Resolution No 165 of 2005 of Georgian Government on Charter for Issuing and Terms of Licenses for Producing/Packaging of Infant and Child Food Products
Made 2005-09-23 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №165 ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Food and nutrition
- Keywords
- breastfeeding/infant food, food safety and quality, authorization/permit, nutrition
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №165 2005 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებადა ფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65 2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913 დ ე ბ უ ლ ე ბ ა ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში. მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სა ქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913 2 მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებადაფასოების ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომლის ვადა სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს 3 თვემდე. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913 მუხლი 4. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები 1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) საწარმოო ობიექტის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ინფორმაცია წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ; გ) ინფორმაცია მთლიანი შიდა საწარმოო პროცესებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; დ) მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დამუშავებული ტექნოლოგიური ინსტრუქცია; ე) ინფორმაცია პროდუქციის უსაფრთხოების შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 7 დღისა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ლიცენზიის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა სალიცენზიო პირობის დარღვევაა და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 3. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მისაღებად საჭიროა ობიექტის სანიტარიულ ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოიპოვებს სამინისტრო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913 მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობის ფორმა სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913