Resolution No. 73 of 2018 of Georgian Government on Temporary Measures of Risk Management in Relation to Production, Processing and Placing on Market of Spices and Seasonings
صدر في 2018-02-07 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Food and nutrition
- الكلمات المفتاحية
- condiments/herbs/spices, vending, public health, internal trade
أين تقرؤه
لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №73 2018 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ მუხლი 1 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-9 მუხლისა და 75-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნეს რისკის მართვის შემდეგი დროებითი ზომები: ა) აიკრძალოს ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ, ბაზარზე განთავსების მიზნით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით; გ) დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა. 2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს, არ დაუშვან სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობის ფაქტები. 3. ამ დადგენილების პირობების დარღვევით წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება დაუშვებელია, ხოლო ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები და სანელებლები ექვემდებარება ამოღებას/გამოთხოვასა და განადგურებას. 4. რისკის მართვის დროებითი ზომები გაგრძელდეს რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე, მაგრამ დადგენილების მიღებიდან არაუმეტეს 2 წლისა. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 24011000010003020388