Decree No. 2471 of 2011 of Georgian Government on Creating Agricultural Development Fund
Made 2011-12-17 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულება №2471 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Agricultural and rural development
- Keywords
- institution, agricultural development, governance, special fund
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2471 2011 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის №817 ბრძანებულების შესრულების მიზნით: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100%-იან წილზე დაფუძნება. 2. განისაზღვროს ფონდის გამგეობის შემდეგი შემადგენლობა: ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გოროზია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლეიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი კონსტანტინე კობახიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი ეთერ ყამარაული – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მომენტიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის წესდებით გათვალისწინებული დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური