური წყლის მიღებისათვის, შენობა-ნაგებობათა გამოყოფა და გაწმენდის ორგანიზაციის უზრუნველყოფა; გ) გემებისათვის ინფორმაციის წარდგენა ბალასტის შეცვლის ალტერნატიული ზონების ადგილმდებარეობებისა და მათი გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებისას ნავსადგურში განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა ღონისძიების შესახებ. 19. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით, კონვენციური სამსახურის ფუნქციებია: ა) ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებასა და მართვაზე სახელმწიფო კონტროლი. გემებიდან და ბალასტური წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ბალასტთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმის დარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად; ბ) ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღება, ასევე, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; გ) კვლევების ჩატარების მიზნით, სინჯების აღების შესახებ, შესაძლებლად მოკლე ვადაში აცნობოს გემის ხელმძღვანელობას; დ) აცნობოს გემის კაპიტანს, ან პასუხისმგებელ პირს, სინჯის აღების მიზანი (ბალასტური წყლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მონიტორინგი, მეცნიერული კვლევა და სხვა); ანალიზების შედეგები წარუდგინოს გემის კაპიტანს მისი მოთხოვნის საფუძველზე. 20. ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღების, ასევე, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების წარმოებისას გემის შეჩერება-შეყოვნების ვადები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. 21. გემის კაპიტანი ვალდებულია, გაუწიოს გონივრული დახმარება სინჯის აღების პროცედურებს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის პირების, ჩანაწერების და სხვა დაწვრილებითი ცნობების წარდგენას, ბალასტური სისტემების და სინჯების აღების წერტილების განლაგების შესახებ ინფორმაციას. 22. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამხედრო და სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულების გემებზე. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების არეალია საქართველოს შიდა საზღვაო წყლები, მიმდებარე ზონა, ტერიტორიული წყლები, ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608 23. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017608