Agricultural Insurance Development Strategy 2021-2024
Made 2021 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია 2021-2024
- Language
- Georgian
- Kind
- policy
- Country
- Georgia
- Subjects
- Agricultural and rural development
- Keywords
- agricultural commodities, agricultural development, governance, policy/planning, research, risk assessment/management, insurance
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
1 ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და ქვეყნისათვის უპრეცენდენტო ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც ამ მიმართულებებით მსხვილ სახელმწიფო ინვესტიციებში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის ტიპის ტერიტორია კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.1 ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა აგროდაზღვევის სისტემის შემდგომი განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2014 წლის აგვისტოდან ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აფინანსებს სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვან ნაწილს. სადაზღვევო სისტემის დახვეწის მიზნით ჩატარდება მსოფლიოში აპრობირებული აგროდაზღვევის სისტემების მიმოხილვა, გაანალიზდება საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაიხვეწება არსებული პროგრამა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რისკების მართვის მექანიზმების დახვეწას.2 აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან დღემდე სისტემატურად იხვეწება და დღეისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა მაღალი შედეგიანობით მუშაობს. ამავე დროს, ჩნდება ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც უნდა იქნას მიღწეული აგროდაზღვევის მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წ.წ. სტრატეგიით განსაზღვრული მთავარი მიზანი, კერძოდ, აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს დაზღვეული ფერმერების რაოდენობა და მცენარეული აგროკულტურების დაზღვეული ფართობები, ასევე დაზღვევამ უნდა მოიცვას მეცხოველეობის დარგში არსებული რისკებიც. ეს კი უნდა მოხდეს ბაზრისთვის აუცილებელი ახალი სადაზღვევო პაკეტების შექმნის გზით, ზარალების რეგულირების მაღალეფექტიანი სისტემის დანერგვით და სადაზღვევო კომპანიების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით (მათ შორის - რისკების გადაზღვევის მიმართულებით). 1 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027 2 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027 ტერმინების განმარტება .................................................................................................................................................................5 შესავალი ............................................................................................................................................................................................6 სახელმწიფოს ვალდებულებები ..............................................................................................................................................6 ძირითადი პრობლემები აგროდაზღვევის სექტორში .........................................................................................................6 დოკუმენტის დანიშნულება .......................................................................................................................................................7 დოკუმენტის მოქმედების ვადა და განახლების პერიოდულობა ......................................................................................7 კავშირი პოლიტიკის სხვა დოკუმენტებთან ...........................................................................................................................7 დოკუმენტის მომზადების მეთოდოლოგია და საჯარო კონსულტაციები .......................................................................7 არსებული სიტუაციის ანალიზი .....................................................................................................................................................8 აგროდაზღვევის სექტორში არსებული საზოგადოებრივი საჭიროებები ........................................................................8 სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა, მიღწევები და გამოწვევები ........................................................8 შედეგების ანალიზი, გამოწვევები და შესაძლებლობები ............................................................................................... 13 აგროდაზღვევა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ........................................................................................................ 15 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ......................................................................................................................... 16 SWOT-ანალიზი .......................................................................................................................................................................... 18 სტრატეგიის ხედვა ........................................................................................................................................................................ 21 სტრატეგიის მიზნები .................................................................................................................................................................... 21 სტრატეგიის ამოცანები ................................................................................................................................................................ 21 მოსალოდნელი შედეგები ........................................................................................................................................................... 23 განხორციელების მექანიზმი ....................................................................................................................................................... 24 საპროგნოზო ღირებულება .......................................................................................................................................................... 24 შესაძლო რისკები .......................................................................................................................................................................... 24 ეკონომიკური რისკები .............................................................................................................................................................. 24 სოციალური რისკები ................................................................................................................................................................ 24 ფინანსური რისკები ................................................................................................................................................................. 25 ეკოლოგიური რისკები ............................................................................................................................................................. 25 მონიტორინგი და შეფასება ........................................................................................................................................................ 25 ფერმა/ფერმერი: პირი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რომელიც დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე.3 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას.4 ეს სტრატეგია ეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მხოლოდ აღნიშნული პროდუქტების წარმოების ჩათვლით და არ ეხება გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის კომპონენტებს. დაზღვევა: ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას.5 გადაზღვევა: ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის.6 მზღვეველი: ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია. სადაზღვევო თანხა: დაზღვეულისადმი სადაზღვევო კომპანიის ვალდებულების მაქსიმალური სიდიდე, შესაძლო სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური სიდიდე. სადაზღვევო პრემია: თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დაზღვევის მყიდველმა სადაზღვევო კომპანიას დაზღვევის საფასურად; დაზღვევის შეძენის ღირებულება. ფრანშიზა: ზარალის ნაწილი (გამოითვლება წინასწარ შეთანხმებული წესით), რომელსაც არ ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. აგროდაზღვევის პირველი პროგრამა: 2014 წელს დაწყებული და დღეს მიმდინარე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამ დოკუმენტის მიზნებისთვის საჭირო პირობითი დასახელება. სადაზღვევო პული: აგრორისკების ერთობლივი ძალებით დაზღვევის, გადაზღვევის და ზარალების მართვის მიზნით შექმნილი სადაზღვევო კომპანიათა გაერთიანება, რომელიც ერთობლივი სტანდარტებით ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობებს. ინდექსზე დაფუძნებული დაზღვევა: დაზღვევის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ბუნებრივი მოვლენის სიდიდის გავლენას დაზღვეულ კულტურებზე (მაგ. 1 საათის მანძილზე შენარჩუნებული -1 0C ტემპერატურა ვეგეტაციის პერიოდში ანადგურებს კაკლოვანი კულტურების 80 %-ს). ამ მოდელის გამოყენება მზღვეველებს (ზოგიერთი დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში) საშუალებას აძლევს ზარალი შეაფასონ მოცემულ ტერიტორიაზე დამდგარი მოვლენის დაფიქსირებული პარამეტრის მიხედვით და აღარ საჭიროებს თითოეული დაზიანებული ნაკვეთის ინდივიდუალურ შეფასებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზარალის შეფასების დროს და ფულად ხარჯებს. 3 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის დადგენილება № 350 ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ 4 საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ 5 საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ 6 საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ აგროდაზღვევის სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობას შემდეგი წინაპირობები განაპირობებს: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგები ეკონომიკის სხვა სექტორებზე მეტადაა დამოკიდებული კლიმატზე, ამინდზე და სტიქიურ მოვლენებზე და უმეტესად ეს ფაქტორები ე.წ. კატასტროფულ (ერთ ადგილზე ერთდროულად დიდი რაოდენობით) ზარალებს იწვევს აგროდაზღვევა ძვირი პროდუქტია და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების გარეშე ფერმერები არ/ვერ შეიძენენ ამ პროდუქტს აგროდაზღვევის სისტემა რთული მექანიზმია და სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებისა და ორგანიზების გარეშე ეს სისტემა ვერ განვითარდება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას ზარალი სოფლის მეურნეობაში - ეს არის: 1. მოსავლის და ფულის გარეშე დარჩენილი ფერმერი. მას გაწეული აქვს ხარჯი, რომელიც ვერ ამოიღო და ასევე გაშვებული აქვს შესაძლო მოგება. აგროწარმოება კი ძირითადად მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამავე დროს, ფერმერი, გარდა მიღებული დანაკარგისა, ფულის არარსებობის გამო ვეღარ ახერხებს მომავალი საქმიანობის განხორციელებას ან/და უქრება/უმცირდება საქმიანობის მოტივაცია 2. საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესების შელახვა. მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ ფერმერი ვეღარ აბრუნებს აღებულ კრედიტს, რაც საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ზარალს ნიშნავს, რაც თავის მხრივ მომავალში უარყოფითად ისახება სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე 3. სოფლის მეურნეობის დასუსტება ქვეყნის მასშტაბით 4. ადგილობრივი აგროწარმოების შემცირება, რაც იწვევს ადგილობრივი აგროპროდუქციის დეფიციტს და ფასების ზრდას აგროდაზღვევა აგრორისკების მართვის მაღალეფექტიანი მექანიზმია, რომელიც აბალანსებს სისტემაში ჩართული პირების ინტერესებს, კერძოდ: ფერმერს უნაზღაურებს ზარალს და საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევს; პორტფელის კარგად დაბალანსების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ დაზღვევას და იღებენ მოგებას; საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებს აქვთ გაცემული კრედიტების დაბრუნების საშუალება და დარგის მომავალში დაფინანსების მოტივაცია; სახელმწიფო ზარალის სრულად დაფარვის ნაცვლად აფინანსებს რისკების მხოლოდ ნაწილს, რადგანაც სისტემის კარგად მოწყობის შემთხვევაში რისკები ნაწილდება სახელმწიფოს, სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვეულებს შორის. სახელმწიფოს ვალდებულებები: ფერმერთა ფინანსური დაცულობის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების უწყვეტობისა და სტაბილურობისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ფინანსური და სოციალური კეთილდღეობისთვის, მთლიანად ქვეყანაში აგროწარმოებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის სახელმწიფო თავის ვალდებულებად თვლის გამოიყენოს თავისი საინიციატივო ძალა, მაორგანიზებელი უნარი და ფინანსური შესაძლებლობები და ფერმერების, სადაზღვევო კომპანიების, დარგობრივი გაერთიანებებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით გააძლიეროს აგროდაზღვევა მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელი საჭიროებების იდენტიფიცირების და ამ საჭიროებების რაციონალურად დაკმაყოფილების გზით, კერძოდ კი - აგროდაზღვევის მდგრადი, მოქნილი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებით. აგროდაზღვევის სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები შემდეგია: 1. აგროდაზღვევის პირველი პროგრამით ფერმერების და ფართობების დაფარვის დაბალი მაჩვენებელი (შესაბამისად 7 % და 5 % (2020 წლის მდგომარეობით) 2. აგროდაზღვევის პირველი პროგრამით დაფარული სადაზღვევო რისკების შეზღუდული სპექტრი და 3. აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ალტერნატიული ფასის და განხორციელების მექანიზმის მქონე სადაზღვევო პაკეტის არარსებობა. დოკუმენტის დანიშნულებაა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო რისკების და ფერმერთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ რისკებისა და საჭიროებების დამფარავი აგროდაზღვევის სისტემის შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. დოკუმენტში მოცემული სტრატეგია გაწერილია 2021-2024 წლებისთვის. დოკუმენტში მოცემული სამოქმედო გეგმის გადახედვა და შესწორება მოხდება მიზნობრივ პერიოდში მიღწეული შედეგებისა და სხვა წარმოშობილი ფაქტორების გათვალისწინებით. დოკუმენტი დაფუძნებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაზე. წინამდებარე დოკუმენტის მომზადებისთვის გათვალისწინებულია: ასეულობით ფერმერთან უშუალო კომუნიკაციებით მიღებული მოსაზრება, სურვილი და საჭიროება სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხედვა, პოზიციები და რეგულაციები ა(ა)იპ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის და სადაზღვევო კომპანიების პოზიციები, შესაძლებლობები, მოლოდინები და მზადყოფნა გამოყენებულ იქნა შემდეგი ორგანიზაციების რეკომენდაციები: KfW (Agricultural Insurance in Georgia: Design and Setup. Feasibility Study. 2015 წ.) ევროკავშირი საქართველოსთვის და მსოფლიო ბანკი (Report on Agricultural Insurance Program in Georgia, 2020 წ.) IFAD (Livestock Insurance Implementation in Georgia) FAO და Agroseguro (Analysis of the implementation and performance of the Agro-insurance Project, 2020 წ.) ტემპერატურებისა და ნალექიანობის ისტორიული ბაზების გაცნობის, ტემპერატურის პროგნოზირებისა და გაზომვის მეთოდების გაცნობის მიზნით, ტემპერატურის სხვადასხვა მცენარეულ კულტურაზე გავლენის შესწავლის მიზნით, ასევე პირუტყვის დაზღვევასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლის მიზნით შედგა შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან. დოკუმენტის მომზადებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები. სტრატეგიის პროექტი განხილულ იქნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციასთან, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა იმ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან/სპეციალისტებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილის შეტანა აგროდაზღვევის განვითარების მიზნების მიღწევაში. განხილვის შედეგები ასახულია ამ დოკუმენტში. ფერმერებს ესაჭიროებათ ზარალის ანაზღაურების გარანტია, საქმიანობის უწყვეტობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სადაზღვევო კომპანიებს ესაჭიროებათ ფინანსურად მდგრადი და განვითარებადი ბაზარი, მეტი ბენეფიციარი და პრემიების ზუსტი გათვლით მიღებული ფინანსური მოგება. სახელმწიფოს ესაჭიროება ძლიერი ფერმერების ფენა, წარმოების მდგრადობა და უწყვეტობა, სასურსათო უსაფრთხოების მაღალი დონე, მოქალაქეთა სოციალური დაცულობა და აგრორისკების მართვისთვის საჭირო თანხების მაღალეფექტიანი, ოპტიმალური და მიზნობრივი ხარჯვა. 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა (შემდგომში - აგროდაზღვევის პირველი პროგრამა), რომელიც დღესაც მოქმედებს და რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აფინანსებს სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის დადგენილება № 236 აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ. შენიშვნა: 2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით აგროდაზღვევას არეგულირებდა მთავრობის დადგენილება და რეგულირება მოიცავდა ამ დადგენილების შესაბამის მიმდინარე წელს. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ გაეცათ მხოლოდ მიმდინარე სეზონის პოლისები, ხოლო აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის № 236 დადგენილების თანახმად, ‘’მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს სამი კალენდარული წლის მოსავალი’’, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აგროდაზღვევის პროგრამისთვის, რადგანაც: ა) ფერმერებს და სადაზღვევო კომპანიებს (მათი გადამზღვეველი პარტნიორების ჩათვლით) მეტი გარანტია აქვთ სამომავლო დაგეგმვის თვალსაზრისით და ბ) ფერმერს თავისი წილი სადაზღვევო პრემიის გადახდა შეეძლებათ მათთვის სასურველ დროს (მაგ., შემოდგომაზე, როდესაც მათ მიღებული და გაყიდული აქვთ მოსავალი და, შესაბამისად, ხელზე აქვთ ფული). აგროდაზღვევის პირველი პროგრამის მიხედვით დაზღვევა ფარავს სეტყვით, წყალდიდობით, ქარიშხლით და საშემოდგომო ყინვით (მხოლოდ ციტრუსისთვის) გამოწვეულ ზარალებს და ვრცელდება ერთწლიან და მრავალწლოვან მცენარეულ კულტურებზე. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 7-დან 10-მდე მლნ. ლარი იყო. 2014 10,000,000 8,762,649 2015 10,000,000 5,017,388 2016 9,000,000 8,470,018 2017 7,000,000 7,108,099 2018 9,000,000 4,787,468 2019 8,000,000 5,908,870 2020 9,000,000 8,421,407 2021 9,000,000 2022 12,000,000 2023 12,000,000 აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პრემიის სახელმწიფო თანადაფინანსება 2014 2015 წ.წ. სეზონზე 92-95 %-ს შეადგენდა (დამოკიდებული იყო დასაზღვევ კულტურებზე), 2015-2016 წ.წ. 40-60 %-ს შეადგენდა (დამოკიდებული იყო დასაზღვევ კულტურებზე), 2016-2017 წ.წ. სახელმწიფო თანადაფინანსების სიდიდე 50-80 %-ს შეადგენდა (დამოკიდებული იყო დასაზღვევ კულტურებზე და ასევე იმაზე, იყო თუ არა დასაზღვევი მიწა რეგისტრირებული), 2018 წ.-დან დღემდე კი თანადაფინანსება ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებულ მიწაზე და მისი სიდიდეა 50 % (ვაზისთვის) და 70 % (დანარჩენი კულტურებისთვის). 2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ფარგლებში ჯამურად გადახდილია 69,813,452 ლარი სადაზღვევო პრემია, აქედან ფერმერთა მიერ გადახდილი პრემიის წილმა შეადგინა 21,535,989 ლარი (31 %), ხოლო სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემიის წილმა - 48,112,074 ლარი (69 %). 2014 94 2015 57 2016 69 2017 64 2018 63 2019 61 2020 63 საშუალო 69 აგროდაზღვევის პირველი პროგრამა დაფუძნებულია მოსავლის ღირებულების ანაზღაურების პრინციპზე სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდე ახლოს დგას დაზიანებული მოსავლის საბაზრო (ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმატიულ) ღირებულებასთან. ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე არამარცვლეული კულტურის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში - 30 ჰა-მდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ეს შეზღუდვები არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე). ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფო თანადაფინანსების სიდიდე არ შეიძლება აღემატებოდეს 50,000 ლარს. 12.6 3.4 12.0 11.6 7.1 9.6 13.4 0.8 1.4 3.7 4.2 2.7 3.7 5.0 11.8 1.9 8.2 7.4 4.5 5.8 8.4 2014 წ. 2015 წ. 2016 წ. 2017 წ. 2018 წ. 2019 წ. 2020 წ. ჯამური სადაზღვევო პრემია ფერმერთა მიერ გადახდილი პრემიის წილი სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემიის წილი სულ 2014-2020 წლებში გაცემულია 115,507 სადაზღვევო პოლისი და დაზღვეულია 103,442 ჰა ფართობზე განთავსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები. შენიშვნა: 2015 წლის სადაზღვევო სეზონზე 2014 წელთან შედარებით დაზღვეულთა რაოდენობის (და ფართობის) შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2014 წელს ბენეფიციარებს შეეძლოთ როგორც 2014 წლის, ისე 2015 წლის მოსავლის დაზღვევის წინასწარ შეძენა; ასევე, იმოქმედა სახელმწიფო თანადაფინანსების პროცენტის შემცირებამ (რაც ბუნებრივი მოვლენაა საპილოტე პროგრამის შემდგომი დახვეწის პროცესში); 2018 წელს იგივე პარამეტრების შემცირება გამოწვეულია არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე სადაზღვევო პრემიის სახელმწიფო თანადაფინანსების გაცემის აკრძალვით. დასაზღვევი ფართობების საპროგნოზო მაჩვენებლები აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ფარგლებში 2021 2023 წლებისთვის: 2021 წელს დაზღვეული იქნება დაახლოებით 19,000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, 2022 წელს - დაახლოებით 21,000 ჰა მიწის ფართობი, 2023 წელს - დაახლოებით 21,000 ჰა მიწის ფართობი (ცდომილების ალბათობაა 15 %, ძირითადი რისკია ბენეფიციარების დაბალი აქტივობა).7 დაზღვევა ვრცელდება ბაღჩეულ, ბოსტნეულ, კაკლოვან, კენკროვან, მარცლეულ, პარკოსან და სუბტროპიკულ კულტურებზე, ვაზზე, ციტრუსსა და ხეხილზე. 2014-2020 წ.წ. დაზღვეული ფართობის დაახლოებით 70 % მოდის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა 3 ჯგუფზე. 7 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა 21.1 7.6 18.8 21.4 12.6 16.5 17.9 18.7 4.9 15.5 20.7 11.6 13.9 18.2 2014 წ. 2015 წ. 2016 წ. 2017 წ. 2018 წ. 2019 წ. 2020 წ. პოლისების რაოდენობა (ათასი ცალი) დაზღვეული ფართობი (ათასი ჰა) 30,341, 29% 29,640, 29% 11,803, 11% 31,658, 31% მარცვლეული ვაზი ხეხილი სხვა დაზღვევა ვრცელდება საქართველოს ყველა რეგიონზე. დაზღვეული ფართობების უდიდესი ნაწილი საქართველოს 3 რეგიონზეა განაწილებული. ჯამურად 2014-2020 წლებში დაზიანდა 51,790 ჰა ფართობი და 29,990 დაზარალებულ ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაიცა 55,811,898 ლარი ანაზღაურება. 9,747 , 54% 3,316 , 18% 3,272 , 18% 1,843 , 10% კახეთი შიდა ქართლი ქვემო ქართლი სხვა რეგიონები 6.4 4.5 6.4 5.7 1.6 2.5 2.9 10.2 2.6 6.1 9.7 4.8 8.9 9.5 11.3 2.9 6.2 9.3 5.6 8.8 11.6 2014 წ. 2015 წ. 2016 წ. 2017 წ. 2018 წ. 2019 წ. 2020 წ. დაზარალებული ბენეფიციარების რაოდენობა (ათასი პირი) დაზიანებული მიწის ნაკვეთის ფართობი (ათასი ჰა) ანაზღაურებული ზარალი (მლნ. ლარი) აგროდაზღვევის პირველი პროგრამის შედეგები 2019 და 2020 წლებისთვის შემდეგია: გაყიდული პოლისების რაოდენობა (ც.) 17,881 16,473 1,408 9 ბენეფიციართა რაოდენობა 9,141 10,407 -1,266 (12) სადაზღვევო პრემია (ლარი) 13,432,374 9,583,048 3,849,326 40 აქედან - სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემია (ლარი) 8,421,407 5,846,204 2,575,203 44 სადაზღვევო ლიმიტი (ლარი) 161,957,565 114,538,610 47,418,955 41 დაზღვეული ფართობი (ჰა) 18,178 13,852 4,326 31 პროგრამაში ჩართულია 8 სადაზღვევო კომპანია (2021 წ. 20 მაისის მდგომარეობით). ზარალების შეფასებას ახორციელებენ სადაზღვევო კომპანიების ექსპერტები ინდივიდუალური დაზარალებული ფართობების ადგილზე შესწავლით. პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. I. აგროდაზღვევის მოქმედი პროგრამა არის მაღალეფექტიანი პროგრამაში სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა მაღალია - სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე მოდის 116 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება. 2014 11,296,414 95.7 89.7 2015 2,904,487 149.0 84.3 2016 6,211,368 75.5 51.8 2017 9,284,934 125.4 79.7 2018 5,645,178 126.2 79.1 2019 8,820,626 150.9 92.0 2020 11,648,892 138.3 86.7 სულ 55,811,898 116.0 79.9 ასევე, სახელმწიფომ წვლილი შეიტანა სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაში (შემოსავალი, ცოდნა, გამოცდილება, სპეციალისტების ჩამოყალიბება...). სახელმწიფომ კერძო სექტორს ეფექტურად გადასცა აგროდაზღვევის ადმინისტრირების ფუნქცია (სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში სათანადო ხარჯები მნიშვნელოვნად მეტი იქნებოდა) - სადაზღვევო კომპანიებს ანაზღაურების სახით გაცემული აქვთ მიღებული პრემიის 79.9 %, რაც სადაზღვევო პრაქტიკისთვის ზომიერი მაჩვენებელია (დარჩენილი ნაწილი მოიცავს აგენტთა ანაზღაურებებს, ადმინისტრირების ხარჯებს და სადაზღვევო კომპანიების მოგებას). II. აგროდაზღვევის სისტემის შექმნას საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო ინიციატივამ და ორგანიზებამ საქართველოში აგროდაზღვევის სახეობაში მიღებული პრემიები და გაცემული ანაზღაურებები - 2010-2013 წლების მონაცემთა შედარება აგროდაზღვევის პირველი პროგრამის დაწყების შემდეგ პერიოდთან: 2014 წლამდე საქართველოში აგროდაზღვევის პოლისები ძირითადად იყიდებოდა ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ფერმერის მიერ კრედიტის აღების მომენტში, ეს იყო ცალკეული სადაზღვევო კომპანიების მცირემასშტაბიანი პროექტები, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და შედეგიანი მცდელობა კი ამ სფეროში არ არსებულა. მსოფლიო გამოცდილებით აგრორისკების დაზღვევა არაა ისეთი სისტემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერთა ძალისხმევით და აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობა სისტემის განვითარებაში, რაც გაკეთდა კიდეც 2014 წელს აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ინიცირებით და შემდგომი გაძლიერებით. ამ ინიციატივის მასშტაბები ცხადად ჩანს ზემოთ მოტანილ დიაგრამაზე. 0 2,000,000 4,000,000 6,000,000 8,000,000 10,000,000 12,000,000 14,000,000 16,000,000 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ჯამური სადაზღვევო პრემია (ლარი) ანაზღაურებული ზიანი (ლარი) III. აგროდაზღვევის პირველმა პროგრამამ მიაღწია თავის მიზანს და ფერმერებისა და ფართობების გარკვეული სიდიდეები მოიცვა. შემდგომი წლების ამოცანაა ამ მაჩვენებლის გაზრდა ახალი პროგრამების შემოღებისა და ეფექტურად განხორციელების გზით ბენეფიციართა რაოდენობები წლების მიხედვით: 2014 21,056 19,680 15 2015 7,634 7,258 5 2016 18,795 14,523 11 2017 21,394 16,018 12 2018 12,574 7,816 6 2019 16,473 10,407 8 2020 17,881 9,141 7 დაზღვეული ფართობები წლების მიხედვით: 2014 18,723 407,800 5 2015 4,944 389,400 1 2016 15,472 361,100 4 2017 20,718 344,400 6 2018 11,557 332,800 3 2019 13,852 331,900 4 2020 17,881 332,100 5 ახალი პროგრამისთვის ფერმერთა რაოდენობა და ფართობების დაფარვა ზომიერია, ხოლო მომდევნო წლების ძირითადი გამოწვევაა დაფარვის მაჩვენებლის გაზრდა. გასათვალისწინებელია, რომ დღეისთვის აგროდაზღვევის მხოლოდ ერთი პროგრამა მოქმედებს - მომავალში აუცილებელია სხვა აქტუალური რისკების დამატება და ახალი პაკეტების შემუშავება. 8 წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო 9 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყურადღებამისაქცევია თურქეთის აგროდაზღვევის სისტემა10. თურქეთში აგროდაზღვევას არეგულირებს კანონი სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის შესახებ, აგროდაზღვევის პულის რეგულაციები და მინისტრთა საბჭოს ყოველწლიური გადაწყვეტილებები სადაზღვევო დაფარვებისა და სუბსიდიების შესახებ. აგროდაზღვევის ახლა არსებულ სისტემას საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს. აგროდაზღვევას ახორციელებს თურქეთის აგროდაზღვევის პულის მართვის კომპანია (თურქ. აბრევიატურა TARSIM), რაც წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების ნებაყოფლობით გაერთიანებას (დღეისთვის პულის წევრი სადაზღვევო კომპანიების რაოდენობაა 22). ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია ვალდებულია რისკისა და სადაზღვევო პრემიის 100 % გადასცეს TARSIM-ს. TARSIM ფარავს შემდეგ რისკებს: სტიქიური უბედურებები - სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი და ყინვა (მხოლოდ ხილისთვის) - მცენარეული კულტურების შემთხვევაში, ხოლო მეცხოველეობის შემთხვევაში - ყველა რისკი ეპიდემიური დაავადებების გარდა. დაზღვევა ვრცელდება მცენარეულ კულტურებზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე, ფრინველზე, თევზსა და ფუტკარზე. პრემიის სუბსიდირების მიმდინარე სიდიდეა 50 %, გარდა გვალვის რისკისა (რომელიც დაფუძნებულია გვალვის რეგიონულ ინდექსებზე), რომლისთვისაც ხდება პრემიის 60 %-ის სუბსიდირება. თურქეთის მთავრობა პრემიის სუბსიდირებას უზრუნველყოფს მხოლოდ პულის ფარგლებში დადებულ სადაზღვევო ხელშეკრულებებზე. პრემიის სუბსიდიის სიდიდეს ყოველწლიურად განსაზღვრავს მინისტრთა საბჭო ნათესების, რისკების, რეგიონებისა და მიწის ფართობების გათვალისწინებით. სუბსიდირება ვრცელდება მხოლოდ თურქეთის ფერმერთა სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებულ ფერმერებზე. ფრანშიზის სიდიდე სხვადასხვა ობიექტისთვის სხვადასხვაა და 0-10 %-ის დიაპაზონშია. სადაზღვევო ტარიფები დამოკიდებულია სადაზღვევო ობიექტებზე, რეგიონებზე, რისკის ზონებზე და სხვა ფაქტორებზე. ტარიფები და ინსტრუქციები გაწერილია ყველა სადაზღვევო ობიექტისთვის და განთავსებულია TARSIM-ის ვებ-გვერდზე. ზარალების რეგულირება ხდება დაზარალებული ფერმერების შეტყობინების საფუძველზე ინდივიდუალური ზარალების შეფასების გზით, გარდა გვალვის რისკისა, რომელიც დაფუძნებულია გვალვის რეგიონულ ინდექსებზე (ამ ბოლო შემთხვევაში ანაზღაურების სიდიდე დამოკიდებულია მიზნობრივი წლის რეალურ და საშუალო მოსავლიანობასა და რეალურ და საშუალო ფასზე). TARSIM-ის მმართველი საბჭო შედგება 7 წევრისგან: 2 წევრი არის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს წარმომადგენელი, 2 წევრი - ხაზინის წარმომადგენელი და თითო წევრი თურქეთის სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების ასოციაციიდან, თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატების კავშირიდან და TARSIM-იდან. TARSIM-ის 2018 წლის11 სტატისტიკური და ფინანსური მონაცემები შემდეგია: ჯამური სადაზღვევო თანხა 42.2 მლრდ. ლირა = $ 8.7 მლრდ. ჯამური სადაზღვევო პრემია 2.1 მლრდ. ლირა = $ 423.6 მლნ. აქედან - სახელმწიფოს თანადაფინანსება 1.1 მლრდ. ლირა = $ 212.3 მლნ. ანაზღაურებული ზარალი 1.1 მლრდ. ლირა = $ 220.0 მლნ. პოლისების რაოდენობა 1,756,000 10 თურქეთის აგროდაზღვევის სისტემის მიმოხილვაში გამოყენებულია თურქეთის აგროდაზღვევის პულის მართვის კომპანიის ვებ-გვერდზე (web.tarsim.gov.tr) განთავსებული ინფორმაცია 11 2019 წლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის პირველი სქემა შეიქმნა გერმანიაში 1700-იანი წლების დასაწყისში; მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში უკვე მოქმედებდა მოსავლის დაზღვევის სქემები, რომლებიც ძირითადად სეტყვისგან დაზღვევას ითვალისწინებდა. აგროდაზღვევაში სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობა დაიწყო აშშ-ში 1938 წელს (ამ წელს სოფლის მეურნეობის საქმიანობის რეგულირების შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ნებადართულ იქნა სახელმწიფოს ფედერალური მონაწილეობა მოსავლის დაზღვევაში). მონაცემები და ინფორმაცია: აგროდაზღვევის (ისევე, როგორც დაზღვევის სხვა სახეობების) ხარისხი დამოკიდებულია რისკთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის ხარისხზე. ეს ეხება მოსავლის სიდიდეს, ფასთა დინამიკას, ამინდს, ტექნოლოგიებს და ფინანსურ და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სანდო და საკმარისი მონაცემების/ინფორმაციის გარეშე სადაზღვევო კომპანიები (და ვერც სახელმწიფო) ვერ შექმნიან რეალურ, ხარისხიან სადაზღვევო პროგრამას. აგროდაზღვევის განვითარებული სისტემის მქონე ქვეყნებში (ამათგან ყველაზე ძლიერად მიიჩნევა აშშ, კანადა და ესპანეთი) სახელმწიფო ხელს უწყობს სადაზღვევო კომპანიებს სათანადო მონაცემების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, დაგროვებასა და ანალიზში. მაგ., კანადასა და ესპანეთში ყველა ფერმერი რომელიც იღებს სუბსიდიას სახელმწიფოსგან (დაზღვევის ნაწილში), ვალდებულია სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიებს მიაწოდოს დაწვრილებითი მონაცემები მოსავლიანობასთან დაკავშირებით. სადაზღვევო კომპანიებს აქვთ დაზღვეული ნათესების ნებისმიერ დროს დათვალიერების, ექსპერტიზისა და რისკების ადგილზე შეფასების უფლება. ამის მთავარი პრინციპი ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ჯერ დეტალურად უნდა გაანალიზოს რისკი და მხოლოდ ამის მერე შეძლებს ის აგრომეწარმისთვის რეალური და საუკეთესო სადაზღვევო პირობების შეთავაზებას. აგროსადაზღვევო პროდუქტები: ძლიერი აგროდაზღვევის სისტემის მქონე ქვეყნებში გავრცელებულია მულტირისკებისგან დაზღვევა. მულტირისკების დაზღვევა მოიცავს სტიქიური მოვლენებისგან, ნათესების გარეული ცხოველების მიერ განადგურებისგან, ხანძრისგან და 10-მდე სხვა რისკისგან დაზღვევას. ამ რისკებისგან განსხვავებულად ანგარიშდება სეტყვისგან დაზღვევის, ცუდი ამინდის გამო მოსავლის დათესვის ან/და მოსავლის აღების შეუძლებლობის რისკების სადაზღვევო პრემიები. პრემია უმეტესად 6-12 %-ის შუალედშია, ზოგიერთი რეგიონისა და აგროკულტურის სახეობის მიხედვით კი შეიძლება ამ ზედა ზღვარსაც გადააჭარბოს. შესაძლებელია ცალკეული აგროპროდუქტისთვის და რეგიონისთვის ცალკე სადაზღვევო პროგრამების შექმნა. მაგ., აშშ-ში, კანადასა და ესპანეთში სადაზღვევო კომპანიებს 100-150 სხვადასხვა სახის აგროდაზღვევის პროგრამა აქვთ შემუშავებული. მულტირისკებისგან დაზღვევის და ცალკეული აგროპროდუქტის და ტერიტორიის მიხედვით დაზღვევის პროგრამები საკმაოდ რთული და ძვირია, რადგანაც მოითხოვს ნათესების დათვალიერება/შესწავლას და ზარალების დარეგულირებას ცალკე თითოეულ ფერმასთან ცალკეულ ტერიტორიაზე. პრემიიდან 20-30 % სწორედ ამ პროგრამების ადმინისტრირებაზე იხარჯება. არის უფრო მარტივი პროდუქტებიც. მაგ., აშშ-ში 1 აკრ (0.4 ჰა) ნათესზე წლიური 100 დოლარი პრემიის სანაცვლოდ (ერთი სახის ნათესებისათვის) კატასტროფული ზარალის დადგომისას (ნათესების სრული განადგურებისას) ფერმერი იღებს საშუალომოსავლიანობის 50 %-ის საშუალო გასაყიდი ფასის 60 %-ს. დაფარვა არასრულია, მაგრამ პროდუქტის ფასიც საკმაოდ დაბალია. სავალდებულო დაზღვევა: ზოგიერთ ქვეყანაში სცადეს აგროდაზღვევის სავალდებულო სახით შემოღება, მაგრამ ამან არ გაამართლა და დღეს ექსპერტები და ქვეყნები მიიჩნევენ, რომ აგროდაზღვევა უნდა იყოს ნებაყოფლობითი - ფერმერს უნდა ჰქონდეს რისკების მართვის არჩევანის თავისუფლება. ახალ ზელანდიაში დაზღვევა სავალდებულოა მხოლოდ კივის მწარმოებელთათვის. იაპონიაში დაზღვევა სავალდებულოა იმ ფერმერთათვის, რომლებიც 4 აკრზე მეტ მიწას ფლობენ. ინდოეთში, არგენტინაში და ბრაზილიაში დაზღვევა სავალდებულოა იმ ფერმერებისათვის, რომლებიც სარგებლობენ აგროკრედიტებით. საბერძნეთში სავალდებულო დაზღვევა შეეხება პირუტყვს და მოსავალს (გამონაკლისებია ღორის და შინაური ფრინველის ფერმები, მეყვავილეობისა და დეკორატიული მცენარეების ნაკვეთები და სანერგეები). აგროდაზღვევის სუბსიდირება: ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება აგროდაზღვევის სისტემის განვითარების შესახებ, სახელმწიფო აგროდაზღვევას სხვადასხვა ფორმით აფინანსებს. ამის ძირითადი მიზანია აგროწარმოების უწყვეტობა და ფერმერთა შემოსავლების სტაბილიზაცია. ძირითადად დაზღვევა ხორციელდება შემოსავლების, წარმოების სიდიდის, მოსავლიანობის და ფასების მრავალწლიანი-საშუალო მონაცემების მიხედვით. უმეტესად სახელმწიფო სუბსიდირებას ახდენს სადაზღვევო პრემიაში. პრემიაში თანამონაწილეობის სიდიდე ხშირად ტერიტორიების და აგროკულტურების სახეობების მიხედვით ცალ-ცალკე განისაზღვრება. სუბსიდირების მთავარი მიზანი ფერმერთათვის ძვირი დაზღვევის ხელმისაწვდომობაა. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს (სრულად ან ნაწილობრივ) სადაზღვევო კომპანიათა მარკეტინგულ, რისკის შეფასების და ზარალის ადმინისტრირების ხარჯებს. ზოგიერთი ქვეყანა აფინანსებს სადაზღვევო კომპანიათა საშუალოზე გადამეტებული ზარალების ნაწილს (წლების მიხედვით აგროზარალების სიდიდის ცვალებადობა საკმაოდ მაღალია). მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითო მოდელად ითვლება აგროდაზღვევის ესპანური სისტემა12. ესპანეთის აგროდაზღვევის სისტემის მუშაობას არეგულირებს კანონი აგროდაზღვევის შესახებ. სისტემა ამოქმედდა 1978 წელს. ესპანეთის აგროდაზღვევის პირველი პროგრამა მოიცავდა ვაზის, თამბაქოს, ვაშლის, ციტრუსის და ზამთრის მარცვლეულის დაზღვევას სეტყვისა და ყინვისაგან. დღეს კი სისტემა თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ბუნებრივი კატასტროფებისგან და ამინდის არახელსაყრელი პირობებისგან დაზღვევის საშუალებას იძლევა; სისტემა ასევე ფარავს პირუტყვის და ფრინველის დაზღვევასაც. ENESA: აგროდაზღვევის განხორციელებისთვის საკოორდინაციო და მონაწილე მხარეთა მაკავშირებელი ორგანოა ესპანეთის აგროდაზღვევის ეროვნული სააგენტო (სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება). ENESA შეიმუშავებს აგროდაზღვევის ყოველწლიურ პროგრამებს (რომლებსაც მთავრობის მხრიდან დამტკიცება ესაჭიროება), ბენეფიციარებზე გასცემს სახელმწიფო სუბსიდიას და ავტონომიურ თემებთან კოორდინირებას უწევს აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას. AGROSEGURO: აგროდაზღვევის სისტემაში სადაზღვევო კომპანიები გაერთიანებულნი არიან სადაზღვევო პულში, რომელსაც მართავს ესპანეთის კომბინირებული აგროდაზღვევის კომპანიების ასოციაცია AGROSEGURO (მიმდინარე მონაცემებით მასში 21 სადაზღვევო კომპანიაა გაერთიანებული). სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია: ფერმერები, პირუტყვის სელექციონერები და თევზსაშენთა მფლობელები ნებაყოფლობით წყვეტენ ჩაერთონ თუ არა სისტემაში. ესპანეთის აგროდაზღვევის სისტემა დაფუძნებულია სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე. სისტემის წევრები არიან: სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის სამინისტრო, აგროდაზღვევის ეროვნული სააგენტო ENESA, ავტონომიური თემების რეგიონული დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მეწარმეობის სამინისტრო და დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატი დაზღვეულები, რომელთა ინტერესებსაც წარმოადგენენ აგრარული პროფესიული ორგანიზაციები და აგროსასურსათო კოოპერატივები კერძო სადაზღვევო კომპანიების გაერთიანება (პული), რომელიც იმართება კომბინირებული აგროდაზღვევის კომპანიების ასოციაციის AGROSEGURO-ს მიერ სახელმწიფო ახორციელებს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას, დარჩენილ ნაწილს იხდის დაზღვეული, რომელიც სუბსიდიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნეს ტექნიკურ (მინიმალური მოთხოვნები მოსავლისადმი) და ადმინისტრაციულ (საგადასახადო ვალდებულებების შესრულება) პირობებს. აგროდაზღვევის სისტემაში დაზღვეულები წარმოდგენილები არიან აგრარული პროფესიული ორგანიზაციებისა და აგროსასურსათო კოოპერატივების მიერ. პრემიის სუბსიდირების სიდიდე საშუალოდ 29 %-ია - თანადაფინანსების სიდიდეები კულტურების მიხედვითაა განსაზღვრული (მაგ. ხილისთვის მისი სიდიდეა 35 %, ბოსტნეულისთვის - 25 %, ციტრუსისთვის - 40 %...). ფრანშიზის სიდიდე სხვადასხვა ობიექტისთვის სხვადასხვაა და 10-30 %-ის დიაპაზონშია. ზარალების რეგულირება, პოლისების სახეობების მიხედვით, ხდება როგორც ინდივიდუალური ზარალების შეფასების გზით, ისე ინდექსებზე დაფუძნებით. AGROSEGURO-ს 2018 წლის სტატისტიკური და ფინანსური მონაცემები შემდეგია: ჯამური სადაზღვევო თანხა EURO 14 მლრდ. ჯამური სადაზღვევო პრემია EURO 800 მლნ. აქედან - სახელმწიფოს თანადაფინანსება EURO 230 მლნ. ანაზღაურებული ზარალი EURO 705 მლნ. პოლისების რაოდენობა 400,000 12 ესპანეთის აგროდაზღვევის სისტემის მიმოხილვაში გამოყენებულია ესპანეთის კომბინირებული აგროდაზღვევის კომპანიების ასოციაციის AGROSEGURO-ს ვებ-გვერდზე (agroseguro.es) და ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის სამინისტროს ვებ-გვერდზე (mapa.gob.es) განთავსებული ინფორმაცია SWOT-ანალიზში გასათვალისწინებელია ძირითადი პრობლემები და საზოგადოებრივი საჭიროებები. აგროდაზღვევის სექტორში არსებული ძირითადი პრობლემებია: 1. აგროდაზღვევის პირველი პროგრამით ფერმერების და ფართობების მცირე დაფარვა (შესაბამისად 8 % და 5 % (2020 წლის მდგომარეობით)) 2. აგროდაზღვევის პირველი პროგრამით დაფარული სადაზღვევო რისკების შეზღუდული სპექტრი და 3. აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ალტერნატიული ფასის და განხორციელების მექანიზმის მქონე სადაზღვევო პაკეტის არარსებობა. აგროდაზღვევის სექტორში არსებული საზოგადოებრივი საჭიროებები ფერმერებს ესაჭიროებათ ზარალის ანაზღაურების გარანტია, საქმიანობის უწყვეტობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სადაზღვევო კომპანიებს ესაჭიროებათ ფინანსურად მდგრადი და განვითარებადი ბაზარი, მეტი ბენეფიციარი და პრემიების ზუსტი გათვლით მიღებული ფინანსური მოგება. სახელმწიფოს ესაჭიროება ძლიერი ფერმერების ფენა, წარმოების მდგრადობა და უწყვეტობა, სასურსათო უსაფრთხოების მაღალი დონე, მოქალაქეთა სოციალური დაცულობა და აგრორისკების მართვისთვის საჭირო თანხების მაღალეფექტიანი, ოპტიმალური და მიზნობრივი ხარჯვა. SWOT-ანალიზის შედეგად უნდა მივიღოთ პასუხები 2 ძირითად კითხვაზე: ა) რა უნდა გაკეთდეს მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივაში ფერმერთა მეტი ნაწილის სადაზღვევო უზრუნველყოფისთვის და ბ) რა უნდა გაკეთდეს მოკლე- და საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში აგროდაზღვევის მდგრადი და შეუქცევადი განვითარებისთვის. 19 სახელმწიფოს ნება სამინისტროს და მისი უწყებების კომპლექსურობა და კომპეტენცია 7-წლიანი გამოცდილება სტატისტიკური და ფინანსური მონაცემები სადაზღვევო კომპანიებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ფერმერებთან ხშირი და უშუალო ურთიერთობები ექსტენციის ცენტრების ქსელი სახელმწიფო პროგრამები გარე რესურსზე ხელმისაწვდომობა არსებული პროგრამის ჩარჩოები (4 რისკი, მოსავლის დაზღვევა) აგროდაზღვევის დაბალფასიანი პაკეტის არქონა ზარალის შემფასებლები არიან სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლები ზარალების ინდივიდუალურად შეფასების მაღალი ღირებულება ზარალის შეფასებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების სიმცირე * ლიმიტირებული ბიუჯეტი ადამიანური რესურსის სიმცირე აგრომეწარმეთა ფენის ჩამოყალიბების პროცესი ფერმერთა ნაწილის აქტიურობა დაზღვევის შეძენაში ფერმერთა ნაწილის მოტივაცია ცოდნის მიღების საკითხში ანაზღაურების გაცემაზე ინფორმაციის დადებითი გავლენა ფერმერებზე დაზღვევის გაყიდვების დამოკიდებულება ფასზე მიწის რეგისტრაციაში სახელმწიფო ხელშეწყობა მზარდი ექსპორტი ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება ახალი (GPS, დრონი, თანამგზავრი etc) ტექნოლოგიების გამოყენება დონორთა მხარდაჭერა საქართველოს აგროდაზღვევის ბაზრის მცირე ზომა კლიმატის ცვლილება და გახშირებული სტიქიური მოვლენები მცირემიწიანობა აგროდაზღვევის სიძვირე ფერმერთა დიდი ნაწილის რისკის მართვის კულტურის დაბალი დონე ფერმერთა ნაწილის სკეპტიკურობა ფერმერთა ნაწილის მცირე ინფორმირებულობა დაფინანსების ვერმიღება პროგრამაში ახლადჩართული სადაზღვევო კომპანიების გამოუცდელობა ** კოვიდ 19-ის პანდემიის არაპროგნოზირებადობა * იგულისხმება ის ფაქტი, რომ ყინვისგან დაზღვევის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მეტეოსადგურების მიერ საქართველოს მიზნობრივი ტერიტორიების სრულად დაფარვა, ახლა მიმდინარეობს ამისთვის საჭირო სამუშაოები ** ეს ფაქტორი თავს განსაკუთრებით წარმოაჩენს ზარალების შეფასების ეტაპზე კულტურების და რისკების კომბინაციების შესაძლებლობები ფერმერთა საჭიროებების იდენტიფიცირება ექსტენციის ქსელის და სხვა არხების გამოყენება პოლისების გაყიდვისთვის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან მუშაობა სახელმწიფოს, ფერმერებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის კავშირი საინფორმაციო კამპანია დონორთა მონაწილეობის გაძლიერება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების და ტექნიკის გამოყენება ფერმერთა საჭიროებებზე მისადაგებული პროგრამების შექმნა ფერმის მოვლის ხარჯებზე დაფუძნებული იაფი პაკეტის შექმნა ზარალების შეფასების ახალი სისტემის შექმნა ინდექსზე დაფუძნებული დაზღვევის პაკეტის შექმნა საინფორმაციო კამპანია აგროდაზღვევის განვითარების გუნდის გაძლიერება სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის ერთიანი სტანდარტების შექმნა საინფორმაციო კამპანია ფერმერთა საჭიროებებზე მისადაგებული პროგრამების შექმნა ფერმის მოვლის ხარჯებზე დაფუძნებული იაფი პაკეტის შექმნა საინფორმაციო კამპანია საინფორმაციო კამპანია ფერმის მოვლის ხარჯებზე დაფუძნებული იაფი პაკეტის შექმნა 21 სტრატეგიის ხედვაა ფერმერული საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნებისა და რისკების შემცირების გზით, რაც მიღწეულ უნდა იქნას აგროდაზღვევის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერებითა და რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებით. სტრატეგიის მიზნებია: 1. დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის გაზრდა 2. აგროდაზღვევის სისტემის განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება 3. ბაზარზე არსებული რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პროაქტიური რეაგირებისათვის საჭირო კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა და დაზღვევის ალტერნატიული რისკის მართვის მოდელების შემუშავება სტრატეგიის ამოცანები შემდეგია: მიზანი 1: დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობების რაოდენობის გაზრდა ამოცანები: 1.1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის ხარჯების ანაზღაურებაზე დაფუძნებული სადაზღვევო პროგრამის ამოქმედება 1.2. აგროდაზღვევის მოქმედი პროგრამის და 1.1.-ში აღნიშნული პროგრამის შესახებ ფერმერთა ინფორმირება და ამ პროდუქტის პოპულარიზაცია 1.3. სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული და მუნიციპალური ექსტენციის ცენტრებიდან, ასევე სხვა ალტერნატიული არხებით აგროდაზღვევის პროდუქტების რეალიზაციის სისტემის ამოქმედება 1.4. არსებული პროგრამის შემდგომი განხორციელება მიზანი 2: აგროდაზღვევის სისტემის განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება ამოცანები: 2.1. სახელმწიფო პროგრამებში გამოცდილების არმქონე სადაზღვევო კომპანიების ჩართვის პრინციპების შემუშავება 2.2. სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის ერთიანი სტანდარტების შემუშავება, რაც შეიძლება მოიცავდეს პროფესიონალური კოდექსის შემუშავებას, დაზღვეულთა ინფორმირების სტანდარტების დადგენას, ზარალების ერთიანი პრინციპებით შეფასებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრინციპებს და სხვა სტანდარტებს, რომლებიც მიმართული იქნება აგროდაზღვევის პროგრამების სისტემატურ მონიტორინგთან და გაუმჯობესებასთან. აღნიშნული აქტივობები უნდა იქცეს მომავალში სადაზღვევო პულის ჩამოყალიბების წინაპირობა (სადაზღვევო პულის ჩამოყალიბების საკითხი გააქტიურდება და სათანადო სამუშაოთა დაწყების თარიღი განისაზღვრება სადაზღვევო კომპანიებთან სისტემატური კომუნიკაციების გზით აგროდაზღვევის ბაზრის ზრდის პარალელურად) 2.3. ზარალების შეფასების ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც (დღევანდელი გადასახედიდან) დაფუძნებული იქნება სადაზღვევო კომპანიებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩართვაზე კერძო სექტორიდან (და რომელთა სერტიფიცირება მოხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ან მის მიერ შერჩეული მასერტიფიცირებული ორგანოს მიერ); ასევე, ზარალების შეფასების მეთოდიკების შექმნა სხვადასხვა კულტურისა და სადაზღვევო პაკეტისთვის 2.4. აგრორისკების მართვის ეროვნული სააგენტოს (NARMA) შექმნა და ამუშავება. სააგენტო შეიმუშავებს სადაზღვევო პროდუქტებს, კოორდინირებას გაუწევს სახელმწიფოს, სადაზღვევო სექტორსა და ფერმერებს შორის ურთიერთობებს, აწარმოებს ანალიტიკურ-საინფორმაციო სამუშაოებს და ორგანიზებას გაუწევს აგროდაზღვევის სუბსიდირების პროცესს მიზანი 3: ბაზარზე არსებული რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პროაქტიური რეაგირებისათვის საჭირო კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა და დაზღვევის ალტერნატიული რისკის მართვის მოდელების შემუშავება ამოცანები: 3.1. პირუტყვის დაზღვევის დარგში არსებული გამოწვევების შესწავლა და, თუ ეს ობიექტურად შესაძლებელია, სათანადო სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის შექმნა 3.2. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ამინდისა და მოსავლიანობის ინდექსებზე დაფუძნებული სადაზღვევო ანაზღაურების სისტემის შექმნის შესაძლებლობის განალიზება და, თუ ეს ობიექტურად შესაძლებელია, სათანადო სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის პროექტ(ებ)ის შექმნა 3.3. სხვადასხვა რისკისგან (საგაზაფხულო ყინვა, გვალვა...) დაზღვევის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობის განალიზება და, თუ ეს ობიექტურად შესაძლებელია, სათანადო სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის პროექტ(ებ)ის შექმნა 3.4. პროგრამის ‘’დანერგე მომავალი’’ (აუცილებლობისას - სხვა პროგრამების) ფარგლებში აუცილებელი ნერგების დაზღვევის პროდუქტის შექმნა 3.5. სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობისა და შესაძლებლობების კვლევა და, ამის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სათანადო სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის შექმნა 3.6. სადაზღვევო რისკების დიფერენცირება დაზღვეული კულტურების მიხედვით (მულტირისკების პოლისები, ცალკეული რისკების (მათ შორის - ხანძრის რისკის) პოლისები) 3.7. რისკის მართვის დაზღვევის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა 23 ხარჯებზე დაფუძნებული პროგრამით დაზღვეული ფართობების ზრდა - 2021 წ.: სადაზღვევო პროგრამის შემუშავება და დაზღვევის რეალიზაციის დაწყება აგროდაზღვევის შესახებ ფერმერთა ინფორმირება მიმდინარე კამპანია 2021 წ.: საინფორმაციო კამპანიის განხორციელება სხვადასხვა არხით აგროდაზღვევის პოლისების გაყიდვა ყიდიან სადაზღვევო აგენტები, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 2021-2024 წ.წ.: ალტერნატიული არხების სისტემატური ანალიზი და ამ არხების ჩართვა დაზღვევის გაყიდვებში არსებული პროგრამით დაზღვეული ფართობების ზრდა 18,178 ჰა 2021 წ.: 19,000 ჰა 2022 წ.: 21,000 ჰა 2023 წ.: 22,000 ჰა 2024 წ.: 23,000 ჰა სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის ერთიანი სტანდარტების შექმნა - 2021 წ.-დან: სამუშაოს დაწყება. 2022 წ.-დან: სტანდარტების პირველი პაკეტის მიღება ზარალების შეფასების ახალი სისტემის ამოქმედება აფასებენ სადაზღვევო კომპანიების ექსპერტები 2021 წ.-დან: სამუშაო ჯგუფის ფორმირება. 2022 წ.-დან: მარეგულირებელი სამართლებრივი აქტ(ებ)ის ამოქმედება, ტრენინგები და სერტიფიცირება აგრორისკების მართვის სააგენტოს შექმნა და ამუშავება - 2022 წ.-დან: მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება პირუტყვის დაზღვევის დარგში არსებული გამოწვევების შესწავლა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება ინდექსზე დაფუძნებული დაზღვევის მოდელის შესწავლა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება სხვადასხვა რისკისგან დაზღვევის შესაძლებლობების შესწავლა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება ნერგების დაზღვევის პროდუქტის შესაძლებლობების შესწავლა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება სავალდებულო დაზღვევის შესაძლებლობების კვლევა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება სადაზღვევო რისკების დიფერენცირება კულტურების მიხედვით 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება რისკის მართვის სხვა მეთოდების შესაძლებლობების შესწავლა 2021-2022 წ.: Feasibility Analysis დოკუმენტის მომზადება 24 სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სტრატეგიის განხორციელებაში უნდა ჩაერთონ სხვა სახელმწიფო უწყებებიც და ამ შემთხვევაში სტრატეგიის მიზნებისთვის მათი საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სტრატეგიის ძირითადი განმახორციელებელი უწყება იქნება ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო (ხოლო შექმნის მომენტიდან - აგრორისკების მართვის სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციების ფარგლებში სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებას. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაძლებელია დამატებით უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების დაფინანსება. სტრატეგიის განხორციელების საპროგნოზო ბიუჯეტი 2021-2024 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად, არსებული მდგომარეობის ანალიზის მიხედვით. აგროდაზღვევის სტრატეგიის განხორციელება პირდაპირაა დამოკიდებული ზოგადად ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ქვემოთ მოტანილი რისკ-ფაქტორების ანალიზი აღებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წ.წ. სტრატეგიიდან. ეკონომიკური ზრდის დაბალი დონე, ეკონომიკური არასტაბილურობა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში შესაძლო გართულებები, დაბალპროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო სექტორი, სოფლად სუსტი სამეწარმეო უნარ-ჩვევები, სოფლის ტიპის ტერიტორიებზე არასაკმარისი ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ფინანსურ რესურსებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის სუსტად განვითარების პირობებში, პოტენციურ რისკებს წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და ამასთან არსებობს მომავალში სხვადასხვა მავნებლების/დაავადებების გავრცელების რისკი. შესაძლოა დაფიქსირებულ ფაქტიურ და საპროგნოზო მონაცემებს შორის იყოს მნიშვნელოვანი სხვაობები, ვინაიდან მოცემული პროგნოზები ეფუძნება არსებულ დროით მწკრივებს, მიმდინარე აქტივობებს და შესაბამისად ითვალისწინებს არსებულ ტენდენციებს. სოფლად არსებული არასახარბიელო დემოგრაფიული სტრუქტურა, მოსახლეობის დაბერების და მიგრაციის მაღალი დონე დაბრკოლებას წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გარდა ამისა, სოფლად ჯანდაცვასა და პროფესიულ განათლებაზე შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებისთვის, შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს სოფლის განვითარებაზე. ასევე, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების დაბალმა აქტიურობამ და ინფორმირებულობამ სტრატეგიით განსაზღვრული საქმიანობების შესახებ, შესაძლოა შეამციროს, პოტენციური ბენეფიციარების ჩართვა სტრატეგიის განხორციელების პროცესში. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების შემცირებამ შესაძლო საფრთხე შეუქმნას სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას. კლიმატის ცვლილება, წყალდიდობები და სხვადასხვა შესაძლო ბუნებრივი კატასტროფები საფრთხის შემცველია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამასთან, გარემოსდაცვით საკითხებზე სოფლის მოსახლეობის ცოდნის დაბალმა დონემ სოფლის ტერიტორიების გარემოზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგს განახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (ხოლო შექმნის მომენტიდან - აგრორისკების მართვის სააგენტო), რომელიც შესაბამის ანგარიშებს წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სტრატეგიის შეფასების მიზნით შესაძლოა განხორციელდეს გარე აუდიტორული/შემფასებელი ორგანიზაციის ჩართვა. მონიტორინგის პროცესის შედეგად მოხდება პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და გადაწყვეტილების მიმღები მხარისთვის რეკომენდაციების მიცემა აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების, დამატებითი სახსრების მოზიდვის ან შემცირების მიმართულებით. მონიტორინგი განხორციელდება ამოცანების და საქმიანობების განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით. სტრატეგიის შეფასება მოხდება წინამდებარე სტრატეგიაში აღწერილი ინდიკატორების მიხედვით, მათზე სტრატეგიის გავლენის შესაფასებლად.