Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Georgian Parliament Strategy for Supporting and Monitoring of Implementation of Sustainable Development Goals for 2019-2030 and Action Plan for 2019-2022

Made 2019-06 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის და საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის
Language
Georgian
Kind
policy
Country
Georgia
Subjects
Agricultural and rural development, Livestock, Air and atmosphere, Energy, Environment, Food and nutrition, Fisheries and aquaculture, Forestry, Land and soil, Mineral resources, Cultivated plants, Sea, Water, Wild species and ecosystems, Waste and hazardous substances, General
Keywords
financing, governance, international cooperation, monitoring, public participation, sustainable development
Categories
agriculture, metals-base, metals-precious, minerals-critical

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის ივნისი 2019 შინაარსი წინასიტყვაობა ..................................................................................................................................... 3 შესავალი ............................................................................................................................................... 3 საქართველოს პარლამენტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ............. 5 საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის ....................................................... 6 ამოცანა 1. საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ............................................................................................................................ 7 ამოცანა 2. საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს. ................................................................................................... 9 ამოცანა 3. საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ. ........................... 10 ამოცანა 4. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისას საპარლამენტო საქმიანობა ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის. ........................................... 11 სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება ................... 12 საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის .............................................................. 14 აბრევიატურები და შემოკლებები გაერო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია BDD ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

  2. GIA გენდერული გავლენის შეფასება IPU საპარლამენტთაშორისო კავშირი RIA რეგულირების გავლენის შეფასება SDGs მდგრადი განვითარების მიზნები UNDP გაეროს განვითარების პროგრამა 2 წინასიტყვაობა „საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს. იგი გაწერილია 2030 წლამდე, ხოლო თანდართული სამოქმედო გეგმა მოიცავს 2019-2020 წლებს.1 სტრატეგია ეფუძნება პრინციპს „კეთილდღეობა ყველასთვის“ და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ის ეყრდნობა პარლამენტის თვითშეფასების შედეგებს, რომელიც 2018 წლის ივნისში ჩატარდა და რომელმაც გამოავლინა პარლამენტის შესაძლებლობები და საჭიროებები მდგრადი განვითრების მიზნების შესრულების კუთხით. დოკუმენტი მომზადებულია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. შესავალი 2015 წლის 25 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) მიიღო რეზოლუცია „ჩვენი მსოფლიოს ცვლილება: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობდნენ გაეროს წევრ ქვეყანათა მთავრობების, საკანონმდებლო ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ და გადაჯაჭვულ 17 ამოცანასა და 169 მიზანს, რომლებიც ხუთ ძირითად მიმართულებად („5P“) ჯგუფდება:  ადამიანები (People) - სიღარიბისა და შიმშილის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ადამიანებისათვის ღირსებისა და თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანსაღ გარემოში;  დედამიწა (Planet) - დედამიწის განადგურების თავიდან აცილება, მათ შორის ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილების პრევენცია და სხვა;  კეთილდღეობა (Prosperity) - თითოეული ადამიანისათვის წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;  მშვიდობა (Peace) - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება შიშისა და ძალადობისგან;  პარტნიორობა (Partnership) - გლობალური პარტნიორობა მიზნების (SDGs) მისაღწევად.

  3. 1 მომდევნო წლების გეგმებს შემდეგი მოწვევის პარლამენტები შეიმუშავებენ წინამდებარე სტრატეგიის მიმართულებათა გათვალისწინებით. 3 მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის გასაზომად, 2015 წელს შემუშავდა და დამტკიცდა 244 გლობალური ინდიკატორი. ხელმომწერმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, მოეხდინათ მიზნების ნაციონალიზაცია და პრიორიტეტებად გაწერა. საქართველოში მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო. ქვეყნის გამოწვევებისა და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით, განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პრიორიტეტები. თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში, ასევე, განისაზღვრა საქართველოზე მორგებული საბაზისო (2015 წლის მონაცემები) და სამიზნე ინდიკატორები (2030 წლისათვის). 2016 წელს, საქართველომ ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში გაეროს მაღალი დონის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე წარადგინა, რითაც გაამყარა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის ვალდებულება. თუმცა, ქვეყნის განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, 2018 წელს მიზანშეწონილი გახდა ამოცანების გადახედვა და სამიზნეების/ინდიკატორების დამატება, რათა უკეთ განსაზღვრულიყო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზები. შედეგად, მდგრადი განვითარების მიზნების განახლებული ეროვნული დოკუმენტი მოიცავს 17 მიზანს, 95 ამოცანასა და 215 ინდიკატორს. 2017 წელს შეიქმნა საჯარო მმართველობის რეფორმისა და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თავმჯდომარეობით. მისი ფუნქციაა მიზნების ნაციონალიზაციის კოორდინირება და შესრულებაზე მონიტორინგი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ცენტრალური საჯარო დაწესებულებების (სამინისტროები, საჯარო სამსახურის ბიურო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური) წარმომადგენლები. საბჭოს სამდივნოს როლს ასრულებს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახური. საბჭოს ეგიდით შექმნილია 4 თემატური სამუშაო ჯგუფი: (1) სოციალური ჩართულობა; (2) ეკონომიკური ზრდა; (3) დემოკრატიული მმართველობა; (4) მდგრადი ენერგეტიკა და გარემოს დაცვა. თემატურ სამუშაო ჯგუფებში ერთიანდებიან სამთავრობო დაწესებულებების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიზნების შესრულების კოორდინირებისა და მონიტორინგის მიზნით, დაინერგა მართვის ელექტრონული სისტემაც, რომელიც მოიცავს საქართველოზე მორგებულ ყველა მიზანს, ამოცანასა და ინდიკატორს. იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის უახლოეს პერიოდში. მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ქვეყნის პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის, „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020“ და „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი“. მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის შიდა რეფორმების განუყოფელი ნაწილია. მათი თანხვედრის დასადგენად განისაზღვრა ურთიერთკავშირი შიდა პოლიტიკის დოკუმენტებსა და მიზნებს შორის. მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები ინტეგრირებულია საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაშიც.

  4. 4 საქართველოს პარლამენტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მდგრადი განვითარების მიზნების ყოვლისმომცველი ბუნების გათვალისწინებით, მათი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით და ეფექტიანი თანამშრომლობით როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე. ქვეყნის შიგნით საჭიროა ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების კოორდინირებული ქმედება. პარლამენტების, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოების, მონაწილეობა ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს აღნიშნულია 2030 წლის დღის წესრიგში; ამას აღიარებს საპარლამენტთაშორისო კავშირიც (IPU) თავის სახელმძღვანელოში „პარლამენტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“2, რომელიც UNDP-ისთან თანამშრომლობით მომზადდა. დოკუმენტში ხაზგასმულია პარლამენტარების, როგორც ხალხის წარმომადგენელთა განსაკუთრებულია როლი, ხალხზე ორიენტირებული და მათი საჭიროებების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში. პარლამენტარები მნიშვნელოვანი აქტორები არიან ანგარიშვალდებული, ინკლუზიური, და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფაში, რაც მდგრადი განვითარების წინაპირობაა. საკანონმდებლო ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ და ზედამხედველობა გაუწიონ მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის განხორციელებას, თუმცა მათ უშუალო პასუხისმგებლობა მე-16.6 და მე-16.7 ამოცანების შესრულებაზე ეკისრებათ , რაც გულისხმობს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისათვის; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასთვის; ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობას ყველა დონეზე.“ პარლამენტებს არაერთი მექანიზმი აქვთ, რათა აქტიურად ჩაერთონ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, მათ შორის კანონმდებლობის მიღებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პარლამენტების უფლებამოსილება საბიუჯეტო პროცესში, ვინაიდან სათანადო ფინანსური რესურსის გარეშე შეუძლებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილებებისა და პარლამენტის გაზრდილი როლის გათვალისწინებით, მისი აქტიური ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში მნიშვნელოვანია; ხოლო 2018 წლის 6 დეკემბერს მიღებული საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი საშუალებას იძლევა, კანონმდებლებმა ამ პროცესში ახალი და ქმედითი მექანიზმები გამოიყენონ. საქართველოს პარლამენტმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში: ჯერ კიდევ 2016 წელს მხარი დაუჭირა „ღია მმართველობის თანამშრომლობის დეკლარაციას 2030 წლის დღის წესრიგის

  5. 2https://bit.ly/2SRn2xd 5 განხორციელების შესახებ“3; 2018 წელს კი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და მონიტორინგის ვალდებულება აიღო, რომელიც ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით განისაზღვრა.4 საქართველოს პარლამენტის ორგანიზებითა და UNDP-ის, IPU-სა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც UNDP-IPU-ის ერთობლივი მეთოდოლოგიის საფუძველზე, შეფასდა პარლამენტის შესაძლებლობები და გამოწვევები მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით; განისაზღვრა ძირითადი მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებებიც. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც; კერძოდ, ერთმანეთს დაუკავშირდა კომიტეტების გეგმებით განსაზღვრული კონკრეტული აქტივობები და მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნები და ამოცანები. ამით ხაზი გაესვა მჭიდრო კავშირს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებასა და პარლამენტის საქმიანობას შორის. წინამდებარე სტრატეგია ეხმიანება პარლამენტის მზარდ როლს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში. იგი, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გათვალისწინებით, განსაზღვრავს კონკრეტულ მიზანსა და ამოცანებს 2030 წლისათვის, რომელთა შესრულება პარლამენტის მიერ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევას. საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის წარმოდგენილი სტრატეგიის მიზანია, საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებასა და მონიტორინგს. სტრატეგიით განსაზღვრული მიზნისა და ამოცანების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის ყველა კომიტეტისა და აპარატის მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა მხარის ჩართულობითა და მათთან თანამშრომლობით. ესენია: აღმასრულებელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური), სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები და კერძო სექტორი. სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფართო საზოგადოების ინფორმირებას მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მისი

  6. 3 http://www.parliament.ge/en/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/ppcotg/axali- ambebi/saqartvelos-parlamenti-ogp-is-deklaracias-gia-mmartveloba-mdgradi-ganvitarebis-dgis-wesrigis- ganxorcielebistvis-sheuertda.page 4 http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/99509/Action_Plan_GEO_Print 6 შესრულების პროგრესის შესახებ, მათ შორის ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი პრინციპების დაცვა, როგორიცაა გამჭვირვალობა, ღიაობა და მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგიის მიზანი არ არის დამატებითი მექანიზმების შექმნა, არამედ პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, უკვე არსებული მექანიზმების გამოყენება, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების ასახვა პარლამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საქართველოს პარლამენტმა ოთხი სტრატეგიული მიმართულება - კანონშემოქმედება, საბიუჯეტო პროცესი, ზედამხედველობა და მოქალაქეთა ჩართულობა - დაადგინა და ოთხი ამოცანა გაწერა. ესენია: ამოცანა 1: საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ამოცანა 2: საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს. ამოცანა 3: საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ. ამოცანა 4: მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესი ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის. წინამდებარე სტრატეგიას თან ახლავს მისი განხორციელების ორ-წლიანი სამოქმედო გეგმა (2019-2020), ხოლო შემდგომი გეგმები საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ მომდევნო წლებში გაიწერება.

  7. ამოცანა 1. საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭიროა ერთიანი ხედვისა და მიდგომის არსებობა, რომელიც უნდა აისახოს ქვეყნის პოლიტიკის დოკუმენტებსა და კანონმდებლობაში. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, მან მთავრობასთან ერთად უნდა გაანალიზოს მდგრადი განვითარების ეროვნული გეგმები და განსაზღვროს ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შესაბამისობა 2030 წლის დღის წესრიგთან, ასევე, აუცილებელი ცვლილებებისა თუ ახალი დოკუმენტების/კანონმდებლობის შემუშავება/მიღება. ამასთან, ყველა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საჭიროებს სისტემურ მიდგომას. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნებისა და 7 ამოცანების გათვალისწინებას ქვეყნის პოლიტიკის ძირითად დოკუმენტებში. აუცილებელია, გაანალიზდეს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები, რათა ისინი იყოს თანმიმდევრული და შეესაბამებოდეს 2030 წლისთვის ნაკისრ ვალდებულებებს. დარგობრივმა კომიტეტებმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, და თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააანალიზონ დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტები და წარმოადგინონ რეკომენდაციები ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია ამ დოკუმენტების მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამასთან, საქართველოს პარლამენტი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საჯარო მმართველობის რეფორმისა და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობაში, ასევე, ანგარიშების მომზადებაში 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაზე. მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს მიზნების მისაღწევად აუცილებელი გარემოს შექმნას, ასევე, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. აქედან გამომდინარე, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს 2030 წლის დღის წესრიგს. სასურველია, საქართველოს პარლამენტმა შეაფასოს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩო, ნაციონალიზებული მიზნების/ამოცანების გათვალისწინებით. შეფასების მიზანი უნდა იყოს: (i) იმ ამოცანების განსაზღვრა, რომლებიც საჭიროებს ახალი კანონების მიღებას ან ცვლილებებს კანონმდებლობაში; და (ii) საშუალო და გრძელვადიანი საკანონმდებლო რეფორმების დღის წესრიგის შექმნა განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. შეფასების შედეგად მიღებული საკანონმდებლო გეგმა უნდა აისახოს კომიტეტების საქმიანობის გეგმებში. ეს საქმიანობა საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, პარლამენტის ძალისხმევით, კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა მიემართებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ეს შეეხება როგორც პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, ასევე პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს. ამ მიზნით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას - მდგრადი განვითარების მიზნების რომელი ამოცანის შესრულებასა და რომელი ინდიკატორ(ებ)ის გაუმჯობესებას ემსახურება ესა თუ ის კანონპროექტი. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გასაანალიზებლად, მიზანშეწონილია, პარლამენტმა გამოიყენოს კანონპროექტების რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და გენდერული გავლენის შეფასება (GIA). წინამდებარე სტრატეგიის განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია შიდა საპარლამენტო კოორდინაცია. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, განისაზღვროს მდგრადი განვითარების 17- ვე მიზნის ამოცანათა შესრულებაზე პასუხისმგებელი კომიტეტები. თითოეული მათგანის სამოქმედო გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული კომიტეტის მიერ დაგეგმილი საქმიანობის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან. ამასთანავე, რეკომენდებულია, ყველა კომიტეტში დაინიშნოს თემატური მომხსენებელი, რომელიც ხელს შეუწყობს კომიტეტის გამგებლობაში მოქცეული მიზნების შესრულებას; ხოლო თემატური მომხსენებლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება

  8. 8 კომიტეტების საქმიანობის კოორდინაციაზე ამ მიმართულებით, ასევე, ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე. ასეთი სამუშაო ჯგუფის არსებობა პარლამენტში გააუმჯობესებს მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხთა კოორდინაციას. წინამდებარე სტრატეგიის ამოქმედებისათვის, საჭიროა პარლამენტის შესაძლებლობათა გაძლიერება. ეს გულისხმობს პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითარების მიზნებზე; ასევე, პარლამენტის შიდა კვლევითი რესურსების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს სიღრმისეული ანალიზის ჩატარებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამისათვის, საჭიროა პარლამენტის საორიენტაციო-სასწავლო პროგრამის განახლებადა შესაბამისი მასალების მომზადება. ამოცანა 2. საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს. მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიანი განხორციელებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა და მათი მიმართვა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისაკენ. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ამ მიზნების შესასრულებლად. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობაზე ზედამხედველობა, რათა მიღწეული შედეგები ხელშესახები და მდგრადი იყოს. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მე-17 მიზანი მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო ფინანსური რესურსების ეფექტიან ხარჯვას. ამ ამოცანის შესრულებისათვის, საჭიროა იმ პოლიტიკის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განფასება და ბიუჯეტში ასახვა, რომლებიც მოიაზრება მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად. საქართველოს პარლამენტმა, ბიუჯეტის შექმნისა და შესრულების ყველა ეტაპზე, უნდა გააკონტროლოს, რამდენად არის ასახული მასში მდგრადი განვითარების მიზნები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის შემუშავებისას და გაგრძელდეს წლიური ბიუჯეტების დაგეგმარების დროს. ვინაიდან ბიუჯეტის შესრულება ფასდება BDD/ბიუჯეტში მითითებული ინდიკატორების გათვალისწინებით, აუცილებელია ბიუჯეტის პროგრამების ინდიკატორები შეესაბამებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია მთელი საბიუჯეტო ციკლის განმავლობაში. დარგობრივმა კომიტეტებმა, თავიანთ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად უნდა გააკონტროლონ ბიუჯეტის შესრულება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები, მათ შორის ეფექტიანობის აუდიტის შესახებ, აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. ამ ამოცანის შესრულებისას საქართველოს პარლამენტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

  9. 9 ღია და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესისათვის, რაც გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების მიზნების 16.6 ამოცანით, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა როგორც ბიუჯეტის შემუშავებაში, ასევე მის შესრულებაზე კონტროლში. ამოცანა 3. საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ. 2030 წლის დღის წესრიგის დეკლარაციით აღიარებულია პარლამენტის განსაკუთრებული როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე ზედამხედველობის კუთხით. საქართველოს პარლამენტმა უნდა შეაფასოს: რამდენად ეფექტიანად ხორციელდება მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული პოლიტიკა, კანონები და პროგრამები; ასევე, გატარებული ღონისძიებები ნამდვილად მიემართება თუ არა ადამიანების, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობას. სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ასევე, პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილი და ვალდებულია, მუდმივი ზედამხედველობა გაუწიოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ისეთი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, როგორიცაა წლიური და კვარტალური ანგარიშების მოსმენა, მინისტრის საათი, თემატური მოკვლევები, კონტროლი ნორმატიული აქტების შესრულებაზე და სხვა, იძლევა საშუალებას, რომ პარლამენტმა რეგულარულად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად გაუწიოს ზედამხედველობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას მთავრობის მიერ. მიზანშეწონილია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაავალოს საპარლამენტო კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანოებს, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები მოიცავდეს ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ, შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს პარლამენტმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოისმინოს ანგარიში მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული ინდიკატორების შესრულებაზე. ამ კუთხით განსაკუთრებული როლი აკისრიათ კომიტეტებს, რომლებმაც სისტემატურად უნდა მოისმინონ შესაბამის სფეროზე პასუხისმგებელ უწყებათა ანგარიშები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე. ანგარიშების მოსმენის შემდეგ, უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს რეკომენდაციები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ზედამხედველობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს. ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაუმჯობესება როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორთან. მათი ჩართულობა უზრუნველყოფს პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის გასაზომად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა, შეფასდეს გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა და მათი გავლენა ადამიანთა კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. ეს ხელს შეუწყობს სანდო და

  10. 10 ზუსტი ინფორმაციის რეგულარულად შეგროვებასა და მიწოდებას პარლამენტისათვის, რათა გაიზომოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხრივ. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებისას, ასევე, „კეთილდღეობა ყველასთვის“ მიზნის განხორციელებაზე ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის დროს, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სიღრმისეულად გასაანალიზებლად კი, მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აკადემიურ წრეებთან. ინფორმაცია უნდა შეგროვდეს იმ ჯგუფებისგანაც, რომლებზეც გავლენას ახდენს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება. განსაკუთრებით მნიშნელოვანია მოწყვლად ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათგან ინფორმაციის მიღება მიღწეულ პროგრესსა და არსებულ ხარვეზებზე. ამ მიზნით პარლამენტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს: - სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან სანდო და ზუსტი ინფორმაციის რეგულარულად მისაღებად მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გასაზომად; - სახალხო დამცველის ოფისთან ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებისას, ასევე, „კეთილდღეობა ყველასთვის“ მიზნის განხორციელებაზე ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის დროს; - აკადემიურ წრეებთან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სიღრმისეულად გასაანალიზებლად; - კერძო სექტორთან ამოცანა 4. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისას საპარლამენტო საქმიანობა ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის. მდგრადი განვითარების მიზნების მე-16.6 და მე-16.7 ამოცანები წარმოშობს პარალმენტის ვალდებულებას, ერთი მხრივ, ქვეყანაში უზრუნველყოს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა ყველა დონეზე (16.6) და ხელი შეუწყოს სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური და მონაწილეობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას (16.7); მეორე მხრივ, თვითონ პარლამენტი საქმიანობდეს ამ პრინციპების დაცვით. იგივეს მოუწოდებს პარლამენტს „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის“ დეკლარაცია, რომელსაც პარლამენტი 2015 წელს შეუერთდა. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგიით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ღონისძიებების გატარებისას, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ღია და გამჭვირვალე პროცესები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, „კეთილდღეობა ყველასთვის“ პრინციპის დაცვით. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისათვის მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევა აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორიც აქტიურად უნდა ჩაებას პროცესში. ამ თვალსაზრისით, პარლამენტს შემაკავშირებელი როლი ეკისრება, რათა საზოგადოების წარმომადგენლებმა შეძლონ მონაწილეობა დისკუსიებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაში. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფრო აქტიური ჩართულობა (მაგ: საკომიტეტო

  11. 11 მოსმენებში) ხელს შეუწყობს მათი ექსპერტიზისა და ინფორმაციის უფრო სრულად გამოყენებას; რაც შეეხება კერძო სექტორს, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა სრულად თანხვედრაშია სოციალური პასუხისმგებლობის სულისკვეთებასთან, რომელიც ბოლო დროს ფეხს იკიდებს საქართველოში. პრინციპის - „კეთილდღეობა ყველასთვის“ - შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით შექმნილი საზოგადოებრივი სიკეთე საზოგადოების ყველა წევრმა უნდა მიიღოს; ეს განსაკუთრებით ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ეს ჯგუფები შეძლებენ თანასწორად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო პროცესებში. პარლამენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს გენდერულად მგრძნობიარე ასპექტებიც. სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე. ამასთან, სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და მათი ინფორმირების დროს მიზანშეწონილია ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაც. საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობა აღიარებულია 2030 წლის დღის წესრიგით. კერძოდ, მე-17 მიზანი მოუწოდებს ქვეყნებს, ითანამშრომლონ უკეთესი შედეგების მისაღწევად მდგრადი განვითარების ფარგლებში. ამ ამოცანის შესრულებისათვის, საქართველოს პარლამენტს შეუძლია, შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება და გაითვალისწინოს ის თავის აქტივობებში. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების პარლამენტებთან, რათა, ერთი მხრივ, გაეცნოს მათ საუკეთესო პრაქტიკას, და, მეორე მხრივ, გაუზიაროს თავისი გამოცდილება უცხოელ კოლეგებს.

  12. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება წინამდებარე სტრატეგიის განხორციელებასა და მის კოორდინაციაზე პასუხისმგებელია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. სტრატეგიის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის გაწერა. პირველი ასეთი გეგმა მომზადდა 2019-2020 წლებისათვის, ამჟამინდელი პარლამენტის მოწვევის ვადის დასრულებამდე. ყოველი სამოქმედო გეგმის შემუშავებას უნდა უძღოდეს წინა გეგმის შესრულების შეფასება და სიტუაციური ანალიზი. სამოქმედო გეგმით განისაზღვრება ღონისძიებათა განხორციელების ვადა, პასუხისმგებელი პირი, ბიუჯეტი და ამოცანების შესრულების ინდიკატორები. ინდიკატორი უნდა იყოს როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამასთან, სამოქმედო გეგმით უნდა შეფასდეს (პროცენტული მაჩვენებლით), რამდენად აახლოებს ესა თუ ის ქმედება სტრატეგიული მიზნის მიღწევას. პარლამენტის კომიტეტებმა ყოველწლიური ანგარიშის გაცნობისას (ყოველი წლის თებერვალი) უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად გატარებულ ღონისძიებებზეც. ხოლო, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, უნდა მოამზადოს ანგარიში სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც შეაფასებს სტრატეგიის 12 განხორციელების პროგრესსაც. საბჭომ ანგარიში უნდა განიხილოს ღია სხდომაზე, სადაც მონაწილეობის უფლება ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. საქართველოს პარლამენტმა უნდა წაახალისოს სამოქალაქო საზოგადოება ჩრდილოვანი ანგარიშების წარსადგენად სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. ეს ანგარიშები უნდა განხილულ იყოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიშთან ერთად.

  13. 13 საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის ამოცანა 1: საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ამოცანის ინდიკატორი 1) 2030 წლისთვის საქართველოს პოლიტიკის დოკუმენტები სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან და ხელს უწყობს მათ განხორციელებას საქართველოში  2020 წლისთვის განსაზღვრულია ყველა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და საჭიროებს ცვლილებებს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით  2020 წლისთვის პარლამენტს დამტკიცებული აქვს სათანადო ცვლილებები სულ მცირე 2 პოლიტიკის დოკუმენტში 2) 2030 წლისთვის საქართველოს საკანონმდებლო აქტები სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან და ხელს უწყობს მათ განხორციელებას საქართველოში 3) 2020 წლისთვის საქართველოს პარლამენტში შექმნილია საკოორდინაციო მექანიზმები მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული კანონმდებლობის შესაქმნელად 4) 2030 წლისთვის საქართველოს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს აქვთ სათანადო ცოდნა,, ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას  2020 წლისთვის თემატურ მომხსენებლებს და აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აქვთ სათანადო ცოდნა, განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები ქმედება ქმედების პასუხისმგებელი სხვა მონაწილე დასრულების ბიუჯეტი ინდიკატორი სტრუქტურა მხარეები/პარტნ საბოლოო საჭირო დამატებითი მონაცემთა წყარო იორები ვადა დამატებითი დაფინანსების სტატუსი ბიუჯეტი წყაროები

  14. 1.1. კომიტეტის განმგებლობას მიკუთვნებული მომზადებულია და ღია I კვარტალი, რეკომენდაციები სფეროების მიხედვით თითოეული კომიტეტისთვის შესაბამის მმართველობის 2020 წ. მდგრადი შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნ(ებ)ის კომიტეტებთან მუდმივმოქმედი განვითარების განსაზღვრა და დამტკიცება შეთანხმებულია საპარლამენტო მიზნებთან რეკომენდაციები საბჭო, მიმართებით კომიტეტების კომიტეტები კომიტეტების სამოქმედო პასუხისმგებლობის გეგმებში ასახულია განსაზღვრის შესაბამისი შესახებ მდგრადი გადაწყვეტილება, განვითარების რომელიც მიზნები/ამოცანები განსაზღვრავს კომიტეტების პასუხისმგებლობის სფეროს მიკუთვნებულ მდგრადი განვითარების მიზნებს კომიტეტების სამოქმედო გეგმები 1.2. მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე განსაზღვრულია კომიტეტები III თანამშრომლების პასუხისმგებელი პარლამენტის წევრის და აპარატის პასუხისმგებელი კვარტალი, სამუშაო თანამშრომლის განსაზღვრა თითოეულ კომიტეტში პირები ყველა 2019 წ. აღწერილობები; კომიტეტში; კომიტეტის პასუხისმგებელი სხდომის ოქმი, თანამშრომლების სადაც სამუშაო განსაზღვრულია აღწერილობაში პასუხისმგებელი ასახულია მდგრადი პირები განვითარების მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობა 1.3. ღია მმართველობის მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფი ღია III სამუშაო ჯგუფის საპარლამენტო საბჭოსთან მდგრადი განვითარების შექმნილია მმართველობის კვარტალი, შექმნის შესახებ მიზნებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის (შემდგომში - (განსაზღვრულია მუდმივმოქმედი 2019 წ გადაწყვეტილება; სამუშაო ჯგუფი) შექმნა, რომელშიც მონაწილეობენ მისი მანდატი და საპარლამენტო (სამუშაო სამუშაო ჯგუფის მდგრადი განვითარების მიზნებზე პასუხისმგებელი სამუშაო საბჭო ჯგუფის მანდატის პარლამენტის წევრები და აპარატის შესაბამისი აღწერილობა) და შექმნა) განმსაზღვრელი პასუხისმგებელი თანამშრომლები; ასევე სხვა იკრიბება სულ IV დოკუმენტი; პარლამენტის წევრები და/ან თანამშრომლები მცირე სამჯერ კვარტალი, სამუშაო ჯგუფის საჭიროებისამებრ წელიწადში; 2020 წ სხდომის ოქმები; ჯგუფი (სრულად) სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს/მო მიერ საზრებებს/ანგარიშე მომზადებული ბს წარუდგენს რეკომენდაციები/მო საბჭოს და საზრებები/ანგარიშ კომიტეტებს ები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში 1.4. პარლამენტის მიერ იმ პირების განსაზღვრულია ღია საჯარო III ამ პირების მიერ (პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის წევრები) პირები, რომლებიც მმართველობის მმართველობის კვარტალი, მომზადებული განსაზღვრა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მონაწილეობას მუდმივმოქმედი რეფორმისა და 2019 წ. ანგარიშები; საჯარო მმართველობის რეფორმისა და მდგრადი მიიღებენ საჯარო საპარლამენტო მდგრადი ღია მმართველობის

  15. 15 განვითარების მიზნების საბჭოს სხდომებში მმართველობის საბჭო განვითარების მუდმივმოქმედი რეფორმისა და მიზნების საბჭოს სხდომების მდგრადი საბჭოს ოქმები განვითარების სამდივნო მიზნების საბჭოს სხდომებში 1.5. საქართველოს პარლამენტის მიერ რეკომენდაცია ღია საქართველოს IV პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციის დამტკიცებულია მმართველობის მთავრობა; კვარტალი, მომზადებული გაცემა, რათა სამინისტროების, ასევე სექტორული მუდმივმოქმედი სამოქალაქო 2019 წ. რეკომენდაციები პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები საპარლამენტო საზოგადოება ასახავდეს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო; განახლებული ეროვნული დოკუმენტით პარლამენტი გათვალისწინებული ინდიკატორების მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს 1.6. საქართველოს პარლამენტის (ან სამუშაო რეკომენდაციები საქართველოს IV დამტკიცებული ჯგუფის) მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მომზადებულია და მთავრობა; კვარტალი, რეკომენდაციები კონსულტაციების საფუძველზე პოლიტიკის ხელმისაწვდომია სამოქალაქო 2019 წ. დოკუმენტების მდგრადი განვითარების მიზნებთან პარლამენტის საზოგადოება შესაბამისობის მიზნით პოლიტიკის დოკუმენტების ვებგვერდზე; გადახედვის აუცილებლობის და ვადის შესახებ საბჭომ მოიწონა რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება რეკომენდაციები 1.7. 1.6 პუნქტით განსაზღვრული იმ პოლიტიკის ცვლილებები კომიტეტები საქართველოს IV შემუშავებული დოკუმენტებში ცვლილებების პროექტების შემუშავება მომზადებულია და მთავრობა; კვარტალი, პოლიტიკის და დამტკიცება შესაბამისი კომიტეტების მიერ სამუშაო დამტკიცებულია სამოქალაქო 2020 წ. დოკუმენტები და/ან ჯგუფის მხარდაჭერით და აღმასრულებელ პოლიტიკის საზოგადოება ცვლილებები ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დოკუმენტებში, პოლიტიკის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, რომლებიც ხელს დოკუმენტებში რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი უწყობს მდგრადი არასამთავრობო განვითარების ორგანიზაციების, მიზნების სახალხო განხორციელებას დამცველის, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების და/ან დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება პოლიტიკის დოკუმენტების მდგრადი განვითარების

  16. 16 მიზნებთან შესაბამისობის თაობაზე 1.8. მდგრადი განვითარების მიზნების მომზადებულია ღია საქართველოს IV გრძელვადიანი განახლებული ეროვნული დოკუმენტის დოკუმენტი, მმართველობის მთავრობა; კვარტალი, საკანონმდებლო განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო რომელშიც მუდმივმოქმედი სამოქალაქო 2019 წ. გეგმა მდგრადი საქმიანობის (ცვლილებების და/ან ახალი განსაზღვრულია საპარლამენტო საზოგადოება; განვითარების საკანონმდებლო აქტები) და მათი პრიორიტეტულობის აუცილებელი საბჭო, საჯარო მიზნების განსაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო სამუშაო ჯგუფი მმართველობის განხორციელების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ცვლილებების რეფორმისა და ხელშეწყობის ჩამონათვალი მდგრადი მიზნით განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო 1.9. 1.8 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო კომიტეტების ღია საქართველოს I კვარტალი, კომიტეტების აქტების ასახვა ასევე შესაბამისი კომიტეტების სამოქმედო გეგმები მმართველობის მთავრობა; 2020 წ. წლიური სამოქმედო გეგმებში ასახავენ მუდმივმოქმედი სამოქალაქო სამოქმედო გეგმები საკანონმდებლო საპარლამენტო საზოგადოება; ცვლილებებს, საბჭო, საჯარო რომელთა მიღება კომიტეტები მმართველობის აუცილებელია რეფორმისა და მდგრადი მდგრადი განვითარების განვითარების მიზნების მიზნების განხორციელებისთ საბჭოს ვის სამდივნო 1.10. კომიტეტების სამოქმედო გეგმებსა და წლიურ კომიტეტების კომიტეტები სამოქალაქო მუდმივად კომიტეტის ანგარიშებში მოცემულია იმ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმებსა (კომიტეტის მიერ საზოგადოება; 01.01.2020 წ- სამოქმედო გეგმები ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი და წლიურ დანიშნული აკადემიური დან განვითარების მიზნების მიღწევას ანგარიშებში თემატური წრეები ასახულია მომხსენებელი და კომიტეტის აპარატის საქმიანობის თანამშრომელი) შესაბამისობა მდგრადი განვითარების მიზნებთან

  17. 17 1.11. საქართველოს პარლამენტის მიერ სულ მცირე 6 თემატური საქართველოს IV პარლამენტის კანონპროექტის მომზადებისას/განხილვისას მისი კანონპროექტის მომხსენებლები, მთავრობა; კვარტალი, კომიტეტების მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის (აქედან 2019 წლის კომიტეტები, სამოქალაქო 2020 წ. სხდომის ოქმები შეფასების პილოტირება ყველა კომიტეტის მიერ განმავლობაში 2 პარლამენტი საზოგადოება; კანონპროექტებზე; მაინც) შესახებ საჯარო კომიტეტის მომზადებულ მმართველობის დასკვნები; კომიტეტის რეფორმისა და კანონპროექტის დასკვნებში მდგრადი განმარტებითი ასახულია განვითარების ბარათები კანონპროექტის მიზნების შესაბამისობა საბჭოს მდგრადი სამდივნო განვითარების მიზნებთან 1.12. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მოდული პარლამენტის აკადემიური III ვებგვერდზე თანამშრომელთა საორიენტაციო ტრენინგის პროგრამაში მომზადებულია და სასწავლო წრეები კვარტალი, გამოქვეყნებული მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოდულის ხელმისაწვდომია ცენტრი; 2019 ტრენინგ დამატება ღია მოდულები მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 1.13. სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის მდგრადი ჩატარდა 3 პარლამენტის აკადემიური IV ტრენინგში განვითარების მიზნების შესახებ ტრენინგების ჩატარება ტრენინგი, სასწავლო წრეები კვარტალი, მონაწილე პირთა რომელიც ცენტრი; 2019 დასწრების მორგებულია ღია ფურცლები; სამუშაო ჯგუფის მმართველობის მონაწილეთა წევრების მუდმივმოქმედი უკუკავშირის საჭიროებებზე საპარლამენტო ფურცლები; საბჭო ტრენინგის დღის წესრიგი

  18. 18 ამოცანა 2: საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს ამოცანის ინდიკატორი 1) 2030 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული დანართი სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან  2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული დანართი ნაწილობრივად (წინასწარ იდენტიფიცირებული მაქსიმუმ სამი მიმართულების მატერიალური საბიუჯეტო პროგრამებისათვის) შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან 2) 2030 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იძლევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის სრულყოფილი მონიტორინგის შესაძლებლობას  2021 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იძლევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ნაწილობრივი მონიტორინგის შესაძლებლობას ქმედება ქმედების პასუხისმგებელი სხვა მონაწილე დასრულების ბიუჯეტი სტატუსი ინდიკატორი სტრუქტურა მხარეები/პარტნ საბოლოო მონაცემთა წყარო იორები ვადა საჭირო დამატებითი დამატებითი დაფინანსების ბიუჯეტი წყაროები 2.1. ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე პროგრამული პირველადი საფინანსო- ფინანსთა ივლისი, 2019 ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და პრიორიტეტული საბიუჯეტო სამინისტრო; მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციისათვის პროგრამები კომიტეტი საქართველოს პირველადი პრიორიტეტული პროგრამების იდენტიფიცირებუ მთავრობა იდენტიფიცირება ლია

  19. პარლამენტის საფინანსო- ფინანსთა ივნისი, 2019 2.2. პარლამენტის მიერ რეკომენდაციის მიღება რეკომენდაცია საბიუჯეტო სამინისტრო; ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების მიღებულია კომიტეტი საქართველოს დოკუმენტში საპილოტე საბიუჯეტო პროგრამებისა და მთავრობა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციისათვის 2.3. პარლამენტის მიერ რეკომენდაციის მიღება პარლამენტის საფინანსო- ფინანსთა 2020 წელი პროგრამული ბიუჯეტის დანართში საპილოტე რეკომენდაცია საბიუჯეტო სამინისტრო; (ნაწილობრივ) საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიღებულია კომიტეტი საქართველოს მიზნების (ინდიკატორებისა და მიზნობრივი მთავრობა მაჩვენებლების) ინტეგრაციისათვის 2.4. ბიუჯეტის პროექტისა და წლიური საფინანსო- საფინანსო- ფინანსთა პროექტის შესრულების შესახებ მოხსენების განხილვისას საბიუჯეტო საბიუჯეტო სამინისტრო; განხილვა პროგრამული ბიუჯეტის დანართის ფარგლებში კომიტეტის კომიტეტი საქართველოს ოქტომბერი, საპილოტე პროგრამების და მდგრადი განვითარების დასკვნაში მთავრობა, 2019. მიზნების ურთიერთშესაბამისობის განხილვა ასახულია შესაბამისი ანგარიშის აღნიშნული დარგობრივი განხილვა დოკუმენტების სამინისტროები ივნისი, 2021 შესაბამისობა მდგრადი განვითარების 19 მიზნებთან 2.5. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საფინანსო- საფინანსო- სახელმწიფო 2020 წელი დარგობრივი კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის საბიუჯეტო საბიუჯეტო აუდიტის (ნაწილობრივ) სამსახურის მიერ მომზადებული საქართველოს კომიტეტის კომიტეტი, სამსახური; მთავრობის მდგრადი განვითარების მიზნების რეკომენდაცია დარგობრივი ფინანსთა განხორციელებისათვის მზადყოფნის აუდიტის გაცემულია და კომიტეტები სამინისტრო; ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებზე რეკომენდაციის შესრულებულია საქართველოს გაცემა და მისი შესრულების მონიტორინგი მთავრობა

  20. ამოცანა 3: საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ ამოცანის ინდიკატორი 1) 2020/2030 წლისთვის: პარლამენტი ეფექტიანად ზედამხედველობს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით 2) 2020/2030 წლისთვის,საქართველოს პარლამენტი თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ქმედება ქმედების პასუხისმგებელი სხვა მონაწილე დასრულების ბიუჯეტი ინდიკატორი სტრუქტურა მხარეები/პარტნ საბოლოო საჭირო დამატებითი მონაცემთა სტატუსი იორები ვადა დამატებითი დაფინანსების წყარო ბიუჯეტი წყაროები 3.1. პარლამენტის კომიტეტების მიერ მათ წინაშე კომიტეტების კომიტეტები სამინისტროები; მუდმივად არა არა ანგარიშვალდებ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების დასკვნები ასახავს სამოქალაქო ული ორგანოს რეგლამენტი განხილვა მდგრადი განვითარების მიზნების და რეკომენდაციებს საზოგადოება ანგარიში; თ განახლებული ეროვნული დოკუმენტის ჭრილში წარმოდგენილ კომიტეტის განსაზღვრუ ანგარიშებთან სხდომის ოქმი; ლი ვადების დაკავშირებით არასამთავრობო შესაბამისად ორგანიზაციები ს, საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციები ს ანგარიშები

  21. 3.2. კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევისას თემატური კომიტეტები სამოქალაქო მუდმივად მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მოკვლევის საზოგადოება 01.01.2020 წ- გათვალისწინება მოკვლევის ამოცანების განსაზღვრისას ანგარიშებში აკადემიური დან და შეფასებისას ასახულია საკითხის წრეები შესაბამისობა მდგრადი 20 განვითარების მიზნებთან 3.3. საჯარო მმართველობის რეფორმისა და ღია მმართველობის ღია სამოქალაქო ყოველწლიურ საბჭოს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს/სამდივნოს მუდმივმოქმედი მმართველობის საზოგადოება ად სხდომის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა ღია საპარლამენტო მუდმივმოქმედი 01.01.2020 წ- ოქმები მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საბჭოს საპარლამენტო დან მიერ და შემდგომში პლენარულ სხდომაზე შემუშავებული აქვს საბჭო რეკომენდაციები საქართევლოს პარლამენტისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვ ის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების გაუმჯობესების ხელშესაწყობად; საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დამტკიცებულია პლენარულ სხდომაზე

  22. საბჭომ მოისმინა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 3.4. კომიტეტების მიერ ნორმატიულ აქტების ნორმატიული კომიტეტები სამოქალაქო მუდმივად კომიტეტების აღსრულებაზე კონტროლის განხორციელებისას აქტების საზოგადოება; 01.01.2020 წ- მიერ შემუშავებულ საბოლოო ანგარიშში ნორმატიული აქტის აღსრულებაზე აკადემიური დან ნორმატიულ მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიზნებსა და მომზადებულ წრეები აქტების ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა დოკუმენტში აღსრულებაზე ასახულია მდგრადი კონტროლის განვითარების განხორციელები მიზნებთან სას შესაბამისობა შემუშავებული საბოლოო 21 ანგარიშები 3.5. კომიტეტების სამოქმედო გეგმებსა და წლიურ კომიტეტების კომიტეტები სამოქალაქო ყოველწლიურ კომიტეტების ანგარიშებში იმ ღონისძიებათა გაწერა, რომლებიც ხელს სამოქმედო გეგმებსა (კომიტეტის მიერ საზოგადოება ად სამოქმედო უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და წლიურ დანიშნული აკადემიური 01.01.2020 წ- გეგმები ანგარიშებში თემატური წრეები დან ასახულია მომხსენებელი და კომიტეტის აპარატის საქმიანობის თანამშრომელი) შესაბამისობა მდგრადი განვითარების მიზნებთან 3.6. მდგრადი განვითარების მიზნების პარლამენტის კომიტეტები სახალხო IX კვარტალი, განახლებული ეროვნული დოკუმენტის შესრულების წინაშე დამცველი, 2020 წ. მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ანგარიშვალდებულ სამოქალაქო მოსმენამდე, კომიტეტების მიერ სახალხო ი უწყებებიდან, სხვა საზოგადოება დამცველისგან, საქართელოს სტატისტიკის მხარეებისგან აკადემიური სამსახურიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და პერიოდული წრეები სხვა სახელმწიფო და/ან კერძო ორგანიზაციებისგან ანგარიშების ინფორმაციის გამოთხოვა მდგრადი განვითარების მოსმენა მდგრადი შესრულების მდგომარეობის შესახებ და საჭიროების განვითარების შემთხვევაში საჯარო მოსმენების გამართვა მიზნების მიღწევის შესახებ 2020-ში 1 მოსმენა მაინც

  23. ამოცანა 4: მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობა ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის ამოცანის ინდიკატორი 1) 2030 წლისთვის დაინტერესებულ მხარეები და მოქალაქეები ინფორმირებული არიან და მონაწილეობენ პარლამენტის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში  2020 წლისთვის შექმნილია შესაბამისი მექანიზმები მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ქმედება ქმედების პასუხისმგებელი სხვა მონაწილე დასრულების ბიუჯეტი ინდიკატორი სტრუქტურა მხარეები/პარტნი საბოლოო ვადა საჭირო დამატებითი მონაცემთა სტატუსი ორები დამატებითი დაფინანსების წყარო ბიუჯეტი წყაროები 4.1. მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ სტენდები და პარლამენტის აკადემიური III კვარტალი, 22 სტენდები/ფლაიერების განთავსება პარლამენტის ფლაიერები საზოგადოებასთან წრეები 2019 მოქალაქეთა მისაღებში და მაჟორიტარების ბიუროებში განთავსებულია ურთიერთობის მოქალაქეთა დეპარტამენტი მისაღებში და მოქალაქეთა მაჟორიტარების ჩართულობის ბიუროებში ცენტრი 4.2. 17-დღიანი კამპანიის ჩატარება პარლამენტის კამპანია პარლამენტის სამოქალაქო IV კვარტალი, ვებ-გვერდზე/სოციალურ მედიაში: თითო დღე თითო ჩატარებულია საზოგადოებასთან საზოგადოება; 2020 მიზნის შესახებ (წელიწადში ურთიერთობის აკადემიური ერთხელ) სამსახური წრეები 4.3. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი ღია ღია მმართველობის სამოქალაქო მუდმივად საბჭოს მიერ საპარლამენტო საბჭოს საჯარო შეხვედრების ფარგლებში მმართველობის მუდმივმოქმედი საზოგადოება მომზადებუ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საბჭოს საპარლამენტო ლი პროცესში პარლამენტის როლის შესახებ ინფორმაციის შეხვედრებზე საბჭო ანგარიშები გაზიარება დრო ეთმობა საბჭოს მდგრადი სხდომის განვითარების ოქმები მიზნებზე და მათი განხორციელების პროგრესზე საუბარს, ასევე პარლამენტის როლს პროცესში 4.4. საქართველოს პარლამენტის მიერ კონფერენცია პარლამენტის აკადემიური IV კვარტალი, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ჩატარება ჩატარებულია; თავმჯდომარე; წრეები; 2020 წ. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისას კონფერენციაში ღია მმართველობის სამოქალაქო მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად მონაწილეობა მუდმივმოქმედი საზოგადოება; მიიღო სულ ცოტა საპარლამენტო საქართველოს 5 ქვეყნის საბჭო მთავრობა საპარლამენტო დელეგაციამ 4.5. მდგრადი განვითარების მიზნების მასალები/პრეზენ ღია მმართველობის აკადემიური I კვარტალი, განხორციელების შესახებ საქართელოს პარლამენტის ტაცია მუდმივმოქმედი წრეები 2020 წ. როლისა და მიღწევების შესახებ ინგლისურენოვანი მომზადებულია; საპარლამენტო მასალების/პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება ისინი საბჭო პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციებისა და გამოიყენება პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებისთვის მუდმივმოქმედი საზოგადოებასთან დელეგაციების/მე ურთიერობისა და გობრობის ინფორმაციის ჯგუფების მიერ დეპარტამენტი

  24. 23 მათ საქმიანობაში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება ქმედება ქმედების პასუხისმგებელი სხვა მონაწილე დასრულების ბიუჯეტი ინდიკატორი სტრუქტურა მხარეები/პარტნი საბოლო ვადა მონაცემთა წყარო სტატუსი ორები 5.1. ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა ანგარიშის ანგარიში ღია მმართველობის 1 მარტი მომზადება წინამდებარე სამოქმედო გეგმის მომზადებულია მუდმივმოქმედი ყოველწლიურა შესრულებაზე და საპარლამენტო დ ხელმისაწვდომია საბჭო; საქართველოს საპარლამენტო პარლამენტის კომიტეტები ვებგვერდზე 5.2. ანგარიშის განხილვა ღია მმართველობის ღია სხდომა ღია მმართველობის სამოქალაქო 30 ივნისამდე, მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღია ჩატარებულია; მუდმივმოქმედი საზოგადოება ყოველწლიურა სხდომაზე სხდომის ოქმი საპარლამენტო დ ხელმისაწვდომია საბჭო; პარლამენტის საპარლამენტო ვებგვერდზე კომიტეტები 24

Georgian Parliament Strategy for Supporting and Monitoring of Implementation of Sustainable Development Goals for 2019-2030 and Action Plan for 2019-2022 · Nelum