Order No. 02/50 of 2018 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage to Culture of Georgian Wheat (Endemic Varieties and Native Species)
Made 2018-09-07 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის ბრძანება №02/50 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Agricultural and rural development, Cultivated plants
- Keywords
- cultural heritage, crops, cereals/grains/rice, plant protection, plant variety, agricultural commodities
- Categories
- agriculture
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/50 2018 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხელების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“. 2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.№52). გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. http://www.matsne.gov.ge