Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Action Plan for 2012-2014 for the Implementation of the State Strategy for Internally Displaced Persons and Refugees from the Occupied Territories of Georgia

Made 2012-06-13 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა
Language
Georgian
Kind
policy
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Agricultural and rural development, General
Keywords
education, gender, labour, migration, poverty, public health, social protection, subsidy/incentive

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. შეტანილია ცვლილებები საქართველოს მთავრობის 03/15/2013 N 240 05/23/2013 N 483 განკარგულებებით საქართველოს მთავრობის განკარგულება N 1162 2012 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ოკუპირებული ტერი- ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ (დანართი №1) და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება“ (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულება. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის № 1162 განკარგულებით დანართი №1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა I. ძირითადი მიზანი და მიღწეული შედეგები 1. შესავალი 1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულე- ბით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში – სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფო სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქარ- თველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. 2008 წლის 30 ივლისს საქართველოს მთავრობის №489 განკარგულებით მიღებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გან- ხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭი- როებებს, ასევე ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ სა- ჭიროებებს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ გადაიხედა სამოქმედო გეგმა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ (შემდგომში – სამოქმე- დო გეგმა). სამოქმედო გეგმის გადახედვა ხდებოდა ყოველწლიურად. ბოლო ცვლი- ლება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 3 ნოემბრის №551 განკარგულებით. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიან გეგმას: „2011-2015 – მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის“, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2011 წლის ოქტომბერში წარადგინა. 1.2. სამოქმედო გეგმა დამტკიცების შემდგომ ყოველწლიურად განახლდება და საჭიროების შემთხვევაში – დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ყველა სხვა პარტ- ნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამ- ტკიცებს საქართველოს მთავრობა. 1.3. სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვ- რებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვა- ლისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას,

  2. სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. 1.4. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვა- ლისწინებს ადეკვატურ გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებას. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია უვადოა, ხოლო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2012-2014 წლებში განსახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ამ ვადაში დასრულებას. 1.5. სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებ- თან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებულ უფლებათა დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიუ- ლი კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის პროცესში, მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციას.1 სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ამ რეზოლუციით მიღებულ ძირითად პრინციპებს. 1.6. სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ყოვლისმომცველ სა- ინფორმაციო კამპანიას, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.

  3. –––––––––– 1 გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 (2000) [ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე], 31 ოქტომბერი, 2000 წელი II. ამოცანები 2. გრძელვადიანი განსახლება 2012–2014 წლები 2.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიმართულებებია: 2.1.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრ- უნველყოფის ღონისძიებები განხორციელდება სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს. მეორე ფაზა მოიცავს დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, თუმცა არსებულ შენობას სახელმწიფო არ სთავაზობს დევნილებს გრძელვადიანი განსახლების მიზნით (შენობები ავარიულია, რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კერძო საკუთრებაა), ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მესამე ფაზაზე განიხილება იმ დევნილთა დახმარების ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლებიც უარს აცხადებენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივებზე. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. სამოქმედო გეგმის პირველი და მეორე ეტაპი – ფაზა დაიწყო 2008-2009 წლებში და გაგრძელდება 2012-2014 წლებში. მესამე ეტაპის დაწყება იგეგმება პირველი და მეორე ეტაპის – ფაზის დასრულების შემდეგ. 2.1.2. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნი- ლებისთვის სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას: დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის და დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (საცხოვრებლად მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია, ძალიან ძვირია რეაბილიტაცია, კერძო საკუთრებაა და მეპატრონეს არ აქვს სურვილი გამოყენებულ იქნეს ამ მიზნით, აქვს მნიშვნელოვანი საჯარო ღირებულება – სტრატეგიული ობიექტი) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის. იმ ობიექტებში, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს გრძელვადიანი განსახლებისთვის, დევნილებს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიეცემათ შესაძლებლობა დაისაკუთრონ/საკუთრებაში მიიღონ ფართები სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით. იმ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს, რომელთა გამოყენება გრძელვადიანი განსახლების მიზნით შეუძლებელია, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული განსახლების სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად შეეთავაზებათ განსახლება საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში ან ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტები, რომლებიც არ ექ- ვემდებარება რეაბილიტაციას ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (სტრატეგიული ობიექტი), დაიხურება/დაიცლება (ე.ი. არ იქნება რეგისტრირებული და ასევე გამოყენებული, როგორც დევნილთა განსახლების ობიექტი) და მიზანშეწონილობის მიხედვით დაიბრუნებს პირვანდელ ფუნქციას, დაინგრევა ან გასხვისდება. დევნილები, რომლებიც უარს იტყვიან ფართობების დაკანონებაზე გრძე-

  4. ლვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, გააგრძელებენ ცხოვრებას განკუთვნილ ფართობებში. ობიექტი დაიხურება, როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, ხოლო დევნილები დარეგისტრირდებიან, როგორც კერძო სექტორის ჩასახლება. აღნიშნული დევნილები იცხოვრებენ ასეთ ობიექტში, ვიდრე სამინისტრო არ შესთავაზებს ალტერნატივას. 2.1.3. კერძო სექტორში დარეგისტრირებული დევნილები კერძო სექტორში დარეგისტრირებული დევნილებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში, სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად ითვალისწინებს გრძელვადიანი განსახლების პროგრამებს საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში ან ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში/სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ ახალ ობიექტებში (ბინები, სახლები). 2.1.4. როგორც კომპაქტურად განსახლებული, ასევე კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილებისათვის 2.1.2 და 2.1.3-ში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა (მათ შორის, მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). 2.2. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიცავს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საცხოვრებელ ბინებად დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას, ცარიელი შენობების რეაბილიტაციას, რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა განსახლებასა და საკუთრებაში გადაცემას, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილთა განსახლებასა და საკუთრებაში გადაცემას, ასევე დევნილთა განსახლებას გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. 2.2.1. კოლექტიური ცენტრების (სადაც ამჟამად ცხოვრობენ დევნილები) რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომელსაც კოორ- დინირებას უწევს სამინისტრო. კონკრეტულ შენობა-ნაგებობათა გარემონტების გადაწყვეტილების შემთხვევაში კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ. ყველა კოლექტიური ცენტრი ვერ გამოდგება გრძელვადიანი განსახ- ლებისთვის. ის ობიექტები, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (სტრატეგიული ობიექტი), უნდა გამოთავისუფლდეს და დაიხუროს. იქ მცხოვრებ დევნილებს შეეთავაზებათ განსახლების ალტერნატიული ღონისძიებები. საცხოვრებელი ფართობი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად. არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და

  5. შესთავაზებს დევნილებს. დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი განსახლება და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უფლება, იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე. 2.2.2. გრძელვადიანი განსახლების სხვა მიმართულებებია ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დევნილთა განსახლება და საკუთრებაში გადაცემა (ახალი საცხოვრებლების მშენებლობა არ განხორციელდება ქ. თბილისში), ასევე დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. ამ პროექტების ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება და/ან საკუთრებაში არ გადაე- ცემათ, ასევე კერძო სექტორში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული დევნილები, რომლებიც არიან რისკის წინაშე, დარჩნენ უსახლკაროდ. 2.2.3. კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც დაამტკიცა სამეთვალყურეო საბჭომ 2009 წლის 17 სექტემბერს და შემდეგ საქართველოს მთავრობამ ცნობად მიიღო 2009 წლის 30 ოქტომბერს, არის ამოსავალი დოკუმენტი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნ- ველყოფისას, ისევე როგორც კოლექტიური ცენტრებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციისას, ასევე ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აშენებისას. 2.2.4. გადაწყვეტილებები რეაბილიტაციის პროცესის თაობაზე მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და სადაც შესაძლებელია დაინტერესებულ დევნილთა მონაწილეობით. ამასთან, დაცული იქნება გენდერული თანასწორობა. 2.2.5. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვა- ლისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) შესყიდული იქნება სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში. 2.2.6. საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილებს ეძლევათ საშუალება, ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების (სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაწყვეტაში. 2.2.7. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უარს იტყვის გრძელვადიანი განსახლების მიზნით კოლექტიურ ცენტრში მისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის დაკანონებაზე, გრძელვადიანი განსახლების პროცესი ამ ობიექტზე არ შეფერხდება, ობიექტებში მცხოვრები დევნილები დარეგისტრირდებიან ბაზაში, როგორც კერძო სექტორში, განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდების ინდივიდუალური გამრიცხველიანება და მათი დაკმაყოფილება გადაიწევს შემდგომ

  6. ეტაპებზე. 2.2.8. დევნილი (დევნილი ოჯახი), რომელიც საჭიროებს გრძელვადიან განსახლებას და რომელსაც სამინისტროს მხრიდან შეეთავაზება, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, აშენებულ, რეაბილიტირებულ ან შესყიდულ საცხოვრებელ შენობებში საცხოვრებელი ფართობი, უარს განაცხადებს აღნიშნულ შეთავაზებაზე, მას (მის ოჯახს) სხვა ალტერნატიული შეთავაზება გაუკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში დაკმაყოფილდება სხვა დევნილი (დევნილი ოჯახი), რომელიც საჭიროებს გრძელვადიან განსახლებას. 2.2.9. 2.2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება გა- გრძელდება 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული პრიორიტეტების გათვალისწინებით. 2.3. დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის პროგრამები, რომელთა დაგეგმვა და განხორციელება ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად მოიაზრება 2.2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდგომ, არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. 2.3.1. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით დადგინდება იმ დევნილთა ვინაობა, ვისაც აქვს ხელმისაწვდომი უძრავი ქონება. შესწავლილ იქნება დევნილთა ეს კატეგორია და ფინანსური რესურსების არსებობის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ან თუ დევნილ ოჯახს აქვს შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ შესაძლოა გადაეცეთ სამშენებლო მასალა. სახელმწიფო უზრუნ- ველყოფს, რომ მარტოხელა დედების ოჯახებმა ამ პროცესებიდან უფრო მეტი სარგ- ებელი მიიღონ. 2.3.2. იდენტიფიცირება მოხდება იმ დევნილი ოჯახების, რომლებსაც არ სურთ საცხოვრებელი ფართობის მიღება, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი აქვთ თავად შეიძინონ საცხოვრებელი ფართობი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევა საცხოვრებელი ფართობის შეთავაზების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევებში ფულადი თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი განხორციელება დაიწყება მე- სამე ეტაპზე, 2.2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდგომ. 2.3.3. მას შემდეგ, რაც განხორციელდება დევნილთა ინტეგრაციის მხარ- დამჭერი ღონისძიებები, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. ეს განხორციელდება რელევანტურ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. არა სოციალური ხასიათის, არამედ დევნილის სტატუსზე დამყარებული დახმარება უზრუნველ- ყოფილი იქნება გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის.

  7. 3. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები 3.1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ ინტეგ- რაციას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას, სახელმწიფო დახმარების საჭიროებებზე მიმართვას, დაუცველი დევნილების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში ჩაბმას. როგორც საჭიროებათა ერთობლივმა და გლობალურმა ანალიზმა აჩვენა, სოციალური ინტეგრაციისა და თვითკმარობის შესაძლებლობების შექმნის ღონისძიებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მხოლოდ მრავალსექტორიანი სტრატეგიული რეაგირებითაა შესაძლებელი ამ პრობლემების ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა. 3.2. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ელემენტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიზნობრივი სოციალური დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, განათლების მიღების შესაძლებლობა, საარსებო წყარო და დასაქმება გენდერული თანასწორობის დაცვით. მოძიებულ იქნება მხარდაჭერა სა- ერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რათა ხელი შეეწყოს ისეთი პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, რომლებიც მიზანმიმართული იქნება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ. დევნილები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურებით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში, უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. 3.3. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა დევნილთა პრობლემების მდგრადი გადაჭრა. გრძელვადიანი განსახლება წარმოადგენს ძირითად საჭიროებას, რომლის მდგრადი ფორმით გადაწყვეტა შეუძლებელია ახალ გარემოში დევნილთა საარსებო წყაროებზე სათანადო ხელმისაწვდომობის ჩამოყალიბებამდე. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად სამინისტრო გეგმავს შეიმუშაოს სტრატეგია და განახორციელოს საარსებო წყაროების შექმნის პროექტები, რომლებიც იქნებიან მიზნობრივი, მოკლე- ვადიანი ინტერვენციები საჭიროების მქონე მცირე სამიზნე ჯგუფებთან მიმართებაში. 3.4. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს დევნილთა ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას, კერძოდ, ბენეფიციარების მომსახურებას ცხელი ხაზისა და მისაღების მეშვეობით, ინფორმაციის გაცვლას დევნილთა განსახლების ადგილებში დევნილთა ჯგუფებთან შეხვედრის მეშვეობით, საკონსულტაციო შეხვედრებს, მრგვალი მაგიდების ორგანიზებას, მასმედიის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ფართო საზოგადოებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას და სხვ. სამინისტრო 4 რეგიონულ სამმართველოში გეგმავს ცენტრალურ ოფისში არსებული მისაღების ცენტრის პრაქტიკის დანერგვას, რომელიც გაზრდის რეგიონებში დევნილთა მომსახურების ხარისხს.

  8. 4. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა განკარგულების თანდართულ „საქართველოს ოკუპირებული ტერი- ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რე- სურსების საერთო შეფასებაში“ მოცემულია კონკრეტული სამოქმედო მიმართულებები, ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები და რესურსების მობილიზების საჭიროებები. 5. საკოორდინაციო მექანიზმი 5.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტრო. იგი იღებს გადაწყვეტილებებს საქართვე- ლოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროკომისია, შვეიცარი- ის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქარ- თველოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, KFW; სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით ასევე არის არასამთავრობო სექტორის ორი წარ- მომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფი- კური საკითხების განსახილველად. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანი- ზაციების წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში. 5.2. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, სახელმწიფოზე დევნილთა დამოკიდებულების შემცირება, დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება.

  9. 5.3. სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად იკრიბება კვარტალში ერთხელ, ხოლო გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად იწვევს ასევე რიგგარეშე სხდომებს. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოახდინოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, ისეთი საკითხებისა, როგორებიცაა: დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმებისა და რეაბილიტაციის სტანდარტების შემუშავება, დამტკიცება და ა.შ. ასევე აღნიშნულის თაობაზე სათანადო ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 5.4. სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიო- რიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილ ისეთ სპეციფიკურ დავალებათა შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ., სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი სა- კითხები და სხვ.). სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს მიღებული სამუშაო აღწერილო- ბის ფარგლებში და იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. 5.5. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობისათვის. სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმულნი ფინანსური და ტექნიკური მხარ- დაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში. 5.6. სამინისტროებს შორის კოორდინაცია განხორციელდება მთავრობის რეგულარული სხდომების, ასევე სამინისტროს სხვადასხვა უწყების კონკრეტულ საკითხებზე გამოყოფილ თანამშრომელთა შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დევნილთა თემატიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი იქნება საკონტაქტო პირები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების დროს სახელმწიფო უწყებები ჩართულები იქნებიან მათი კომპეტენციის მიხედვით. კერძოდ, სამინისტრო – სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების- თვის უძრავი ქონების, მიწის და შენობების გამოყოფაზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – უძრავი ქონების რეგისტრაციის და დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების პროექტებით გადაცემულ საცხოვრებელ ფართობებზე ქონებრივი უფლების რეგისტრაციაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – სოციალურ მომსახურებებზე, სხვა საჯარო უწყებები – კომპეტენციის მიხედვით. 5.7. სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს სამოქმედო გეგმის განახლებაში დევნილთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, მოცემულ სამოქმედო გეგმაში ასახულია დევნილთა ხედვა და რეკომენდაციები მათი

  10. პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ, რომლებიც შემუშავდა სხვადასხვა ასაკის, სქესის, განსახლების ტიპის ჯგუფებთან კონსულტაციის შედეგად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩა- ტარდა მონაწილეობრივი გამოკითხვა. 2 5.8. მნიშვნელოვანია როგორც დევნილთა, ასევე საზოგადოების ინფორ- მირებულობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესახებ. სამოქმედო გეგმაში მოცემული ღონისძიებების გარდა სამინისტრო სამეთვალყურეო საბჭოს დროებითი ექსპერტთა ჯგუფების მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, შეიმუშავებს და განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს. ყოველწლიურად განახლდება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების სამუშაო გეგმა, რაც ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის. 2 სრული ანგარიში იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://mra.gov.ge/UploadedFiles/booklet/83/121316231672319823164321_GEO.pdf 6. გასაჩივრების მექანიზმი დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ გასაჩივრების არსებული მექანიზმით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ასევე მიმართონ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. თვალსაჩინოების უზრუნველყოფა სამინისტრო გაითვალისწინებს დონორთა რეგულაციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. 8. მონიტორინგი და შეფასება სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სრულ წვდომას დევნილთა განსახლების პროცესის განმავლობაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას და სხვა ღონისძიებებს. გარეშე შემფასებლის საჭიროებასა და შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდება სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე.

  11. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის № 1162 განკარგულებით დანართი №2 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება 2. მიზანი: დევნილი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი სოციალური ინტეგრაცია სამინისტროს/ მთლიანი დონორების შეფასებული გეგმა ხელმისაწვდომი სამოქმედო მიმართულება ღონისძიება ინდიკატორები საჭიროება 2012-2014 რესურსი (მილიონი (მილიონი ლარით) ლარით) 2.1. ამოცანა: დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მათი ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების პროგრამებით უზრუნველყოფის გზით*

Action Plan for 2012-2014 for the Implementation of the State Strategy for Internally Displaced Persons and Refugees from the Occupied Territories of Georgia · Nelum