Order No. 2-12 of 2018 of Minister of Environment and Agriculture of Georgia on Import Quota of Ozone-depleting Substances for 2018
Made 2018-01-09 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Environment
- Keywords
- ozone layer, international trade
- Categories
- *
Where to read it
No source link is recorded for this law.
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-12 2018 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-5 პუნქტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის №266 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს 2018 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებისთვის: წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 62,33 მეტრული ტონა. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 20 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი http://www.matsne.gov.ge 30016007022023016474