Law of Georgia on Creation and Management of Erusheti Protected Areas (No. 7055-RS of 2020)
Made 2020-07-17 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს კანონი ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ (N7055-რს; 2020 წ.)
- Language
- Georgian
- Kind
- Act
- Country
- Georgia
- Subjects
- Land and soil, Mineral resources, Water, Wild species and ecosystems
- Keywords
- land-use planning, water resources management, ecosystem conservation, protected area, governance, classification/declassification, cultural heritage, soil conservation/soil improvement, protection of environment, protection forest, sustainable development, sustainable use, national parks, biodiversity, wild fauna, wild flora, zoning, protection of species, genetic resources, endangered species, public health, tourism, ecofriendly products/ecofriendly processes, education, research, monitoring, pollution control, minerals, mining
- Categories
- metals-base, metals-precious, minerals-critical
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს კანონი ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ერუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა სამყაროს და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების გენოფონდის დაცვა და აღდგენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისათვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი, ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი, ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისაგან დაცვა; ზ) ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983 განვითარებას. მუხლი 3. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები 1. ერუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: ა) ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის;
ბ) ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. 2. ამ კანონით დადგენილი კატეგორიების დაცული ტერიტორიების ზონები და აღნიშნულ ზონებში დაშვებული საქმიანობები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით. მუხლი 4. ერუშეთის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 11 385 ჰექტარი. 2. ერუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X Y № X Y № X Y № X Y 1 318946 4602989 114 336353.0 4598362.0 227 335315.0 4595868.0 340 328351.0 4595211.0 2 319165 4602806 115 336361.0 4598349.0 228 335291.0 4595919.0 341 328346.0 4595353.0 3 319662 4602521 116 336367.0 4598333.0 229 335248.0 4595925.0 342 328474.0 4595395.0 4 319684 4602063 117 336363.0 4598323.0 230 335250.0 4595983.0 343 328586.0 4595270.0 5 319813 4602037 118 336364.0 4598312.0 231 335226.0 4596004.0 344 328605.0 4595368.0 6 319910 4602091 119 336359.0 4598304.0 232 335225.0 4596042.0 345 328560.0 4595410.0 7 319992 4602033 120 336374.0 4598283.0 233 335163.0 4596038.0 346 328573.0 4595457.0 8 320079 4601948 121 336383.0 4598292.0 234 335116.0 4596009.0 347 328634.0 4595537.0 9 320085 4601908 122 336395.0 4598289.0 235 335119.0 4596063.0 348 328704.0 4595597.0 10 320151 4601865 123 336398.0 4598283.0 236 335061.0 4596017.0 349 328779.0 4595546.0 11 320233 4601778 124 336391.0 4598273.0 237 335029.0 4596049.0 350 328794.0 4595497.0 12 320349 4601657 125 336394.0 4598266.0 238 334910.0 4595979.0 351 328767.0 4595426.0 13 320367 4601432 126 336404.0 4598267.0 239 334875.0 4595921.0 352 328649.0 4595427.0 14 321309 4600626 127 336403.0 4598259.0 240 334812.0 4595939.0 353 328639.0 4595393.0 http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983
15 321955 4600199 128 336389.0 4598259.0 241 334820.0 4595865.0 354 328721.0 4595315.0 16 322309 4599955 129 336395.0 4598245.0 242 334866.0 4595822.0 355 328778.0 4595184.0 17 322591 4599925 130 336390.0 4598239.0 243 334813.0 4595796.0 356 328934.0 4595387.0 18 323274 4600106 131 336379.0 4598241.0 244 334696.0 4595651.0 357 329043.0 4595450.0 19 323556 4600353 132 336382.0 4598257.0 245 334609.0 4595637.0 358 329068.0 4595295.0 20 323899 4600559 133 336369.0 4598229.0 246 334683.0 4595425.0 359 328929.0 4595157.0 21 324367 4600771 134 336374.0 4598228.0 247 334638.0 4595380.0 360 328870.0 4595048.0 22 324637 4600476 135 336383.0 4598225.0 248 334478.0 4595420.0 361 328706.0 4595000.0 23 324586 4600379 136 336392.0 4598232.0 249 334496.0 4595367.0 362 327673.0 4595043.0 24 324549 4600380 137 336398.0 4598227.0 250 334447.0 4595245.0 363 327527.0 4596164.0 25 324475 4600478 138 336410.0 4598225.0 251 334463.0 4595157.0 364 327886.0 4596356.0 26 324396 4600314 139 336418.0 4598219.0 252 334347.0 4595204.0 365 328224.0 4595641.0 27 324624 4600200 140 336408.0 4598216.0 253 334325.0 4595208.0 366 328215.0 4595559.0 28 324701 4599923 141 336400.0 4598219.0 254 334314.0 4595203.0 367 328519.0 4595775.0 29 324629 4599796 142 336397.0 4598210.0 255 334298.0 4595207.0 368 328733.0 4596380.0 30 324973 4599431 143 336390.0 4598206.0 256 334283.0 4595200.0 369 328875.0 4596416.0 31 325401 4599406 144 336375.0 4598195.0 257 334259.0 4595256.0 370 328949.0 4596480.0 32 325986 4599409 145 336366.0 4598181.0 258 334181.0 4595240.0 371 328921.0 4596351.0 33 327070 4598245 146 336371.0 4598184.0 259 334152.0 4595164.0 372 329058.0 4596187.0 34 327759 4598044 147 336379.0 4598184.0 260 334159.0 4594859.0 373 329113.0 4596074.0 35 327999 4597794 148 336385.0 4598187.0 261 334160.0 4594812.0 374 328924.0 4595970.0 36 328661 4597784 149 336415.0 4598206.0 262 334114.0 4594824.0 375 328984.0 4595926.0 37 328608 4598017 150 336422.0 4598191.0 263 334135.0 4594582.0 376 329208.0 4595903.0 38 328656 4598314 151 336412.0 4598176.0 264 334123.0 4594396.0 377 329345.0 4596089.0 39 329031 4598393 152 336421.0 4598182.0 265 334180.0 4594400.0 378 329474.0 4596165.0 40 329296 4598991 153 336426.0 4598169.0 266 334264.0 4594255.0 379 329655.0 4595961.0 41 330201 4598374 154 336417.0 4598159.0 267 334247.0 4594029.0 380 329854.0 4595858.0 42 331851 4598298 155 336409.0 4598152.0 268 334205.0 4593795.0 381 329926.0 4595677.0 43 332783 4597799 156 336409.0 4598107.0 269 334138.0 4593822.0 382 329801.0 4595650.0 44 332941 4597727 157 336424.0 4598089.0 270 334126.0 4593835.0 383 329693.0 4595462.0 45 333137 4597519 158 336403.0 4597964.0 271 334045.0 4593801.0 384 329657.0 4595440.0 http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983 46 332533 4597240 159 336419.0 4597925.0 272 333854.0 4593814.0 385 329644.0 4595408.0 47 332750 4597143 160 336420.0 4597851.0 273 333834.0 4593833.0 386 329723.0 4595395.0 48 332786 4597022 161 336496.0 4597846.0 274 333829.0 4593881.0 387 329658.0 4595334.0
49 330286 4596041 162 336707.0 4597906.0 275 333765.0 4593952.0 388 329450.0 4595340.0 50 330116 4595914 163 336863.0 4597836.0 276 333736.0 4593926.0 389 329360.0 4595280.0 51 330226 4595700 164 336979.0 4597714.0 277 333732.0 4593880.0 390 329178.0 4595359.0 52 330374 4595698 165 337451.0 4596861.0 278 333682.0 4593815.0 391 329110.0 4595295.0 53 330617 4595839 166 337364.0 4596839.0 279 333691.0 4593768.0 392 329120.0 4595246.0 54 331120 4595884 167 337371.0 4596623.0 280 333671.0 4593736.0 393 329180.0 4595261.0 55 331573 4595784 168 337442.0 4596259.0 281 333620.0 4593712.0 394 329192.0 4595193.0 56 331836 4595536 169 337426.0 4596172.0 282 333533.0 4593715.0 395 329293.0 4595166.0 57 331688 4595021 170 337387.0 4595870.0 283 333478.0 4593685.0 396 328764.0 4594902.0 58 330947 4594430 171 337337.0 4595859.0 284 333362.0 4593693.0 397 328485.0 4594838.0 59 330820 4594170 172 337320.0 4595672.0 285 333334.0 4593429.0 398 327995.0 4594857.0 60 331938 4594682 173 337273.0 4595540.0 286 333357.0 4593228.0 399 329943.0 4597446.0 61 332306 4595545 174 337380.0 4595409.0 287 333273.0 4593122.0 400 329893.0 4597582.0 62 332491 4595856 175 337387.0 4595347.0 288 333180.0 4593088.0 401 330088.0 4597665.0 63 330998 4594049 176 337419.0 4595309.0 289 333123.0 4593134.0 402 330292.0 4597727.0 64 333202 4596474 177 337373.0 4595139.0 290 333018.0 4592994.0 403 330371.0 4597661.0 65 333394 4596703 178 337280.0 4595136.0 291 332942.0 4592867.0 404 330399.0 4597570.0 66 334379 4597605 179 337247.0 4595109.0 292 332956.0 4592754.0 405 330683.0 4596855.0 67 334531 4597863 180 337159.0 4595115.0 293 333014.0 4592633.0 406 330693.0 4596922.0 68 334746 4598042 181 337137.0 4595013.0 294 332992.0 4592605.0 407 330670.0 4596932.0 69 334951 4598151 182 337037.0 4594918.0 295 332835.0 4592643.0 408 330677.0 4596981.0 70 335750 4598851 183 336968.0 4594931.0 296 332733.0 4592517.0 409 330796.0 4597025.0 71 335781 4598711 184 336889.0 4594817.0 297 332634.0 4592567.0 410 330850.0 4597016.0 72 335874 4598649 185 336728.0 4594798.0 298 332642.0 4592659.0 411 331063.0 4596931.0 73 336027 4598541 186 336859.0 4594438.0 299 332545.0 4592714.0 412 331199.0 4597034.0 74 336039 4598529 187 336748.0 4594036.0 300 332486.0 4592897.0 413 331357.0 4597036.0 75 336053 4598522 188 336630.0 4593708.0 301 332560.0 4593137.0 414 331599.0 4596801.0 76 336056 4598525 189 336295.0 4594248.0 302 332393.0 4593132.0 415 331487.0 4596482.0 77 336047 4598538 190 336159.0 4594198.0 303 332422.0 4593183.0 416 331508.0 4596310.0 http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983 78 336078 4598533 191 336061.0 4594487.0 304 332423.0 4593205.0 417 331191.0 4596135.0 79 336075 4598532 192 336103.0 4594552.0 305 332167.0 4593692.0 418 330841.0 4596199.0 80 336071 4598527 193 335963.0 4594853.0 306 331719.0 4594021.0 419 330689.0 4596399.0 81 336080 4598523 194 335959.0 4595060.0 307 331875.0 4593716.0 420 330684.0 4596480.0 82 336074 4598517 195 336026.0 4595072.0 308 332246.0 4593352.0 421 330706.0 4596567.0
83 336070 4598518 196 336097.0 4595155.0 309 331992.0 4593237.0 422 330722.0 4596791.0 84 336063 4598518 197 336171.0 4595270.0 310 331854.0 4593402.0 423 330808.0 4596846.0 85 336112 4598507 198 336293.0 4595498.0 311 331793.0 4593284.0 424 317338.0 4598949.0 86 336144 4598491 199 336254.0 4595574.0 312 331760.0 4593345.0 425 317951.0 4599308.0 87 336163 4598476 200 336304.0 4595575.0 313 331663.0 4593490.0 426 318222.0 4599250.0 88 336180 4598469 201 336398.0 4595734.0 314 331633.0 4593483.0 427 318399.0 4599347.0 89 336188 4598455 202 336559.0 4595955.0 315 331303.0 4592996.0 428 318475.0 4599223.0 90 336202 4598451 203 336610.0 4596018.0 316 331325.0 4592871.0 429 318513.0 4599232.0 91 336197 4598465 204 336755.0 4596134.0 317 331241.0 4592818.0 430 318610.0 4599159.0 92 336202 4598473 205 336743.0 4596207.0 318 331143.0 4592645.0 431 318855.0 4598915.0 93 336221 4598473 206 336718.0 4596354.0 319 331186.0 4592471.0 432 318939.0 4598649.0 94 336224 4598482 207 336699.0 4596277.0 320 331133.0 4592445.0 433 318996.0 4598256.0 95 336236 4598484 208 336629.0 4596309.0 321 331056.0 4592509.0 434 318939.0 4598077.0 96 336240 4598477 209 336487.0 4596318.0 322 330954.0 4592302.0 435 318733.0 4597891.0 97 336238 4598474 210 336464.0 4596444.0 323 330826.0 4592209.0 436 318635.0 4597791.0 98 336229 4598477 211 336268.0 4596569.0 324 331312.0 4591363.0 437 318496.0 4597684.0 99 336231 4598467 212 336201.0 4596692.0 325 331543.0 4590676.0 438 318260.0 4597572.0 100 336239 4598459 213 336213.0 4596609.0 326 331840.0 4590158.0 439 317941.0 4597880.0 101 336238 4598453 214 336108.0 4596708.0 327 332047.0 4589865.0 440 317653.0 4598115.0 102 336227 4598449 215 335961.0 4596771.0 328 332396.0 4589532.0 441 317559.0 4598228.0 103 336228 4598436 216 335927.0 4596731.0 329 332609.0 4589217.0 442 317420.0 4598766.0 104 336238 4598433 217 335812.0 4596875.0 330 332944.0 4588738.0 443 318418.0 4601947.0 105 336246 4598445 218 335818.0 4596652.0 331 333203.0 4588381.0 444 318425.0 4601973.0 106 336265 4598437 219 335834.0 4596344.0 332 333855.0 4587707.0 445 318453.0 4601996.0 107 336291 4598444 220 335807.0 4596279.0 333 334655.0 4586831.0 446 318453.0 4602042.0 108 336301 4598434 221 335729.0 4596228.0 334 334694.0 4586246.0 447 318504.0 4602090.0 109 336298 4598430 222 335755.0 4596137.0 335 334243.0 4585761.0 448 318567.0 4602073.0 http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983 110 336316 4598422 223 335657.0 4596113.0 336 334044.0 4585237.0 449 318604.0 4602023.0 111 336314 4598416 224 335644.0 4596058.0 337 333321.0 4584907.0 450 318620.0 4601974.0 112 336343 4598379 225 335683.0 4596013.0 338 328439.0 4595002.0 451 318515.0 4601888.0 113 336350 4598371 226 335553.0 4595968.0 339 328471.0 4595118.0 3. ერუშეთის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (№337 წერტილიდან ჩრდილო- დასავლეთით №1 წერტილამდე) მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
მუხლი 5. ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა და დასახლებული პუნქტების (სოფლების) ჩამონათვალი ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს): აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი, ურაველი, წყალთბილა, ხეოთი. მუხლი 6. ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. ერუშეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობები, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ამ დაცული ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება (ზონირება)) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 2. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, დაშვებულია სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ობიექტების განთავსება. 3. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
მუხლი 7. ერუშეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ერუშეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8. ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება ერუშეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983 გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 9. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, 17 ივლისი 2020 წ. N7055-რს http://www.matsne.gov.ge 36005000005001019983