تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 507 of 2021 of Georgian Government on Measures regarding State Property in relation to the Emergency, the Extremely Dangerous Public Health Epidemic and the Pandemic

صدر في 2021-10-15 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის 2021 წლის დადგენილება №507 საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Land and soil
الكلمات المفتاحية
hazards, land-use planning, offences/penalties, public health, right of use, subsidy/incentive

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №507 2021 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 493 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 09/06/2021, 040110030.05.001.020336) მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები“ (შემდგომში – წესი). მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები 1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლის მხარეც არის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან. 2. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასური ან/და პირგასამტეხლო, გადახდილი საფასური და პირგასამტეხლო ჩაეთვალოს გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის საფასურის ანგარიშში.

  2. 3. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ გადახდილი, ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის საფასური და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას. 4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებმა, მუნიციპალიტეტებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში. 5. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განიხილონ და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება http://www.matsne.gov.ge 04011003010003023065 მათ მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა 2020 წლის 21 მარტიდან 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე პერიოდის სარგებლობის საფასურისაგან ან/და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე. 6. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმოებმა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში. 7. ამ წესით განსაზღვრული შეღავათები შესაძლებელია, აისახოს იმ ქვემოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ ამ წესით გათვალისწინებული მოსარგებლეებისგან, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შესაბამის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

  3. 8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე, გარდა ე. წ. სწრაფი გადახდის აპარატის განსათავსებელად გადაცემული უძრავი ნივთისა; ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ელექტრონული საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ნივთის ნაწილში; გ) იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი გადაეცათ მასზე გარე რეკლამის განთავსების მიზნით. http://www.matsne.gov.ge 04011003010003023065

Resolution No. 507 of 2021 of Georgian Government on Measures regarding State Property in relation to the Emergency, the Extremely Dangerous Public Health Epidemic and the Pandemic · Nelum