Priorities of Adjara for 2014-2017
Made 2014 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014-2017 წლების პრიორიტეტები
- Language
- Georgian
- Kind
- policy
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia · Adjara
- Subjects
- Agricultural and rural development, Environment, Forestry, Land and soil
- Keywords
- agricultural development, business/industry/corporations, cultural heritage, ecofriendly products/ecofriendly processes, education, financial agricultural measures, fiscal and market measures, internal trade, international trade, non-governmental entity, rural employment, social protection, sustainable development, labour, integrated management, pollution control, public participation, forest management/forest conservation, public land, land tenure
- Categories
- *
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014-2017 წლების პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი, ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში რეგიონის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მონაწილეობის წინაპირობები. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიან კონცეფციას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება; მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი; გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროს კონტროლი და ზედამხედველობა, გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა, ტყეების მდგრადი მართვა, გეოლოგიური მონიტორინგი, სანაპირო ზოლის დაცვა, საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნური ნაგებობების, სამელიორაციო და ჰიდროტექნოლოგიური რთული და მარტივი ნაგებობების რეაბილიტაცია, მშენებლობა და მოვლა-შენახვა. აჭარის რეგიონში არსებული ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული რესურსების გამოყენება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად, ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, რეგიონის ცნობადობის გასაზრდელად საერთაშორისო და შიდა ბაზარზე. მოსახლეობის გაჯანსაღების და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოვება; დამსვენებელთა დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, უწყვეტი განათლების ხელშეწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სკოლის შემდგომი ფორმალური განათლების ორიენტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და რეგიონის საჭიროებებზე. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის. უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება. აჭარის მუზეუმების და გალერეების მოდერნიზება და მართვის წესებისა და რეგულიაციების შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ფოლკლორის და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. სასცენო და სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. 2 ხელოვნების და კულტურის სფეროში პროფესიული დონის ამაღლება და კვალიფიციური კადრების მომზადება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. პროფესიული სპორტის მხარდაჭერა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიებისათვის სახელმწიფო პროგრამების გარეთ დარჩენილი რისკების მართვა და დაფინანსება. სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული მედდების თეორიული და პრაქტიკული უნარ ჩვევების გაუმჯობესებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების მიზნით მათ მატერიალურ სტიმულირებას. სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, გარკვეული კატეგორიებისათვის სოციალური დახმარებების გაცემა, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის პროფესიული გადამზადება მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლება, აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის გაფართოება. გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგების ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 145 164,0 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმიურ მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. 2011 წლის შესაბამის მაჩვენებელთან (128 500,2 ათასი ლარი) ზრდა შეადგენს 16 663,8 ათას ლარის. ზრდის ასეთი დონის პირობებში აღსანიშნვაია ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს, გარდა მიზნობრივი ტრანსფერისა, რომელიც 2012 წელს შეადგენს მხოლოდ 3 741,0 ათას ლარს, არ მიუღია ფინანსური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი უზურნველყოფს საკუთარი შემოსავლების ბაზაზე, როგორც რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2012 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 135 773,0 ათასი ლარი შეადგინა; ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ფაქტიურმა შესრულებამ 124 750,3 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2011 წლის მაჩვენებელს აღემატება 18 379,6 ათასი ლარით; სხვა შემოსავლების შესრულებამ 6 961,4 ათასი ლარი შეადგინა; სახელმწიფო და უცხოეთის მთავრობისგან მიღებული გრანტების შესრულებამ შეადგინა 4 061,3 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლებით (აქტივების გაყიდვა) რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 9 391,0 ათასი ლარი; 3 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები სფეროების მიხედვით აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები, საერთო დანიშნულების მომსახურება, ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 22 124,1 ათასი ლარი; ფულადი ტრანსფერები მუნიციპალიტეტებში 31 192,8 ათასი ლარი; სახანძრო-სამაშველო სამსახური 4 607,8 ათასი ლარი; ეკონომიკური საქმიანობა 27 561,4 ათასი ლარი, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა 3 466,7 ათასი ლარი, საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 19 758,1 ათასი ლარი, ეკონომიკის სხვა დარგები (ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები, ტურიზმი) 4 336,6 ათასი ლარი; გარემოს დაცვა 2 493,0 ათასი ლარი; საბინაო-კომუნალური მეურნეობა 4 939,6 ათასი ლარი ჯანმრთელობის დაცვა 7 150,5 ათასი ლარი; დასვენება, კულტურა და რელიგია 27 851,8 ათასი ლარი; განათლება 17 350,2 ათასი ლარი; სოციალური დაცვა 533,9 ათასი ლარი; ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა 95,2 ათასი ლარი. მიმდინარე საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროგნოზი 2013 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 152 686,3 ათასი ლარის ოდენობით. 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 126 000,0 ათას ლარს, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით ირიცხება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 9 108,4 ათას ლარს. 2013 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 2 508,0 ათას ლარს. აღნიშნული სახსრების მობილიზება მთლიანად განხორციელდება სახელმწიფო და რესპუბლიკური საკუთრების ქონების რეალიზაციიდან. 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი გამოყენებული იქნა მხოლოდ 56,7 ათასი ლარის ოდენობით. 2013 წლისათვის ასევე დაგეგმილია ფინანსური აქტივების ზრდა 10 500,6 ათასი ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყო ფინანსურ დახმარება, მხოლოდ 15 069,9 ათასი ლარის ოდენობით. 2013 წელს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 142 242,4 ათასი ლარის ოდენობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყო ფინანსურ დახმარება, 15 069,9 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიმართული იქნა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის, გოდერძის უღელტეხილზე კურორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისა და აჭარის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის მშენებლობისათვის. ასევე ადგილობრივი შემოსავლების რაციონალურად მართვის პირობებში შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო რეგიონისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: 4 აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 255,4 ათასი ლარი; სატყეო გზების გაყვანისა და გაყვანისათვის საჭირო ტექნიკის შეძენისათვის 1 379,7 ათასი ლარი; საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა 14 643,8 ათასი ლარი; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 708,6 ათასი ლარი; განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურლი და სხვა ღონისძიებები 9 919,9 ათასი ლარი; უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 3 308,3 ათასი ლარი; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები 5 310,6 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები 3 605,5 ათასი ლარი; დასვენებისა და კულტურის ობიექტების, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 14 067,6 ათასი ლარი; საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვა 1 859,9 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოციალური სახლების მშენებლობა და ამ კუთხით არსებული შენობების რეაბილიტაცია 2 565,7 ათასი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში განსახორციელებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები 22 353,5 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014-2017 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები: 2014 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 151 161,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 124 930,0 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 121 000,0 ათასი ლარის ოდენობით. კლების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საქართველოს საგადასადო კოდექსის 811 მუხლის შესაბამისად დასაბრუნებელი იქნება დაახლოებით 11,0 მლნ. ლარამდე, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი. არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 5 234,5 ათასი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტივების კლება შეადგენს 20 997,0 ათას ლარს. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით. 2015-2017 წლის საშემოსავლო გადასახდის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის 4-6% (პროგნოზი) შემთხვევაში განისაზღვრა შესაბამისად 2015 წელს 122 200,0 ათასი ლარი, 2016 წელს 124 600,0 ათასი ლარი და 2017 წლისათვის 127 300,0 ათასი ლარის ოდენობით. ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას. 5 სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი წლების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება, ზრდის ძირითადი მიზეზია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის წესით გაცემა. შესაბამისად 2014 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 930,0 ათასი ლარით, 2015 წელს 4 180,0 ათასი ლარით, 2016 წელს 4 330,0 ათასი ლარით, ხოლო 2017 წელს კი 4 480,0 ათასი ლარით. სხვა შემოსავლების ამ სახეში ძირითადად მობილიზდება დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები. რაც შეეხება ფინანსური აქტივების კლებას, 2014 წლისათვის განისაზღვრა 20 997,0 ათასი ლარით, რაც წარმოადგენს წლის დასაწყისისათვის საბიუჯეტო ანგარიშზე არსებულ ნაშთს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2017 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები 135 773,0 150 178,3 124 930,0 126 380,0 128 930,0 131 780,0 124 750,3 126 000,0 121 000,0 122 200,0 124 600,0 127 300,0 4 061,3 15 069,9 0,0 0,0 0,0 0,0 6 961,4 9 108,4 3 930,0 4 180,0 4 330,0 4 480,0 112 468,6 116 710,1 124 870,4 99 803,2 101 096,1 102 196,1 16 351,1 17 018,0 36 347,0 36 347,0 38 604,2 36 347,0 18 919,9 17 967,8 21 435,5 21 040,5 21 616,3 21 145,3 250,6 314,9 277,6 318,0 304,8 285,0 28 069,5 27 686,4 2 311,1 230,0 230,0 230,0 31 192,8 22 353,5 30 717,9 14 014,0 14 930,5 18 929,6 5 433,4 5 238,3 5 812,1 6 275,6 6 350,6 6 400,6 12 251,3 26 131,4 27 969,2 21 578,2 19 059,7 18 858,7 23 304,4 33 468,2 59,6 26 576,8 27 834,0 29 583,9 23 945,3 20 452,1 19 684,6 24 904,8 26 162,0 27 911,9 33 336,3 22 960,1 24 919,1 24 904,8 26 162,0 27 911,9 9 391,0 2 508,0 5 234,5 0,0 0,0 0,0 640,9 13 016,1 -19 625,0 1 672,0 1 672,0 1 672,0 736,1 10 443,9 -20 997,0 0,0 0,0 0,0 0,0 10 500,6 0,0 0,0 0,0 0,0 10 500,6 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 736,1 56,7 20 997,0 0,0 0,0 0,0 736,1 56,7 20 997,0 95,2 -2 572,2 -1 372,0 -1 672,0 -1 672,0 -1 672,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 95,2 2 572,2 1 372,0 1 672,0 1 672,0 1 672,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 145 164,0 152 686,3 130 164,5 126 380,0 128 930,0 131 780,0 135 773,0 150 178,3 124 930,0 126 380,0 128 930,0 131 780,0 9 391,0 2 508,0 5 234,5 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 145 900,1 142 242,4 151 161,5 126 380,0 128 930,0 131 780,0 112 468,6 116 710,1 124 870,4 99 803,2 101 096,1 102 196,1 33 336,3 22 960,1 24 919,1 24 904,8 26 162,0 27 911,9 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 95,2 2 572,2 1 372,0 1 672,0 1 672,0 1 672,0 736,1 10 443,9 -20 997,0 0,0 0,0 0,0 სოციალური უზრუნველყოფა სესხები ვალდებულებების ცვლილება ბალანსი ზრდა სესხები კლება სესხები კლება (გაყიდვა) სესხები ნაშთის ცვლილება ფინანსური აქტივების კლება (ნაშთის გამოკლებით) ვალდებულებების კლება გადასახდელები ხარჯები ვალუტა, დეპოზიტები შემოსულობები შემოსავლები არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით) ვალდებულებების ზრდა 2013 წლის გეგმა 2013 წლის გეგმა 2014 წლის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები ზრდა (შეძენა) საქონელი და მომსახურება დასახელება სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების კლება შემოსავლები (ათასი ლარი) სუბსიდიები გრანტები (გაცემული) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროექტი 2017 წლის პროექტი მთლიანი სალდო 2012 წლის ფაქტი ვალუტა, დეპოზიტები კლება (ათასი ლარი) ხარჯები 2014 წლის პროექტი დასახელება ზრდა პროცენტი საოპერაციო სალდო არაფინანსური აქტივების ცვლილება შრომის ანაზღაურება ფინანსური აქტივების ცვლილება სხვა შემოსავლები 2012 წლის ფაქტი გრანტები 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროექტი 2017 წლის პროექტი გადასახადები 6 # დასახელება დ ას აქ მე ბ უ ლ თ ა ს აო რ ი ენ ტ აც ი ო ზ ღ ვრ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 4 წ ლ ი სა თ ვი ს 2 0 1 4 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 5 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 6 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 7 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 120 4 960,0 4 945,0 4 945,0 4 945,0 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 19 582,5 582,5 3 432,5 582,5 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 532 39 566,0 38 622,9 40 167,1 41 240,9 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 327 18 516,6 16 515,6 16 613,4 17 285,4 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2392 34 028,7 33 775,2 31 862,8 31 747,8 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 117 9 028,8 9 197,6 9 272,6 9 362,6 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 154 5 826,2 4 338,3 4 208,3 4 208,3 8 სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 1 591,1 0,0 0,0 0,0 9 სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ 750,0 0,0 0,0 0,0 (ათასი ლარი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის 2014-2017 წლებისათვის გასათვალისწინებელი ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობა