Order No. 3386 of 2020 of Chairperson of Revenue Service on Declaring Other Areas as Customs Control Zones for Customs Clearance Purposes
Made 2020-02-12 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის ბრძანება №3386 საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Agricultural and rural development, Sea
- Keywords
- governance, international trade, transport/storage, taxes, fiscal and market measures, harbour
- Categories
- *
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №3386 2020 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები: ა) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი; გ) ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირება. 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს; ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს; გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს. 21 . „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ- მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №33670 - ვებგვერდი, 13.11.2020წ. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 http://www.matsne.gov.ge 0000000000000016551 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა http://www.matsne.gov.ge 0000000000000016551