Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Decree No 545 of 2003 of Georgian President on Prohibition of Importing and Selling Poppy Seed

Made 2003-10-29 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №545 ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Cultivated plants
Keywords
seeds/planting material, internal trade, international trade, prohibited crops, public health, plant production
Categories
*, agriculture

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №545 2003 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის შესახებ ნარკომანიისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მძიმე სენის დამარცხება საზოგადოების ჯანმრთელობისა და მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდის უმთავრესი წინაპირობაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამართლებრივი ბაზის შექმნის თვალსაზრისით ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ არასრულყოფილია. ამასთანავე, საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვანწილად აფერხებს ქვეყანაში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ნარკომანია კი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება საქართველოს მოზარდებში. დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალ რეალიზაციაშია ხაშხაშის (ყაყაჩოს – Papaver somniferum) თესლი, რომელიც მოიხმარება როგორც საკვები პროდუქტი და შეუზღუდავად იყიდება სავაჭრო დაწესებულებებსა და ბაზრობებზე. საკონდიტრო ნაწარმისათვის გამოსაყენებელი ხაშხაშის თესლი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ნარკოტიკული ნივთიერების – ოპიუმის ალკოლოიდებს, რის გამოც იგი ფართოდ მოიხმარება მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. იმის გამო, რომ ხაშხაშის თესლი არ არის შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, სამართალდაცვის ორგანოებს საშუალება არა აქვთ განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და დროებითი ღონისძიების განხორციელების მიზნით: 1. აიკრძალოს ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, საკონდიტრო ნაწარმში გამოსაყენებლად) ქვეყნის ტერიტორიაზე ხაშხაშის (ყაყაჩო – Papaver somniferum) თესლის იმპორტი და რეალიზაცია. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ხაბურძანია) ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან (დ. თარხან-მოურავი) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან (გ. გაჩეჩილაძე) ერთად თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით. 3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ე. შევარდნაძე

Decree No 545 of 2003 of Georgian President on Prohibition of Importing and Selling Poppy Seed · Nelum