Order No 175 of 2011 of Minister of Energy and Natural Resources of Georgia on List of Species of Animals (except for migratory birds) included in Hunting Objects' List
Made 2011-09-01 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №175 ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Wild species and ecosystems
- Keywords
- hunting authorization/permit, hunting/capture, hunting rights
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №175 2011 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 4. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სახეობების მოპოვება განხორციელდეს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით დადგენილ ვადებში და მოპოვების საშუალებებით. 5. მურა დათვის, ირმის, არჩვის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტნური ჯიხვის, ნიამორის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №242- ვებგვერდი, 29.11.2011წ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №74 ვებგვერდი, 21.03.2012 წ. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №242- ვებგვერდი, 29.11.2011წ. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №74 ვებგვერდი, 21.03.2012 წ. დანართი ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები 1. ძუძუმწოვრები ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1. ნუტრია Myocastor coypus 2. კურდღელი Lepus europaeus 3. მაჩვი Martes meles 4. ტყის კვერნა Martes Martes 5. ქვის კვერნა Martes foina 6. მგელი Canis lupus 7. ტურა Canis aureus 8. მელა Vulpes vulpes 9. ენოტისებური ძაღლი Nyctereutes procyonoides 10. ტყის კატა Felis silvestris 11. გარეული ღორი Sus scrofa 12. შველი Capreolus capreolus 13. ენოტი Procyon lotor 2. ფრინველები ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1. ხოხობი Phasianus colchicus 2. კაკაბი Alectoris graeca 3. დურაჯი Francolinusfrancolinus 4. გნოლი Perdix perdix საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ.