Order No. 403/O of 1998 of Minister of Health of Georgia on Prohibition of Use of Food Supplement Kalium (E- 924 a) and Calcium (E - 924 b) Bromates in Food Materials and Products (Local or Imported)
Made 1998-10-23 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №403/ო საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E - 924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Food and nutrition
- Keywords
- food additives, internal trade, international trade, food safety and quality
- Categories
- *
Where to read it
No source link is recorded for this law.
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.395 საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №403/ო 23 ოქტომბერი 1998 წელი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E - 924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ ადამიანის ჯენმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო (ევროგაერთიანება, ინგლისი, ისრაელი, რუსეთის ფედერაცია და სხვა) მოთხოვნებთან საქართველოს ნორმების მისადაგების მიზნით, ასევე საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შეახებ" კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. აიკრძალოს ქვეყანაში კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E-924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) გამოყენება არსებობა. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), რომლებიც დაკავებელნი არიან საკვები ნედლეულისა და პროდუქციის წარმოებით, მოვალენი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 3. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, რომლებიც დაკავებულნი არიან საკვები ნედლეულისა და პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციით, მოვალენი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა (მწარმოებლები, იმპორტიორები, რეალიზატორები) ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დაისვას საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე. 6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტმა (ნ. შავდია) უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია ნედლეულისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიცირებისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელებისას. 7. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში. ა. ჯორბენაძე