Resolution No 111 of 2007 of Georgian Government on Issuing Hygiene Certificate for Food and Food-related Tare
Made 2007-05-30 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №111 სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Food and nutrition
- Keywords
- certification, food safety and quality, hygiene/sanitary procedures, packaging/labelling, consumer protection
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №111 2007 წლის 30 მაისი ქ. თბილისი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს: ა) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება №326 -ვებგვერდი, 08.07.2015წ. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი დანართი №1 სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს სურსათისა და ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათის, სურსათთან დაკავშირებული ტარის სერტიფიცირების რეგულირების პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება №326 -ვებგვერდი, 08.07.2015წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებული ტერმინების განმარტებებია: ა) ჰიგიენური სერტიფიკატი (ჰიგიენური დასკვნა) – სურსათის/ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ჰიგიენური შეფასება – სურსათის/ტარის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სურსათის/ტარის იდენტიფიცირება, ლაბორატორიული გამოცდის შედეგებისა და ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, შესწავლა და შეფასება; გ) ერთგვაროვანი სურსათი – ერთი და იმავე ნედლეულისაგან დამზადებული და გამოშვებული ერთი ან მეტი დასახელების (კატეგორიის) სურსათი, რომელიც იწარმოება ერთნაირი მეთოდებით, ტექნოლოგიური აღჭურვილობით, მოწყობილობებით, და რომელთა უვნებლობის მაჩვენებლები არის იდენტური; დ) ტარა – დაფასოებისათვის გამოყენებული შესაფუთი, დამხმარე მასალები და მათგან დამზადებული ნაკეთობები, რომელიც უშუალო კონტაქტშია სურსათთან წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისას გარეშე ზემოქმედებისაგან სურსათის დასაცავად მისი ხარისხისა და სასაქონლო სახის შესანარჩუნებლად. მუხლი 3. ჰიგიენური სერტიფიკატის გამოყენების სფერო 1. ჰიგიენური სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება განმცხადებლის (მწარმოებლის/დისტრიბუტორის, ექსპორტიორის) ინიციატივით. 2. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა როგორც დაფასოებულ, ისე დაუფასოებელ სურსათზე. მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა 1. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ამ წესის მე -5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემო სავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ. 2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ტარაზე. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №129 - სსმ III, №91, 28.06.2007წ., მუხ.981 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №425 -ვებგვერდი, 11.01.2011წ. http://www.matsne.gov.ge 340.140.000.10.003.000.752 მუხლი 5. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 1. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა, მიმღები ქვეყანა, სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია; ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი. 11. თუ საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია და განმცხადებლის მიერ ერთხელ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სხვა ქვეყნის საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი და უცვლელია ტარის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული და საწარმო პროცესი, განმცხადებელი ოქმის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდება სურსათთან დაკავშირებული ტარის სხვა პარტიაზე გამოცდის ოქმის წარმოდგენისაგან. 2. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 3. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაცია თარგმანის შემთხვევაში დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №129 - სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.981 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №425 -ვებგვერდი,11.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №48 -ვებგვერდი,31.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება №326 -ვებგვერდი, 08.07.2015წ. მუხლი 6. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა 1. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის განხილვა მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ხორციელდება განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო ან სამსახური წარმოდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი განხილვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. 3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით. 4. ერთგვაროვან სურსათზე/ტარაზე გაიცემა ერთი ჰიგიენური სერტიფიკატი. 5. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა სურსათის/ტარის ვარგისიანობის/რეალიზაციის ვადის გათვალისწინებით. 6. ჰიგიენურ სერტიფიკატთან სურსათის/ტარის შესაბამისობისათვის პასუხისმგებელია განმცხადებელი. 7. დაუშვებელია სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჰიგიენური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვებული კომერციული საიდუმლოს გაცემა. 8. ჰიგიენური სერტიფიკატი ივსება 2 ეგზემპლარად. 9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულ ჟურნალში. 10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიცაა აღნიშნული სერტიფიკატი. დუბლიკატი გაიცემა დაუყოვნებლივ, მაგრამ შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა. 11. ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. 12. იმპორტიორი ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჰიგიენური სერტიფიკატის ელექტრონული ფორმით გაცემა. 13. ჰიგიენური სერტიფიკატი გაუქმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე დადგინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვნებთან. 14. ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი და ეცნობება ჰიგიენური სერტიფიკატის მფლობელს. 15. გადაწყვეტილების მიღებიდან ჰიგიენური სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უბრუნდება სააგენტოს ან სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №129 - სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.981 http://www.matsne.gov.ge 340.140.000.10.003.000.752 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №425 -ვებგვერდი, 11.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება №326 -ვებგვერდი, 08.07.2015წ. მუხლი 8. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ამ დებულების მე-5 მუხლით წარმოსადგენი დოკუმენტაციის გაყალბება; ბ) არასწორად წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობა; გ) განმცხადებლის სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესის შეჩერება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №425 -ვებგვერდი,11.01.2011წ. მუხლი 9. დასკვნითი დებულება სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №147 - სსმ III, №103, 19.08.2009 წ., მუხ.1141 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №425 -ვებგვერდი,11.01.2011წ. საქართველო GEORGIA ჰიგიენური სერტიფიკატი № HYGIENIC CERTIFICATE „ “ 20 წელი/Year სერტიფიკატის გამცემი ორგანო: Certifying Authority: დანიშნულების ქვეყანა: Country of Destination განმცხადებელი, რეკვიზიტები: Applicant: properties სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა: Name of product, Number/weight, data, Lot/batch identification number, type of packaging სერტიფიკატის გაცემის საფუძველი (დოკუმენტების ჩამონათვალი) Basis for issuance of Hygienic Certificate (list of documents) დამატებითი ინფორმაცია: Additional information: ჰიგიენური დახასიათება: The higienic description უფლებამოსილი პირი authorized person ----------------------------- ხელმოწერა Signature ბ.ა. Stamp http://www.matsne.gov.ge 340.140.000.10.003.000.752