Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Order No. 03/207 of 2013 of Minister of Culture and Heritage Protection on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage

Made 2013-11-13 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანება №03/207 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition
Keywords
milk/dairy products, processing/handling, cultural heritage

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №03/207 2013 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი: ა) საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიციას – ჟურნალი „დილა"; ბ) ცეკვა „ხორუმს"; გ) მესხური ყველი „ტენილის“ დამზადების ტექნოლოგიას. 2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა. 3. ეთხოვოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7). მინისტრი გ. ოდიშარია

Order No. 03/207 of 2013 of Minister of Culture and Heritage Protection on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage · Nelum