Resolution No 59 of 2011 of Georgian Government on Deadlines and Fees for the Services of the National Food Agency of Georgia
صدر في 2011-01-31 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №59 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- المنظمة
- European Union
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Food and nutrition
- الكلمات المفتاحية
- legal proceedings/administrative proceedings, procedural matters
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №59 2011 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 31 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. 2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №318 - ვებგვერდი, 17.08.2011წ. 3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №378 - ვებგვერდი, 12.10.2011წ. 4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. 5. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. 6. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 26.03.2012წ. 7. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევის თაობაზე უარის თქმის საფუძველია. 4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსათვის მიმართვის მომენტიდან. 5. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 6. საფასურის ეტაპობრივი გადახდის საკითხს წყვეტს სააგენტოს უფროსი. 7. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური № მომსახურების სახე მომსახურების ვადა მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) 1 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 50 ლარი 70 ლარი 90 ლარი 100 ლარი 2 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 25 ლარი 35 ლარი 45 ლარი 50 ლარი 3 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა 25 ლარი 4 ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა 50 ლარი 5 სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა 5 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 50 ლარი 75 ლარი 100 ლარი 6 წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სერტიფიკატის გაცემა 3 თვე 2 თვე 1 თვე 100 ლარი 200 ლარი 300 ლარი 7 ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია 3 თვე 2 თვე 1 თვე 1000 ლარი 1300 ლარი 1500 ლარი 71 ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 700 ლარი 1000 ლარი 1300 ლარი 1500 ლარი 8 ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში: ა) პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 25 ლარი 50 ლარი 75 ლარი 100 ლარი ბ) მეორე რიგის ცვლილების რეგისტრაცია 3 თვე 2 თვე 1 თვე 200 ლარი 300 ლარი 400 ლარი 9 ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია 10 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 500 ლარი 700 ლარი 800 ლარი 91 ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის აღიარებითი რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია 5 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 300 ლარი 400 ლარი 500 ლარი 3 10 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია: ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა 2 თვე 1 თვე 2 კვირა 300 ლარი 800 ლარი 1100 ლარი ბ) ექსპერტიზის და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება 1 თვე 2 კვირა 1 კვირა 300 ლარი 800 ლარი 1100 ლარი გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა: 2 თვე 1 თვე 2 კვირა 150 ლარი 500 ლარი 700 ლარი გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და ტარაზე მარკირება „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა 2 თვე 1 თვე 2 კვირა 2 დღე 150 ლარი 450 ლარი 650 ლარი 1200 ლარი დ) ექსპერტიზის და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება 1 თვე 2 კვირა 1 კვირა 300 ლარი 600 ლარი 1200 ლარი ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 25 ლარი 50 ლარი 100 ლარი 11 (ამოღებულია – 24.05.2011, №217) 12 (ამოღებულია – 24.05.2011, №217) 13 ვეტერინარ ექიმთა საკვალიფიკაციო კურსი 1 პირისთვის 200 ლარი ტრენინგი 1 საათი 1 პირისთვის 10 ლარი 14 სურსათის განადგურების პროცესზე ზედამხედველობა გასანადგურებელი სურსათის საერთო ღირებულების 2% (არანაკლებ 100 ლარისა) 15 მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების და სხვა შესხურებითი სამუშაოების გატარება, გარდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა 1 ჰა-მდე 250 ლარი 1 ჰა-ზე მეტი 250 ლარი+75 ლარი ყოველ დამატებით 1 ჰა-ზე 16 სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დადგენა (გამოკვლევა) მომსახურება – 10 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 5 ლარი 17 მეტეოროლოგიური მომსახურება (მეტეოროლოგიური პროგნოზი) ერთი წლის განმავლობაში მომსახურება – 300 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 50 ლარი 18 პესტიციდების კატალოგი აგროქიმიკატის კატალოგი 50 ლარი 25 ლარი 19 ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა) მსხვილი რქოსანი ცხოველების ტანხორცი 5 ლარი ღორის ტანხორცი 3 ლარი ცხვრის, თხის ტანხორცი (ყველა ასაკის) 2 ლარი კენტჩლიქიანის ტანხორცი 5 ლარი ბოცვერის, თახვის ტანხორცი 0.5 ლარი 4 ტყავი, ტყავნედლეული (1 პარტია) (გარდა იმ ტყავისა და ტყავნედლეულისა, რომლებზეც განხორციელდა ზედამხედველობა ცხოველის დაკვლის დროს) 50 ლარი 191 საექსპორტო ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა მსხვილფეხა პირუტყვი 1 სული – 1 ლარი ღორი 1 სული – 0.5 ლარი წვრილფეხა პირუტყვი 1 სული – 0,2 ლარი კენტჩლიქიანი ცხოველი 1 სული – 1 ლარი ბოცვერი, კურდღელი, თახვი 1 სული – 0.1 ლარი ძაღლი, კატა 1 სული – 15 ლარი 20 საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული პირის მოთხოვნით არაკეთილსაიმედო ქვეყნებში („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში) სომხეთი, აზერბაიჯანი 1600 აშშ დოლარი რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა 2500 აშშ დოლარი აზია 8 000 აშშ დოლარი ჩრდილოეთ აფრიკა 5000 აშშ დოლარი სამხრეთ აფრიკა 6000 აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკა 8000 აშშ დოლარი 21 პესტიციდების ხარისხისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი 10 ლარი 22 კონსულტაცია (გარდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული, ასევე დადგენილი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით გაცემული კონსულტაციებისა) ა) სამუშაო ადგილზე 20 ლარი ბ) გასვლითი კონსულტაცია 30 კმ-მდე მანძილზე 50 ლარი 30 კმ-ზე მეტ მანძილზე 250 ლარი 23 დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცესზე ზედამხედველობა 100 ლარი 24 მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა 3 თვე 2 თვე 1 თვე 100 ლარი 200 ლარი 300 ლარი 25 მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა 3 თვე 2 თვე 1 თვე 100 ლარი 200 ლარი 300 ლარი 26 სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა 10 ლარი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. 5 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №318 - ვებგვერდი, 17.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 26.03.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. მუხლი 3 თუ სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება: ა) 600-ზე მეტი მსხვილი რქოსანი ცხოველის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 3 ლარის ოდენობით; ბ) 1000-ზე მეტი ღორის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 2 ლარის ოდენობით; გ) 1500-ზე მეტი ცხვრის, თხის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 1 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №378 - ვებგვერდი, 12.10.2011წ. მუხლი 4 1. ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში მე-2 მუხლის 191 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მინიმალური ღირებულება არის: ა) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე, კენტჩლიქიან ცხოველსა და ღორზე – 100 ლარი; ბ) ბოცვერზე, კურდღელზე, თახვზე – 25 ლარი. 2. თუ მე-2 მუხლის 191 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში განხორციელდა: ა) 500-ზე მეტ მსხვილფეხა პირუტყვზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით სულზე 0.5 ლარის ოდენობით; ბ) 2000-ზე მეტ წვრილფეხა პირუტყვზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით სულზე 0.1 ლარის ოდენობით. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.