Order No. 149 of 2016 of Minister of Justice of Georgia on Creation of Fact-finding Commission for Connecting Registration Documents to Persons
Made 2016-07-30 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის ბრძანება №149 სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Land and soil
- Keywords
- cadastre/land registration, land commission, ownership, land tenure, property rights
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №149 2016 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისია (შემდგომში – „კომისია“) იქმნება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისების სამოქმედო ტერიტორიებზე. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინიისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისგან, ხოლო თითო-თითო წევრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, „იუსტიციის სახლისა“ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან, შესაბამისი უწყებების წარდგინებით. 3. კომისიის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება იმ უწყებიდან, რომელსაც იგი წარმოადგენს კომისიაში, ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას. 4. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის სააგენტოს თანამშრომელი. 5. კომისიის ერთ-ერთი წევრი (სააგენტოს თანამშრომელი) ასრულებს მდივნის მოვალეობას, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. 6. კომისიის სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო. 7. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. 8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი http://www.matsne.gov.ge 01022002022027016653