Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Decree No. 334 of 1996 of Georgian President on National Registry of Natural Monopolies

Made 1996-05-20 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ბრძანებულება №334 ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Energy, Sea, General
Keywords
transport/storage, internal trade, international trade, governance, energy conservation/energy production, natural gas, harbour
Categories
*, energy

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №334 1996 წლის 20 მაისი ქ. თბილისი ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან, სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და ფასების ლიბერალიზაციის პროცესის პრაქტიკულად დამთავრებასთან დაკავშირებით ხელსაყრელი პირობები იქმნება კონკრეტული სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკაში არის სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა არ უნდა ჩაითვალოს ოპტიმალურად. ასეთ სფეროებს პირველ რიგში განეკუთვნება ბუნებრივი მონოპოლიები, ანუ ბაზრის სეგმენტები, რომლებშიც კონკურენციის განვითარება ტექნოლოგიურად შეუძლებელია, ანდა ეკონომიკურად არაეფექტიანია. სახელმწიფოს პოლიტიკა იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ ბაზარზე როგორც ბუნებრივი მონოპოლიები, გამოიხატება არა მათი მონოპოლიური საქმიანობის აღკვეთით, არამედ ამ საქმიანობის მუდმივი რეგულირების პირობების შექმნით. ბუნებრივ მონოპოლიათა პროდუქციის (მომსახურება, სამუშაო) ფასების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო კონტროლის შესუსტება იწვევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და, შესაბამისად, როგორც მეწარმეთა, ისე მომხმარებელთა ინტერესების შელახვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ დეკრეტის თანახმად: 1. შემოღებულ იქნეს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრი დანართის თანახმად. 2. ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოება დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. 3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელოს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შესული სამინისტროების, უწყებების (საწარმოების) საქმიანობის (ძირითადი პროდუქცია, მომსახურება, სამუშაო) ფასების რეგულირება და კონტროლი. 4. დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოებისათვის. ე. შევარდნაძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №206 - პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №8, 1997 წ., გვ.30

  2. 2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №631 - პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №21, 1997 წ., გვ.50 დანართი ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრი 1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროდან: – სახელმწიფო საფოსტო კავშირით მომსახურება; – სიხშირეთა სპექტრის განაწილება. 2. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტიდან – სარკინიგზო ხაზი. 3. „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ - საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის შემოტანა და ტრანზიტი. 4. სახელმწიფო კომპანია „საქენერგოდან“ – მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემა. 5. სახელმწიფო საწარმო „საქაერონავიგაციიდან“ – საჰაერო სივრცის გამოყენების სამარშრუტო და სადისპეტჩერო უზრუნველყოფა. 6. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტიდან: – ფოთის საზღვაო ნავსადგური; – ბათუმის საზღვაო ნავსადგური; – სოხუმის საზღვაო ნავსადგური. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №206 - პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №8, 1997 წ., გვ.30 საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №631 - პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №21, 1997 წ., გვ.50 სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე

Decree No. 334 of 1996 of Georgian President on National Registry of Natural Monopolies · Nelum