Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 111 of 2005 of Georgian Government on Swapping Residential Land for People who Have Become Homeless by Disaster

Made 2005-07-07 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2005 წლის დადგენილება №111 სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Environment, Land and soil
Keywords
hazards, social protection, local government, private land, transfer rights, property rights

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. 1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №111 2005 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მთელ რიგ რაიონებში დაინგრა საცხოვრებელი სახლები. მათი უმეტესობა განთავსებული იყო მდინარეთა გასხვისების ზოლში და მეწყერსაშიშ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საკითხი უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე. ამ მიზნით: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მდინარეთა მკაცრი ზედამხედველობის ზოლიდან და მეწყერსაშიში ადგილებიდან საკარმიდამო მიწების მონაცვლეობის ნება დაერთოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა: ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა განახორციელონ ამ მიზნით შექმნილი შიდასაუწყებო კომისიების მიერ შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე ან ერთეულთა ჯგუფებზე; ბ) მკაცრად დაიცვან „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირების და საინჟინრო დაცვის წესების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №4 ბრძანება და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე სურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული დებულება. 3. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარმა „არქმშენინსპექციამ” და „საქნაპირდაცვამ” მკაცრი კონტროლი დაუწესონ საქართველოს მდინარეთა კალაპოტებთან თვითნებურ მშენებლობას. 4. დადგენილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს. 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

Resolution No. 111 of 2005 of Georgian Government on Swapping Residential Land for People who Have Become Homeless by Disaster · Nelum