تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 99 of 2022 of Georgian Government on State Program Co-financing Refrigerator Facilities for Storing Berry Cultures by Agricultural Cooperatives

صدر في 2022-03-01 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის 2022 წლის დადგენილება №99 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Agricultural and rural development, Cultivated plants
الكلمات المفتاحية
agricultural commodities, agricultural development, equipment, financial agricultural measures, fiscal and market measures, internal trade, transport/storage, subsidy/incentive, fruits/edible nuts
الفئات
agriculture

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №99 2022 წლის 1 მარტი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარების“ (პროგრამული კოდი: 31 05 09) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილების (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა. 2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. http://www.matsne.gov.ge 34017000010003023307 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ა) პოტენციური ბენეფიციარი – სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს; ბ) ბენეფიციარი – სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები; გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების/ანაზღაურების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; დ) თანადაფინანსება/ანაზღაურება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები; ე) განაცხადი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების/ანაზღაურების მიღების მიზნით. მუხლი 4. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები 1. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს. 2. პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს. 3. მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში. 4. სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა. მუხლი 5. თანადაფინანსება/ანაზღაურება 1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარით. 2. 1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. 3. ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური http://www.matsne.gov.ge 34017000010003023307 ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას. 4. მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე. 5. პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას. 6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები. მუხლი 6. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განაცხადი; ბ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესანახი მაცივრ(ებ)ის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება; გ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. მუხლი 7. თანადაფინანსების/ანაზღაურების გაცემის პროცედურა განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების/ანაზღაურების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 8. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. მუხლი 9. პროგრამის მონიტორინგი 1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. http://www.matsne.gov.ge 34017000010003023307

Resolution No. 99 of 2022 of Georgian Government on State Program Co-financing Refrigerator Facilities for Storing Berry Cultures by Agricultural Cooperatives · Nelum