Ordinance No. 112 of 2013 of Georgian Government on Supporting Small Land Farmers in their Spring Operations
Made 2013-01-29 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის განკარგულება №112 მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Other
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Agricultural and rural development
- Keywords
- smallholders/peasants, agricultural development, farming, subsidy/incentive, special fund, financial agricultural measures
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №112 2013 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) შემუშავებულ მონაცემთა ბაზიდან უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის იმ პირთა მონაცემების მიწოდება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტრის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 2. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შეიმუშაოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეუთანხმოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს და უზრუნველყოს პროექტის განახორციელება. 3. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს დააფინანსოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. 4. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მოსარგებლეთათვის სარგებლის გადაცემის და განაღდებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი