Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Order No. 2-238 of 2015 of Minister of Agriculture of Georgia on Rules for Notice/Accounting by Provider of Veterinary Services

Made 2015-11-16 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-238 ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Livestock
Keywords
animal health, animal welfare, enforcement/compliance, data collection/reporting, pests/diseases

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-238 2015 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ,,ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესი“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ კერესელიძე ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესი მუხლი 1. წესის მიზანი 1. ამ წესის მიზანია ქვეყანაში ვეტერინარული ეპდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი შეტყობის/ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბება. 2. ეს წესი ადგენს ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის (შემდგომში - მიმწოდებელი) მიერ ცხოველთა დაავადების აღმოჩენისას ან ეჭვის მიტანისას: ა) შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალს; ბ) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინების/ანგარიშგების მიწოდების წესს და ვადებს. 3. შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალი და შეტყობინების წესი შეიძლება შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება ,,ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მიმწოდებლებლის ვალდებულება 1. შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით (დანართი №1) განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენის ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „დაუყოვნებლივი“, ხოლო ეპიდაფეთქებისას კი ყველა დაავადებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, განსაკუთრებულ შემთხვევებში (კომუნიკაციის არარსებობა) არაუგვიანეს 24 საათისა, „ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის დაუყოვნებელი შეტყობინების/ანგარიშგების ფორმის“ (დანართი №2) შესაბამისად (ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ყველა მის ხელთ არსებული საშუალებებით: მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.) მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 2. შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენის ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია ,,აგრეგირებული“ (შემაჯამებელი), მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურადб „ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის აგრეგირებული (შემაჯამებელი) ანგარიშგების ფორმის“ (დანართი №3) შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. დანართი N1 შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალი № დაავადება შეტყობინების ფორმა 1 ასკარიდოზი აგრეგირებული 2 აუესკის დაავადება დაუყოვნებლივი 3 ბრუცელოზი დაუყოვნებლივი 4 დასავლეთ ნილოსის ცხელება დაუყოვნებლივი 5 დემოდეკოზი აგრეგირებული 6 ექინოკოკოზი აგრეგირებული 7 ვეზიკულური სტომატიტი დაუყოვნებლივი 8 თურქული დაუყოვნებლივი 9 იაპონური ენცეფალიტი დაუყოვნებლივი 10 ინფექციური ანაერობული ენტეროტოქსემია აგრეგირებული 11 კოლიბაქტერიოზი აგრეგირებული 12 კოქციდიოზი აგრეგირებული 13 ლეპტოსპიროზი დაუყოვნებლივი 14 ლისტერიოზი დაუყოვნებლივი 15 მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი დაუყოვნებლივი 16 პარატუბერკულოზი აგრეგირებული 17 რიფტის ველის ცხელება დაუყოვნებლივი 18 სალმონელოზი (გარდა ფრინველისა) აგრეგირებული 19 ტეტანუსი დაუყოვნებლივი 20 ტოქსოპლაზმოზი აგრეგირებული 21 ტრიქინელოზი დაუყოვნებლივი 22 ტრიქოფიტია აგრეგირებული 23 ტულარემია დაუყოვნებლივი 24 ქუ ცხელება დაუყოვნებლივი http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 25 შმალენბერგის დაავადება დაუყოვნებლივი 26 ყირიმ - კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაუყოვნებლივი 27 ცოფი დაუყოვნებლივი 28 ცხვრის კატარული ცხელება (ბლუთანგი) დაუყოვნებლივი 29 ჯილეხი დაუყოვნებლივი 30 ჰიდროპერიკარდიტი დაუყოვნებლივი 31 მსხვილფეხა პირუტყვის ანაპლაზმოზი აგრეგირებული 32 ავთვისებიანი შეშუპება აგრეგირებული 33 ემკარი აგრეგირებული 34 თეილერიოზი აგრეგირებული 35 ინფექციური რინოტრაქეიტი/ ინფექციური ვულვოვაგინიტი აგრეგირებული 36 მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია დაუყოვნებლივი 37 მსხვილფეხა პირუტყვის ლეიკოზი აგრეგირებული 38 მსხვილფეხა პირუტყვის ბაბეზიოზი აგრეგირებული 39 მსხვილფეხა პირუტყვის კამპილობაქტერიოზი აგრეგირებული 40 მსხვილფეხა პირუტყვის ტუბერკულოზი დაუყოვნებლივი 41 მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათია დაუყოვნებლივი 42 მსხვილფეხა პირუტყვის ყვავილი დაუყოვნებლივი 43 მსხვილფეხა პირუტყვის ცისტიცერკოზი აგრეგირებული 44 მსხილფეხა პირუტყვის ვირუსული დიარეა (ენტერიტი) დაუყოვნებლივი 45 ნეკრობაქტერიოზი აგრეგირებული 46 ნოდულარული დერმატიტი დაუყოვნებლივი 47 ტრიპანოსომოზი აგრეგირებული 48 ტრიქომონოზი აგრეგირებული 49 ჰემორაგიული სეპტიცემია (პასტერელოზი) აგრეგირებული 50 ბატკნის ანაერობული დიზენტერია აგრეგირებული 51 ბრადზოტი აგრეგირებული 52 თხის ართრიტი/ენცეფალიტი დაუყოვნებლივი 53 თხის ინფექციური პლევროპნევმონია დაუყოვნებლივი 54 ცხვრისა და თხის ინფექციური აგალაქტია დაუყოვნებლივი 55 მაედი-ვისნა დაუყოვნებლივი http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 56 სალმონელოზი (S. abortusovis) აგრეგირებული 57 ცხვრის და თხის კონტაგიზური ექტიმა დაუყოვნებლივი 58 ცხვრის და თხის ყვავილი დაუყოვნებლივი 59 ცხვრის ენზოოტიური აბორტი აგრეგირებული 60 ჩლიქის სიდამპლე აგრეგირებული 61 ცხვრის სკრეპი დაუყოვნებლივი 62 ცხვრის ნაირობული დაავადება (აფრიკული გასტროენტერიტი) დაუყოვნებლივი 63 წვრილფეხა პირუტყვის ჭირი დაუყოვნებლივი 64 დაგრილების დაავადება დაუყოვნებლივი 65 ქოთაო დაუყოვნებლივი 66 ცხენის აღმოსავლური ინფექციური ენცეფალომიელიტი დაუყოვნებლივი 67 ცხენის გრიპი დაუყოვნებლივი 68 ცხენის ვენესუელური ენცეფალომიელიტი დაუყოვნებლივი 69 ცხენის ვირუსული ართრიტი დაუყოვნებლივი 70 ცხენის ინფექციური ანემია დაუყოვნებლივი 71 ცხენის ინფექციური მეტრიტი დაუყოვნებლივი 72 ცხენის პიროპლაზმოზი დაუყოვნებლივი 73 ცხენის რინოპნევმონია დაუყოვნებლივი 74 ცხენის ყვავილი დაუყოვნებლივი 75 ცხენის ჭირი დაუყოვნებლივი 76 ნიპას ვირუსული ენცეფალიტი დაუყოვნებლივი 77 ტრანსმისიული გასტროენტერიტი აგრეგირებული 78 ღორის ატროფიული რინიტი დაუყოვნებლივი 79 ღორის აფრიკული ცხელება დაუყოვნებლივი 80 ღორის გრიპი დაუყოვნებლივი 81 ღორის ვეზიკულური დაავადება დაუყოვნებლივი 82 ღორის კლასიკური ჭირი დაუყოვნებლივი 83 ღორის რეპროდუქტიულ-რესპირატორული სინდრომი დაუყოვნებლივი 84 ღორის ცისტიცერკოზი აგრეგირებული 85 ღორის წითელი ქარი დაუყოვნებლივი 86 ინდაურების რინოტრაქეიტი აგრეგირებული http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 87 იხვის ვირუსული ჰეპატიტი აგრეგირებული 88 მარეკის დაავადება დაუყოვნებლივი 89 პულოროზი აგრეგირებული 90 ფრინველის ინფექციური ბრონქიტი აგრეგირებული 91 ფრინველის ინფექციური ლარინგოტრაქეიტი აგრეგირებული 92 ფრინველის ლეიკოზი აგრეგირებული 93 ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაუყოვნებლივი 94 ფრინველის მიკოპლაზმოზი აგრეგირებული 95 ფრინველის ორნითოზი დაუყოვნებლივი 96 ნიუკასლი დაუყოვნებლივი 97 ფრინველის სალმონელოზი აგრეგირებული 98 ფრინველის ტიფი აგრეგირებული 99 ფრინველის ტუბერკულოზი აგრეგირებული 100 ფრინველის ქლამიდიოზი აგრეგირებული 101 ფრინველის ქოლერა აგრეგირებული 102 ფრინველის ყვავილი დაუყოვნებლივი 103 ქათმის ინფექციური ბურსიტი (გამბოროს დაავადება) დაუყოვნებლივი 104 ბოცვრის ჰემორაგიული დაავადება დაუყოვნებლივი 105 ბოცვრის გადამდები სურდო (ინფექციური რინიტი) აგრეგირებული 106 ბოცვრის ინფექციური სტომატიტი აგრეგირებული 107 მიქსომატოზი დაუყოვნებლივი 108 ფუტკრის აკარაპიდოზი აგრეგირებული 109 ფუტკრის ამერიკული სიდამპლე დაუყოვნებლივი 110 ფუტკრის ასკოსფეროზი აგრეგირებული 111 ფუტკრის ასპერგილოზი აგრეგირებული 112 ფუტკრის ევროპული სიდამპლე დაუყოვნებლივი 113 ფუტკრის ვაროატოზი აგრეგირებული 114 ფუტკრის ნოზემატოზი აგრეგირებული 115 ფუტკრის სეპტიცემია აგრეგირებული 116 ბარტონელოზი (კატის ნაკაწრის დაავადება) დაუყოვნებლივი 117 ხორცისმჭამელთა ჭირი აგრეგირებული 118 ბრანქიომიკოზი აგრეგირებული http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 119 გაზაფხულის ვირუსული ავადმყოფობა აგრეგირებული 120 თევზის აერომონოზი (წითურა) აგრეგირებული 121 ორაგულის ფურუნკულოზი აგრეგირებული 122 საპროლეგნიოზი აგრეგირებული 123 საცურაო ბუშტის ანთება აგრეგირებული 124 სეპტიკური ფსევდომონოზი აგრეგირებული 125 ცისარტყელისებური კალმახის ჰემორაგიული სეპტიცემია აგრეგირებული 126 აქლემის ყვავილი დაუყოვნებლივი 127 ლეიშმანიოზი დაუყოვნებლივი 128 უცნობი ეტიოლოგიის (ეგზოტიკური) დაავადება დაუყოვნებლივი 129 ცხოველთა მოწამვლის შემთხვევები აგრეგირებული დანართი №2 ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის დაუყოვნებელი შეტყობინების/ანგარიშგების ფორმა დაავადებებზე ინფორმაციის მიწოდების თარიღი / 201 დდ/თთ სავარაუდო დიაგნოზ(ებ)ი 1. 2. 3. სახეობა ამთვისებელი ცხოველისრაოდენობა დაავადებული ცხოველის რაოდენობა მკვდარი ცხოველის რაოდენობა (დაავადებულებს შორის) http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 შემთხვევის ადგილი დამატებითი ინფორმაცია ცხოველის მეპატრონე: სახელი, გვარი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი ვეტერინარი ექიმი: სახელი, გვარი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი ხელმოწერა დანართი №3 ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლის აგრეგირებული (შემაჯამებელი) ანგარიშგების ფორმა დაავადებებზე ინფორმაციის მიწოდების თარიღი / 201 მუნიციპალიტეტი დდ/თთ სავარაუდო დიაგნოზი ცხოველთა სახეობა დაავადებული ცხოველის რაოდენობა მკვდარი ცხოველის რაოდენობა (დაავადებულიდან) http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196 დამატებითი ინფორმაცია ვეტერინარი ექიმი: სახელი, გვარი --------------------------------------- პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი ხელმოწერა http://www.matsne.gov.ge 34017000022032016196

Order No. 2-238 of 2015 of Minister of Agriculture of Georgia on Rules for Notice/Accounting by Provider of Veterinary Services · Nelum