Vision and Policy Statement for Development of Water Supply and Sewerage Sectors
صدر في 2021-11-30 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების ხედვა და პოლიტიკის განაცხადი
- اللغة
- Georgian
- النوع
- policy
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Water
- الكلمات المفتاحية
- climate change, consumer protection, freshwater pollution, gender, monitoring, pollution control, potable water, data collection/reporting, sewerage, social protection, sustainable development, sustainable use, water quality standards, water resources management, water supply, waterworks, standards
أين تقرؤه
لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების ხედვა და პოლიტიკის განაცხადი მომზადებულია MRDI/UWSCG/მრჩეველთა გუნდის მიერ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სარჩევი 1. შესავალი ........................................................................................................................... 3 2. სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა ....................................................................... 3 3. გამოწვევები ...................................................................................................................... 3 4. მიზნები ............................................................................................................................. 5 5. საფუძველი ....................................................................................................................... 5 6. ხედვა ................................................................................................................................. 6 7. პოლიტიკის დებულებები .............................................................................................. 7 7.1. სტანდარტების შესაბამის სასმელ წყალსა და წყალარინების მომსახურებებზე წვდომა .................................................................................................. 7 7.2 ინსტიტუციური მოწყობა და მმართველობა ....................................................... 8 7.3 გარემოს დაცვა .......................................................................................................... 9 7.4 მდგრადობა კლიმატის ცვლილებისადმი .......................................................... 10 7.5 სექტორის შესაძლებლობების განვითარება ...................................................... 11 7.6 დაფინანსების გაზრდა, განახლება, მდგრადი გაუმჯობესება........................ 11 7.7 გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია ................................. 12 7.8 სექტორის კოორდინაცია ...................................................................................... 13 7.9 მუშაობის გაუმჯობესება, მონიტორინგი და რეგულაცია ............................... 13 8. პროგრესის გზა............................................................................................................... 14 დანართი 1. განმარტებები ................................................................................................... 15 დანართი 2: როლები, პასუხისმგებლობები და ანგარიშვალდებულება ..................... 16
დანართი 3. სხვა მოქმედი კანონმდებლობა და ჩარჩო დოკუმენტები......................... 18 2 1. შესავალი 1. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების ხედვა და პოლიტიკის განაცხადი, კონსოლიდირებული სახით წარმოდგენილი, პირველი დოკუმენტია, რომელიც ასახავს საქართველოში წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვას1. დოკუმენტში მითითებულიასექტორის რეფორმისათვის საჭირო საკითხები, რაც მნიშვნელოვანია სექტორში ისეთი მომსახურებების მიწოდებისათვის, რომელიც საყოველთაოა, შეესაბამება მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ეფექტიანი და ინკლუზიურია. დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყნის წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მთავარი პოლიტიკური მიდგომები, მათ შორის, ინსტიტუციური მოწყობა, მომსახურების მიწოდება, დაგეგმარება, დაფინანსება, საჯარო ინფორმირებულობა და ჩართულობა. 2. სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა 2. საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი დეცენტრალიზებულია. მართალია, მუნიციპალიტეტები თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში პასუხისმგებელნი არიან წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების მიწოდებაზე, მაგრამ მათი უმეტესობა მოსახლეობას მხოლოდ წყალს აწვდის. კომპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ოპერირებენ, ძირითადად, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, არალიცენზირებული არიან და მათ არ არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში „სემეკ“). 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) გარდა, სექტორის მთავარ დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ: სემეკი, მუნიციპალიტეტები და მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სექტორის განვითარებაში მონაწილე განვითარების პარტნიორები. დოკუმენტის მომზადების პროცესში, თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან ჩატარდა კონსულტაციები.
3. გამოწვევები 4. საქართველოს განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია სანდო და სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებზე წვდომა. საქართველოში ცენტრალიზებული წყალმომარაგების (წყლის მილებზე 1დოკუმენტი არ ფარავსწყლის სხვა დანიშნულებით გამოყენებას, როგორიც არის მაგალითისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება ან ჰიდროენერგიის წარმოებისა. მართალია, წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებების სათანადო მართვა მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისათვის, თუმცა წინამდებარე დოკუმენტი არ განიხილავს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხს ვინაიდან ეს საკითხი დარეგულირდება წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონით. 3 დაერთების) მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გამართულობა გაუმჯობესებას საჭიროებს. აღნიშნული განსაკუთრებით ყურადსაღებია სოფლებში, სადაც სერვისის დონე (level of service) მეტად გასაუმჯობესებელია, ვიდრე ქალაქად.2 5. სექტორის ძირითადი გამოწვევებია: სერვისის დონე (level of service) სოფლად: სოფლად მომსახურების ხარისხი და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზირებული კომპანიების დაფარვის არეალი გასაზრდელია. ამასთან, რეგიონებს შორის საგრძნობი სხვაობაა. ბევრ ქალაქსა3 და სოფელს წყალი გრაფიკით, შეზღუდულად მიეწოდება, მომსახურებების ეფექტიანად მიწოდებას რისკის ქვეშ აყენებს მოძველებული,მწყობრიდან გამოსული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებარე ინფრასტრუქტურა. . იმისათვის, რომ სოფლად ისეთივე მომსახურება იყოს, როგორც ქალაქად, საჭიროა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და გაფართოება და,ლიცენზირებული კომპანიების არსებობა. კომუნიკაციების მართვა და ოპერირება: ქვეყანაში გვხვდება, როგორც ამორტიზირებული ისე ახლად შექმნილი ინფრატსრუქტურა, ასევე არეალები, სადაც არ არსებობს ქსელი/ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხის მიხედვით, დგას როგორც ეფექტური მართვის, ასევე ფიზიკური ინფრასტრუქტურის აშენების/რეაბილიტაციის საჭიროებები. საჭიროა ღონისძიებების ფართო სპექტრის განხორციელება, მათ შორის მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გაძლიერება ისევე როგორც აღსრულების გაუმჯობესება. ასევე, მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ვინაიდან უკეთ მოხდეს სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. ზიანი გარემოზე: კომუნიკაციებიდან გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი კანალიზაციის წყლების ჩაშვება იწვევს წყლის დაბინძურებას, წყალთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებასა და ეკოსისტემის დაზიანებას. ტარიფები და სუბსიდირების დონე: წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების არსებული ტარიფი ვერ უზრუნველყოფს კომპანიის საოპერაციო ხარჯების სრულად დაფინანსებას, რის გამოც მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ კომპანიის სუბსიდირება, რომ აღარაფერი ითქვას მიმდინარე და დაგეგმილი ინვესტიციების დაფინანსებაზე. ხშირად არსებული ტარიფი იწვევს წყლის უყაირათო მოხმარებას, ამას ემატება წყლის სხვა დანაკარგები, რაც შედეგად ფინანსურ დანაკარგებში აისახება. არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტები, საყოფაცხოვრებო აბონენტებთან შედარებით, გაცილებით მაღალ ტარიფს იხდიან, რასაც შეიძლება უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა ჰქონდეს, ვინაიდან, მათ ეზრდებათ ფინანსური ტვირთი და ეს მოქმედებს მათ კონკურენტუნარიანობაზე. მაღალი ტარიფის ტვირთის გამო არასაყოფაცხოვრებო (კომერციულმა) მომხმარებელმა შეიძლება უარი თქვან ოპერატორი კომპანიების
2 ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 92% და სოფლის მოსახლეობის 64% წყალს მილით იღებს, ხოლო ქალაქის 84%, ხოლო სოფლის 20% აქვს წვდომა წყალარინების სისტემებზე. მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 36%-ს აქვს წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. წყარო: საქსტატი, 2019. 3 ქალაქში, მათ შორის, მოიაზრება ურბანული დასახლებები, კერძოდ, დაბები. 4 მომსახურებებზე, რაც კიდევ უფრო დიდი ფინანსურ ზიანს აყენებს ოპერატორ კომპანიებსა და ზოგადად, ეკონომიკას. COVID-19, ჰიგიენა და ეკონომიკური გამოწვევები: COVID-19 პანდემიამ დღის წესრიგში წინ წამოწია წყლის, ჰიგიენისა და კანალიზაციის საჭიროებები, როგორც დაავადებისაგან დაცვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სექტორში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების საჭიროებებს. 4. მიზნები 6. წინამდებარე დოკუმენტი: (i) იხილავს წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებების გაუმჯობესებას ეკონომიკის გაზრდისა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლების მიზნით, მსჯელობს ქალაქად და სოფლად მომსახურების მასშტაბსა და ხარისხის სხვაობაზე და ხელს უწყობს წყლის პასუხისმგებლიან მოხმარებას; (ii) მიმოიხილავს საერთო მიზნებს, რომლებიც დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიაღწიონ, რათა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად განვითარდეს; (iii) უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში განსაზღვრული მიზნების მიღწევას, როგორც ეს გაწერილია მდგრადი განვითარების მიზნებში, ევროკავშირის წყლის დირექტივაში, ევროკავშირის საბჭოების დირექტივებში წყალარინების გაწმენდი ნაგებობების შესახებ და შესაბამის სამთავრობო სტრატეგიებსა და პროგრამებში.
5. საფუძველი 7. პოლიტიკის დებულებები ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპებს. 8. 2015 წლიდან საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. 2017-2019 წლებში საქართველოს მთავრობამ დაასრულა ქვეყნის პოლიტიკის მომავლის ერთიანი ხედვის ფარგლებში მოყვანა4. გარდა ამისა, საქართველო 2015 წლის პარიზის შეთანხმების ხელმომწერი მხარეა.5 პარიზის შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებაა კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლის მიზანია გლობალურ დათბობასთან ბრძოლა. ზოგიერთი დებულება ასევე, ეფუძნება 2015 წლის ლისაბონის ქარტიას6. 4 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ნოემბრის №2328 განკარგულებით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის თაობაზე, მოწონებულ იქნა „მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი“. საქართველოს მთავრობა. 2020. ეროვნული ნებაყოფლობითი მიმოხილვის ანგარიში. საქართველო, თბილისი. 5 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვალის №96 დადგენილება „პარიზის შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე. 6 2015 წელს წყლის საერთაშორისო ასოციაციამ დაამტკიცა ლისაბონის ქარტია. ქარტია არეგულირებს სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიისა და წყალარინების მომსახურებების საჯარო მხარეს (Guiding the Public Policy and Regulation of Drinking Water Supply, Sanitation and Wastewater Management Services). 5 9. დოკუმენტი, ასევე, ეფუძნება ევროკავშირის წყლის დირექტივას და ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივას დასაქართველოს კანონმდებლობას. 10. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, პოლიტიკის დებულებები მოიცავს შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: (i) 2030 წლის ბოლოსთვის ყველა ადამიანისათვის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება უზრუნველყოფა; (ii) 2030 წლის ბოლოსთვის ყველა ადამიანისათვის გამართული და თანაბარი წვდომა სანიტარიასა და ჰიგიენაზე; (iii) მომსახურებების მიწოდება უნდა აკმაყოფილებდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს; (iv) მომსახურებების მიწოდების ხელშეწყობა უნდა მოხდეს გრძელვადიანი ინვესტიციებითა და ხარჯების ამოღების ინსტრუმენტებით; (v) მომსახურებების ეფექტური მიწოდება დამოკიდებულია დამოუკიდებელი დაინტერესებული მხარეების კოლექტიურ ქმედებებზე; (vi) მომსახურებების მიწოდება უნდა ითვალისწინებდეს წყლის რესურსების ფინანსურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს; (vii) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების ეფექტური მართვა დადებითად აისახება მდგრად განვითარებაზე.
6. ხედვა 11. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს უნდა ჰქონდეს წვდომა გამართულ, სტანდარტების შესაბამის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებზე, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის გონივრული და ყაირათიანი გამოყენება და დაცული იყოს სტანდარტების შესაბამისი სანიტარია. 12. წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ეფექტიანი, ქმედითი და საიმედო თითოეულ მუნიციპალიტეტში, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნება აბონენტების წინაშე და გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. წყლის ოპერატორ კომპანიებში გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერული და კულტურული მრავალფეროვნება. 13. წყლის მოხმარება უნდა ხდებოდეს ეფექტურად, ქმედითად და მდგრადად, რათა შემცირდეს სიღარიბე, გაუმჯობესდეს ადამიანის ჯანმრთელობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. წყლისა და წყალარინების მომსახურებების მართვა უნდა მოხდეს ეკოლოგიურად, პასუხისმგებლობით, მდგრადად, რათა აღდგეს და დაცული იყოს ბიომრავალფეროვნება, შემსუბუქდეს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და შემცირდეს სათბურის გაზების მთლიანი მოცულობა. 6 7. პოლიტიკის დებულებები 7.1. სტანდარტების შესაბამის სასმელ წყალსა და წყალარინების მომსახურებებზე წვდომა 14. სამინისტრო ხელს უწყობს ქვეყნის ყველა მაცხოვრებლისათვის სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და წყალარინების მომსახურებების მიწოდებას სტრატეგიული განვითარების მიზნების შესაბამისად. 15. საქართველოს ყველა ქალაქი 2025 წლის ბოლოსთვის იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი ხოლო 2030 წლისთვის ყველა სოფელს ეტაპობრივად ექნება ხელმისაწყდომობა სტანდარტების შესაბამის წყალზე. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებითა და წყალარინებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტებს ხელი შეეწყობა მოსახლეობის წყალარინებით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. ეს საჭიროებს სერვისის დონეების, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების, რომლებიც საუკეთესოდ ერგება სხვადასხვა დასახლებულ ტერიტორიას, ყურადღებით განხილვას, რათა მწირე ფინანსური რესურსებისა და კვალიფიციური მუშახელის გამოყენება მოხდეს ოპტიმალურად და დამყარდეს ბალანსი ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ხარჯების ამოღებას შორის. სტრატეგიები, მათ შორის, წყალარინებისა და სანიაღვრე წყლების (wastewater and stormwater strategies), გაიწერება 2021-2030 წლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორული განვითარების ჩარჩო დოკუმენტში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“, მუნიციპალიტეტებთან, მუნიციპალურ წყლის კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად. 16. სამინისტრო მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტებს, თავიანთ სამოქმედო არეალში მიაწოდონ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებები და უზრუნველყონ მოწყვლადი მოსახლეობისათვის გამჭვირვალე, მკაფიო და მორგებული გადაწყვეტილებების შერჩევა. 17. იმისათვის, რომ არსებობდეს წყლისა და წყალარინების შესახებ სანდო მონაცემები, სამინისტრო საქსტატს და სემეკს მიაწვდის და მათგან მიიღებს ყველა საჭირო მონაცემებს.
წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 18. მიუხედავად ბოლო წლებშიგანხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა, ინფრასტრუქტურა მთელს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, სერვისის დონეები გამოწვევებით ხასიათდება.. წყალმომარაგების გრაფიკები არათანაბარია. წყალარინებისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურა არ არის სრულად განვითარებული ბევრ ქალაქსა თუ სოფელში; წყლის, ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციის მომსახურებების მართვა საჭიროებს რეფორმირებას. 19. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იზრუნებს სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რათა შემცირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკები. წყლის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და გამოყენება 7 უზრუნველყოფს, რომ წყალი ყოველთვის იყოს არსებული სტანდარტების შესაბამისი 20. საჭიროა, რომ არსებული ინიციატივები და ინფრასტრუქტურული ინვესტიციები უფრო მეტად იყოს მიმართული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე და/ან სხვადასხვა ტექნოლოგიური ალტერნატივის ფინანსურ, ტექნოლოგიურ და გრძელვადიან საოპერაციო შედეგებზე. 21. სექტორში არსებული ინფორმაცია და მონაცემები საჭიროებს დაზუსტებას და განახლებას. არსებობს მონაცემთა რამდენიმე წყარო, რომელიც გაერთიანებას საჭიროებს და ადეკვატურად აღწერს დაგეგმარებისათვის საჭირო ყველა ფაქტორს, მაგალთად, როგორებიცაა: მოსახლეობა, მომსახურების ხარისხი, საჭირო ახალი ინფრასტრუქტურა, მოვლა-პატრონობის საჭიროებები, დღიური ოპერირების საჭიროებები, ინსტიტუციური პასუხისმგებლობები, კლიმატის ცვლილების რისკები. 22. წყალმომარაგებასა და წყალარინებასთან დაკავშირებული ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულ უნდა იყოს ადგილმდებარეობა, გეოგრაფია, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენა. 23. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის და იმისათვის, რომ არავინ დარჩეს წყალმომარაგება/წყალარინების მიღმა, სასურველია, სექტორის პრიორიტეტების, ინფრასტრუქტურული დაგეგმარების მიდგომებისა და რესურსების ხელახალი განსაზღვრა და გადანაწილება. დაგეგმარებისას საჭიროა ინფრასტრუქტურის მთლიანი საექსპლუატაციო ვადის გათვალისწინება და მნიშვნელოვანია, რომ სერვისის დონეები იყოს ისეთი, რომ 2030 წლისათვის მიზნები იყოს მიღწეული.
7.2 ინსტიტუციური მოწყობა და მმართველობა 24. სამინისტრო, სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რომელიც მოიცავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სემეკსა და მუნიციპალიტეტებს, მხარს დაუჭერს შეიქმნას დიალოგის, კოორდინაციის, თანამშრომლობისა და მომსახურებების მიწოდების ეფექტური სისტემები და მექანიზმები. სამინისტრო ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობასა და საჯარო ჩართულობის გაზრდას სექტორის დაგეგმარებასა და ზედამხედველობაში, ასევე, მომხმარებლებს, მომსახურების მიმწოდებლებსა და მომსახურებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს შორის ანგარიშვალდებულების გაზრდას. 26. სამინისტრო, აგრეთვე, ხელს შეუწყობს წყლისა და წყალარინების სექტორში კერძო სექტორის ჩართულობას. წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 25. სექტორის ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მოწყობა, მაგრამ საქართველოში წყლისა და წყალარინების მართვაზე პასუხისმგებლობა მკაფიოდ გამიჯნული არაა. = 8 26. სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფაზე. 27. სემეკი წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებების ლიცენზირებული მიმწოდებლების ეროვნული, დამოუკიდებელი, ეკონომიკური და ხარისხობრივი მარეგულირებელია. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ მომწოდებლებზე, რომლებიც ადასტურებენ კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას და მხოლოდ ლიცენზირებულ მიმწოდებლებს შეუძლია ტარიფის მოთხოვნა. ამის შედეგად მომსახურების მიმწოდებლების, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში არსებული კომპანიებიდამოკიდებულები არიან სუბსიდიებზე, რათა დაიფაროს მომსახურების მიწოდების ხარჯები. 28. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მიაწოდოს ეფექტიანი, ქმედითი და მდგრადი მომსახურებები, მათ შორის, უზრუნველყოს მოსახლეობის წყალმომარაგება (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინებით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტს შეუძლია თვითონ მიაწოდოს წყალი ან შეარჩიოს, შეისყიდოს და ხელშეკრულება გაუფორმოს წყალმომარაგების მიმწოდებელს. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას,ხშირად მუნიციპალიტეტებში არსებობს გამოწვევები ფინანსურ, ტექნიკურ თუ მენეჯერულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, 29. სამინისტრო განიხილავს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობას, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს მდგრადი სარგებლით, მათ შორის: (i) მომსახურების ხარისხისა და დონის გაზრდით; (ii) ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებით, რაც მიიღწევა დარიცხვისა და დარიცხული თანხების ამოღების გაუმჯობესებით, აღურიცხავი წყლის შემცირებით, პერსონალის პროდუქტიულობის გაზრდით, რესურსების ეფექტურობის გაზრდით; (iii) ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაცვლით; (iv) ტექნოლოგიური ინოვაციებითა; და (v) ცვლილებებით. 30. კერძო სექტორის მონაწილეობის განხილვისას სამინისტრო გაითვალისწინებს კერძო სექტორის ფინანსური სარგებლის მოლოდინსა და აბონენტებისათვის მიწოდებული კეთილდღეობას შორის ბალანსს. ამ დროს მოხდება ისეთი ინსტრუმენტების გათვალისწინება, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
7.3 გარემოს დაცვა 31. ყველა დონეზე, გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი შესაძლო ზემოქმედება გარემოზე, რაც არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ ეკოლოგიურ ზეგავლენას წყლისა და კანალიზაციის სექტორზე, მაგალითად, წყლის მოპოვებაზე, წყლის რესურსებისა და ეკოლოგიური სისტემების კონსერვაციაზე, ჩაშვებული წყალარინების ხარისხსა თუ წყლის მოწოდებასა და წყალარინების ლამის განთავსებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას 9 გათვალისწინებული იქნება უფრო ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური ზეგავლენები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. სახელმწიფო პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად, სამინისტრო პოპულარიზაციას გაუწევს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც მცირე რაოდენობის ნახშირბადს მოიხმარს, რათა შემცირდეს წყლის სექტორის მიერ გამოყოფილი სათბურის გაზები. წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 32. მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს წყლის ციკლის ყველა ეკოლოგიური ასპექტი: წყალაღებიდან დაწყებული და ონკანში წყლის მოშვებით დასრულებული. წყლის რესურსები ამოწურვადია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხშირია გვალვები. წყლის რესურსების კონსერვაცია, მოთხოვნის მართვა და წყლის რესურსების დაბინძურებისაგან დაცვა არსებითად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარჯების შესამცირებლად, არამედ ქვეყნის რესურსების სამომავლოდ დაზოგვისათვის. 7.4 მდგრადობა კლიმატის ცვლილებისადმი 33. სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ინფრასტრუქტურა, პროექტირება და ამგვარი ინფრასტრუქტურის მართვა უძლებდეს კლიმატის ცვლილებებს, ანუ სამინისტრო იზრუნებს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებული იყოს საქართველოში კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა, კერძოდ კი, ნალექების რაოდენობის ცვლილება და მზარდი ტემპერატურა.
წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 34. კლიმატის ცვლილებები სახეზეა. მოსალოდნელია, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზრდება, იქნება უფრო ხშირი ცხელი ამინდები.. მაღალი ტემპერატურა იმოქმედებს სასმელი წყლისა და წყალარინების გაწმენდის ტექნოლოგიებზე. მოსალოდნელია წყალზე გაზრდილი მოთხოვნა, რაც იმოქმედებს წყლის წარმოებაზე, გაწმენდასა და მიწოდებაზე, ასევე, გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ამით უფრო მეტი დატვირთვა ექნება წყლის რესურსებს. 35. კლიმატის ცვლილება აჩქარებს ნალექის რაოდენობის ცვლილებას. უფრო ხშირია გვალვები, წყალმოვარდნები და ქარიშხლები. ამის შედეგებია: დატბორვისა და ღვარცოფების რისკები, რაც იმოქმედებს ინფრასტრუქტურაზე, შენობა- ნაგებობებსა და ნიაღვრების რაოდენობაზე. 36. გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება მოქმედებს არა მხოლოდ წყლის რესურსებსა და მათ ხარისხზე, არამედ წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის პროექტებზე, კონსტრუქციებზე, ადგილმდებარეობასა და მუშაობაზე. ამ ზეგავლენისთვის სათანადო ყურადღების დაეთმობით, შემცირდება ამგვარი ინფრასტრუქტურისათვის საჭირო გრძელვადიანი ხარჯები, ხოლო მათი ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესდება. 10 7.5 სექტორის შესაძლებლობების განვითარება 37. წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვისათვის, მოწყობისათვის, ოპერირებისა და მოვლა- პატრონობისათვის კომპეტენციის არსებულ და მოთხოვნილ დონეებს შორის სხვაობის შესამცირებლად სამინისტრო იზრუნებს სექტორის პოპულარიზაციაზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. სამინისტრო ჩაერთვება წყლისა და წყალარინების სექტორის თანამშრომლების, სტაჟიორებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რათა სექტორში გამოიწრთოს მომავალი ლიდერები და შესაფერისი სპეციალისტები. სამინისტრო, ასევე, უზრუნველყოფს სექტორში ცოდნის დაგროვებასა და გამოიყენებს ინოვაციურ მიდგომებს. კერძო სექტორის ჩართულობით დაჩქარდება სასურველი პროგრესი ცოდნის, ტექნოლოგიისა და უნარ-ჩვევების გაზიარების შედეგად. წახალისებული იქნება კვლევები იმ სფეროში, სადაც საჭიროა სპეციალური მოკვლევები და ცოდნის გაუმჯობესება.
წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 38. სექტორის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საქართველოში მხოლოდ რამდენიმე პროგრამა და ცოტა პროფესიული სწავლების კურსია. არსებობს რამდენიმე ფართო პროგრამა, რაც ითვალისწინებს სექტორის საჭიროებებს, თუმცა, ლოგისტიკის, მიწოდების მართვის, წყლის ხარისხის მართვის, წყალარინების მართვის კუთხით საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირეა. არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ აბონენტების მომსახურების, ლაბორატორიული საქმიანობისა და საველე ანალიზების ჩატარების კუთხით საერთოდ არ არსებობს ტრენინგ- კურსები. საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში დასაქმებული პირები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას. 39. სექტორში გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული ტრენინგების გაზიარებისათვის ხელი შეეწყობა სტაჟირების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა თუ სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, სწავლებსა/გადამზადებას საზღვარგარეთ და/ან პარტნიორობას სხვა ინსტიტუტებთან, რათა სექტორში გამოიწრთოს მომავალი ლიდერები და შესაფერისი სპეციალისტები. 7.6 დაფინანსების გაზრდა, განახლება, მდგრადი გაუმჯობესება 40. სამინისტრო იზრუნებს, რომ მოიწვიოს და ითანამშრომლოს წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორთან, რათა მოიზიდოს რესურსები, რაც საჭიროა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, სემეკთან, რათა უზრუნველყოს დაფინანსება წყლისა და წყალარინების სექტორის ხედვის მისაღწევად. 41. მომსახურების ხარისხი გაიზრდება ოპერირებისა და ექსპლუატაციის გაუმჯობესებული პრაქტიკით, რაც დაფინანსდება ოპტიმალური ტარიფით და განხორციელდება აქტივების მართვის ინტეგრირებული სტრატეგიებით, რაც 11
ყურადღებას უთმობს წყლის რესურსების დაცვას, დაზოგვასა და მოფრთხილებას და ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებების შედეგებს. წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 42. იმის ფონზე, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არ აქვს გამართული წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საჭირო მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის განახლებისათვის ან ჩანაცვლებისათვის. მომსახურების კარგი ხარისხი მოითხოვს ყოველდღიური ოპერირებისა და მოვლა-პატრონობისა (OPEX) და გენერალური მოვლა-პატრონობის შესაბამისი ხარჯების გაწევას (CAPMANEX). 43. ახალი ინფრასტრუქტურა (CAPEX) და მოვლა-პატრონობა ფინანსდება გადასახადებითა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი სახსრებით. მიუხედავად ამისა, საჭიროა დამატებითი ფინანსების მოძიება, რათა 2030 წლისათვის დარჩენილი სამუშაოები შესრულდეს და მიღწეული იყოს მდგრადი განვითარების მიზნები. ეს გულისხმობს სოფლად წყალმომარაგების მიწოდებასა და ქალაქად წყალარინების გამწმენდი ნაგებობების აშენებას. 7.7 გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია 44. სამინისტრო უზრუნველყოფს ქალების, ფინანსურად ნაკლები შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებზე წვდომას, მათი, როგორც მომხმარებლებისა და აბონენტების, ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამინისტრო წაახალისებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება ქალების მმართველ რგოლებში ჩართულობის, ქალების წყლისა და წყალარინების სექტორში დასაქმების გაზრდისაკენ და ამავდროულად მოიკვლევს თანაბარი ანაზღაურების საკითხებს.
წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 45. ქვეყანაში 77.6%-ს აქვს წვდომა წყალზე, ხოლო 79.2%-ს - კანალიზაციაზე.7 მათ შორის ქალაქის მოსახლეობა მეტია ვიდრე სოფლის. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, ოჯახები სარგებლობენ ავზებით, ამ დროს კი წყლის ხარისხი განსხვავდება უწყვეტად მომდინარე წყლის ხარისხისგან. დიასახლისი ქალები აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ წყალს, რაც აისახება მათ დროზე. ხარისხიან წყალსა და წყალარინებაზე წვდომა მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისა და სოციალური ინკლუზიისათვის, თუმცა ქალები, როგორც წყლისა და წყალარინების მომსახურებების მიმღებები, უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პროექტების განხილვაში, რათა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები მეტად პასუხობდეს ქალების, გოგონებისა და სხვა ჯგუფების საჭიროებებს. 7 საქსტატი, 2020 12 46. ქალების დასაქმების მაჩვენებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საშუალოდ 25%-ია, ხოლო 20% დასაქმებულია მენეჯერულ პოზიციებზე. ქალები ასრულებენ ადმინისტრაციულ საქმეს, ხოლო მათი ძალიან მცირე ნაწილი - ტექნიკურს. ქალები ნაკლებად ირჩევენ ტექნიკურ პროფესიებს, რაც სექტორში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. 7.8 სექტორის კოორდინაცია 47. სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული თავისი კომპეტენციიის ფარლებში და გამოიყენებს ყველა რესურსს დარგის განვითარებისთვის. სამინისტრო მხარს დაუჭერს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ხედვით გათვალისწინებული პოლიტიკის დებულებებისა და მის საფუძველზე შემუშავებული 2021-2030 წლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორული განვითარების ჩარჩო დოკუმენტის შესრულებაში.
წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 48. მომსახურებების ეფექტიანობა დამოკიდებულია დარგობრივი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, ოპერატორების (წყლის ლიცენზირებული კომპანიების) ერთობლივ ქმედებებზე. საჭიროა, საქმიანობის კოორდინაცია და გაერთიანება, რათა შესრულდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის ხედვა, ასევე, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, მდინარის აუზების მართვის მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონში. 49. წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი ხელს უწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპებს, ხელს უწყობს მდინარეთა სააუზო მართვას, აუმჯობესებს წყლის რესურსებისა და მომსახურებების მართვის სფეროს თანხვედრას. 50. მიწისქვეშა წყლების მოპოვების ლიცენზიას დღეს გასცემს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული იწვევს პოტენციური აბონენტების რაოდენობის შემცირებას, რაც შესაბამისად აისახება წყლის ოპერატორების შემოსავლებზე გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თვითონ მოაწყონ საკუთარი სისტემები. 51. შეიძლება სექტორის დაინტერესებულ მხარეებს შორის იყოს თანხვედრა. განვითარების ინტეგრირებული დაგეგმარება დაეხმარება ამგვარი თანხვედრის უზრუნველსაყოფად. 7.9 მუშაობის გაუმჯობესება, მონიტორინგი და რეგულაცია 52. მომსახურების მიმწოდებლების რეგულირება და მათი საქმიანობის მონიტორინგი იქნება პერიოდული, რათა ზუსტად შეფასდეს სერვისის დონე, ოპერატორების საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლის ხარისხს. წინაპირობა და ლოგიკური დასაბუთება 13
53. სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფაზე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. სემეკი აკონტროლებს წყლის ოპერატორი კომპანიების მუშაობას. სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს, რომ მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზნები. 54. მიზანი მიიღწევა, თუ იქნება შესაძლებლობების სისტემური გაძლიერება, ეფექტური მონიტორინგი და სექტორის ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა. 55. დაგეგმარებასა და კომპლექსურ მონიტორინგს სჭირდება საიმედო მონაცემები. სემეკი უზრუნველყოფს, რომ სექტორის დაგეგმარების, მონიტორინგისა და რეგულირების დროს გამოყენებული მონაცემები იქნება თანმიმდევრული, მონაცემების დამუშავება მოხდება პროფესიონალურად და დაშვებული დონით გასაჯაროვდება. 8. პროგრესის გზა 56. დოკუმენტში მიმოხილულია სამინისტროს პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც გადაისინჯება და განახლდება მიზნებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. 14 დანართი 1. განმარტებები ახალი ინფრასტრუქტურის შექმნისათვის CAPEX საჭირო/დახარჯული თანხა. არსებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ტექნიკური შეკეთებისათვის, გარემონტებისათვის ან CAPMANEX კაპიტალური რემონტისათვის საჭირო ან მასზე დახარჯული თანხა. არსებული ინფრასტრუქტურის ყოველდღიურ OPEX ოპერირებაზე, უმნიშვნელო ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დახარჯული თანხა. კლიმატის ცვლილება ამინდის მოდელებში გრძელვადიანი ცვლილებები. კონკრეტული საქმიანობის განსაზღვრული მომსახურების ხარისხი, რომლის მიხედვითაც ფასდება მიწოდებული მომსახურება. სერვისის დონეები სერვისის დონე გულისხმობს ხარისხს, რაოდენობას, სანდოობას, შესაბამისობას, ეკოლოგიურად მისაღებ გადაწყვეტილებასა და ხარჯებს. სასმელი წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების მართვის მომსახურებების საჯარო 2015 წ. ლისაბონის პოლიტიკისა და რეგულირების კარგი პრაქტიკის ქარტია საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2015 წელს. ცალკეული პირები ან მათი ჯგუფი, რომელთაც აქვთ ინტერესი ხელისუფლების მოქმედებებში, წარმატებასა თუ ხელისუფლების საქმიანობის ზემოქმედების დაინტერესებული ფარგლებში (მოიაზრება აბონენტები, თანამშრომლები, მხარეები კონტრაქტორები, მარეგულირებლები, მიმწოდებლები, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები). მდგრადი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. განვითარების მიზნები წყალმომარაგებისა და სასმელი წყლისა და კანალიზაციის მომსახურებების, წყალარინების მათ შორის, კანალიზაციისა და ადგილობრივი მომსახურებები სისტემების უზრუნველყოფა. წყალმომარაგებისა და წყლის ციკლის სრული მართვა: წყლის აღება წყალარინების ბუნებიდან, წყლის გაწმენდა და წყალარინების სექტორი საბოლოო განთავსება ისევ ბუნებაში.
15 დანართი 2: როლები, პასუხისმგებლობები და ანგარიშვალდებულება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომსახურებების მიწოდება მოითხოვს როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრას. მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მომსახურების მიწოდების კუთხით. მთავარი დაინტერესებული მხარეები პასუხისმგებლობის მაღალი დონით შემდეგია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - პასუხისმგებელია კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებაზე. გარდა წყალმომარაგების პროექტებისა სამინისტრო კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, არასახიფათო ნარჩენებისა და მუნიციპალური განვითარების პროექტებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - სამინისტრო ფლობს სახელმწიფო საწარმოებს, მათ შორის, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“. ამჟამად, კომპანიაზე მართვის უფლება გადაცემული არის სამინისტროზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პასუხისმგებელია სახელმწიფოს ბიუჯეტის მართვაზე. სახელმწიფოს ყველა სასესხო შეთანხმებაზე ხელს აწერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აღებული სესხები აღირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. სამინისტროს მმართველობის სფეროშია სსიპ - შემოსავლების სამსახური, საქართველოს საგადასახადო ორგანო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) - დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არეგულირებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორს ტარიფების დადგენით, წყალმომარაგების სავალდებულო წესებითა და მომსახურების მინიმალური მოთხოვნებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სამინისტროში არის წყლის რესურსების მართვის განყოფილება, რომელიც გასცემს ზედაპირული წყლის მოპოვების თანხმობას. მომავალში მოეწყობა მდინარის ავზების მართვის სისტემა, რომელსაც მართავს სამინისტრო და წყლის რესურსების მართვის განყოფილება. ასევე, სამინისტრო განკარგავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო - სააგენტო ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ის ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტების კონტროლს 16 სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო - სააგენტო ექვემდებარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ის იძლევა მიწისქვეშა წყლების მოპოვების ლიცენზიას ქვეყანაში. მუნიციპალიტეტები - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნი არიან წყალმომარაგებისა (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების მომსახურებების მიწოდებაზე. აგრეთვე, მუნიციპალიტეტები გასცემს მშენებლობის ნებართვებს, კომპეტენციის ფარგლებში. სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო - სააგენტო ექვემდებარება უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სააგენტო კოორდინაციას უწევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს. ცხრილი 1: მომსახურების მიმწოდებლები ლიცენზირებული ოპერატორები 1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაახლოებით 800, 000 ბენეფიციარით. 2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (მათ შორის, მცხეთის წყლის კომპანია) დაახლოებით 1.2 მილიონი ბენეფიციარით. 3. შპს „რუსთავის წყალი“ დაახლოებით 125,000 ბენეფიციარით. 4. შპს „მარნეულის სოფლის წყალი“ დაახლოებით 7,000 ბენეფიციარით. 5. შპს „საჩხერის წყლის კომპანია“ დაახლოებით 6,000 ბენეფიციარით. 6. შპს „ბათუმის წყალი“ დაახლოებით 160,000 ბენეფიციარით. 7. შპს „ქობულეთის წყალი“ დაახლოებით 16,000 ბენეფიციარით. 8. შპს „სოგური“ დაახლოებით 300 ბენეფიციარით. არალიცენზირებული არალიცენზირებული ოპერატორები ოპერატორები მუშაობენ და უზრუნველყოფენ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებს (მათ შორის, ტექნიკურ წყალს) მუნიციპალურ დონეზე, ძირითადად, სოფლად. სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი; შპს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
17 დანართი 3. სხვა მოქმედი კანონმდებლობა და ჩარჩო დოკუმენტები დოკუმენტი ცალკე მდგომ დოკუმენტად არ უნდა იყოს განხილული. მითითებები კეთდება სექტორის სხვა დოკუმენტებსა და კანონმდებლობაზე, როგორიცაა: საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - მიღებულია 05.02.2014 - აწესებს მუნიციპალიტეტების საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებს. საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ - მიღებულია 19.02.2019 - აწესებს შრომის უსაფრთხოების მთავარ მოთხოვნებს. საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ - მიღებულია 16.10.1997 - აწესებს წყლის რესურსების ჩარჩო მოთხოვნებს. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ - მიღებულია 20.12.2019 - აწესებს წყალმომარაგების მოთხოვნებს. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ - მიღებულია 24.06.2005 - აწესებს ლიცენზიებისა და ნებართვების ჩამონათვალს, მათ შორის, წყალმომარაგებისათვის და გრუნტის წყლის მოპოვებისათვის. საქართველოს კანონი „კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ - მიღებულია 04.05.2018 - აწესებს კერძო და საჯარო თანამშრომლობის სამართლებრივ ჩარჩოებს. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ - მიღებულია 21.07.2010 - აწესებს სახელმწიფო ქონების მართვის რეგულაციებს. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ - მიღებულია 19.12.2008 - აწესებს საკუთრებისა და სხვა საჯარო მომსახურებების რეგისტრაციის რეგულაციებს. კანონქვემდებარე აქტები: „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №58 დადგენილება - აწესებს სასმელი წყლის სტანდარტებს. ტექნიკური რეგლამენტი – „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №62 დადგენილება - აწესებს ქლორის გამოყენებისა და ნაგებობების დეზინფექციის სტანდარტებს. „ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს მთავრობის 31.12.2013წ. №414 დადგენილება - აწესებს წყლის ობიექტებში წყალარინების ჩაშვების ზღვრულად დასაშვებ ჩაშვების ნორმებს. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2018წ. №32 დადგენილება - აწესებს წყალმომარაგების სტანდარტებს.
18 სტრატეგიული დოკუმენტები და პოლიტიკის დოკუმენტები მდგრადი განვითარების მიზნები - საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი 2019 წ. 12 ნოემბრის №2328 განკარგულებით. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველომ 2016 წელს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე წარადგინა პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში. დეცენტრალიზაცია - საქართველომ 2019 წ. 31 დეკემბერს №678 დადგენილებით დაამტკიცა დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგია და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი მიმოიხილავს და აანალიზებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებსა და მათ ფისკალურ რისკებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დოკუმენტი სახელად ფისკალური რისკების ანალიზი მოამზადა 2020 წ. სექტემბერში. წყლის რესურსების მართვა, რესურსების ეფექტურობა ამჟამად, წყლის რესურსები რეგულირდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ. კანონპროექტი განხილვის სტადიაშია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა რეგულირების ზემოქმედების შეფასება USAID- ის მხარდაჭერით. წყლის რესურსები, ასევე, განხილულია გარემოს დაცვის მოქმედებებში. მოქმედი დოკუმენტი მოიცავს 2017-2021 წლების პერიოდს, კერძოდ: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ - საქართველოს მთავრობის 22.05.2018წ. №1124 განკარგულება.
სოფლის მეურნეობა, ირიგაცია მიღებულია ორი სტრატეგიული დოკუმენტი: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგია და 2021-2023 წწ. სამოქმედო გეგმა. საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და კიოტოს პროტოკოლის წევრი სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობამ 2020 წ. 23 იანვრის №54 დადგენილებით დაამტკიცა კლიმატის ცვლილების საბჭო. ასევე, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა №167 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ენერგეტიკა 19 საქართველოს პარლამენტმა განსაზღვრა საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 2015 წ. 24 ივნისს №3758-II ს დადგენილებით დაამტკიცა. გარდა ამისა, ენერგეტიკულ სექტორს არეგულირებს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა: საქართველოს ენერგოეფექტურობის 2019-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის №2680 განკარგულებით. გენდერული თანასწორობა საქართველო წარმოადგენს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს რატიფიცირებული ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის წევრ სახელმწიფოს. საქართველო, ასევე, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის წევრი, სადაც მოცემულია 12 სფერო, რაც მოითხოვს გენდერული თანასწორობის დამყარებას და ქალებისათვის, კაცებისათვის, გოგონებისა და ბიჭებისათვის შესაძლებლობების შექმნას. საქართველომ კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ 2010 წ. 26 მარტს მიიღო. საქართველოს პარლამენტმა 2014 წ. 30 აპრილის №2315-IIს დადგენილებით დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის. ამ დოკუმენტის საფუძველზე მთავრობამ 2018 წ. 17 აპრილის №182 დადგენილებით დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020. ამ დოკუმენტებში მოცემულია გენდერული თანასწორობის საკითხები.
20