Law of Georgia on Creation and Management of Aragvi Protected Landscape (No. 7102-IS of 2020)
Made 2020-09-16 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ (N7102-Iს, 2020 წ.)
- Language
- Georgian
- Kind
- Act
- Country
- Georgia
- Subjects
- Wild species and ecosystems
- Keywords
- biodiversity, ecosystem conservation, governance, national parks, protected area
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) შექმნას არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 99 802 ჰექტარი. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X Y № X Y № X Y № X Y 1 502479.9 4713145 79 502814.1 4695338 157 481856.7 4679133 235 484554.2 4710995 2 496865.9 4716794 80 502243.2 4695684 158 481592.1 4679752 236 484922 4711400 3 498084.4 4716241 81 501614.9 4695860 159 480982.1 4680057 237 485287.1 4711588 4 498668.9 4716565 82 501061.2 4695841 160 480612 4680286 238 485893 4712924 5 499295.5 4716325 83 500641.3 4695476 161 481071.5 4681129 239 486213.1 4713556 http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 6 499980.2 4716232 84 500326.3 4694947 162 481287.1 4681786 240 486488.7 4713892 7 500652.4 4716273 85 500008.2 4694341 163 481430.1 4682465 241 486957 4714384 8 501233.8 4716159 86 499636.5 4693779 164 481602.6 4683120 242 487395.2 4714918 9 501639.8 4715443 87 499415.6 4693162 165 481184.7 4683676 243 487917.5 4715351 10 501573.1 4714992 88 499384 4692603 166 480793.2 4684243 244 488592.6 4715447 11 501897.3 4714397 89 500057.5 4692576 167 480978 4684916 245 489261.3 4715324 12 501942.2 4713941 90 500524 4692074 168 481005.2 4685606 246 489920.1 4715185 13 502476.7 4713580 91 501207.5 4691978 169 480991.6 4686453 247 490553.1 4714983 14 502606.6 4712752 92 501651 4691458 170 481448.1 4686720 248 491035.1 4715410 15 502614.7 4712095 93 501890.4 4690830 171 481990.5 4687343 249 491666.5 4715647 16 502534.8 4711434 94 502282.9 4690474 172 481558.4 4687746 250 492339.6 4715708 17 502375.4 4710977 95 502867.8 4690516 173 481856.2 4688408 251 493641.2 4716302 18 503091.1 4710579 96 503400.7 4690229 174 481350.5 4688585 252 493479.3 4715792 19 503568.6 4710412 97 502774.5 4690336 175 480968.2 4689166 253 493992 4716812 20 503839.3 4709554 98 502439.3 4689722 176 480639.9 4689564 254 496162.6 4716522 21 504259.8 4708989 99 502202.3 4689076 177 479811 4689762 255 495072.1 4716619 22 504462.6 4708511 100 501748.4 4688543 178 479251.9 4690143 256 495753.2 4716651 23 504576.4 4707854 101 501236.3 4688089 179 478580.5 4690301 257 496225.7 4716709 24 504608.7 4707237 102 500839.6 4687555 180 477910.1 4690457 258 489415.6 4711878 25 504447 4706381 103 500334.8 4687204 181 477332.4 4690827 259 489518.8 4711756 26 504629.4 4706017 104 500264.4 4686515 182 477081.4 4691465 260 488796.1 4711832 27 505039.9 4705572 105 499935.6 4685978 183 477100.2 4692150 261 488937.7 4711457 28 505633 4705281 106 499469.4 4685458 184 476851.3 4692796 262 489374.7 4711133 29 506271 4705451 107 499114.4 4684859 185 476625.5 4693458 263 489979.9 4710840 30 506732.7 4705344 108 498698.6 4684317 186 476466.1 4693831 264 490587.3 4710544 31 507240.2 4704926 109 498351.9 4683712 187 476752 4694319 265 491108.9 4710284 32 507812.2 4704917 110 498159.3 4683044 188 476314 4695320 266 490911.8 4710637 http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 33 508455.8 4704822 111 497877.3 4682405 189 476006.8 4695946 267 490474.2 4711133 34 509087.6 4704732 112 497585.5 4681779 190 475564 4696455 268 489883.6 4711467 35 509173.9 4703996 113 496982.6 4681451 191 474656.3 4696831 269 489262.1 4711742 36 509498.5 4703520 114 496311.6 4681447 192 474688.5 4697221 270 504702.9 4707561 37 509949.7 4703155 115 495641.2 4681647 193 474548.4 4697899 271 506591.3 4705610 38 510583.7 4703080 116 495221.4 4682186 194 474675.9 4698581 272 507382.9 4704832 39 511235.8 4702937 117 494702.4 4681899 195 474545.2 4699262 273 507580.9 4704987 40 511629.8 4702533 118 494740.5 4681203 196 473961.1 4699635 274 505880.2 4705259 41 511763.8 4701924 119 494429.2 4680590 197 473408.9 4700051 275 511433.8 4702971 42 511811 4701264 120 494085.4 4680003 198 472796.6 4700365 276 511817.8 4702265 43 512241.3 4700979 121 493699.8 4679427 199 472276.3 4700831 277 511855.7 4700972 44 512834.1 4700698 122 493363.3 4678838 200 471958 4701445 278 513131.6 4700735 45 513347.4 4700426 123 493082.5 4678232 201 471495.8 4701969 279 509708 4703200 46 513888.4 4700265 124 492812.5 4677591 202 471124.4 4702560 280 509296.3 4703552 47 514504 4700502 125 492490.7 4676991 203 470601.4 4703023 281 513628.8 4700153 48 515179 4700456 126 492100.9 4676413 204 470432.2 4703678 282 512047.1 4700933 49 515386.5 4699836 127 491702.5 4675866 205 470540.6 4704369 283 512478 4700890 50 515484.7 4699187 128 491231.2 4675371 206 470868.7 4704950 284 511007.2 4702895 51 516137.6 4699018 129 490660.4 4674976 207 471180.5 4705545 285 516324.6 4698807 52 516112.8 4698483 130 489980.9 4674811 208 471323.6 4706199 286 516062.3 4697361 53 516014.5 4697839 131 489454.4 4674366 209 471653.5 4706783 287 516051 4697653 54 515924.3 4697358 132 488991.1 4673849 210 472178.9 4707204 288 516110.3 4698194 55 515269.9 4697346 133 488903 4673160 211 472724.9 4707531 289 514174.7 4695658 56 514680.8 4697102 134 488809 4672477 212 472921.6 4707989 290 514146.1 4696243 57 514363.8 4696521 135 488832.3 4671693 213 473491.7 4707390 291 514488.1 4696822 58 514177.6 4695939 136 488444.2 4672148 214 474025.4 4706997 292 513621.2 4695055 59 513867.5 4695399 137 487823.9 4672446 215 474640.1 4706841 293 509687.8 4695058 http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 60 513405.6 4694893 138 487260 4672806 216 475313.3 4706880 294 499221.1 4692736 61 512913 4694421 139 486924.4 4673420 217 475818.1 4706031 295 502549.2 4690593 62 512285.1 4694159 140 486477.6 4673943 218 475851.7 4706355 296 501326.5 4696031 63 511655.2 4694286 141 485859 4673790 219 476325.5 4706785 297 500941.1 4695666 64 511090 4694493 142 485559 4673170 220 476681.9 4707382 298 488607.6 4711768 65 510456.2 4694610 143 485303.7 4672527 221 477079.7 4707957 299 489280.3 4711114 66 509959.6 4694988 144 484873.5 4672065 222 477397.4 4708455 300 491277.4 4710326 67 509338.2 4694943 145 484427.5 4672587 223 478398.2 4707938 301 490979.6 4710631 68 508716.6 4695188 146 483924.2 4673059 224 478605.9 4708119 302 490528.9 4710975 69 508108.3 4695432 147 483502.6 4673616 225 479289.2 4708092 303 489671.4 4710988 70 507544.1 4695536 148 483099.5 4674186 226 479940.6 4708118 304 489180.6 4711819 71 506914.7 4695753 149 482521.9 4674575 227 480559.8 4708253 305 489495.9 4711706 72 506320.5 4695878 150 481933.5 4674992 228 481116.8 4708630 306 489268.5 4711880 73 505824.2 4695645 151 481433.3 4675217 229 481916.3 4709178 307 489532.9 4711828 74 505352.4 4695398 152 481667.9 4675958 230 482309.1 4709134 308 489018.2 4711817 75 504826.5 4695365 153 482050.6 4676517 231 483046.1 4709720 309 490278.8 4711282 76 504287.5 4695713 154 482236.4 4677192 232 483033.8 4710122 310 490496.8 4710637 77 503768.2 4695858 155 482255 4677887 233 483196.9 4710527 311 490937.9 4710222 78 503342.2 4695628 156 482230.4 4678563 234 484056.5 4710890 მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. მუხლი 6. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 7. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8. გარდამავალი დებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს. მუხლი 9. კანონის ამოქმედება http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188 ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, 16 სექტემბერი 2020 წ. N7102-Iს http://www.matsne.gov.ge 36005000005001020188