Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Order No. 2-1009 of 2018 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Undertaking State Control of Production, Storage and Sale of Alcohol Beverages and Spirits based on Grapes, and Grafting and Planting Material of Vines

Made 2018-12-13 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის ბრძანება №2-1009 ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition, Cultivated plants
Keywords
beverages, enforcement/compliance, food safety and quality, business/industry/corporations, viticulture/oenological practices, transport/storage, internal trade, processing/handling, genetic resources
Categories
*, agriculture

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1009 2018 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული - ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის (შემდგომში-წესი) მიზანია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენის უზრუნველყოფა და მათზე რეაგირება. 2. ეს წესი ადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების პრინციპებს, ობიექტებს და განმახორციელებელი პირის უფლება- მოვალეობებს. მუხლი 2. სახელმწიფო ზედამხედველობა 1. სახელმწიფო ზედამხედველობა არის პროცედურა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სფეროში ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. 2. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო). მუხლი 3. სახელმწიფო ზედამხედველობა და საქმიანობის წესი 1. სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. 2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტში მითითებული უნდა იყოს: ა) ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის (შემდგომში-უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა; http://www.matsne.gov.ge 34005000022023016555 ბ) ღვინის კომპანიის (იურიდიული და ფიზიკური პირი) დასახელება; გ) იმ ობიექტის დასახელება, რაზედაც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა. ეს ობიექტებია: გ.ა) ვაზის ჯიში; გ.ბ) ვაზის საძირეთა და სანამყენეთა სადედეები; გ.გ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალა; გ.დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები; გ.ე) მეღვინეობაში გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; გ.ვ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; გ.ზ) ლაბორატორიული ჟურნალები. დ) ზედამხედველობის განხორციელების ვადა. 3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეამოწმოს: ა) საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, სამყნობი და სარგავი მასალები, მათი წარმოების პროცესები და შესაბამისი ჩანაწერები; ბ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; გ) ლაბორატორიული ჟურნალები; დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები. 4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ობიექტები; ბ) შემოწმების დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და ღვინის კომპანიის ტექნოლოგიური ინსტრუქციებით; გ) სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები ასახოს სახელმწიფო ზედამხედველობის აქტში - დანართი №1. მუხლი 4. ღვინის კომპანიის ვალდებულება ღვინის კომპანია ვალდებულია ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები. მუხლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გამოყენება სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები გამოიყენება: ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის; გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. დანართი N1 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო http://www.matsne.gov.ge 34005000022023016555 სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ზედამხედველობის ა ქ ტ ი № ქალაქი (სოფელი) : „ “ 20 წელი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი (პირები): ზედამხედველობის საფუძველი: სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი № „ “ 20 წ. ღვინის კომპანია: შემოწმებული ობიექტები: 1. 2. 3. 4. შემოწმებით დადგინდა: 1. 2. დასკვნა: http://www.matsne.gov.ge 34005000022023016555 გატარებული ღონისძიება: ხელმომწერი პირი: http://www.matsne.gov.ge 34005000022023016555

Order No. 2-1009 of 2018 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Undertaking State Control of Production, Storage and Sale of Alcohol Beverages and Spirits based on Grapes, and Grafting and Planting Material of Vines · Nelum