Resolution No. 86 of 2019 of Georgian Government on Reorganizing National Nursery and Creating National Agency of Wildlife
صدر في 2019-02-15 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის დადგენილება №86 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Wild species and ecosystems
- الكلمات المفتاحية
- institution, wild fauna, wild flora, governance
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №86 2019 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. მუხლი 2 სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის უფლებამონაცვლედ. მუხლი 3 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელოს: 1. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. 2. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 4 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ − ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, სსიპ − ეროვნულ საშენ მეურნეობაში დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა/გადანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე). მუხლი 5 დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია დასრულდეს 2019 წლის 1 აპრილამდე. მუხლი 6 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე http://www.matsne.gov.ge 04003000010003021101