Resolution No. 74 of 2020 of Georgian Government on Rules for Accounting of Energy from Heat Pumps
صدر في 2020-02-06 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №74 თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Energy
- الكلمات المفتاحية
- energy conservation/energy production, renewable energy, data collection/reporting
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 2020 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი 1. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული, გეოთერმული ან ჰიდროთერმული ენერგიის რაოდენობა, რომელიც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად – ERES, გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: ERES = Qusable *(1 - 1/SPF). 2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) Qusable = თბური ტუმბოების მიერ მიწოდებული სავარაუდო მთლიანი გამოყენებადი სითბო, რომელიც აკმაყოფილებს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს. მისი გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ისეთი თბური ტუმბოები, რომელთათვის SPF > 1.15 * 1/η; ბ) SPF = სავარაუდო საშუალო სეზონური მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ თბური ტუმბოებისთვის; გ) η არის თანაფარდობა ელექტროენერგიის მთლიან წარმოებასა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის პირველადი ენერგიის მოხმარებას შორის და გამოითვლება, როგორც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, რაც ეფუძნება ევროსტატის მონაცემებს.
http://www.matsne.gov.ge 30035000010003021783