تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No 448 of 2013 of Georgian Government on Calculating Atmospheric Air Contamination Index and Determining Level of Contamination of Zones of Air as Extremely Contaminated, Highly Contaminated, Contaminated and Without Contamination

صدر في 2013-12-31 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის დადგენილება №448 ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Air and atmosphere
الكلمات المفتاحية
air quality/air pollution, pollution control, hazardous substances, governance, zoning

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №448 2013 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ,,ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტი“. მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ოქტომბრის №90 ბრძანება და ,,ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ოქტომბრის №89 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017617 ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტი მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის და დაბინძურების ინდექსის სიდიდეების დადგენა. 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დაყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. მუხლი 2. ძირითად ცნებათა განმარტებანი ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს: ა) ,,ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა; ბ) ,,მავნე ნივთიერება“– ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; გ) ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება“ – ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში მავნე ნივთიერებათა არსებობის შედეგად; დ) ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაცია დროის გარკვეული გასაშუალოებული პერიოდისთვის, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას ან ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე არ ახდენს მასზე და საერთოდ გარემოზე მავნე ზემოქმედებას. მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის ტექნიკური რეგლამენტისა და დაბინძურების ინდექსის სიდიდეების შესახებ 1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე. 2.ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზეც ხდება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისთვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება. მუხლი 4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის ტექნიკური რეგლამენტი 1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:            n i c i i i q I 1 zdk , qi – i-ური მავნე ნივთიერების საშუალო წლიური კონცენტრაციაა (მგ/მ 3), რომელიც განისაზღვრება ერთჯერადი გაზომვებით მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობების რაოდენობის ჯამის ფარდობით ერთჯერადი გაზომვების რაოდენობასთან; ზდკi – i-ური მავნე ნივთიერების საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა, (მგ/მ3); n- მავნე ნივთიერებათა რაოდენობაა; ci – გოგირდის დიოქსიდის მავნეობის ხარისხზე დაყვანილი i-ური ნივთიერების მავნეობის ხარისხის უგანზომილებო კონსტანტაა და პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 საშიშროების კლასის ნივთიერებებისათვის შესაბამისად ტოლია 1,7; 1,3-ის; 1,0-ის, 0,9-ის. 2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოსათვლელად გაზომილ ნივთიერებებიდან უნდა შეირჩეს მხოლოდ ის ხუთი ნივთიერება, რომლებისთვისაც საკუთრივ გაანგარიშებული ინდექსის სიდიდეებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობები. 3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის დასადგენად დაცულ უნდა იქნას შემდეგი პირობები: ა) ერთჯერადი სინჯის აღების ხანგრძლივობაა 20-30 წუთი; ბ) დღე-ღამის განმავლობაში გაზომვების მინიმალური სიხშირეა ოთხი; გ) გაზომვები უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად 100, 700, 1300 და 1900 საათებში ან უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. 4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლილი სიდიდე ჩაითვლება საიმედოდ, თუ ჩატარებულია დადგენილ გაზომვათა არანაკლებ 75%-ისა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც ხდება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება, წარმოდგენილია დანართში. დანართი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები დაბინძურების დონეების მიხედვით რეგიონის კატეგორიის დასახელება დაბინძურების ინდექსი, I დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონი I<= 5 დაბინძურებული კატეგორიის რეგიონი 5<I<=8 მაღალი დაბინძურების კატეგორიის რეგიონი 8<I<=15 განსაკუთრებით დაბინძურებული კატეგორიის რეგიონი I>15

Resolution No 448 of 2013 of Georgian Government on Calculating Atmospheric Air Contamination Index and Determining Level of Contamination of Zones of Air as Extremely Contaminated, Highly Contaminated, Contaminated and Without Contamination · Nelum