Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Priorities of Adjara for 2013-2016

Made 2013 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Language
Georgian
Kind
policy
Organisation
European Union
Country
Georgia · Adjara
Subjects
Agricultural and rural development, Environment, Forestry, Cultivated plants
Keywords
agricultural development, cultural heritage, education, farming, investment, irrigation, drainage/land reclamation, public health, research, social protection, tourism, sustainable development, sustainable use, forest management/forest conservation, plant production, plant protection
Categories
agriculture

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013-2016 წლების პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი, ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში რეგიონის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მონაწილეობის წინაპირობები. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიან კონცეფციას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, საბიუჯეტო კანონების შემუშავება, მათი დამტკიცება და შესრულების კონტროლი; მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, კულტურის ძეგლების დაცვა, აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია და კონსერვაცია; მუზეუმების მართვა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი განხორციელების ხელშეწყობა, ტრადიციული წეს-ჩვეულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ახალგაზრდების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით მოსახლეობისათვის გადაუდებელ ჰოსპიტალურ დახმარებას, გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, ონკოლოგიურ დახმარებას, ბავშვთა რეაბილიტაციას, რესურსტევად კარდიოქირურგიულ მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და გარკვეული კატეგორიებისათვის სოციალურ დახმარებებს, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ ზოგიერთ სამედიცინო პერსონალის მატერიალურ სტიმულირებას, პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას; მცირე და საშუალო აგრობიზნესის განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტჩანაცვლებადი დარგების განვითარება, ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის განახლება, სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა; შიდასახელმწიფოებრივი სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში რეგიონის პოტენციალის ინტეგრირების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ურბანული განვითარებისა და მშენებლობის კოორდინაცია. 2 ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება, არსებული ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული რესურსების გამოყენება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად და ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად; რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავება; ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაფართოება; შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ამ მიზნით საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის შექმნა და გავრცელება. მოსახლეობის გაჯანსაღების და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოვება; დამსვენებელთა დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-განვითარება და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, სამელიორაციო სისტემების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის და შიდაქსელური არხების რეაბილიტაცია. ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენენებლობა-რეაბილიტაცია, ადმინისტრაციულ და საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების შეკეთება რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და განვითარება. გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვა, მათი რაციონალური გამოყენება, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, სატყეო მეურნეობის მართვა და ტყის რესურსების მდგრადი განახლება-სარგებლობის ღონისძიებების გატარება, ეკოლოგიური განათლების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, აჭარის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესის შეჩერება. გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგების ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 128 500,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმიურ მაჩვენებელს 5,0 პროცენტით აღემატება. 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელთან 100 459,5 ათასი ლარი ზრდა შეადგენს 28 040,7 ათასი ლარის. ზრდის ასეთი დონის პირობებში აღსანიშნვაია ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს, გარდა მიზნობრივი ტრანსფერისა რომელიც 2011 წელს შეადგენს მხოლოდ 3 000,3 ათას ლარს, არ მიუღია ფინანსური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი უზურნველყოფს საკუთარი შემოსავლების ბაზაზე, როგორც რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2011 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 114 656,5 ათასი ლარი შეადგინა; ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ფაქტიურმა შესრულებამ 106 370,7 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს აღემატება 28 227,2 ათასი ლარით; სხვა შემოსავლების შესრულებამ 5 122,4 ათასი ლარი შეადგინა; 3 სახელმწიფო და უცხოეთის მთავრობისგან მიღებული გრანტების შესრულებამ შეადგინა 3 163,4 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლებით (აქტივების გაყიდვა) რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 13 754,1 ათასი ლარი; 2011 წელს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასევე ჩრიცხული (დაბრუნებული) იქნა გასულ პერიოდში გაცემული სესხი 89,5 ათასი ლარის ოდენობით; 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები სფეროების მიხედვით აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საერთო დანიშნულების მომსახურება, ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 19 531,6 ათასი ლარი; ფულადი ტრანსფერები მუნიციპალიტეტებში 15 275,9 ათასი ლარი; სახანძრო-სამაშველო სამსახური 4 649,6 ათასი ლარი; ეკონომიკური საქმიანობა 18 511,6 ათასი ლარი, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა 3 690,3 ათასი ლარი, საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 11 879,6 ათასი ლარი, ეკონომიკის სხვა დარგები (ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები, ტურიზმი) 2 941,8 ათასი ლარი; გარემოს დაცვა 1 333,9 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა 4 412,1 ათასი ლარი; დასვენება, კულტურა და რელიგია 43 565,2 ათასი ლარი; განათლება 12 071,7 ათასი ლარი; სოციალური დაცვა 476,1 ათასი ლარი; ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა 929,9 ათასი ლარი. მიმდინარე საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროგნოზი 2012 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები და ფინანსური აქტივები განისაზღვრა 154 994,2 ათასი ლარის ოდენობით. 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 114 000,0 ათას ლარს, რაც 2011 წლის შესაბამის მაჩვენებელს 7 629,3 ათას ლარით აღემატება, 2011 წელთან შედარებით გადასახადის კატეგორიიდან მისაღები შემოსავლების ზრდა ძირითადად ეკონომიკურ ზრდას და ადმინისტრირების გაუმჯობესებას უკავშირდება. რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით ირიცხება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 5 998,0 ათას ლარს. 2012 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 17 450,0 ათას ლარს. აღნიშნული სახსრების მობილიზება მთლიანად განხორციელდება სახელმწიფო და რესპუბლიკური საკუთრების ქონების რეალიზაციიდან. 2012 წელს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 154 994,2 ათასი ლარის ოდენობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი შემოსავლების რაციონალურად მართვის პირობებში შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო რეგიონისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: 4 სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 525,0 ათასი ლარი; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, სამელიორაციო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის ღონისძიებები 17 584,7 ათასი ლარი; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 1 459,5 ათასი ლარი; განათლების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებები 13 689,8 ათასი ლარი; უმაღლესი განათლების ხელშეწყობა 4 370,0 ათასი ლარი; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები 5 229,8 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები 1 760,7 ათასი ლარი; დასვენებისა და კულტურის ობიექტების, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 9 241,7 ათასი ლარი; საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვა 4 904,0 ათასი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში განსახორციელებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები 28 461,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013-2016 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები: 2013 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 128 012,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 113 400,0 ათას ლარს, არაფინანსური აქტივების კლება 8 000,0 ათას ლარს. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით. 2013 წლის საშემოსავლო გადასახდის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის 5-7% (პროგნოზი) შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ მცირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი შესაძლებელია მაინც განისაზღვროს 110 000,0 ათასი ლარის ოდენობით 2014 წელს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის უცვლელობისა და 5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახდის საპროგნოზო მაჩვენებლი შეძლება განისაზღვროს 103 812,4 ათასი ლარით. 2015 წლისათვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მცირდება 15 პროცენტამდე, თუმცა შესაბამისი პერიოდის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებითა და ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მიუხედავად განაკვეთის შემცირებისა შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისად წლების მიხედვით 2015 წელს 91 500,0 ათასი ლარითა და 2016 წელს 95 486,8 ათასი ლარის ოდენობით. ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი წლების მიხედვით უცვლელია და ამ კუთხით შესაბამის წლებში მობილიზდება 3 400,0 ათასი ლარი. შემოსავლის ამ სახეში ძირითადად მობილიზდება, დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები, სახელმწიფოს 5 წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები. რაც შეეხება არაფინანსური აქტივების კლებიდან (გაყიდვიდან) მისაღებ შემოსავლებს 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 8 000,0 ათასი ლარით, ხოლო 2015 წელს 11 389,5 ათასი ლარით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011-2016 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები 114 656.5 120 551.0 113 400.0 107 212.4 94 900.0 98 886.8 106 370.7 114 000.0 110 000.0 103 812.4 91 500.0 95 486.8 3 163.4 553.0 0.0 0.0 0.0 0.0 5 122.4 5 998.0 3 400.0 3 400.0 3 400.0 3 400.0 94 871.2 118 339.1 103 515.0 96 267.3 92 262.4 81 873.1 13 205.2 16 383.4 16 581.1 16 172.6 16 172.6 16 172.6 14 345.3 21 829.1 18 808.9 16 137.4 16 138.4 17 145.1 149.9 495.6 403.2 492.0 458.4 422.6 22 767.6 29 224.6 26 717.0 28 839.9 28 839.9 28 639.9 15 275.9 28 461.0 17 511.0 10 457.3 7 700.0 0.0 2 843.6 5 061.4 5 962.0 6 104.0 6 254.0 6 404.0 26 283.7 16 884.0 17 531.8 18 064.1 16 699.1 13 088.9 19 785.3 2 211.8 9 885.0 10 945.1 2 637.6 17 013.7 11 202.3 19 177.3 16 497.5 10 945.1 1 013.3 15 387.9 24 956.5 36 627.3 24 497.5 10 945.1 12 402.8 15 387.9 13 754.1 17 450.0 8 000.0 0.0 11 389.5 0.0 8 583.0 -16 965.5 -6 612.5 0.0 1 624.3 1 625.8 7 653.1 -16 993.2 -6 612.5 0.0 0.0 0.0 16 993.2 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 16 993.2 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 9 340.1 16 993.2 6 612.5 0.0 0.0 0.0 9 250.6 16 993.2 6 612.5 89.5 929.9 - 27.7 0.0 0.0 -1 624.3 -1 625.8 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 929.9 27.7 0.0 0.0 1 624.3 1 625.8 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 დასახელება ვალდებულებების ცვლილება ბალანსი ზრდა სესხები კლება სესხები შემოსავლები გადასახადები გრანტები პროცენტი სხვა შემოსავლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები (ათასი ლარი) სესხები სოციალური უზრუნველყოფა შრომის ანაზღაურება ფინანსური აქტივების ცვლილება ზრდა (შეძენა) საქონელი და მომსახურება ვალუტა, დეპოზიტები სხვა ხარჯები სუბსიდიები გრანტები (გაცემული) სესხები კლება (გაყიდვა) კლება ვალუტა, დეპოზიტები მთლიანი სალდო ხარჯები 2011 წლის ფაქტი 2012 წლის გეგმა 2013 წლის პროექტი ზრდა საოპერაციო სალდო არაფინანსური აქტივების ცვლილება 2014 წლის პროექტი 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროექტი 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის 2013-2016 წლებისათვის გასათვალისწინებელი ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობა ათასი ლარი # დასახელება დ ას აქ მ ე ბ უ ლ თ ა ს აო რ ი ე ნ ტ აც ი ო ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 3 წ ლ ი ს ათ ვ ი ს 2 0 1 3 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 4 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 5 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 6 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 100 4 371.0 4 371.0 4 371.0 4 371.0 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია 19 582.5 582.5 582.5 1 725.2 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 378 34 908.9 31 328.7 32 801.4 35 551.4 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 118 6 729.7 4 040.9 4 041.8 4 040.9 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 120 32 353.9 31 523.2 30 548.2 27 018.0 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 61 8 491.6 8 641.6 8 791.6 8 941.6 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 37 5 471.8 4 186.8 4 021.8 3 741.8 8 სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი“ 2 005.0 2 555.0 2 555.0 2 555.0 9 სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ 1 750.0 1 100.0 1 100.0 1 100.0 10 სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ 370.0 11 სსიპ „კურორტი ბეშუმი“ 65,0 65,0 65,0 65,0 12 სსიპ „ბათუმის ბულვარი“ 6 606.4 4 115.4 4 115.4 4 115.4 13 სსიპ „აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“ 1 715.0 1 352.0 1 352.0 1 352.0 14 სსიპ „მაშველთა გადამზადების ცენტრი“ 130.0 7 15 შ.პ.ს. გაზეთი „აჭარა“ და „ადჟარია“ 230.0 230.0 230.0 230.0 16 ა(ა)იპ „ბათუმის ბიზნესინკუბატორი“ 75.0 70.0 70.0 70.0 17 სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ 257.2 257.2 257.2 257.2 18 სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“ 1 321.3 182.9 182.9 182.9 რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროებისა და უწყებების საშუალოვადიანი პრიორიტეტები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო პრიორიტეტი: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები რეგიონში გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა და ტყეების მდგრადი მართვაა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმიანობა გეოლოგიური მონიტორინგის, სანაპირო ზოლის დაცვისა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით. სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები. გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. გარემოსდაცვითი ღონისძიებები ლოკალური გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. აჭარის სანაპირო ზოლის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და აჭარის სანაპირო ზოლის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგის ფარგლებში წლის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხობრივ მდგომარეობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანაპირო ზოლის მთელს ტერიტორიაზე აბრაზიული პროცესების გააქტიურებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აჭარის სანაპირო ზოლის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებს, განსაკუთრებით კი ადლიის და ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა სანაპირო ზოლზე დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საჭიროება, რაც სანაპიროს აბრაზიული პროცესების შეჩერებისა და ეროზიის პრევენციისათვის არის გამიზნული. მოსალოდნელი შედეგი 8 მავნე ნივთიერებათა ზენორმატიული გაფრქვევის/ჩაშვების მინიმიზაციის გზით ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; გარემოს ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, საწარმოების მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. აჭარის სანაპირო ზოლზე განვითარებული აბრაზიული პროცესების შეჩერება, სანაპირო ზოლის მდგრადობის უზრუნველყოფა მომდევნო წლის განმავლობაში. სატყეო სექტორის განვითარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ განმგებლობაში არსებული სატყეო მეურნეობის მდგრადი მართვა. ინერგება მდგრადი ტყითსარგებლობა. ამისათვის უკვე მიმდინარეობს და მომავალშიც იგეგმება ხე–ტყის მოპოვების პროცედურის გამარტივება, სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფების გამოყოფა და ტყის ფიზიკური დაცვის ღონისძიებების გამკაცრება. იგეგმება ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული ეროზირებული და ეროზიის საფრთხის წინაშე მყოფი 8 ჰა ფართობის განაშენიანება. მოსალოდნელი შედეგი ტყეების სანიტარულ–ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის ფიზიკური დაცვის ღონისძიებების სრულყოფა. ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. სატყეო სექტორის განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვა. ლოკალური ეროზიის პროცესების შეჩერება. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი პრიორიტეტი: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ხიდების შეკეთება და აღდგენა, საჭიროებისამებრ სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. მუნიციპალურ ცენტრებთან, ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. გზების არსებული საექსპლუატაციო პარამეტრების შენარჩუნება და ზამთრის პერიოდში გზის სავალი ნაწილის გაწმენდა თოვლის საფარისაგან. საზაფხულო იალაღებზე, მთებსა და სახნავ-სათიბ ტერიტორიებზე მიმავალი გზების რეაბილიტაცია. 9 გზების გაწმენდითი თუ მოვლა-შენახვითი სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შეძენა. სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნოლოგიური ნაგებობების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხიდებზე ავტოტრანსპორტისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ასევე ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობას. ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისაგან დროული გაწმენდა მოსახლეობას გაუადვილებს ადმინისტრაციულ ცენტრებთან დაკავშირებას, ასევე ხელს შეუწყობს აჭარის მაღალმთიან სოფლებში სამთო სათხილამურო ტურიზმის განვითარებას. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისათვის საჭირო სახნავ-საძოვრების წყლით მომარაგებას ზაფხულში, ასევე დაჭაობებული ადგილების დაშრობას, რათა შემდგომში მოხდეს ფართობის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პრიორიტეტი: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარაში არსებული ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული რესურსების გამოყენება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად, ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, რეგიონის ცნობადობის გასაზრდელად საერთაშორისო და შიდა ბაზარზე. უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული სარეკლამო საქმიანობის კონცენტრირება შიდა და რეგიონალურ ბაზრებზე; რეგიონის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა; ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და ორგანიზება; ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაფართოება; სერვისის დონისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა; გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზება; ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავება; საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა (გაწევრიანება) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ბაზარზე რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე; 10 მიზნობრივ ბაზარზე პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოება, სარეკლამო საინფორმაციო პროდუქციის მომზადება და გავრცელება, საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობა; ტურიზმის სფეროში, თანამშრომლობა (გაწევრიანება) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელი შედეგები: საერთაშორისო ბაზარზე გაიზრდება მომხმარებლის რეგიონის ტურისტული პოტენციალით დაინტერესება და შესაბამისად მოიმატებს ტურისტთა რაოდენობა; მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზიტორების მოზიდვა „არასაკურორტო” სეზონზე, ასევე საქმიანი კონტაქტებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება; უცხოური ტურისტული სააგენტოების მომსახურების პაკეტში აჭარის მიმართულების გაჩენა. შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა ბაზარზე; სარეკლამო კამპანიების წარმოება, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის მომზადება და გავრცელება და ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობა ქვეყნის შიგნით; ტურიზმის სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა (გაწევრიანება) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელი შედეგები: რეგიონში განვითარდება და გაუმჯობესდება ტურისტების მომსახურების ხარისხი; ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიზრდება რეგიონის ტურისტული პოტენციალით დაინტერესება და შესაბამისად მოიმატებს შიდა ტურისტთა რაოდენობა; გაიზრდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა; ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაფართოება; კონფერენციებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო პრიორიტეტი: საარქივო ფონდის სრულყოფის ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: საარქივო სამმართველოს მიზანია აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საარქივო ფონდის განვითარება, შევსება, აღწერა, აღრიცხვა, დაცვა და გამოყენება. დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და 11 ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა. არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მომსახურება. ისტორიულად ღირებული საარქივო დოკუმენტების გამოფენის მოწყობა. ურთიერთთანამშრომლობა საზღვარგარეთის არქივებთან და საქართველოს შესახებ არსებული დოკუმენტების შემოტანა. ისტორიის ამსახველი მასალების გამოვლენა, ჟურნალისა და ბუკლეტების გამოცემა. მოსალოდნელი შედეგები: დაცული საარქივო ფონდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება და მონიტორინგის გაძლიერება; პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვა; მოსალოდნელი შედეგი: ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესი; ხაზინის განვითარება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ელექტრონული ხაზინის სისტემის დანერგვა; ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია; ბიუჯეტის მართვის მოდულის შემუშავება და ხაზინის საინფორმაციო სისტემასთან ინტეგრირება. მოსალოდნელი შედეგი: სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის ზრდა; სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება რეალურ დროში, მინიმალური დანახარჯებით. სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; პრიორიტეტის აღწერა და მიზანი 12 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქონების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტურად განკარგვა. თითოეული საპრივატიზებო ობიექტის ინფორმაციული შეფუთვა ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრივატიზებო ობიექტების მონაცემთა ბაზის განთავსება, განახლება და რედაქტირება. პოტენციური ინვესტორებისათვის საპრივატიზებო ობიექტების შესახებ სრული მონაცემების მიწოდება (ტურისტული, სამრეწველო, ძველი ბათუმი და სხვა). იმ ფორმით, რომელიც მათ გაუადვილებს სამომავლო ბიზნეს პროფილის განსაზღვრას; საპრივატიზებო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება (eauction.ge); მოსალოდნელი შედეგი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტურად მართვა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების სრული განსახელმწიფოებრიოება; ინვესტორებისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საპრივატიზებო ობიექტების შესახებ. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ქონების პრივატიზაციის პროცესის გაუმჯობესება. ქონების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ეფექტურად პრივატიზება. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი: რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შეფასება და პრიორიტეტების გადახედვა/განსაზღვრა; საპრივატიზაციო ობიექტების გადახედვა/განხილვა, ინფორმაციული დამუშავება და „მარკეტინგული შეფუთვა“; პოტენციური ინვესტორების მოძიება; „შეფუთული ობიექტების“ უწყვეტი მარკეტინგი სხვადასხვა არხების მეშვეობით; სხვადასხვა სახის საინვესტიციო ღონისძიებებში (ბიზნეს ფორუმები, სემინარები, გამოფენები, მაღალი დონის შეხვედრები) ჩართულობა (დაგეგმვა, კოორდინირება და მონაწილეობა); პრეზენტაციების/საინფორმაციო პაკეტების მომზადება და მათი უწყვეტი მარკეტინგი. აჭარის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მენეჯმენტი: საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, საელჩოებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან თანამშრომლობა; განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიცირება, ხელშეწყობა და კოორდინირება. რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესის შედეგების აღრიცხვა და მონიტორინგი. 13 მოსალოდნელი შედეგი: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა; რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესის შედეგების აღრიცხვა და მონიტორინგი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრიორიტეტი: ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტია განათლების მაღალი დონის მიღწევა. სამინისტრო გააგრძელებს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაწყებულ ღონისძიებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადო კადრებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის და მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვის გზით. მაღალხარისხიანი განათლების გარეშე შეუძლებელია ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. პრიორიტეტის ფარგლებში სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას, რათა ზოგადი განათლების სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ღირსეული კონკურენტები იყვნენ დასაქმების მსოფლიო ბაზარზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შეთავაზებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი მუშახელით უზრუნველყოფისათვის, რაც თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს უმუშევრობის დონეზე; პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფის უზრუნველყოფას; საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების განხორციელებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან; საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვას, მის მუდვივ გაუმჯობესებას და აჭარაში საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლებას; საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ხელშეწყობას; განხორციელდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სკოლა-პანსიონების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა, საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებით უზრუნველყოფა, სასკოლო კლუბების ხელშეწყობა, უცხო ენებისა და კომპიუტერული სწავლების უფასო კურსები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენისა და ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლება, ინკლუზიური სწავლება, ყველა ბავშვს მიეცემა თანაბარი 14 შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა, ტურიზმის განათლების განვითარება, სტუდენტთა დაფინანსების მიზნობრივი პროგრამა, ახალგაზრდების პროფესიული სტაჟირება ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრ-ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებში. სახელოვნებო განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და კულტურისა და ხელოვნების სფეროს უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის დაინტერესება ქორეოგრაფიით, კლასიკური მუსიკით და ხელოვნების სხვა დარგებით, შემეცნებითი აქტივობებით. მოსალოდნელი შედეგები საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას. პროგრამის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს შეექმნებათ უსაფრთხო გარემო, შეიქმნება სათანადო პირობები საჯარო სკოლების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. სკოლების სასკოლო ინვენტარით აღჭურვა ხელს შეუწყობს საგანმანათებლო პროცესის გაუმჯობესებასა და სკოლებში ესთეტიკური გარემოს შექმნას, აგრეთვე სკოლა-პანსიონების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციას. ახალი სასკოლო ინვენტარი იქნება ეკოლოგიურად სუფთა და დააკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. მსგავსი ინვენტარით სკოლების აღჭურვა გააუმჯობესებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეამცირებს მათი სქოლიოზისა თუ სხვა დაავადების რისკს. რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვებიან უახლესი და თანამედროვე ინდივიდუალური მერხებითა და სკამებით მოსწავლეთა ასაკობრივი და ფიზიკური თავისებურებების გათვალისწინებით; სასკოლო დაფებით, საკლასო კარადებითა და მასწავლებლის კუთხით; თანამედროვე და მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებული სამასწავლებლო ოთახითა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. შეიქმნება სათანადო პირობები საჯარო სკოლების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფით მოსწავლეებს გაუჩნდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება საჯარო სკოლის მიმართ, სახელმძღვანელოების გადაცემა მოსწავლეებზე დადებით როლს შეასრულებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის საქმეშიც. სასკოლო კლუბების განვითარება ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში; ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას და აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ვასწავლოთ მომავალი წარატებისათვის პროგრამით ხელი შეეწყობა ბაკალავრიატ დამთავრებულ მოქალაქეებს, რაც საშუალებას მისცემს დასაქმდნენ, დაუგროვდეთ სტაჟი, ეს კი თავის მხრივ, საშუალებას მისცემს, გაიარონ მასწავლებელთა სერთიფიცირება. აგრეთვე მაღალმთიანი სოფლების სკოლებში გადაიჭრება დეფიციტური მასწავლებლების პრობლემა. 15 აჭარაში ყველა მოქალაქისათვის იქნება უზრუნველყოფილი უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწვლელი უფასო კურსების თანაბარი შესაძლებლობა. სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვას, რომლებსაც ტრადიციულად უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც ბევრი მათგანი თავს იკავებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისაგან, რაც გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას. ტურიზმის განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ტურიზმის ინდუსტრიის საბაზრო კვლევისა და სასწავლო პროგრამების საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანით ამოქმედდება ახალი/განახლებული საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ახალგაზრდების ევროპაში კვალიფიკაციის ამაღლება სტაჟირება ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, საშუალებას მისცემს სამშობლოში მიღებული ცოდნა გაიღრმაონ უცხოეთის სხვადასხვა დაწესებულებებში, საფუძვლიანად დაეუფლონ უცხო ენებს, გამოიმუშაონ განსხვავებულ კულტურათა გაგებისა და მათთან შეგუების უნარი. სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სახელოვნებო განათლების ხარისხის ამაღლებას და კულტურისა და ხელოვნების სფეროს კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფას. სახელოვნებო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. პრიორიტეტი: კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მისი მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. სამინისტრო ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნების დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც თანმიმდევრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტებით, ფესტივალებით, გამოფენებით, და სემინარებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური ხელოვნების განვითარებას. სასცენო და სამუსიკო დაწესებულებების განვითარებას. დღეისათვის რეგიონში მხოლოდ ერთი კინოთეატრი ფუნქციონირებს, რაც უარყოფითად აისახება კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. უდავოა კინოხელოვნების როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. კინო არის თანამედროვე გამოწვევებისა და პრობლემების მოსახლეობამდე მიტანის/გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. კინო ხელოვნების განვითარება ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას. რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობებისათვის მისი სრულყოფილი სახით გადასაცემად აუცილებელია ძეგლთა რეაბილიტაცია და კონსერვაცია. მათ შორის პრიორიტეტებია ხიხანისა და გონიოს ციხეები, საკულტო ნაგებობები და თაღოვანი 16 ხიდები. უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის აუცილებლობა განპირობებულია ამ ობიექტების კულტურული ფასელობებებიდან გამომდინარე და მიზანშეწონილია აღნიშნული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც შემდგომში გაგრძელდება და მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს იმ ფასეულ ღირებულებებს, რაც დღეს გაგვაჩნია კულტურული მემკვიდრეობის სახით. მოსაწესრიგებელია არსებული მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. მნიშვნელოვანია ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა და ტრადიციების შენარჩუნება. მოსალოდნელი შედეგები ქართული კულტურის, როგორც უნიკალური და უძველესი კულტურის, ღირსეული ადგილის დაკავება მსოფლიო კულტურის სივრცეში; განვითარებული და გაღრმავებული კულტურული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან; ქვეყნის კულტურული მემეკვიდრეობის შენარჩუნება; რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება კულტურული ტურიზმის განვითარებაზე. მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარება; ძველი ხალხური საკრავების გამოყენების ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია; მუზეუმებისა და გალერეების განვითარების პროგრამით მუზეუმების თანმშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სემინარებში, ტრეინინგებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის გზით; მუზეუმებში სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და ამოქმედების ხელშეწყობა; მუზეუმების კოლექციების კატალოგებისა და გზამკვლევების მომზადება და გამოცემით მუზეუმის დაცული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ფოლკლორისა და ხალხური შემოქმედების მხარდაჭერის პროგრამით ყოველწლიურად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი, ჩვენებურების ფესტივალი, მასტერკლასების ფესტივალები და სხვა; რეგიონში გადაღებული ფილმების საშუალებით მოხდება რეგიონის პოპულარიზაცია. პრიორიტეტი: პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარაში სპორტის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, სპორტის სხვადასხვა სახეობების მიხედვით აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელებისათვის თანამედროვე მოთხოვნების საწვრთნელი პროცესის წარმართვაში ხელის შეწყობა, მათი ფინანსური, სოციალური და სამედიცინო დაცვის პირობების გაუმჯობესება, ასევე სპორტის სფეროში მოღვაწე საპენსიო ასაკის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისა და 17 პრიზიორებისათვის, დამსახურებულ მუშაკთა, მწვრთნელთა სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, მათი მატერიალური წახალისებისა და ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სპორტსმენთა სამედიცინო უზრუნველყოფა; სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს აჭარისა და მუნიციპალური ნაკრები გუნდების სპორტული აღჭურვილობა. სხვადასხვა რანგის ოფიციალურ შეჯიბრებებში წარმატებით გამოსულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების უზრუნველყოფა; სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები; აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელთათვის ფინანსური დახმარების დანიშვნა. ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტიანად ხარჯვის ორგანიზება; ახალგაზრდების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა. მოსალოდნელი შედეგები აღნიშნული პრიორიტეტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში პროფესიული სპორტის შემდგომ განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე აჭარისა და მუნიციპალური ნაკრების წევრების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები) მონაწილეობას. ეროვნული, სხვადასხვა სახის ნაკრებებისათვის ყველა საჭირო პირობების შექმნას, შემდგომი წინსვლისათვის ხელშეწყობა და ყოველმხრივი დახმარება. მოსწავლე-ახალგაზრდობის დიდ ნაწილს მიეცემა შესაძლებლობა ივარჯიშოს თანამედროვე სპორტული ინვენტარით, მოწესრიგებულ სპორტულ გარემოში. უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენთა ჯანმრთელობა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას. სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა ცხოვრების პირობებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას; სპორტული მიღწევების წახალისებას; ახალგაზრდების ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას რეგიონალური განვითარების სტრატეგიაში. მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარებას. საზოგადოებრივ საქმეში ჩართული, სამოქალაქო თვითშეგნებითა და პატრიოტული სულისკვეთებით გაზრდილი ახალგაზრდობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრიორიტეტი: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება მთელი რიგი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლითაც დაცულია ადამიანების უფლება 18 ამ სფეროში. მიუხედავად ამისა მოსახლეობის გარკვეული ფენებისათვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარზე ან/და სიღარიბის ზღვრათან ახლოს ხელმიუწვდომელი რჩება ფასიანი სამედიცინო მომსახურება, ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას მიიღონ დროული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად იზრდება მკურალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, დაავადების გართულებების ალბათობა, მცირდება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი, იზრდება შესაძლებლობების შეზღუდვის რისკი, ლეტალობა. პრიორიტეტის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებით ხორციელდება სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, გარკვეული კატეგორიებისათვის სოციალური დახმარებების გაცემა, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ზოგიერთი სამედიცინო პერსონალის მატერიალური სტიმულირება, პროფესიული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა; ჯანმრთელობის დაცვა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მიზნად ისახავს მოსახლეობისათვის გადაუდებელ ჰოსპიტალურ დახმარებას, გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, ონკოლოგიურ დახმარებას, ბავშვთა რეაბილიტაციას, რესურსტევად კარდიოქირურგიულ მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას. მოსალოდნელი შედეგები მოსახლეობის ფინანსური რისკებისაგან დაცვის ხელშეწყობა. ჯანმრთელობის შენარჩუნება,გაუმჯობესება; დროული სამედიცინო მომსახურების ხარჯზე გართულებული შემთხვევების შემცირება. ლეტალობის შემცირება. კრიტიკული მდგომარეობების ადეკვატური მართვის შედეგად საწოლზე დაყოვნების შემცირება. სოფლის მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება გადაუდებელი და გეგმიური ექიმამდელი სამედიცინო მომსახურებით. სოციალური დაცვა სამინისტრო გამოყოფს მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას. პირველ რიგში ეს არის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს და საჭიროებენ მატერიალურ მხარდაჭერას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანდაზმული პირები გადაადგილებების საშუალებებით, სავარძელ-ეტლებით მარაგდებიან სახელმწიფო პროგრამით და სხვადასხვა 19 ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ. მოწოდებული დამხმარე საშუალებები არასაკმარისია და ამ კატეგორიის ადამიანების დიდი ნაწილი დარჩენილია სავარძელ-ეტლების გარეშე, მოკლებული არიან გადაადგილებების საშუალებას, რაც არასრულფასოვანს ხდის მათ ცხოვრებას. შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანების გადაადგილების საშუალებებით, სავარძელ ეტლებით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, გააუმჯობესებს ცხოვრების გარემოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 30%, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40-70%-ს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის სმენის დაქვეითება. სმენის დარღვევები, იწვევს როგორც ადამიანის სოციალური ადაპტაციის და მისი ფუნქციური დამოუკიდებლობის დაქვეითებას, ასევე სტრესული ფაქტორით გამოწვეულ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. განსაკუთრებით აქტუალურია სმენის დარღვევების კორექცია ბავშვებში, ვინაიდან სმენაჩლუნგობა იწვევს ბავშვის მეტყველების დარღვევას და ზოგადი ფსიქო-ნევროლოგიური განვითარების შეფერხებას. ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ პირთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ მარტოხელა დედები და ორსული ქალები, რომელთა შვილები წარმოადგენენ მიტოვების რისკის ჯგუფს, ვინაიდან დედები, როგორც წესი, მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას, არა აქვთ მუდმივი სამუშაო და ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის აღზრდისათვის ნორმალურ პირობებს. აღნიშნული პირების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიუსაფარი დედებისა და ბავშვების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდება დაკავშირებულია სირთულეებთან, აღინიშნება საექიმო კადრების დეფიციტი და მაღალი დენადობა. სამედიცინო კადრების მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამაგრებისა და მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების მიზნით კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალის მატერიალური სტიმულირება მათთვის ძირითადი ხელფასის შემავსებელი დანამატის დანიშვნით. გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების პროფესიული სწავლება-გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევებით აჭღურვა. მოსალოდნელი შედეგები უხუცეს (100 და მეტი წლის) მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანების გადაადგილების საშუალებებით, სავარძელ ეტლებით უზრუნველყოფა. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფით აღნიშნული პირების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა; მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამით შესაძლებელი იქნება საექიმო კადრების დეფიციტისა და მაღალი 20 დენადობის შემცირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობისათვის გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო გართულებული კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანების დამხმარე საშუალებებით - სმენის აპარატებით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, აამაღლებს მათი სოციალური ადაპტაციის ხარისხს. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, მათი შემდგომში დასაქმების ხელშეწყობით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა დაავადებათა ქრონიზაციისა და სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ავადობის აქტიური ზედამხედველობის გზით შესაძლებელია დაავადების თუ პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც დროული და სწორი მართვის შემთხვევაში უზრუნველყოფს დაავადებათა და მდგომარეობათა პრევენციას. დაავადებათა, როგორც გადამდები, ასევე არაგადამდები, პრევენციის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია დაავადებათა და მდგომარეობათა შესახებ სწორი ინფორმაციის მიტანა. მოსახლეობის ინფორმირებაში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ჩართულობა. განხორციელდება პროგრამები, რომელიც ხელს შეწყობს ინფექციური და პარაზიტული დაავადებების კერის პირველად ეპიდკვლვევას, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა პრიორიტეტული სიტუაციების საპასუხო ქმედებების დროულ და ადექვატურ მენეჯმენტს. სამიზნე ჯგუფებში დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და სკრინინგულ გამოკვლევებს. მოსალოდნელი შედეგები ინფექციურ დაავადებათა (მათ შორის ჰიდროფობიისა და მალარიის) აქტიური ეპიდზედამხედველობა, დაავადებათა/ეპიდაფეთქებათა აღმოცენებისა და გავრცელების პრევენცია; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სრულმასშტაბიანი განხორციელება; საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სხვა პრიორიტეტული სიტუაციების მიმართ საპასუხო ქმედებებისათვის მუდმივი მზადყოფნა; დაავადებათა და მათი პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ავადობის აქტიური გამოვლენა და დროული მართვა სამიზნე ჯგუფებში; სასკოლო დაწესებულებების მოსწავლეთა სამედიცინო დარგის ვიწრო სპეციალისტთა მიერ კვალიფიციური კონსულტირება - დიაგნოსტირება, რაც თავიდან აგვაცილებს გართულებებს, დაავადებათა ქრონოზაციასა და ინვალიდობას. 21 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრიორიტეტი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგროსასურსათო სექტორი პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. იგი წარმოადგენს ფერმერთა შემოსავლების უმთავრეს წყაროს, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით. აგროსასურსათო სექტორის ძირითადი ფუნქცია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის გაფართოებაზე. რეგიონში სოფლის მეურნეობის უმთავრეს სექტორებს წარმოადგენს: მეციტრუსეობა, მევენახეობა-მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა მეთევზეობა და სხვა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცირე მიწიანობის მიუხედავად ერთეულ ფართობზე დაბალია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი, რაც განპირობებულია დაბალი აგროტექნიკური ფონით, ამორტიზირებული ნარგავებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დაბალი დონით. რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებით რიგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა. გამომდინარე აქედან დღის წესრიგში დადგა საკითხი აღნიშნულ დარგებში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სტიმულირებისა და შესაბამისი პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სიმჭიდროვისა და ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ბოსტნეული, ხილი, ხორცი, კვერცხი) მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა ძალზე დიდია. არსებული რესურსებით საჭიროა ისეთი ქმედითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლად ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მატებაზე. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მებოსტნეობაში ფერმერების უზრუნველყოფა სასათბურე კონსტრუქციებით, ამორტიზირებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ახალი და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება, მეციტრუსეობასა და მეხილეობაზე ორიენტირებული ფერმერები მიიღებენ ციტრუსის, ხურმისა, აქტინიდიის, კაკლისა და სხვა ხეხილოვანთა ნერგებს, მეცხოველეობაში, კერძოდ, მეფუტკრეობის დარგით დაინტერესებულები მიიღებენ ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებს . ერთ-ერთი ამოცანაა ასევე ფერმერული სასოფლო-სამურნეო წარმოების სხვადასხვა ფორმების შემუშავება და დანერგვა ადგილობრივი სპეციფიურობისა და მსოფლიოში დამკვიდრებული მოდელების გამოყენებით. უნდა მოხდეს შესწავლილი სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკული პროექტების გამოცდილების ამსახველი მასალების სისტემატიზაცია და სასოფლო-გაერთიანებების ჩამოყალიბება შემუშავებული შესაძლო ალტერნატიული მოდელების საფუძველზე. 22 მოსალოდნელი შედეგები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობით შემცირდება ფერმერთა ფიზიკური შრომის სიმძიმე, დაცული იქნება აგროვადები, მაღალხარისხიანად შესრულდა მიწის დამუშავებითი ღონისძიებები, გაიზარდა დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, გაუმჯობესდა მისი ხარისხი და შესაბამისად გაიზარდა ფერმერთა შემოსავლები. სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფით გაიზრდება ადგილობრივი საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოება და ხარისხი. იმპორტირებული ბოსტნეული კულტურების წილი ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით აგრარულ ბაზრებზე შემცირდება. მრავალწლიანი ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობით ფერმერთა სარგებლობაში არსებულ ფართობებზე გაიზრდება მოსავლიანობა, რომელიც მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი გახდება. მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობით რეგიონში ვითარდება მეფუტკრეობის დარგი, გაიზრდება თაფლის წარმოების პროდუქტიულობა. მემცენარეობის დარგის განვითარების მიზნით კვლევები და პრევენციული ღონისძიებები აჭარის მცირემიწიანი რეგიონისათვის სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია მავნებელ დაავადებების მავნეობის დიაგნოსტიკა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისათვის აგროვადების სწორი შერჩევა, ასევე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით მასში მაკროელემენტებისა და არის რეაქციების განსაზღვრა, რათა ფერმერმა სწორად განახორციელოს შემდგომი აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, სწორად შეარჩიოს და აგროვადებში გამოიყენოს შესაბამისი პესტიციდებისა და აგროქიმოკატების. პროგრამის მიზანია ზონალური თავისებურებებისა და სასოფლო–სამეურნეო საწარმოო მიმართულებების გათვალისწინებით ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და თემებისათვის მცენარეთა მავნებელ დააავედებების დიაგნოსტიკა, ნიადაგის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ლაბორატორიული კვლევა და შედეგად პრევენციული ღონისძიებების გატარება. მოსალოდნელი შედეგები: შემცირდება მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, ფერმერი სწორად განახორციელდებს აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რაც შესაბამისად გაზრდის აგროწარმოების ეფექტიანობას. აგროსერვისის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სუპტროპიკული და კონტინენტალური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების ჯიშთგანახლებისათვის, ასევე პერსპექტიული და ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარგავი მასალის წარმოებისათვის საჭირო საკოლექციო, სადედე და სანერგე მეურნეობებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა პერსპექტიული სარგავი და სათესლე მასალის წარმოების განვითარების 23 ხელშეწყობისათვის. სუბტროპიკული კულტურების, ხეხილისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოება. ახალი ტექნოლოგიური ინოვაციებით ფერმერთა ინფორმირება. რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად გაზრდილია მოთხოვნა ხორცისა და რძის პროდუქტებზე, შესაბამისად გაზრდილია აღნიშნულ საკვებ პროდუქტზე იმპორტი. მიზანშეწონილია მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის მეცხოველეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის დანერგვა. მაღალპროდუქტიული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე ბაზისა და გენოფონდის შექმნა. ბაზრისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში ფერმერთა სწორი ორიენტირება. მათთვის სასურველი პროდუქციის წარმოებისათვის შესაბამისი აგროწესების ღონისძიებების გატარება. თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციების პრაკტიკული დემონსტრირებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლება, სწალება-კონსულტირება, ტრენინგები სასოფლო სამეურნეო დარგების მიხედვით. მოსალოდნელი შედეგები: ფერმერთა საერთაშორისო გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების პრაკტიკაში დანერგვა, ფერმერთა და აგრომეწარმეთა კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება. თანამედროვე ტექნიკური სიახლეების პრაკტიკაში დანერგვა. ფერმერთა უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიით მიღებული პერსპექტიული, ჯიშგანახლებული სარგავი მასალებითა და შესაბამისად ფერმერთა ეკონომიური შესაძლებლობების გაუმჯობესება. პირუტყვის ჯიშობრივი ნიშანთვისებების გაუმჯობესება, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისა და პროდუქტიულობის ზრდა და შესაბამისად ფერმერთა ეკონომიური შესაძლებლობების გაუმჯობესება. ტესტირება-სერთიფიცირების მომსახურება წყლის და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენის მიზნით აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევები. სურსათისა და პათმასალის ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ქიმიური და სეროლოგიური გამოკვლევები და მცენარეთა მავნებელ-დაავადებების დიაგნოსტიკა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე პროდუქციის შესაბამისობის სერთიფიკატის გაცემა. მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ტარდება პრევენციული ღონისძიებები აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, ამით იქმნება გარანტია მოსახლეობა და ტურისტი დაცული იქნას მავნე სურსათისაგან, მცირდება მოსალოდნელი რისკები. დაწესებულებების პრიორიტეტები ღონისძიებებისა და დაფინანსების წყაროს მიხედვით: 24 ათასი ლარი მხარჯავი დაწესებულების, ორგანიზაციის დასახელება 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 1 2 3 4 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო 3 320.0 1 330.0 1 330.0 1 330.0 გარემოსდაცვითი ღონისძიებები ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 2 667.0 2 667.0 2 667.0 2 667.0 მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ბაზარზე შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 15 214.1 14 167.3 16 340.0 19 290.0 გზების რეაბილიტაცია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია საგზაო ტექნიკის შეძენა საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვითი ღონისძიებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 15 420.8 15 412.6 14 437.6 10 907.4 ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 6 874.8 7 024.8 7 174.8 7 324.8 ჯანმრთელობის დაცვა დასაქმების ხელშეწყობა სოციალური დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 4 329.3 3 044.3 2 879.3 2 599.3 ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა მემცენარეობის დარგის განვითარების მიზნით კვლევები და პრევენციული ღონისძიებები 25 აგროსერვისის განვითარება რეგიონში ტესტირება-სერთიფიცირების მომსახურება

Priorities of Adjara for 2013-2016 · Nelum