Skip to content
Nelum
Laws of Georgia

2015-2018 Medium-term Action Plan of the Ministry of Sport and Youth Affairs

Made 2014-09-17 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015-2018 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა
Language
Georgian
Kind
policy
Country
Georgia
Subjects
Agricultural and rural development
Keywords
agricultural development, education, local government, policy/planning, poverty, public health, public participation, youth, social protection

Where to read it

    No source link is recorded for this law.

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მ ი ნ ი ს ტ რ ი KA100106634766314 თბილისი ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 01/853 17 / სექტემბერი / 2014 წ . ს ა ქ ა რთვ ელოს სპორტი ს ა და ა ხ ალგ ა ზრდობი ს ს ა ქ მ ეთ ა ს ა მი ნ ი სტროს 2 0 1 5 - 2 0 1 8 წლე ბ ი ს ს ა შუ ალოვ ადი ა ნ ი ს ა მო ქმ ედო გ ე გ მი ს და მტკ ი ცე ბ ი ს შე ს ა ხ ე ბ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015-2018 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (დანართის შესაბამისად). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014-2017 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის N01/393 ბრძანება. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი ლოდია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015-2018 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა 1.პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები I. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა 2015-2018წწ. პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიზნად ისახავს წარმატებით ჩართოს საზოგადოების სამსახურში სპორტის გამაჯანსაღებელი და აღმზრდელობითი ფუნქცია, ხელი შეუწყოს სპორტის, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტის სწორ ინსტიტუციურ საწყისებზე დაფუძნებას და სპორტის ინდუსტრიის პოზიტიურ გავლენას საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე, უზრუნველყოს ახალგაზრდების შესაბამისი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. პროგრამის აღწერა 1. სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში კანონშემოქმედებითი საქმიანობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორდინაცია და ხელშეწყობა; 2. სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა; 3. სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; 4. ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა,თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; მოსალოდნელი შედეგები სპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ფენომენის ერთიანი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება; საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ეფექტური ჩართულობა; შედეგების შეფასების კრიტერიუმები სპორტის მასობრიობის კოეფიციენტი; მაღალი მიღწევების სპორტში მიღებული შედეგები; ახალგაზრდობის განვითარების - განათლების, დასაქმების, პროფესიული ზრდის, ჩართულობის ინდიკატორები; 2.პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები II. სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები 2015-2018წწ. პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის სისტემების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შემდგომი პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სპორტის სფეროში პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების ფუნქციონირება, ქართული სპორტის ისტორიის და წარმატების ამსახველი მასალების დაცვა და პოპულარიზაცია წარმოადგენს ჯანსაღი, მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული თაობების ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას. პროგრამის აღწერა საქართველოში სპორტის შემდგომი განვითარება, ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები). საქართველოს ჩემპიონატების, პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდისათვის ხელშეწყობა. ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქართული ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფარიკაობის, ხელბურთის, ჭადრაკის, ჭიდაობისა და ქართული ჭიდაობის განვითარებისათვის. ყველა საჭირო პირობის შექმნა ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისათვის. შემდგომი წინსვლისათვის ხელის შეწყობა და მხარდაჭერა. პარაოლიმპური სპორტის პოპულარიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. პარასპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები გუნდების მზადება და ოლიმპიადებზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის ხელშეწყობა; საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარება, მასობრივი სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დანერგვა, საჯარო სკოლების ჩაბმა სპორტული-გასართობ თამაშებში. “სპორტის ყველასათვის” პროექტების რეალიზაცია. საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია. მატერიალურ ტექნიკური ბაზების მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. რეგიონებში სპორტული ცხოვრების განვითარება, სპორტული ინვენტარის, ეკიპირებისა და მოწყობილობების შეძენა. ეროვნულ ფედერაციებთან კონსულტაციების მეშვეობით განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა და მოზიდვა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადების მიზნით; ქვეყნის ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების წევრებისათვის (სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში) საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა; ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია; ყველა აღრიცხული ერთეულის ორიგინალებისა და სხვა მნიშვნელოვან ექსპონატთა ბაზაზე ძირითადი ფონდის, როგორც ქვეყნის ერთიანი სამუზეუმო ფონდის, შემადგენელი ნაწილის შექმნა; სამუზეუმო ექსპოზიციების და მუზეუმის ფონდის ბაზაზე მასობრივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება; პრეზენტაციების, თემატური გამოფენების მოწყობა მნიშნველოვან სპორტულ მოვლენებთან და/ან ისტორიული/საიუბილეო თარიღების დადგომასთან დაკავშირებით. ახალი ექსპონატების მოძიება და პირობების შექმნა ფასეულობების დაცვისთვის. სპორტის სფეროში პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ამოქმედება და ფუნქციონირების ხელშეწყობა; სპორტის სფეროში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მიღების უზრუნველყოფა. ქვეყნის სპორტული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით. მოსალოდნელი შედეგები მასობრივი სპორტის განვითარება მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება ფიზიკური აღზრდა და განათლება მაღალ დონეზე ჩატარებული ეროვნული პირველობები და პროცესში ჩართული მაღალკვალიფიციური სუბიექტები; ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მიერ საერთაშორისო ტურნირებზე გაუმჯობესებული პოზიციები; ოლიმპიური ლიცენზიების რაოდენობის ზრდა; ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა; ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მომავალი თაობა; სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართული ახალგაზრდების გაზრდილი რაოდენობა; ქვეყნის მასშტაბით განახლებული და რეაბილიტირებული სპორტული ინფრასტრუქტურა. საქართველოში სპორტის განვითარება, დიდი სპორტული ტრადიციების აღდგენა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის უახლესი და პოტენციური რეზერვების მომზადების უზრუნველყოფა; სპორტული აქტივობის და პროფესიული სპორტის მიმართ მოსახლეობის ფართო ფენების, მათ შორის მოზარდი თაობის მკვეთრად გამოხატული ინტერესი და ჩართულობა; მუზეუმში ვიზიტორების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ქვეყნების სპორტული წარსულის, მიღწევების ურთიერთგაცნობა, გაზიარება, კავშირების დამყარება და ურთიერთთანამშრომლობა. სპორტული განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის მიზნის ხელმისაწვდომობა. შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით მომზადებული განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრები. შედეგების შეფასების კრიტერიუმები ეროვნულ პირველობაში მონაწილე გუნდების პროფესიონალური შეფასება; გულშემატკივართა რაოდენობის მატება, ქართულ სტადიონებზე საერთაშორისო დონის და სტანდარტების შესაბამისი შეხვედრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება, შედარება საბაზისო მაჩვენებლებთან; საერთაშორისო ასპარეზობებზე დაკავებული პოზიციების შედარება/შეფარდება გასულ/საბაზისო პერიოდში მოპოვებულ შედეგებთან; ქვეყანაში სპორტის პოპულარულ სახეობათა რაოდენობრივი ცვლილება; სხვადასხვა სახეობაში მოპოვებული პრიზების, მედლების, და სხვა საერთაშორისო აღიარებათა რაოდენობა/შეფარდება საბაზისო მაჩვენებელთან; ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების რაოდენობრივი შედარება გასული საანგარიშგებო/საბაზისო პერიოდის მაჩვენებელთან, ჯამურად და სახეობების მიხედვით. საქართველოში ბავშვების სპორტულ სახეობებში ჩართულობის მონიტორინგი. სპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტების პარამეტრების შესაბამისობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. სასპორტო განათლების სისტემაში მომზადებული კადრების (მწვრთნელები, სპორტის მენეჯერები, სპორტის უსაფრთხოების სპეციალისტები, ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები, ჯანმრთელობის და ფიტნესის სპეციალისტები) კვალიფიკაციის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა და კონკუნენტრუნარიანობის შეფასება. 3..პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები III. სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები 2015 2018წწ. პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სპორტის მასობრიობის, სპორტული აქტივობის გამოწვევის, პროფესიულ სპორტში თაობების მაქსიმალური ჩართვისა და გამოვლენისათვის აუცილებელია შესაბამისი სოციალური ფონის შექმნა: ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებისთვის და ჩემპიონობის პოტენციურ პრეტენდენტთა მოტივაციის ამაღლება, საქართველოში მცხოვრებ გამოჩენილ ვეტერან სპორტსმენებზე ზრუნვა. ეროვნული, ოლიმპიური ასაკობრივი ნაკრებების წევრებისათვის, პერსპექტიული სპორტსმენებისათვის შესაბამისი სოციალური პირობების შექმნა პროფესიული ზრდის და მაღალი შედეგების მისაღწევად. პროგრამის აღწერა საქართველოში მცხოვრები ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდირება; ვეტერან სპორტსმენებსა და სპორტის მუშაკებზე ყოველთვიური სოციალური დახმარებების გაცემა; საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრების წევრთათვის, მწვრთნელებისთვის, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალისთვის და პერსპექტიულ სპორტსმენთათვის ყოველთვიური სტიპენდიის გაცემა; მოსალოდნელი შედეგი უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევით დაინტერესებული პრეტენდენტები; სოციალურად უზრუნველყოფილი ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მუშაკები; მაღალი სპორტული შედეგების მიღწევით დაინტერესებული ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრები. შედეგების შეფასების კრიტერიუმები პოტენციურ პრეტენდენტთა მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგების მონიტორინგი/ შეფარდება საბაზისო მაჩვენებელთან. ვეტერანებისა და სპორტის მუშაკების სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი. საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრების წევრების, მწვრთნელების, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიული სპორტსმენების მიერ მოპოვებული შედეგების მონიტორინგი/შეფარდება საბაზისო მაჩვენებელთან. 4.პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები IV .ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები 2015-2018წწ. პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ რესურსს წარმოადგენს. ახალგაზრდობა ასაკობრივი განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობენ, განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათა თავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. აუცილებელია ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიო და ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი და თავისუფალი აზროვნების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოქალაქის უფლებებისა და ვალდებულებების, საზოგადოების წევრებზე ზრუნვის იდეის დამკვიდრება. პროგრამის აღწერა ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, ქვეპროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტების დაფინანსება - არაფორმალური განათლების წახალისება, რეგიონული განვითარების მხარდაჭერა, სამოქალაქო ღირებულებების დანერგვა, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაცია. ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა. ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით შემოქმედებითი და დასხვენება გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება. სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის სწორედ და ხარისხიანად წარმართვა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ახალგაზრდობის უსაფრთხოების ზომების რეგულაცია, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართვა საერთო სასწავლო პროცესებში, ახალი წრეების, სტუდიების, კლუბების და ცენტრების შექმნა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მოსალოდნელი შედეგები 1. საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობა; 2. ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; 3. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი უფლებების დაცვა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა. 4. არაფორმალური განათლების, მოხალისეობის, ახალგაზრდული საქმიანობის აღიარება. 5. ახალგაზრდებში პრეზენტაციების, დებატების წარმართვის, დასაქმებისთვის აუცილებელი, შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; 6. ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა მასობრივ ღონისძიებებში; 7. ახალგაზრდების მიერ თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; 8. მოწყვლადი ჯგუფების ჩრთულობა და მათი ინტეგრირება; შედეგების შეფასების კრიტერიუმები სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევის შედეგები, არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობის დამტკიცებული სტანდარტები. ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილება; რაოდენობრივი კრიტერიუმი; ხარისხობრივი კრიტერიუმი ( პროგრამების ბენეფიციარების მიერ შევსებული უკუგების ფორმების ანალიზის მეშვეობით)  ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა;  მონაწილეთა კმაყოფილება ( შეფასების ანკეტა);  მოზარდთა მიერ განხორციელებული ინიციტივებისა და აქტივობების რაოდენობა;  მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხარისხი.

2015-2018 Medium-term Action Plan of the Ministry of Sport and Youth Affairs · Nelum