Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 13 of 2020 of Georgian Government on Creation of Social Service Agency

Made 2020-01-09 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №13 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Agricultural and rural development, General
Keywords
governance, institution, social protection

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 2020 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11/12/2019, №5467-Iს) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მუხლი 2 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. 2. აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების თავიდან დამტკიცებას. 3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან მიჩნეულ იქნეს ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია http://www.matsne.gov.ge 04003000010003021721

Resolution No. 13 of 2020 of Georgian Government on Creation of Social Service Agency · Nelum