Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Order No. 394 of 2017 of Minister of Finance of Georgia on List of Border Inspection Points where Food/Feed Safety Inspections are Undertaken

Made 2017-10-31 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Livestock, Food and nutrition
Keywords
animal feed/feedstuffs, animal health, inspection, international trade, food safety and quality
Categories
*

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №394 2017 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებად განისაზღვროს: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“; გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“; ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“; ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“; ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“; ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“; კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“; ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“; მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“; ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“; პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“; ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან. http://www.matsne.gov.ge 24011000022033017033 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თაბუაშვილი http://www.matsne.gov.ge 24011000022033017033

Order No. 394 of 2017 of Minister of Finance of Georgia on List of Border Inspection Points where Food/Feed Safety Inspections are Undertaken · Nelum