Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Order No. 07 of 2016 of Director of Maritime Transport Agency on License Form and Description Thereof for Activities Involving Extraction of State-owned Sunk Scrap and Non-ferrous Metal from Territorial Sea and Internal Waters of Georgia

Made 2016-07-11 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის ბრძანება №07 „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Mineral resources, Sea
Keywords
minerals, exploration, mining, authorization/permit, procedural matters, waste non-domestic sources, territorial sea, maritime zone
Categories
metals-base, metals-precious, minerals-critical

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №07 2016 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 113-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 88-ე პუნქტისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №430 დადგენილების მე-8 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის“ ფორმა და მისი აღწერილობა (დანართის №1). მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მამუკა ახალაძე დირექტორი

  2. დანართი №1 საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა და მისი აღწერილობა 1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაცემი საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა წარმოადგენს ფერად A4 ფორმატის ერთფურცლიან ბლანკს. 2. ლიცენზიის ფორმის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: საქმიანობის ლიცენზიის N, ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის თარიღი, სამართლებრივი საფუძვლები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. ლიცენზიის ფორმის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - სფს. 3. ლიცენზიის ფორმის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი. 4. ლიცენზიის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083 ა) ბამბის 100%, 110± გრ/მ2 ქაღალდი, ქარხნული ექსკლუზიური წყლის ნიშანი, უხილავი ფიბრებით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას;

  3. ბ) ექსკლუზიურ გილიოშურ დამცავ ბადეს; გ) პირველი სამი ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითება „საზღვაო ტრანპორტის სააგენტო“; დ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქმიანობის ლიცენზია № ლიცენზიის მფლობელი: ___________________________________________ ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, განახორციელოს _______________________ _________________________________________________________________________________ (საქმიანობა) ლიცენზიის გაცემის თარიღი: ____ ____ 20--წ. (რიცხვი, თვე, წელი) ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. თუ ლიცენზიის მფლობელმა სრულად ამოიღო სალიცენზიო ობიექტი, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: _____________________________ ბ. ა. ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით. http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083 დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის № http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083

Order No. 07 of 2016 of Director of Maritime Transport Agency on License Form and Description Thereof for Activities Involving Extraction of State-owned Sunk Scrap and Non-ferrous Metal from Territorial Sea and Internal Waters of Georgia · Nelum