Order No. 2-774 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Maintenance of Registry of Extended Producer Responsibilities in relation to Management of Waste from Electrical and Electronic Equipment
Made 2020-08-31 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-774 ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Waste and hazardous substances
- Keywords
- business/industry/corporations, consumer protection, cooperative/producer organization, hazardous waste, packaging/labelling, recycling/reuse, waste disposal, waste domestic sources, waste management, waste non-domestic sources
- Categories
- *
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-774 2020 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ,,ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს. 2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ელექტრო და http://www.matsne.gov.ge 34017000022023016646 ელექტრონული მოწყობილობები; ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ; გ) მეორადი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა – ექსპლუატაციაში ნამყოფი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოყენება პირდაპირი დანიშნულებით. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება 1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე. 3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით. მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა 1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები: ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ; ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია. 2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ არ არის საჯარო. მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია 1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია 2021 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში. 4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით. 5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 1-ს. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016646 6. მგვ ორგანიზაცია, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 2-ს. 7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. 8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე; 9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება 1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას. 2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ 1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება, მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება. 3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში. 4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით. მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება/განახლება 1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია. 2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება. 3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას, მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ; ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები; გ) კომენტარების ველში შესწორების მიზეზი. 4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016646 დანართი 1 ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლების მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტაცის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია რეესტრში რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X”-ით ) მწარმოებლის სახელწოდება: ეკონომიკური საქმიანობის კოდი: საიდენტიფიკაციო ნომერი : ვარ საქართველოში მწარმოებელი: ვარ იმპორტიორი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: რეგისტრაციის წინა წელს ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობა (ტონა) წინა წელს ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობა, ტონა საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობა, ტონა ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კატეგორიები მონიშნეთ Х-ით ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის კატეგორია მე-4 დანართის შესაბამისად 1 4 2 5 3 6 ინფორმაცია მოწყობილობების შესახებ საყოფაცხოვრებო სამრეწველო ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის წევრობის შესახებ (მონიშნეთ „Х“-ით, თუ მწარმოებელი არის კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი) მგვ ორგანიზაცია მგვ ორგანიზაციის სახელწოდება ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X“-ით). დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის სახელი/გვარი: ხელმოწერა: კომპანიის სახელწოდება: კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: წარდგენის თარიღი: დანართი 2 ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მგვ ორგანიზაციის მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია რეესტრში რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X“-ით ) მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: საიდენტიფიკაციო ნომერი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: ივსება მგვ ორგანიზაციის კოლექტიური სქემის შემთხვევაში მგვ ორგანიზაციაში შემავალ მწარმოებელთა ნუსხა საგადასახადო კოდის მითითებით (ინფორმაცია თითოეული მწარმოებლის შესახებ ივსება ცალკე გრაფაში) 1. 9 2. 10 3. 11 4. 12 5 13 6 14 7 15 8 16 ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X“-ით). დამატებითი კომენტარები: მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა : წარდგენის თარიღი: ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კატეგორიები (მონიშნეთ „Х“-ით ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესაბამისი კატეგორია მე-4 დანართიდან 1 4 2 5 3 6 დანართი 3 მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა მწარმოებლის დასახელება მწარმოებლის რეესტრის ნომერი რიცხვი, თვე, წელი ვარ მგვ ორგანიზაცია და ანგარიშგებას ვახდენ მწარმოებლის სახელით მგვ ორგანიზაციის სახელწოდება მგვ ორგანიზაციის რეესტრის ნომერი No კატეგორიები მე 4 დანართის შესაბამისად ქვეკატეგორია მე-4 დანართის შესაბამისად რაოდენობა (თვიურად ერთეულებ ში) ჯამური წონა (თვიურად ტონა) საყოფაცხოვ რებო დანიშნულე ბის არასაყოფა ცხოვ რებო დანიშნუ ლების ახალი პროდუქ ცია მეორადი პროდუქცია წარმოებული საქართველში იმპორტირე ბული სასაქონლო კოდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა არადეკლარირებული რაოდენობები (სავალდებულოა, მონიშნეთ „X“-ით თუ საანგარიშო პერიოდისთვის არ არსებობს სხვა რაოდენობები) ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X“-ით). დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის დასახელება: ხელმოწერა: ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ჯამი დანართი 4 ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კატეგორიები და ქვეკატეგორიები კატეგორია სახელწოდება ქვეკატეგორია 1 თბოგამცვლელი ტექნიკა მაცივრები, საყინულეები, აღჭურვილობა, რომელიც ავტომატურად იძლევა ცივ პროდუქციას, ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები, ნესტის გასაშრობი აღჭურვილობა (დეჰუმიდიფიკაციის ტექნოლოგიები), სითბოს ტუმბოები, ზეთის შემცველი რადიატორები და სხვა ტემპერატურული მიმოცვლის აღჭურვილობა, რომელიც წყლის მაგიერ მოიხმარს სხვა სახის სითხეს. 2 ეკრანების მონიტორები, 100 სმ2-ზე მეტი ფართობის მქონე ეკრანების შემცველი ტექნიკა ეკრანები, ტელევიზორები, LCD ფოტოჩარჩოები, მონიტორები, ლეპტოპები, ნოუთბუქები. 3 ნათურები ფლუორესცენციული სწორი ნათურები, ფლუორესცენციული კომპაქტური ნათურები, მაღალი ინტენსივობის განმუხტვის ნათურები − მათ შორის მაღალი და დაბალი წნევის ნატრიუმის ნათურები, მეტალჰალოგენური ნათურები, შუქდიოდები (LED). კატეგორია სახელწოდება ქვეკატეგორია 4 მსხვილი ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე მეტი). ამ კატეგორიაში არ შედის 1-ელ, მე-2 და მე-3 კატეგორიებში შემავალი მოწყობილობები საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, IT და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, სამომხმარებლო აღჭურვილობა, სანათები, აუდიო და ხმოვანი აღჭურვილობა, ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყოები, მუსიკალური ხელსაწყოები, ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყოები, სათამაშოები, სპორტული და გამაჯანსაღებელი აღჭურვილობა, სამედიცინო მოწყობილობები, მონიტორინგის და კონტროლის ინსტრუმენტები, ავტომატური დისპენსერები, ელექტროტალღების წარმომქმნელი მოწყობილობები. ეს კატეგორია არ მოიცავს 1-ელ, მე-2 და მე-3 კატეგორიებში შემავალ მოწყობილობებს. სარეცხი მანქანები, ტანსაცმლის საშრობები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, ელექტრო ღუმელები, ელექტრო გამაცხელებლები, სანათები, აუდიო და ხმოვანი აღჭურვილობა, ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყოები, მუსიკალური ხელსაწყოები (გარდა ეკლესიებში არსებული ორღანის მილებისა), სამკერვალო და საქსოვი დანადგარები, მეინფრეიმები, დიდი ზომის საბეჭდი მანქანები, საბეჭდი მანქანები, სლოტ-სათამაშო მანქანები, დიდი ზომის სამედიცინო აღჭურვილობა, დიდი ზომის მონიტორინგის და კონტროლის ინსტრუმენტები, დიდი მოცულობის ხელსაწყოები, რომლებიც ავტომატურად იძლევა პროდუქტებსა და ფულს, ფოტოვოლტაიკური პანელები. 5 მცირე ზომის ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები). ამ კატეგორიაში არ შედის 1-ელ, მე 2, მე-3 და მე-6 კატეგორიებში შემავალი მოწყობილობები საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, სამომხმარებლო აღჭურვილობა, სანათები, აუდიო და ხმოვანი აღჭურვილობა, მუსიკალური აპარატურა, ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყოები, სათამაშოები, სპორტული და გამაჯანსაღებელი აღჭურვილობა, სამედიცინო მოწყობილობები, მონიტორინგის და კონტროლის ინსტრუმენტები, ავტომატური დისპენსერები, ელექტროტალღების წარმომქმნელი მოწყობილობები. ეს კატეგორია არ მოიცავს 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-6 კატეგორიებში შემავალ მოწყობილობებს. მტვერსასრუტები, ხალიჩის საწმენდები, საკერავი მოწყობილობები, სანათები, მიკროტალღური ღუმელები, სავენტილაციო აღჭურვილობა, უთოები, ტოსტერები, ელექტრო დანები, ელექტრო ჩაიდნები, საათები და მაჯის საათები, ელექტრო საპარსი, სასწორები, ტანისა და თმის მოვლის აღჭურვილობები, კალკულატორები, რადიო კატეგორია სახელწოდება ქვეკატეგორია მოწყობილობები, ვიდეო კამერები, ვიდეო ჩამწერები, Hi-FI აღჭურვილობები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხმისა და გამოსახულების წარმომშობი მოწყობილობები, ელექტრო და ელექტრონული სათამაშოები, კომპიუტერული მოწყობილობები, რომელიც გამოიყენება ველოსპორტის, ყვინთვის, სირბილის, ნაოსნობისას და ა.შ.; კვამლის დეტექტორები, სითბოს რეგულატორები, თერმოსტატები, მცირე ზომის ელექტრო და ელექტრონული იარაღები, მცირე ზომის სამედიცინო მოწყობილობები, მცირე მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტები, მცირე მოწყობილობები, რომელთა მეშვეობით ავტომატურად ხდება პროდუქტის მიღება, მცირე ზომის აღჭურვილობა ჩამონტაჟებული ფოტოვოლტაიკური პანელებით. 6 მცირე ზომის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები) მობილური ტელეფონები, GPS, ჯიბის კალკულატორები, როუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები.