Guidelines for the Multi-Year Programme (Plan) of State Supervision
Made 0000 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებით
- Language
- Georgian
- Kind
- Other
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Livestock, Food and nutrition, Fisheries and aquaculture, Cultivated plants
- Keywords
- enforcement/compliance, good practices, governance, inspection, monitoring, animal feed/feedstuffs, animal health, animal production, animal welfare, risk assessment/management, aquaculture, fish diseases, food safety and quality, policy/planning, plant production, plant protection
- Categories
- agriculture
Where to read it
No source link is recorded for this law.
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
1 სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებით 2 სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებით 1.სახელმძღვანელო მითითებების მიზანი ............................................................................................. 4 2.ტერმინთა განმარტებები ....................................................................................................................... 4 3. სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო კონტროლის პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ .................................................................. 5 3.1. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა (გეგმა), მოქმედების სფერო და ინსტრუქციები მოთხოვნების მიმართ ........................................................................................................................... 5 3.2. ზოგადი მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმის) მიმართ..................................................................................................................................................... 6 3.3. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) პერიოდულობა (დაგეგმვის ციკლის ხანგრძლივობა) ...................................................................................................................................... 7 3.4. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) სტრატეგიული ამოცანები, რისკების კატეგორიზაცია ..................................................................................................................................... 9 3.5. ზოგადი ორგანიზაცია და მართვა ........................................................................................ 10 3.6. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო კონტროლის სისტემები ...... 12 3.7. კოორდინაცია და თანამშრომლობა .......................................................................................... 13 3.8. მაკონტროლებელ ორგანოებზე ამოცანათა დელეგირება ..................................................... 14 3.9. სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა .............................................. 15 3.10. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგი .............. 17 3.11. დოკუმენტირებული პროცედურები ............................................................................... 19 3.12. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა ................................. 21 3.13. სახელმწიფო კონტროლის პროგრამების (გეგმა) განხილვა და კორექტირება ............... 22 4. ინსტრუქცია სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმის) ფორმატის შესახებ ....................................................................................................................................................... 24 4.1. სათაური-დასახელება ................................................................................................................. 24 4.2. საკონტაქტო პირი ......................................................................................................................... 24 4.3. გეგმის შინაარსი ........................................................................................................................ 24 3 4.3.1. ზოგადი ეროვნული სტრატეგიული მიზნები ................................................................. 24 4.3.2. კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული საცნობარო(რეფერენს) ლაბორატორიების და დელეგირებული კონტროლის ორგანოების დანიშვნა ...................................................... 25 4.3.3. კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და მართვა ............................................................................................................................................... 27 4.3.4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები ................................................................. 30 4.3.5. კომპეტენტური ორგანოების აუდიტი ............................................................................... 30 4.3.6. ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლის სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ............................................................................................ 31 4.3.7. სახელმწიფო კონტროლის პროგრამების (გეგმა) განხილვა და რეგულირება ........... 32 5. სახელმძღვანელო სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის ( გეგმის) ფარგლების შესახებ ................................................................................................................................. 32 4 1.სახელმძღვანელო მითითებების მიზანი სახელმძღვანელო მითითებები მიზნად ისახვს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმის) მომზადების ხელშეწყობას. 2.ტერმინთა განმარტებები ამ მითითებების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონმდებლობა სურსათის შესახებ - ზოგადად სურსათის, მათ შორის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებიც მოიცავს სურსათის და სასურსათე დანიშნულების სურსათის ცხოველებისთვის წარმოებული ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპს; ბ) კანონმდებლობა ცხოველის საკვების შესახებ - ზოგადად ცხოველის საკვების, მათ შორის ცხოველის საკვების უვნებლობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებიც მოიცავს ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპს; გ) სახელმწიფო კონტოლი - უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; დ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი; ე) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება; ვ) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს; ზ) რისკი - ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე; 5 თ) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა/გეგმა - პროგრამა/გეგმა, რომელიც მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას; ი) კოორდინაცია - კომპეტენტური ორგანოების მიერ, სახელმწიფო კონტროლის შეთანხმებულად და თანმიმდევრულად განხორციელებისათვის დაგეგმილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის/ გეგმის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებული საერთო ამოცან(ებ)ის შესრულებას; კ) საწარმოო ჯაჭვი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპები; ლ) წარმოების ეტაპი/საწარმოო ეტაპი - საწარმოო ჯაჭვის ნებისმიერი ეტაპი, მათ შორის პროდუქტის (საქონლის) იმპორტი, პირველადი წარმოება, მათი დამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, გაყიდვის ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით; მ) სექტორი - კონკრეტულ პროდუქტთან (საქონელი) ან პროდუქტის (საქონელი) ჯგუფთან დაკავშირებული სრულ საწარმოო ჯაჭვი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ერთი ან მეტი უფლებამოსილის პირის საქმიანობას. 3. სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო კონტროლის პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ 3.1. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა (გეგმა), მოქმედების სფერო და ინსტრუქციები მოთხოვნების მიმართ მომზადებული უნდა იქნეს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამა (გეგმა), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და მცენარეთა სიჯანსაღის სახლმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტურად განხორციელებას. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა ( გეგმა ) უნდა ითვალისწინებდეს ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის, ცხოველის საკვების და სურსათის 6 ჰიგიენის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების, ახალი სურსათის, გენმოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების, მომხმარებლისათვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების, ბიოწარმოების, დასხივებული სურსათის, სურსათის კვებითი ღირებულების ასპექტების, სურსათის ხარისხის, ტრადიციული მეთოდებით წარმოებული სურსათის, გეოგრაფიული აღნიშვნით და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის, ასევე ცხოველთა და მცენარეთა დაავადებებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას. სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამა (გეგმა) უნდა მოიცავდეს სურსათს, ცხოველის საკვებს, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც არასასურსათო დანიშნულების ცხოველური, ისე არაცხოველური წარმოშობის საქონელი, მათ შორის ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშულების პროდუქტები (ცწადპ) და საწარმოო ჯაჭვის ყველა ეტაპი - მათ შორის, იმპორტი, პირველადი წარმოება, მათი დამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, გაყიდვის ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით. 3.2. ზოგადი მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმის) მიმართ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამა (გეგმა), რომელიც გამოყენებული იქნება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი სამსახურების მიერ, შესაბამის შემთხვევებში სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების გათვალისწინებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამასთან (გეგმა) დაკავშირებული ინტეგრირებული დაგეგმვის, განვითარების და კოორდინაციის სათანადო პროცესები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამების (გეგმის) საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გადაცემას. სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შეკრებილი და შენახული იქნეს შესაბამისობის მტკიცებულებები, რომელიც, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება აუდიტის იმ ნებისმიერი ორგანოსათვის, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) ეფექტურად შესრულების შეფასებას. ასეთი მტკიცებულებები უნდა შეიცავდეს წერილობით პროცედურებს, 7 დოკუმენტაციას და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ ჩანაწერებს. (3.1.2.3) 3.3. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) პერიოდულობა (დაგეგმვის ციკლის ხანგრძლივობა) სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) მოქმედების ვადები (ხანგრძლივობა) დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის ბიუჯეტზე. დაგეგმვის ციკლის ხანგრძლივობის დასაბუთება მოკლედ უნდა იქნეს მოცემული სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამაში (გეგმა). სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამა (გეგმა) უნდა მოიცავდეს არანაკლებ სამ წელს და დაგეგმავსთან და აღსრულებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით - არაუმეტეს ხუთ წელს. განუზღვრელობები და შეზღუდვები განსაზღვრავენ სახელმწიფო კონტროლის კონკრეტულ დეტალებს, რომელიც შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმის) თითოეულ წელს. კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის ამოცანები შესაძლებელია წინასწარ იქნას განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმის) თითოეული წლისათვის და მუდმივად დაექვემდებაროს განახლებას სახელმწიფო კონტროლის გეგმის (პროგრამა) განხორციელებიდან ერთი წლის შემდეგ და შესაბამისად ყოველწლიურად, წლიური ანგარიშის მომზადების პარალელურად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: ა) სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამაში (გეგმა) საჭიროებისამებრ შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უნდა განხორციელდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა.ა) ახალი კანონმდებლობა ან/და არსებულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები; ა.ბ) ახალი დაავადებების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის სხვა ფაქტორების აღმოცენება; ა.გ) კომპეტენტურ ორგანო(ებ)ის სტრუქტურაში, ხელმძღვანელობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები; ა.დ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამისათვის (გეგმა) შემუშავებულ ინსტრუქციებს, რომლის თანახმად: ა.დ.ა) დანერგილი უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო კონტროლის თანმიმდევრული, ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომა, 8 საწარმოო ჯაჭვის ყველა ეტაპზე - მათ შორის იმპორტსა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული განაცხადთან დაკავშირებით; ა.დ.ბ) განსაზღვრული უნდა იქნეს რისკზე დაფუძნებული პრიორიტები და რისკის კატეგორიზაციისათვის შესაბამისი ზომები და ყველზე ეფექტური კონტროლის პროცედურები; ა.დ.გ) დადგენილი უნდა იქნეს სხვა პრიორიტეტები და კონტროლის ყველაზე ეფექტური პროცედურები; ა.დ.დ) უნდა მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპების იდენტიფიცირება, ცხოველთა საკვების მოხმარების ჩათვლით, რაც იძლევა ყველაზე სანდო და დამადასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, ხდება თუ არა სურსათის/ცხოველის საკვების და სურსათის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა; ა.დ.ე) უნდა განხორციელდეს კონტროლის სისტემის ყველა დონეზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა; ა.დ.ვ) უნდა განხორციელდეს მიკვლევადობის სისტემის ეფექტური კონტროლის ხელშეწყობა; ა.დ.ზ)უნდა უზრუნველყონ კონსულტაციების ჩატარება იმ სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდება ანგარიშებში კონტროლის განხორციელებისა და შედეგების დაფიქსირება; ა.დ.თ) ასახონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სახელმწიფო ორგანოების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებას; ა.დ.ი) განსაზღვრონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუდიტის ჩატარებისათვის კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ შიდა აუდიტი ან ჩაატარებინონ გარე აუდიტი და, მათი შედეგებიდან გამომდინარე, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის მიზნების მიღწევა. აუდიტი ექვემდებარება დამოუკიდებლად შესწავლას და უნდა განხორციელდეს გამჭირვალედ; ა.დ.კ) განსაზღვროს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) წლიური ანგარიშის სტრუქტურა და მასში შესატანი ინფორმაცია; ა.დ.ლ) მითითებული იქნეს ძირითადი მაჩვენებლები (ინდიკატორები), რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) შეფასებისათვის; ა.ე) სამეცნიერო დასკვნები; 9 ბ) წინა წელს განხორციელებული კონტროლისა და აუდიტორული შემოწმების შედეგები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამით (გეგმა) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად; გ) აღმოჩენილი შეუსაბამობების ტიპი და რაოდენობა; დ) სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ზომები, მათი შედეგების ჩათვლით. 3.4. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) სტრატეგიული ამოცანები, რისკების კატეგორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამაში (გეგმა) ასახული უნდა იქნას ზოგადი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო კონტროლის სისტემების სტრუქტურასა და ორგანიზაციაზე, ეს ინფორმაცია კონკრეტულად უნდა მოიცავდეს გეგმის სტრატეგიულ მიზნებს და იმას, თუ როგორ აისახება ეს მიზნები კონტროლის განხორციელების პრიორიტეტებზე და ამ მიზნით კონტროლის განხორციელებისათვის გამოყენებული რესურსების განაწილებაზე; რამდენადაც სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს რეგულარულად საჭირო სიხშირით და არსებული რისკიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონტროლის გეგმებში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებერებული სხვადასხვა ღონისძიებებისთვის დამახასიათებელი რისკების კატეგორიზაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, რისკის ფაქტორების კატეგორიზაციის პროცესის მოკლე აღწერილობა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება შეტანილი იქნეს სახელმწიფო კონტროლის გეგმაში. ასეთი ინფორმაციამ, მომავალში, შესაძლოა ხელი შეუწყოს რისკზე დაფუძნებული პრიორიტებების იდენტიფიცირებასთან და ყველაზე ეფექტური სახელმწიფო კონტოლის პროცედურებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას. სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამაში (გეგმა) ამომწურავად უნდა იყოს წარმოდგენილი: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების სტრუქტურა, დავალებები; ბ) აღწერილი უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოო ჯაჭვის, ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობების განაწილება; 10 გ) მითითებული უნდა იქნეს უფლებამოსილი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი რესურსები; დ) უნდა განისაზღვროს ეროვნული რეფერენტული ლაბორატორიები, მათი აკრედიტაციის სფეროები, რომლებზეც ისინი არიან პასუხიმგებელი და ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანო. ამასთანავე, “ა-გ” პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნას უფლებამოსილი ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურული სქემის სახით და მოიცავდეს შესაბამის დავალებებსა და პასუხისმგებლობებს. რაც შეეხება უფლებამოსილი ორგანოებებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების აღწერილობას, იგი უნდა მოიცავდეს ადამიანურ რესუსრებს, დამხმარე საშუალებებს და მომსახურებებს. როგორიცაა მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების სპეციალისტი და ლაბორატორიის, სადიაგნოსტიკო, კვლევის და ტრენინგის შენობა-ნაგებობები და მომსახურებები. ადამიანური რესურსები აღწერილი უნდა იყოს დამტკიცებული სრული განაკვეთის ან „სრული განაკვეთის ეკვივალენტური“ საშტატო თანამდებობების შესაბამისად. არსებული შენობა ნაგებობები და მომსახურებები შეიძლება განისაზღვროს რაოდენობრივად მომსახურების დონის, ლაბორატორიული პოტენზიალის და ლაბორატორიული გამოკვლევების ფარგლების გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალურ ან რეგიონულ დონეზე იმ უფლებამოსილი ორგანოების და თანამშრომლების როდენობის მითითებით, რომლებიც გამოიყენებენ დამხმარე საშუალებებს. სავალდებულო არ არის კონტროლის გეგმაში (პროგრამა) შეტანილი იქნას იმ ლაბორატორიების სრული ჩამონათვალი, რომლებიც ატარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას სახელმწიფო კონტროლის დროს აღებულ ნიმუშებზე, თუმცა ეს ჩამონათვალი უნდა არსებობდეს იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ხელმისაწვდომი უნდა იყოს აუდიტის განხორციელებისას. 3.5. ზოგადი ორგანიზაცია და მართვა სახელმწიფო კონტროლის გეგმაში აღწერილი უნდა იყოს, თუ როგორ ხდება სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის იმპორტის შემოწმებები და მართვა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. სახელმწიფო კონტროლის გეგმის შედგენის მიზნით სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისა და მართვის აღწერილობა შეიძლება წარმოდგენილი იქნას სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ კანონის, ცხოველის ჯანმრთელობის, 11 კეთილდღეობის და მცენარეთა ჯანმრთელობის შესახებ კანონების სათაურების მიხედვით. სახელმწიფო კონტროლის გეგმაში აღწერილი უნდა იყოს: ა) კომპეტენტური ორგანოების მოწყობა; ბ) იერარქიული ურთიერთობები და ანგარიშგებასთნ დაკავშირებული ვალდებულებები კომპეტენტურ ორგანოებსა და მაკონტოლებელ ორგანოებს შორის; გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული კომპეტენტური ორგანოების და მაკონტოლებელი ორგანოების პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მიუკერძოებლობა, ხარისხი და მდგრადობა ადგილობრივ ან/და რეგიონალურ დონეზე; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული გამოკლვევებისათვის ლაბორატორიების დასახელების პროცედურა, რომლებიც აკრედიტებულნი უნდა იყვნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ე) შესაბამისი ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიები მოქმედებენ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: (882-33) ე.ა) ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიციური კადრები აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ დიაგნოსტიკურ და ანალიზურ მეთოდებში; ე.ბ) გააჩნდეთ შესაბამისი აპრატურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა მოცემული ამოცანების შესასრულებლად; ე.გ) გააჩნდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა; ე.დ) ჰქონდეთ მათი თანამშრომლების მხრიდან შედეგებისა და კომუნიკაციების კონფიდიციალურიბის დაცვის გარანტია; ე.ე) ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის სათანადო ცოდნა; ე.ვ) საჭიროებისამებრ გააჩნდეთ მათ ხელთ არსებული ქიმიური ნივთიერებებისა და რეაქტივების, ასევე მათი მწარმოებლებისა და მომწოდებლების განახლებულია სიები; ე.ზ) გაითვალსწინონ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული კვლევები; ე.თ) ჰყავდეთ სათანადოდ მომზადებული პერსონალი საგანგებო სიტუაციებისათვის.; ე.ი) ითანამშრომლონ კომპეტენციის ფარგლებში სხვა ლაბორატორიებთან; ე.კ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირება გაუწიონ სხვა ლაბორატორიების საქმიანობას; ე.ლ) საჭიროებისამებრ ჩაატარონ შედარებითი ტესტ-გამოცდები; 12 ე.მ) უზრუნველყონ კომპეტენტური ორგანოები მეცნიერული და ტექნიკური დახმარებით; ვ) სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით კომპეტენტური ორგანოების აუდიტის ორგანიზება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ დონეზე. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო კონტროლის გეგმაში აღწერილი უნდა იქნეს ის მექანიზმები, რომელიც ტარდება: ა)კომპეტენტური ორგანოების შიდა და გარე აუდიტის განხორციელებისათვის; ბ) კომპეტენტური ორგანოების მიერ „ა“ ქვეპუნქტით განხორციელებული აუდიტის შედეგების გათვალისწინებით სათანადო ზომების მიღებისათვის; გ) „ა“ პუნქტით განსაზღვრული აუდიტების დამოუკიდებლად და სრული გამჭვირვალობით ჩატარების უზრუნველყოფისათვის; აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთაშორისო მოთხოვნებით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელო მითითებები და კრიტერიუმები1,2 ,3 . 3.6. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო კონტროლის სისტემები სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება უნდა ითვალისწინებდეს: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმის, სიხშირის, დროის და ადგილის განსაზღვრის აუცილებლობას, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის და მცენარეთა სიჯანსაღის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) დასახულ ამოცანებსა და რესურსების ბალანსის განსაზღვრა პრიორიტეტების დადგენისას; 1 COMMISSION DECISION of 29 September 2006 - setting out the guidelines laying down criteria for the conduct of audits under Regulation (EC) No 882/2004 of the European Parliament and of the Council on official controls to verify compliance with feed and food law, animal health and animal welfare rules; 2 Guidelines for quality and/or environmental management systems auditing, published by International Organisation for Standardisation, 1 October 2002. 3 Quality management systems — Fundamentals and vocabulary, published by the International Organisation for Standardisation, December 2000. 13 გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ და ასევე სხვა სახელმწიფო კონტროლის პროგრამები; დ) ნებისმიერი შესაბამისი რისკის კატეგორიზაციას. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს: ა) სხვადასხვა სექტორის მიმართ გამოყენებული სახელმწიფო კონტროლის სისტემები, კერძოდ: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის გამოყენებული მექანიზმი - მონიტორინგი, ზედამხედველობა, ინსპექტირება, ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკლვევა, დოკუმენტური შემოწმება, აუდიტი; ა.ბ) სახელმწიფო კონტროლის სიხშირე, ან საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის განსაზღვრის კრიტერიუმები; ა.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტის სახელმწიფო კონტროლი იმპორტის დროს; ბ) როგორ ხდება რისკის კატეგორიზაციის გამოყენება სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისათვის; 3.7. კოორდინაცია და თანამშრომლობა გატარებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს შორის საქმიანობების და თანამშრომლობის ეფექტურ კოორდინაციას, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს ერთობლივ მოქმედებას ან თანამშორომლობას სხვადასხვა სამსახურებს შორის ან სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის. ასეთი ღონისძიებები ასევე ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო კონტროლის ხარისხის, მიუკერძოებლობის, თანმიმდევრულობის და ეფექტურობის უზრუნველყოფას. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციის წარდგენა სხვადასხვა ქვე-სექტორებს ან საწარმო ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპებზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უფლებამოსილ პირების შორის და მათი ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმებს, როდესაც ხდება კომპეტენციების წარმოდგენილია ან გადაცემულია რეგიონალურ ან ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანოებზე. სახელმწიფო კონტროლის გეგმაში აღწერილი უნდა იქნეს: ა) ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ თანამშრომლობას და საქმიანობების კოორდინაციას კომპეტენტურ ორგანოებს შორის, ერთსა და იმავე სექტორში ჩართულ ორ ან მეტ კომპეტენტურ ორგანოებს შორის და განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცენტრალური, რეგიონალური ან/და 14 ადგილობრივი ორგანოები. მაგალითად, ფორმალური ღონისძიებები საქმიანობების კოორდინირებისა და ისეთი ოფიციალური შემოწმებების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა შეხვედრები, ერთობლივი კომიტეტები და საკონტაქტო ჯგუფები და მოთხოვნები ერთობლივი შეთანხმებებისთვის ან მოქმედებებისთვის; ბ) ერთობლივი ტრენინგები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისთვის, ისეთ სფეროებში როგორიცაა მაგალითად ტექნიკური უნარები, კონტროლის მომსახურებების ზედამხედველობა ხარისხის მართვა და აუდიტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ერთობლივი წვდომა ლაბორატორიებსა და დიაგნოსტიკურ საშუალებებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) ერთობლივი ეროვნული მონაცემთა ბაზების მართვა და გამოყენება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) სფეროები, სადაც კოორდინაცია და კუმუნიკაცია კომპეტენტურ ორგანოებს შორის წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს მათ შორის: ე.ა) მოქმედი ზომები ამგვარი საქმიანობების ეფექტური განხორციელებისთვის სახელმწიფო კონტორლის განხორციელებისას დარღვევების თავიდან ასაცილებალდ; ე.ბ) კომპეტენტურ ორგანოებს შორის აუცილებელი ონფორმაციის გაცვლის გზები, სახელმწიფო კონტროლის უწვეტობის და თანმიმდევრულობის და მიკვლევადობის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 3.8. მაკონტროლებელ ორგანოებზე ამოცანათა დელეგირება სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში (გეგმა), საჭიროების შემთხვევაში: ა) კომპეტენტური ორგანოების მიერ იდენტიფიცირებული უნდა იქნეს ის მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცან(ებ)ის შესრულება; ბ) განსაზღვრული უნდა იქნეს ის კონკრეტული ამოცან(ებ)ი, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ არის დელეგირებული; გ) განსაზღვრული უნდა იქნეს მექანიზმები, რომლითაც უზრუნველყოფილია კომპეტენტური ორგანოს მიერ მაკონტროლებელ ორგანოზე კონკრეტული ამოცანების დელეგირება, იმის გათვალისწინებით, რომ: გ.ა) არსებობს დადასტურება იმისა, რომ მაკონტროლებელი ორგანო: გ.ა.ა)არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ; 15 გ.ა.ბ) აქვს სათანადო გამოცდილება, ასევე შესაბამისი მოწყობილობები და აღჭურვილობა, მათზე დელეგირებული აკონკრეტული მოცანების შესასრულებლად; გ.ა.გ) ჰყავს სათანადო კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი; გ.ა.დ) არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. გ.ა.ე) მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებულია საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ; გ.ა.ვ) არსებობს ეფექტური კოორდინაცია კომპეტენტურ ორგანოსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის; გ.ა.ზ) კომპეტენტურმა ორგანომ, საჭიროების მიხედვით, უნდა განახორციელოს მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტი და ინსპექტირება. თუ აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებისას დადგენილი იქნება, რომ მაკონტროლებელი ორგანო სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დელეგირებულ კონკრეტულ ამოცანას, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს დელეგირება. დელეგირების გაუქმება უნდა მოხდეს დაუყონებლივ, თუ მაკონტროლებელი ორგანო არ ატარებს შესაბამის მაკორექტირებელ ქმედებებს; გ.ბ) კომპეტენტურ ორგანოსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის თანამშრომლობა ექვემდებარება კონტროლს; გ.გ) მცენარეთა სიჯანსაღის, ბიოწარმოების, ტრადციციული სურსათის და გეოგრაფიული აღნიშვნით და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის მაკონტროლებელი ორგანო(ებ)ი უნდა აკამყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოტხოვნებს. დ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ერთი და იმავე ამოცანების დელეგირება ხდება რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოზე, კონტროლის გეგმაში მათი აღწერა უნდა მოხდეს მაკონტროლებელი ორგანოს კატეგორიის შესაბამისად; ე) კომპეტენტურ ორგანოს უნდა ჰქონდეს მუდმივად განახლებადი სია მაკონტროლებელი ორგანოებისა, კატეგორიების მიხედვით და ეს სია ხელმისაწვდომი უნდა იქნეს აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარებისათვის. 3.9. სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდები, რათა უზრუნველყოფილი იქნას: ა) ცოცხალ ცხოველებზე, სურსათსა და ცხოველის საკვებზე, წარმოება, გადამუშვებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, ასევე ცხოველის საკვების 16 გამოყენებაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობა და სისწორე; ბ)რომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალი თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისაგან; გ) რომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისათვის, სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისათვის, ხელმისაწვდომი იქნას ლაბორატორიული გამოკვლევები, შესაბამისი კვალისიფიცური და გამოცდილი პერსონალით; დ) მათ გააჩნდეთ შესაბამისი გამართულიაღჭურვილობა და მოწყობილობები მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის; ე) მათ აქვთ სამართლებრივი უფლებამოსილება განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და გაატარონ შესაბამისი ზომები; ვ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შემუშავებულია მზა პროგრამები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გამოყენება; ზ) სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორები ვალებულნი არიან შეასრულონ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები. სახელმწიფო კონტროლის გეგმებში მოცემული უნდა იქნას ის მეთოდები და ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების მიერ „ა“-„ზ“ მოთხოვნების ეფექტურად განხორციელებას ცხოველზე, ცხოველის საკვებზე, სურსათზე და მცენარეზე წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე; ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნას: ა) ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობა კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის მხრიდან, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყონოს მათ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას ან ეჭვს ქვეშ დააყენებს მათ პროფესიულ შეფასებას და ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მოგვარება, რომელიც შესაძლოა წარმოიქნას; ბ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი გარე და დაქირავებულ პერსონალს, კონტროლის განხორციელებისას, აქვს დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების ისეთივე ხარისხი, როგორც კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლებს; გ) რომ ყველა კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს ან ხელი მიუწვდებოდეს გამოკლვევებისათვის საჭირო ლაბორატორიებზე და ჰყავდეს შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი, რათა ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი და შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები; 17 დ) რომ კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს სათანადო და შესაბამისად გამართული შენობა-ნაგებობა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ პერსონალმა მოვალეობები შეასრულოს ეფექტურად; ე) ადეკვატური სამართლებრივი უფლებამოსილება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის შენობა ნაგებობაში შესვლის, ცხოველების, მცენარეების, პროდუქტების, ჩანაწერების ან სხვა დოკუმენტების, მათ შორის გამომთვლელი სისტემების შემოწმების, ნიმუშების აღების, ეჭვის არსებობის ან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო ზომების მიღების, მათ შორის ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი სანქციების დაკისრების უფლებამოსილება; ვ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შემუშავებული იყოს რეაგირების გეგმები, რათა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოხდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მათი გამოყენება; ზ) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის საკანონმდებლო ვალდებულების დაწესება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას. 3.10. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგი სურსათის/ცხოველის საკვები შესახებ კანონთან, ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო კონტროლოს გეგმებში აღწერილი უნდა იყოს სისტემები ან მოქმედი ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა პერსონალმა გაიაროს ან გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი, რომელსაც უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო. და რომელიც გამოუმუშავებს მათ მრავალდისცილინარულ თანამშრომლობის უნარს. აღნიშნული ტრენინგი: ა) მათ საშუალებას მისცემს უფრო კომპეტენტურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი; ბ) გააუმჯობესებს და შეავსებს მათ ცოდნას, კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების მიხედვით გაივლიან რეგულარულად დამატებით ტრენინგებს; სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგისათვის რეკომენდებული საკითხებია: 1. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სახვადასხვა მექანიზმები აუდიტი, ინსპექტირება, ზედა,ხედველობა, ნიმუშის აღება, დოკუმენტური შემოწმება; 2. კონტროლის პროცედურები; 18 3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კანონმდებლობა; 4. წარმოების, გადამუშავებისა და სისტრიბუციის სხვადასხვა ეტაპები, ადამინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები, და ასევე საჭიროებისამებრ, ცხოველთა ჯანმრთელობასთან და მცენარეთა სიჯანსაღესთან, ასევე გარემოსთან დაკავშირებული რისკები; 5. მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შეფასება; 6. სურსათის/ცხოველის საკვების ძირითადი საფრთხეები; 7. HACCP - ის სისტემები და მათი შეფასება; 8. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოში მართვის სისტემები, როგორებიცაა ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები, მათი შეფასება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით; 9. სახელმწიფო სერტიფიცირების სისტემები; 10. საგანგებო ზომები კრიზისული მდგომარების დროს; 11. სასამართლო პროცესები და სახელმწიფო კონტროლის შედეგები; 12. წერილობითი, დოკუმენტური მასალისა და სხვა ჩანაწერების შემოწმება, პროფესიული ტესტირების, აკტრედიტაციისა და რისკის შეფასების მასალების ჩათვლით, რომელიც საჭიროა სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის,რა ც შესაძლებელია ითვალისწინებდეს ასევე კომერციულ და ფინანსურ ასპექტებსაც; 13. ნებისმიერი სხვა სფერო, მათ შორის ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით, რათა სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმწიფო კონტროლის გეგმები, ყველა სექტორთან დაკავშირებით, ადგენს სისტემებსა და ასამოქმედებელ ღონისძიებებს იმ მიზნით, რომ: ა) დადგინდეს ტრენინგის აუცილებლობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისთვის; ბ) უზრუნველყოფილ იქნას და შეფასდეს ასეთი ტრენინგი; გ) დოკუმენტირებულ იქნას ასეთი ტრენინგი აუდიტთან დაკავშირებით. კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილი ტრენინგის დოკუმენტაციაში უნდა შედიოდეს ტრენინგის საგნის და დონის, ტრენინგის დღეების რაოდენობის, და მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრის სათანადო ჩანაწერები. ასეთი ჩანაწერები 19 მუდმივად უნდა იყოს განახლებული და ხელმისაწვდომის აუდიტისა და ინსპექტირებისათვის. სახელმწიფო კონტროლოს ამოცანების დელეგირების ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მაკონტროლებელი ორგანოების პერსონალს გავლილი ჰქონდეს აუცილებელი ტრენინგები, ჰქონდეს ამგვარი დავალებების ეფექტურად შესრულების კვალიფიკაცია და კომპეტენცია. 3.11. დოკუმენტირებული პროცედურები სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო კონტროლის გეგმებში აღწერილი უნდა იყოს სისტემები ან მოქმედი ღონისძიებები, აღნიშნული მოთხოვნების ეფექტურად შესრულების მიზნით დოკუმენტირებულ პროცედურებთან დაკავშირებით და სახელმწიფო კონტროლის შესახებ ანგარიშებთან დაკავშირებით. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი დოკუმენტირებული პროცედურების შესაბამისად, რომლებიც უნდა შეიცავდენენ ინსტრუქციებს და ინფორმაციას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისათვის, კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი სფეროების ჩათვლით: ა) კომპეტენტური ორგანოს ორგანიზება და ურთიერთობები ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოსა და იმ ორგანოებს შორის, რომელთაც გადაეცემათ უფლებამოსილება სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად; ბ) კომპეტენტურ და მაკონტროლებელ ორგანოებს შორის ურთიერთობა, რომელთაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება; გ) დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევის სქემა; დ) პერსონალის დავალებები, პასუხისმგებლობები და უფლება-მოვალეობები; ე) ნიმუშის აღების პროცედურები, კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, შედეგების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები; ვ) მონიტორინგის პროგრამები; ზ) სახელმწიფო კონტროლის შემდგომი ქმედებები; თ) თანამშრომლობა სხვა სამსახურებთან, რომელთაც გააჩნიათ მსგავი პასუხისმგებლობები; ი) ნიმუშების აღების, ანალიზისა და ტესტების მეთოდების ვერიფიკაცია; ვ) სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანიო ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება ან ინფორმაცია. 20 გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი პროცედურები იმისათვის, რომ კომპეტენტური ორგანოების პერსონალისათვის ხელმისაწვდომი იქნეს ის შენობა-ნაგებობები და დოკუმენტაცია, რომელსაც ფლობს სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, ასევე პირველადი მწარმოებელი, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები. ამასთანავე, კომპეტენტურ ორგანოს ადგილზე უნდა ჰქონდეთ ყველა საჭირო პროცედურა იმისათვის, რომ დაადასტურონ მათ მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა და საჭიროებისამებს უზრუნველყონ „ა-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის განახლება. ასევე შემუშავებული უნდა იქნას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ინსტრუქციები, რომლებიც უნდა შეიცავდნენ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს : ა) HACCP -ის პრინციპების განხორციელებაზე; ბ) მართვის იმ სისტემებზე, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორები4, რათა დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიურ, ფიზიკურ და ქიმიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოამზადოს მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს სახელმწიფო კონტროლის მიანისა და გამოყენებული მეთოდების აღწერილობას, სახელმწიფო კონტროლის შედეგებს და საჭიროებისამებრ, ინფორმაციას იმ ზომების შესახებ, რომელიც უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორმა. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო კონტროლის გეგმებში აღწერილი უნდა იყოს სისტემები ან მოქმედი ღონისძიებები, აღნიშნული მოთხოვნების ეფექტურად შესრულების მიზნით დოკუმენტირებულ პროცედურებთან დაკავშირებით და სახელმწიფო კონტროლის შესახებ ანგარიშებთან დაკავშირებით. კერძოდ, ყველა სექტორთან დაკავშირებით, სახელმწიფო კონტროლის გეგმაში აღწერილი უნდა იქნეს სისტემები და მოქმედი ღონისძიებები, ასევე სახელმწიფო 4 ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; 21 კონტროლის განხორციელებისა და შედეგების შესახებ ჩანაწერები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ: ა) შესაბამისი დოკუმენტირებული პროცედურები ხელმისაწდომი იყოს: სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისთვის; შესაბამისი უფლებამოისლი ორგანოებისთვის; ცენტრალური უფლებამოსილი ორგანოებისთვის; აუდიტის ჩატარებაში ჩართული ყველა ორგანოსთვის; ბ) სათანადო ინტერვალებით უნდა ხდებოდეს დოკუმენტირებული პროცედურების განხილვა და განახლება. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ აწარმოოს დოკუმენტირებული პროცედურების სრულყოფილი სია ან დოკუმენტირებული პროცედურების ინდექსაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარებისას. 3.12. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა შემუშავებული უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა, საქართველოს კანონმდებლობით5.6 განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმწიფო კონტროლის გეგმებში: ა) მითითებული უნდა იქნას თითოეული სექტორი, რომლისთვისაც მოქმედებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები; ბ) მითითებული უნდა იქნას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების მოქმედების სფერო; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თითოეულ გეგმასთან დაკავშირებით, დადგენილი უნდა იყოს გეგმის მომზადებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო ან ორგანოები; დ) აღწერილი უნდა იქნას მოქმედი სისტემები ან ღონისძიებები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების გავრცელებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სათანადო ტრენინგებისთვის. 5 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ - საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №547 - 27.10.2015 წ. 6 საქართველოს კანონი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, 2012 წ. თავი XII 22 საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული სქემები შეიძლება აღწერილი იქნას ორგანიგრამის7 ან ცხრილის ან სხვა ადვილად წარსადგენი ფორმატის გამოყენებით. 3.13. სახელმწიფო კონტროლის პროგრამების (გეგმა) განხილვა და კორექტირება როგორც 3.3. ნაწილში იქნა აღნიშნული, სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამაში (გეგმა) შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) ახალი კანონმდებლობა ან/და არსებულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები; ბ) ახალი დაავადებების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის სხვა ფაქტორების აღმოცენება; გ) კომპეტენტურ ორგანო(ებ)ის სტრუქტურაში, ხელმძღვანელობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები; დ) განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები; ე) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამისათვის (გეგმა) შემუშავებულ ინსტრუქციებს, რომლებმაც უნდა: განავითარონ ერთიანი, ინტეგრირებული მიდგომა სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის კანონმდებლობის მიმართ და მოიცვან სურსათის/ცხოველის საკვების ქსელის ყველა სექტორი და ეტაპი იმპორტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული განაცხადის ჩათვლით; განსაზღვრონ რისკზე დაფუძნებული პრიორიტეტები და კრიტერიუმები რისკის კატეგორიის დადგენისათვის და ასევე კონტროლის ყველაზე ეფექტური პროცედურები; სხვა პრიორიტეტების და კონტროლის ყველაზე ეფეტური პროცედურების განსაზღვრა; განსაზღვრონ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები, ცხოველის საკვების 7 ორგანიგრამა - ორგანიზაციული სრუქტურა (ინგლ. Organizational structure) — სქემა ან ცხრილი, რომელის გამოიყენება მარტვის ორგანიზაციული სტრუქტურის გრაფიკულოად გამოსახვისათვის. 23 გამოყენების ჩათვლით, რაც საშუალებას იძლევა მიღებული იქნას ყველაზე სარწმუნო ინფოორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისათვის; ხელი შეუწყონ კონტროლის სისტემის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას; ხელი შეუწყონ მიკლვევადობის სისტემის კონტროლის ეფექტური საშუალებების შემუშავებას; ასახონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები კომპეტენტური ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციასა და ფუნქციონირებაში; დაადგინონ კრიტერიუმები აუდიტორულ კონტროლთან დაკავშირებით; განსაზღვრონ წლიური ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის სტრუქტურა და შინაარსი; განსაზღვრონ სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი გეგმის ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმები; საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მოხდეს ინსტრუქციების ცვლილებები სახელმწიფო კონტროლის წლიური ანგარიშების შესაბამისად. ვ) სამეცნიერო დასკვნები; ზ) წინა წელს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და აუდიტორული შემოწმების შედეგები სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამით (გეგმა) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. გამომდინარე აღნიშნულიდან, სახალმწიფო კონტროლის პროგრამაში აღწერილი უნდა იქნეს: ა) სახელმწიფო კონტროლის პროგრამის მუშაობის განხილვის პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად სახელმწიფო კონტროლის პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში; ბ) თუ როგორ უნდა მოხდეს უფლებამოსილი ორგანოების აუდიტის შედეგების ამ პროცესში ჩართვა, რომელიც მოიცავს კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებულ შიდა აუდიტსა ან გარე აუდიტს, და მათი შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ზომების მიღებას, რათა მიღწეული იქნას დასახული მიზანი. აუდიტი უნდა განხორციელდეს სრული გამჭვირვალეობით. 24 4. ინსტრუქცია სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმის) ფორმატის შესახებ სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისა და თანმიმდევრული განხორციელებისათვის, სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამა (გეგმა) წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ფორმატით: 4.1. სათაური-დასახელება სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) - დასახელება და მისი მოქმედების ვადა ...........................დან, ........................................ მდე. 4.2. საკონტაქტო პირი საკონტაქტო პირი : მისამართი : ელ-ფოსტა : ტელეფონი : ფაქსი : 4.3. გეგმის შინაარსი გეგმის შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: 4.3.1. ზოგადი ეროვნული სტრატეგიული მიზნები სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.1 - სახელმწიფო კონტროლის პროგრამები (გეგმა); ნაწილი 3.4 - სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმის) სტრატეგიული ამოცანები; სტრატეგიული მიზნების ჩამონათვალი მაგ. მიზანი 1......... 25 მიზანი 2......... მიზანი 3........ და ა.შ. 4.3.2. კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული საცნობარო(რეფერენს) ლაბორატორიების და დელეგირებული კონტროლის ორგანოების დანიშვნა სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.4 – 3.5 სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) სტრატეგიული ამოცანები, რისკების კატეგორიზაცია, ზოგადი ორგანიზაცია და მართვა ნაწილი 3.8 - მაკონტროლებელ ორგანოებზე ამოცანათა დელეგირება უფლებამოსილი ორგანოები ( დასახელება, ორგანიზაციული სტრუქტურა ); მიმოხილვა კომპეტენციის სფეროები (პასუხისმგებლობები); ანგარიშგება და კომუნიკაცია; ორგანიზაციული სქემები ან ცხრილები შეიძლება გამოყენებული იქნას სტრუქტურის, პასუხისმგებლობების, ანგარიშგების ან საკომუნიკაციო საშუალებების და სხვ. აღწერისათვის; სახელმწიფო კონტროლის ამოცანების დელეგირება მაკონტროლებელი ორგანოებისათვის კომპეტენტური ორგანოს დასახელება მაკონტროლებელი ორგანო ან მაკონტროლებელი ორგანოს კატეგორია სახელმწიფო კონტროლის დელეგირებული ამოცანები აღწერეთ ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესრულებული იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები სახელმწიფო 26 კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირებასთან დაკავშირებით; ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიები8 ეროვნული რეფერენს ლაბორატორიები პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანო განსახორციელებელი ლაბორატორიული გამოკლვევები აღწერეთ თითოეული ლაბორატორიაში გამოყენებული ხარისხის კონტროლისა და მენეჯმენტის სისტემები; აღწერეთ კვალიფიციური გამოკვლევების/ ტესტირების ჩატარებისათვის შესაბამისი ღონისძიებები და სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის (გეგმა) მოქმედების პერიოდში კვალიფიციური გამოკვლევების/ ტესტირების განხორციელების პროგრამები; აღწერეთ ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიები უნდა შეესაბამებოდეს ან მოქმედებდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: რეფერენს-ლაბორატორიებმა კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ სხვა ლაბორატორიებთან; კომპეტენციის სფეროში კოორდინირება გაუწიონ ლაბორატორიების საქმიანობას, რომლებიც პასუხისმგებლენი არიან სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღებაზე; საჭიროებისამებრ ჩაატარონ შედარებითი ტესტირებები ლაბორატორიებს შორის და მათი დასრულების შემდეგ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები; მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოებს და სხვა ლაბორატორიებს საერტაშორისო რეფერენს-ლაბორატორიებიდან მიღებული ინფორმაცია; უზრუნველყონ კომპეტენტური ორგანო მეცნიერული და ტექნიკური დახმარებები; ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიების შეიძლება განსაზღვრული იქნეს დამატებითი ვალდებულებები და ამოცანები . 8 ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიები არ არის გათვალისწინებული მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტროლზე 27 4.3.3. კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და მართვა სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.1 - სახელმწიფო კონტროლის პროგრამა (გეგმა), მოქმედების სფერო და ინსტრუქციები მოთხოვნების მიმართ ნაწილი 3.2 - ზოგადი მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) მიმართ ნაწილი 3.3 - პსახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) პერიოდულობა (დაგეგმვის ციკლის ხანგრძლივობა) ნაწილი 3.4 - სახელმწიფო კონტროლის პროგრამის (გეგმა) სტრატეგიული ამოცანები, რისკების კატეგორიზაცია ნაწილი 3.6 - სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო კონტროლის სისტემები ნაწილი 3.7 - კოორდინაცია და თანამშრომლობა ნაწილი 3.9 - სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ნაწილი 3.10 - სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგი ნაწილი 3.11 - დოკუმენტირებული პროცედურები კომპეტენტური ორგანო, აღწერეთ: სტრუქტურა ზოგად და შიდა ორგანიზაცული სტრუქტურა; ადამიანური რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით (საშტატო ერთეულები); სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების მხარდამჭერი რესურსები; ლაბორატორიული მოწყობილობები სხვა რესურსები / ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება. კომპეტენტური ორგანოების შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს დარგობრივ საფუძველზე (სურსათი / ცხოველის 28 საკვები / ცხოველების ჯანმრთელობის / ცხოველების კეთილდღეობა/ მცენარეთა ჯანმრთელობა), მაგალითად, სექტორი (კერძოდ, სურსათი / ცხოველების საკვები / ცხოველების ჯანმრთელობა / ცხოველთა კეთილდღეობა / მცენარეთა ჯანმრთელობა, რომელიც გამოიყენება) ცენტრალური კომპეტენტური ორგანოები (CCA): კომპეტენტური ორგანო CCA 1; კომპეტენტური ორგანო CCA 2; და ა.შ. რეგიონალური კომპეტენტური ორგანოები (RCA): კომპეტენტური ორგანო RCA 1, 2, 3 ... და / ან კომპეტენტური ორგანო „RCA კატეგორია 1, 2, 3 ...“ და ა.შ. ადგილობრივი (მაგალითად, რაიონული / მუნიციპალური) კომპეტენტური ორგანოები (LCA): კომპეტენტური ორგანო LCA 1 ან კატეგორია 1; კომპეტენტური ორგანო LCA 2 ან კატეგორია 2 და ა.შ. ლაბორატორიები (ეროვნული რეფერენს - ლაბორატორიების გარდა): აღწერეთ პროცედურები: ლაბორატორიების დანიშვნა; იმის უზრუნველყოფა, რომ დაკმაყოფილებული იყოს მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ლაბორატორიებზე; საკონტროლო სისტემები (სექტორში, მათ შორის, ჰორიზონტალური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება): თითოეულ შემდეგ სექტორთან დაკავშირებით აღწერეთ: 29 გამოყენებული კონტროლის მექანიზმები და საშუალებები, სად და როდის გამოიყენება; კონტროლის პრიორიტეტები, რესურსების განაწილება და როგორ უკავშირდება რისკის კატეგორიას; დაგეგმილი ღონისძიებების შემოწმება, ანგარიშგების ღონისძიებების ჩათვლით; საქართველოს კანონმდებლობის გამოყენება სხვადასხვა სექტორში / ქვე-სექტორში; კონკრეტული კონტროლის გეგმები ან პროგრამები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით: სურსათის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა; ცხოველის საკვების კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა; ცხოველთა ჯანმრთელობის კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა; ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა; მცენარეთა ჯანმრთელობის კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემა; კონტროლის სისტემებთან დაკავშირებით აღწერს შემდეგ ზომებს: კოორდინაციის მართვა შესაბამისი პასუხისმგებლობების მქონე უფლებამოსილ ორგანოებს შორის; უზრუნველყოს ეფექტური და ეფექტიანი თანამშრომლობა კომპეტენტურ ორგანოებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ უზრუნველყოს, რომ ყველა ის სფერო, სადაც კოორდინაცია და თანამშრომლობაა საჭიროა, როგორც კომპეტენტურ ორგანოებს ფარგლებში და ფარგლებს გარეთ, იყოს რეგულირებული. ტრენინგების ჩატარება (ეს შეიძლება მოიცავდეს თითოეულ კომპეტენტურ ორგანოს ან კომპეტენტურ ორგანოს კატეგორიას, სადაც 30 ექვივალენტური სისტემებია, თუ საჭირო, შესაბამისი ტრენინგის ღონისძიებები შეიძლება აღწერილი იქნას სექტორის საფუძველზე). აღწერეთ ღონისძიებები: სასწავლო საჭიროებების გამოვლენა; ტრენინგის გეგმის განხორციელება; ტრენინგის ჩაწერა და შეფასება; 4.3.4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.12 - საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა აღნიშნული რეაგირების გეგმა: (არ გამოიყენება მცენარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით) აღწერეთ: სექტორები / სუბიექტები / უბნები, სადაც გამიყენება გეგმები; თითოეული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფარგლები; კომპეტენტური ორგანო ან პასუხისმგებელი ორგანო; ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად ღონისძიებების და ტრენინგების ორგანიზება, მათ შორის საიმიტაციო სწავლებები. ურთიერთდახმარების ღონისძიებები: საკონტაქო ორგანო/ორგანოები პასუხიმსგებლობის სფერო 4.3.5. კომპეტენტური ორგანოების აუდიტი სახელმძღვანელო მითითება: 31 ნაწილი 3.5. ზოგადი ორგანიზაცია და მართვა აღწერეთ შემდეგი ღონისძიებები: კომპეტენტური ორგანოების შიდა ან გარე აუდიტი, მათ შორის აუდიტის სიხშირე და ხასიათი; კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ აუდიტის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ზომების მიღება; იმის უზრუნველყოფა, რომ ეს აუდიტები ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ შემოწმებას და ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ. 4.3.6. ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლის სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.9 - სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ნაწილი 3.11 - დოკუმენტირებული პროცედურები აღწერეთ ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას შემდეგი: სახელმწიფო კონტროლის მიუკერძოებლობა, ხარისხი და თანმიმდევრულობა; ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობა პერსონალის მხრიდან; ტესტირებისათვის საჭირო ლაბორატორიული შესაძლებლობები; შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი ან მათი ხელმისაწვდომობა; შესაბამისი საშუალებები და მოწყობილობები; სათანადო სამართლებრივი უფლებამოსილებები; ბიზნესოპერატორების მხრიდან მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; ხელმისაწვდომი დოკუმენტირებული პროცედურები; 32 ჩანაწერების წარმოება. 4.3.7. სახელმწიფო კონტროლის პროგრამების (გეგმა) განხილვა და რეგულირება სახელმძღვანელო მითითებები: ნაწილი 3.13 - სახელმწიფო კონტროლის პროგრამების (გეგმა) განხილვა და კორექტირება აღწერეთ სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის ( გეგმა) განხილვის პროცესი. 5. სახელმძღვანელო სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიანი პროგრამის ( გეგმის) ფარგლების შესახებ სახელმწიფო კონტროლის მრავალწლიან პროგრამაში (გეგმა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხრილში N1-ით განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ცხრილი N1 კატეგორია ნორმატიული აქტი ცოცხალი ცხოველები ცოცხალი ცხოველები აკვაკულტურა მსხვილფეხა საქონელი ცხენისებრი ცხოველი ცხვარი და თხა ღორი ფრინველი და საინკუბაციო კვერცხი შინაური ცხოველები სხვა, მათ შორის გარეული ცხოველები სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები მსხვილფეხა საქონელი ცხენისებრი ცხოველი ცხვარი და თხა ღორი 33 ცხოველთა დაავადებები კონტროლის ზომები: კონკრეტული დაავადებები ზოგადი აღმოფხვრა და მონიტორინგი; ცხოველთა დაავადებათა შეტყობინების სისტემა; კონტროლი ცხოველთა გადაადგილებაზე / კვალი; ცხოველთა გადაადგილება და მიკვლევადობა; რეფერენს- ლაბორატორიები ცწადპ9 ცხოველთა იდენტიფიკაცია მსხვილფეხა საქონელი ცხენისებრი ცხოველი ცხვარი და თხა ღორი შინაური ბინადარი ცხოველები იმპორტის კონტროლი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა კეთილდღეობა კეთილდღეობა ფერმაში კეთილდღეობა ტრანსპორტირებისას კეთილდღეობა სასაკლაოზე მცენარეთა სიჯანსაღე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მავნე ორგანიზმები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებები 9 ცწადპ - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები 34 სურსათი/ცხოველის საკვები სურსათის/ცხოველის უვნებლობის ძირითადი კანონი ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობა და პროცედურები სახელმწიფო კონტროლი მიკვლევადობა სწრაფი რეაგირების სისტემა (RASFF) იმპორტის კონტროლი სურსათის ეტიკეტირება და კვებითი ღირებულება ძირითადი ნორმატიული აქტი კვებით ღირებულებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი კვებითი ღირებულება სასურსათე (სურსათის)ნ დანამატები მინერალებისა და ვიტამინების დამატება განსაკუთრებული კვებითი ღირებულების სურსათი (დიეტური სურსათი) ჩვილი და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი სურსათი წონის კორექციისათვის განსაკუთრებულიუ სამედიცინო დანიშნულების სურსათი ჰიგიენა ჰიგიენა (ყველა სახის სურსათი) ზოგადი ჰიგიენა (ზოგადი მოთხოვნები ყველა სექტორისათვის) პირველადი წარმოება დამუშავება წარმოება შენახვა დისტრიბუცია ტრანსპორტირება 35 ბაზარზე განთავსება ნიმუშის აღება და ანალიზი საწარმოთა აღიარება ბიოლოგიური საფრთხეები (უვნებლობა) სალმონელა და სურსათის გადამდები დაავადებები სურსათის ჰიგიენა (ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის) ხორცი / ხორცის პროდუქტები / კონსერვები და ა.შ. (მათ შორის ფრინველის ხორცი) გარეული ფრინველის ხორცი / პროდუქტების / კონსერვები და ა.შ. რძე და რძის პროდუქტები კვერცხი და კვერცხის პროდუქტები თევზი / თევზის პროდუქტები აკვაკულტურა ორსადგულიანი მოლუსკები სხვა პროდუქტები TSE-ცწადპ (ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხები) ქიმიური საფრხეები (უვნებლობა) -საკვებდანამატები სურსათის არომატიზატორები ახალი („ნოველ“) სურსათი დამაბინძურებლები ნარჩენები სამკურნალო საშუალებები პესტიციდები ჰორმონები / აკრძალული ნივთიერებები ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში 36 ნიმუშების და ანალიზი სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები რეფერენს-ლაბორატორიები ლაბორატორიები უვნებლობის ბიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გამოკლვევებისათვის დასხივებული სურსათი ბიოტექნოლოგია გმ სურსათი/ცხოველის საკვები სურსათის შესახებ სხვა კანონმდებლობა ბიოწარმოება ტრადიციული სურსათი გეოგრაფიული აღნიშვნით და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათი მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპი მაგ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით. მათ შორის - სურსათის ფალსიფიკაცია ცხოველთა კვება ცხოველის საკვები ცხოველის საკვების მასალები ცხოველის საკვების ეტიკეტირება „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი გარკვეული პროდუქტები „ბიოპროტეინები“ საკვებდანამატები კომბინირებული საკვები (მათ შორის შინაური ბინადარი ცხოველის საკვები) 37 განსაკუთრებული დანიშნულების ცხოველის საკვები სამკურნალო დანიშნულების საკვები არასასურველი ნივთიერებები არასასურველი ნივთიერებები ნიმუშის აღების და ანალიზის მეთოდები აკრძალული ნივთიერებები ცხოველის საკვები ჰიგიენა